ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2020

Новости за 02.12.2020

ავღანეთის მთავრობამ და თალიბანმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს სამშვიდობო მოლაპარაკებების თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის მთავრობისა და თალიბანის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს სამშვიდობო მოლაპარაკებების დაჩქარების თაობაზე. ეს მათი პირველი ერთობლივი წერილობითი დოკუმენტია 19-წლიანი ომის განმავლობაში. შეთანხმება, რომლის შესახებაც 2 ნოემბერს გამოაცხადეს, გარღვევად მიიჩნევა, ვინაიდან მოლაპარაკებების მონაწილეებს ის დროს აძლევს უფრო არსებითი საკითხებისთვის. მათ შორისაა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. დოკუმენტს ხელი მოეწერა მას შემდეგ, რაც მხარეები თვეების განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს ყატარის დედაქალაქ დოჰაში. Читать дальше...

მიმავალი წლის კარგი ამბები (ასეთებიც იყო!)

Radiotavisupleba.ge 

ახალ წელს ვეგებებით, ძველს ვაცილებთ და თითქოს 2020-ის დავიწყება გვინდა, მაგრამ ამ წელს მოხდა კარგი ამბებიც, რომლებიც დაჩრდილა  არასასიამოვნო ცნობებმა, მაგრამ ისინი  დავიწყებას ვერ მიეცა. ენერგიის ახალი წყარო: თერმობირთვული სინთეზი შეცვლის სამყაროს მკვლევართა ოცნება შეექმნათ სუფთა თერმობირთვული რეაქტორები, რომლებიც შეძლებდნენ  ქალაქები მოემარაგებინათ ენერგიით, ოდნავ მიუახლოვდა რეალობას აგვისტოში, როცა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, გამოაცხადა საერთაშორისო ექსპერიმენტული თერმობირთვული რეაქტორის აგების შესახებ. Читать дальше...

ტაქსების აპლიკაციების მიმოხილვა - რომელი რა ღირს, რამდენად მოსახერხებელია და რას გვთავაზობს განსაკუთრებულს

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ დადის, ფეხით კი ყველგან ვერ მიაღწევ. წლის ბოლომდე შორ მანძილზე წამსვლელებს ტაქსის იქით გზა არ გვაქვს, რაც ცუდია. შედარებით უკეთესი ისაა, რომ დღეს ტაქსის დიდი არჩევანი გვაქვს, განსაკუთრებით მოსახერხებელი კი ისეთი სერვისებია, რომლებიც სმარტფონის აპლიკაციის მეშვეობით გამოგვაძახებინებს მანქანას. ამ დროს მძღოლის გადაადგილებას ადევნებ თვალს, წინასწარ იცი, რა დაგიჯდება მგზავრობა და საფასურის ბარათით გადახდაც შესაძლებელია. რომელი აპლიკაციაა უფრო იაფი და მოსახერხებელი? ამის დასადგენად რამდენიმე ჩამოვწერეთ და დავტესტეთ. Читать дальше...

თენგიზ ცერცვაძე არ გამორიცხავს კლინიკებში პაციენტების ნაცნობობით მოხვედრას

Radiotavisupleba.ge 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძე კლინიკებში Covid-ინფიცირებული პაციენტების ნაცნობობით მოხვედრას არ გამორიცხავს. „[არის შესაძლებლობაა] რომ მოხვდნენ ობიექტური კრიტერიუმებით და რიგითობით, ანუ ვისაც მოიყვანს საგანგებო სიტუაციების სამსახურის ან სასწრაფო დახმარების მანქანა, ან მოვა თვითდინებით, მძიმედ. ვცდილობთ, მაგრამ ადამიანები ვართ და საქართველოში ვცხოვრობთ, სადაც ვერ გამორიცხავთ ამ ფენომენს მთლიანად, რომ ვიღაცა ვიღაცას იცნობს, ვიღაცა ვიღაცას მეტ ანგარიშს უწევს... Читать дальше...

3 დეკემბერს იწყება 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება

Radiotavisupleba.ge 

შემოსავლების სამსახურის განცხადებით, 300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან იწყება. მისი ინფორმაციით, იმ პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით)... Читать дальше...

საქართველოს ფუტსალის ნაკრები პარიზში მიემგზავრება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ფუტსალის ნაკრები ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩისთვის მზადებას შეუდგა. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი მომდევნო დღეებში თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ივარჯიშებს, 6 დეკემბერს კი პარიზში გაემგზავრება, სადაც 8 დეკემბერს საფრანგეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ქართველი ფუტსალელები ევროპირველობის შესარჩევ ეტაპზე ჯგუფში რუსეთისა და საფრანგეთის ნაკრებებთან ერთად მოხვდნენ, კიდევ ერთი მეტოქის ვინაობა კი სომხეთსა და ბულგარეთს შორის გასამართ პლეი ოფში უნდა გაირკვეს. Читать дальше...

იოზეფ საიერის შეცდომა

Radiotavisupleba.ge 

არა პოლიტიკოსის სექსუალური მიდრეკილებები თუ სექსუალურ ორგიაში მონაწილეობა, არამედ „ფარისევლობა“ და „ორპირობაა“ ის მთავარი ბრალდებები, რომლებიც უნგრელი ევროპარლამენტარის მისამართით გაისმის საჯარო სივრცეში მას შემდეგ, რაც უნგრეთის პარტია Fidesz-ის წევრმა იოზეფ საიერმა აღიარა, რომ 27 ნოემბერს ბრიუსელში მონაწილეობდა კერძო წვეულებაში და ამით დაარღვია პანდემიასთან დაკავშირებით შემოღებული აკრძალვა. მაგრამ ბელგიის პოლიციას ევროპარლამენტარის მიმართ უფრო მეტი პრეტენზია აქვს. როგორც რადიო თავისუფლების უნგრული სამსახური იუწყება... Читать дальше...

ნაზი ჯანეზაშვილი: ელემენტარული კომპიუტერული უნარებიც საკმარისია, გაიგო როგორ მუშაობს "სასამართლოს კლანი"

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი აპროტესტებს დადგენილების პროექტს, რომლის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთან კითხვა-პასუხის დრო იზღუდება. ჯანეზაშვილი ამ პროექტს მის წინააღმდეგ მიმართულ ნაბიჯად მიიჩნევს. „პროექტის მთავარი იდეა ისაა, რომ „კლანის“ფავორიტებისთვის, განსაკუთრებით მოსამართლე გვრიტიშვილისთვის, რომელიც მორიგ ჯერზე არის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი, გასაუბრების პროცესი იყოს მაქსიმალურად კომფორტული", - აღნიშნავს ის. ნაზი ჯანეზაშვილი მიუთითებს... Читать дальше...



ევროკავშირის ელჩებმა მწვანე სინათლე აუნთეს „ევროპულ მაგნიტსკის აქტს“

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის ელჩებმა მწვანე სინათლე აუნთეს ადამიანის უფლებების სფეროში სანქციების ახალ რეჟიმს, რომელსაც ზოგჯერ „ევროპულ მაგნიტსკის აქტს“ უწოდებენ. როგორც რადიო თავისუფლებას განუცხადეს ევროკავშირის წარმომადგენლებმა, რომლებმაც ანონიმად დარჩენა ისურვეს, 7 დეკემბერს ამ დოკუმენტს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე დაამტკიცებენ და ის ოფიციალურად შევა ძალაში 10 დეკემბერს, ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღეს. როგორც ევროკავშირის წყაროებმა უთხრეს რადიო თავისუფლებას, არ არის მოსალოდნელი... Читать дальше...

“ფაქტობრივად, მაკროეკონომიკურად „ქართულმა ოცნებამ“ შევარდნაძის დროში დაგვაბრუნა”

News.ge 

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, საქართველოს საგარეო ვალის ნიშნული შევარდაძის მმართველობის დროინდელ ნიშნულს მიუახლოვდა, რაც ნიშნავს, რომ ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოიშალოს ქვეყნის ეკონომიკა. ბაქრაძის თქმით, საგარეო ვალი ხმარდება არა სოციალურ პაკეტებს, ინფრასტრუქტურულ პროექტებსა და ეკონომიკის გადარჩენას, არამედ კორუფციულ პროგრამებს. „ყველაზე მაღალი საგარეო ვალი საქართველოს შევარდნაძის პერიოდში ჰქონდა, როდესაც ქვეყანა მართლა დანგრევის პირას იყო და ის ...

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან იწყება

News.ge 

300-ლარიანი კომპენსაციის მისაღებად განაცხადების მიღება 3 დეკემბრიდან იწყება. შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, იმ პირებს რომელთაც 2020 წლის 28 ნოემბრიდან, დაწესებული შეზღუდვების გამო შეჩერებული აქვთ საქმიანობის განხორციელების/ობიექტზე მომხმარებელთა სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის უფლება, 3 დეკემბრიდან 24 დეკემბრის ჩათვლით, უნდა წარმოადგინონ ელექტრონული განაცხადი (ელექტრონული განაცხადის წარდგენის შემდეგ პირს კიდევ 2 დღე ეძლევა ინფორმაციის დასაზუსტებლად, 28 დეკემბრის ჩათვლით), რათა რეგისტრაციის... Читать дальше...

24 საათში დანიშნულ-გაუქმებული სასამართლო სხდომები - პოლიტიკური ვაჭრობა მართლმსაჯულებით?

Radiotavisupleba.ge 

1 დეკემბერს ერთმანეთის მიყოლებით დაინიშნა, ხოლო 2 დეკემბერს ასევე ერთმანეთის მიყოლებით გაუქმდა ნიკა მელიასთან, გიგი უგულავასთან, ირაკლი ოქრუაშვილთან და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებული სასამართლო პროცესები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის იმ საქმეების გადადების მიზეზად, რომლებსაც ახლო წარსულში საერთაშორისო თანამეგობრობის მწვავე რეაქციები მოჰყვა, საქალაქო სასამართლო კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციებით ხსნის. პოლიტიკური ოპონენტები დარწმუნებული არიან, რომ ეს... Читать дальше...

საქართველოს მოქალაქეების დაკავების შემდეგ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტს „ცხელი ხაზით" არ უსარგებლია

Radiotavisupleba.ge 

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ იუწყება. ინფორმაციას სააგენტო „რესი“ ავრცელებს. ამავე ცნობით, ცხინვალის რაიონის სოფელ არცევის სიახლოვეს დააკავეს საქართველოს ორი მოქალაქე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვეშის მცხოვრებლები და ასევე კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ თელიანის მცხოვრები. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, დაკავება 30 ნოემბერს მოხდა. „წინასწარი მოკვლევის შედეგად დადგინდა და საზღვრის დამრღვევებმა დაასახელეს ის მიზეზები, რისთვისაც კანონსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს. Читать дальше...

“აქ ვიღაც არაჯანსაღი, მაინც მგონია ადამიანები არ არიან და ბოტები არიან, 20 წლის მეგობრის გარდაცვალების გაგების მომენტში პოლიტიკურ შეფასებებს მთხოვენ და ჩვეული ზიზღით იღვრებიან”

News.ge 

“ეხლა რასაც დავწერ არასოდეს არათუ არ დამიწერია, არც კი მიფიქრია აქამდე. ყოველთვის ვცდილობ ყველაფერის რაციონალიზაციას, მათ შორის სიბრაზის, სიბრიყვის… კობა დავითაშვილი 91 წელს გავიცანი, წითელი კერასინკის წინ, ნავთით გაჭვარტლულ ოთახში, გამხმარი პურით და პელეს სასწაული ყავით შეიარაღებულები სხვა ჩვენნაირ ფანატიკოსებთან ერთად იურისტთა ასოციაციის შექმნას რომ ვფიქრობდით, ვგეგმავდით, ვწვალობდით. ეს მაშინ ხდებოდა, როდესაც სრულიად გულწრფელად გვეგონა ...

საკუთარი ფეხების ამარა - რა გამოსავალს პოულობენ ისინი, ვისთვისაც ტაქსი ძვირია 

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებამ თითქმის გამოუვალ მდგომარეობაში ჩააგდო მოსახლეობის იმ ნაწილი, რომელსაც არც მანქანა ჰყავს და არც ტაქსის ფული აქვს. მოხუცები, სოციალურად დაუცველები და ისინი, ვინც სამსახურის შენარჩუნება მოახერხა, დიდწილად მოწყალებაზე გახდნენ დამოკიდებულნი.  ხანდაზმულთა თავშესაფარ „კათარზისში“, რომელიც თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე, მდებარეობს, მოხუცები ქალაქის ყველა უბნიდან  დღეში ერთხელ  უფასო ცხელი სადილისთვის  დადიოდნენ. მას შემდეგ, რაც მეტროც დაიხურა და აღარც ავტობუსებია, მოხუცები სახლში გამოიკეტნენ. Читать дальше...

აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს თბილისიდან გრიპის ვაქცინის მიღებას - ამირან გამყრელიძის პასუხი

Radiotavisupleba.ge 

„ნუჟნაია გაზეტა“-ს ინფორმაციით, აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი თამაზ წახნაკია უარყოფს, რომ გრიპის ვაქცინის 10 000 დოზა საქართველოს ცენტრალურმა ხელისუფლებამ გადასცა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონს.  „ეს არ გადმოუცია საქართველოს ხელისუფლებას, არამედ გადმოგვცა საერთაშორისო ორგანიზაცია UNICEF-მა, რომელიც ჩვეულებრივ დაკავებულია ვაქცინაციისა და მედიკამენტების საკითხით. საქართველოს ხელისუფლებისგან ჩვენ არაფერი მიგვიღია, აფხაზეთის ჯანდაცვის სამინისტროს, მით უმეტეს“, - თქვა წახნაკიამ.  როგორც ის აღნიშნავს... Читать дальше...

თანმხლები ჩამოწერს

Radiotavisupleba.ge 

ყველა ვხედავთ, როგორ არის ჯანდაცვის სფერო ჩვენთან ორგანიზებული, როგორ არის პოლიტიკა და ძალაუფლების სტრუქტურები მასში შეჭრილი, რამდენად „ეფექტიანად“ იმართება პანდემია, როგორი ძალისხმევის ფასად უჯდებათ „რიგით მოქალაქეებს“ თავიანთი ოჯახის წევრების საავადმყოფოებში გადაყვანა, რამხელა როლს თამაშობს სიცოცხლისათვის ბრძოლაში ნაცნობობა და ქონებრივი ცენზი, როგორი მნიშვნელობა აქვს პოლიტიკოსის, ხელისუფლების წარმომადგენლის ან სულაც „ცნობადი სახის“ დროულ ჩარევას, სადღაც დარეკვას, ვიღაცის შეწუხებას, რათა დროზე მოვიდეს სასწრაფო... Читать дальше...

ამერიკელ უფლებადამცველ ვანესა კოგანს რუსეთში ცხოვრების უფლება გაუუქმეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსეთში ცხოვრების უფლება გაუუქმა ადამიანის უფლებების დამცველი ორგანიზაციის, Stitching Justice Initiative-ის ხელმძღვანელს, ვანესა კოგანს. ამის შესახებ ორგანიზაციის პრესმდივანმა ქსენია ბაბიჩმა განაცხადა. უფლებადამცველი 11 წლის განმავლობაში ცხოვრობს რუსეთში, მას აშშ-ის მოქალაქეობა აქვს, მაგრამ შეტანილი აქვს განცხადება რუსეთის მოქალაქეობაზე. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსკოვის მთავარ სამმართველოში კოგანს განუცხადეს, რომ რუსეთის პასპორტზე უარი ეთქვა და რომ ის ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მუქარას წარმოადგენს. Читать дальше...

მეტი სითხე და მოძრაობა – როგორ ვებრძოლოთ პანდემიას ვაქცინის შემოსვლამდე

News.ge 

კორონავირუსის მეორე ტალღა მოულოდნელად მძლავრი აღმოჩნდა მთელ მსოფლიოში, მათ შორის საქართველოში და ვიდრე CoVid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას ჩვენც მივიღებთ, ისღა დაგვრჩენია, სპეციალისტების რეკომენდაციებს მივყვეთ და ასე დავიცვათ თავი კორონავირუსისგან. ამ რეკომენდაციების ძირითადი ჩამონათვალია დისტანცირება, პირადი ჰიგიენის ზედმიწევნით დაცვა, პირბადის ტარება. თუმცა, არანაკლებ მნიშვნელოვანია ისეთი რჩევების გათვალისწინება, როგორიცაა მეტი მოძრაობა და ბევრი სითხის მიღება. სითხე, მათ ...

Новости России
Москва

Она видит ложь: ТВ-3 начал съемки сериала «Лиса» с Олесей Фаттаховой


კორონავირუსით გარდაიცვალა ექთანი

Radiotavisupleba.ge 

ქუთაისში, ჩხობაძის სახელობის სამედიცინო ცენტრის ექთანი 1 დეკემბერს კორონავირუსით გარდაიცვალა. 54 წლის ქალი ორი კვირის წინ დაინფიცირდა. როგორც კლინიკის დირექტორი გოგიტა ბაბუნაშვილი აცხადებს, ინფიცირების წყარო უცნობია და არ არის გამორიცხული, ექთანი პაციენტისგან დაინფიცირებულიყო. მათი ინფორმაციით, გარდაცვლილს თანმხლები დაავადება, დიაბეტი ჰქონდა, რამაც მდგომარეობა გაართულა. ბოლო 24 საათში იმერეთში კორონავირუსის 624 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

ცნობილია, ვის ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე, ახალი პროტოკოლის მიხედვით

Radiotavisupleba.ge 

დღეს დაანონსებული გაფართოებული ტესტების ფარგლებში მოქალაქეებს კორონავირუსის ტესტირების ჩატარება ყველა იმ კლინიკაში შეეძლებათ, რომელიც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაშია ჩართული. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ ასეთი საქართველოში სულ 250-მდე დაწესებულებაა. მისი თქმით, ტესტები ჩაუტარდებათ მხოლოდ ე.წ. სიმპტომურ პაციენტებს. "საოჯახო მედიცინის ცენტრებსა და პოლიკლინიკებში, სადაც პაციენტები ოჯახის ექიმებთან დადიან სხვადასხვა მიზეზებით, აქვე მათივე ოჯახის ექიმის მითითებით... Читать дальше...

თენგიზ ცერცვაძე: ის, რომ ქართველი სპეციალისტები უცხოეთში მოღვაწეობენ, იმას არ ნიშნავს, რომ მათი ნათქვამი ჭეშმარიტებაა

News.ge 

უცხოეთის ყველა იმ ქვეყანაში, სადაც ქართველი ექიმები მოღვაწეობენ, გაცილებით უარესი მდგომარეობაა, ვიდრე საქართველოში – მიხედეთ ყველამ იმ ქვეყანას, სადაც საქმიანობთ , – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიებისა და შიდსის ცენტრის დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ “პალიტრანიუსის“ გადაცემა “დღის ნიუსრუმში“, უცხოეთში მცხოვრები ქართველი კოლეგების პასუხად განაცხადა. ცერცვაძე ირწმუნება, რომ უცხოეთის ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები საქართველოში კოვიდის კლინიკურ მართვას ერთხმად უმაღლეს შეფასებას ...

პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ ფაშინიანს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრი ქვეყნების ლიდერებს მოუწოდა, მხარი დაუჭირონ სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. ფაშინიანი შიდაპოლიტიკური ზეწოლის ქვეშ აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც მან გასულ თვეში ხელი მოაწერა რუსეთის შუამავლობით მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ომის დასრულების თაობაზე. 2 დეკემბერს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ლიდერთა ონლაინსამიტზე პუტინმა თქვა, რომ კონფლიქტის შესაჩერებლად „ფაშინიანს მტკივნეული... Читать дальше...

მაია სანდუ ეწინააღმდეგება დნესტრისპირეთის კონფლიქტის ძალისმიერ მოგვარებას

Radiotavisupleba.ge 

მაია სანდუ ეწინააღმდეგება დნესტრისპირეთის კონფლიქტის ძალისმიერი გზით მოგვარებას. ამის შესახებ მან რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, კონფლიქტის მოგვარების გზების ძიება უნდა გაგრძელდეს ბრატისლავის ოქმის ფორმატში „ხუთს პლუს ორი“ და ის პოლიტიკური უნდა იყოს. დნესტრისპირეთი სსრკ-ის დაშლის შემდეგ წარმოქმნილი ერთ-ერთი თვითგამოცხადებული რესპუბლიკაა. 1990 წელს მან დამოუკიდებლობა გამოაცხადა, მაგრამ ის არ უღიარებიათ გაეროს წევრ ქვეყნებს. კონფლიქტის ესკალაციის შემდეგ რეგიონში დაიწყო სამხედრო მოქმედებები... Читать дальше...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind-ი ონლაინ რეჟიმში გაიმართება

News.ge 

2 დეკემბერი, 2020- საქართველოს ბანკის მხარადჭერით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტექნოლოგიური ღონისძიება Startup Grind ონლაინ გაიმართება. Startup Grind მსოფლიოში ყველაზე დიდი, 3,5 მილიონი წევრისგან შემდგარი კომუნაა, რომელიც სტარტაპებს და ინოვატორებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით აერთიანებს. წლის განმავლობაში Startup Grind-ის ორგანიზებით რამდენიმე საერთაშორისო ღონისძიება იმართება, მათ შორის უმსხვილესი სილიკონ ველიზე, ლონდონსა და თბილისში. Europe-Asia Connect წელს 100-ზე ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

П’ять українок отримали суперниць в основі турніру WTA 1000 в Мадриді: результат жеребкування






По соцсетям гуляет фото «обнаженной Светланы Тихановской»

В Подмосковье рассказали, как проводится нотариальная сделка с недвижимостью

Сорта картофеля для Крайнего Севера начали выращивать амурские кванторианцы

Рынок на открытии растет, покупают "РУСАЛ"