ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 04.02.2021

გარდაიცვალა ომსკის იმ საავადმყოფოს მთავარი ექიმის მოადგილე, სადაც ნავალნის მკურნალობდნენ

Radiotavisupleba.ge 

მოადგილე მთავარი ექიმისა, რომელიც ომსკის სასწრაფო დახმარების №1 საავადმყოფოში მკურნალობდა ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნის, ომსკში გარდაიცვალა 55 წლის ასაკში. ამის შესახებ საავადმყოფოს ვებსაიტი იტყობინება. სერგეი მაქსიმიშინი საავადმყოფოს ხელმძღვანელის მოადგილე იყო ანესთეზიოლოგიისა და რეანიმაციის განხრით. ის "მოულოდნელად" გარდაიცვალა საკუთარ განყოფილებაში გულის შეტევით, განუცხადა ჟურნალისტებს რეგიონული ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა. აგვისტოში ამავე სარეანიმაციო განყოფილებაში იწვა ნავალნი მას შემდეგ, რაც ის მოწამლეს. Читать дальше...

გუბაზ სანიკიძე: [ოპოზიცია] დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები

Radiotavisupleba.ge 

ბლოკ ენმ - „ძალა ერთობაშია“-ს  წევრმა გუბაზ სანიკიძემ „ტვ პირველის“ ეთერში  ილაპარაკა ხალხისა და ოპოზიციის ერთობლივი პოლიტიკური ბრძოლის აუცილებლობაზე. „[ხალხი გაჰყვება თუ არა ოპოზიციას] ეს უკვე ოპოზიციაზეა დამოკიდებული და თვითონ ხალხზეც არის დამოკიდებული. არაფერი არ გამოვა ამ ქვეყანაში, დარჩება ისევ ასეთი სიტუაცია თუ სამშვიდობო პაქტი არ დადო ქართველმა ხალხმა და ქართულმა ოპოზიციამ. ვერცერთი ცალკე ვერაფერს ვერ ვიზამთ. ვერც ოპოზიცია ვიზამთ ვერაფერს, იმიტომ, რომ დენიკინის ჯარივით ვართ, მარტო გენერლები ვართ. Читать дальше...

ნავალნიმ ციხიდან მოუწოდა ხალხს, ქვეყანა გაათავისუფლონ "ქურდების ბანდისგან"

Radiotavisupleba.ge 

რუსმა ოპოზიციონერმა ალექსეი ნავალნიმ, რომელიც პატიმრობაში იმყოფება, ქვეყნის მოსახლეობას მოუწოდა, დაძლიოს შიში და ქვეყანა გაათავისუფლოს „ხელისუფლებაში მყოფი ქურდების ბანდისგან“. ნავალნი ციხეში იმყოფება მას შემდეგ, რაც 2 თებერვალს სასამართლომ რეალური პატიმრობით შეუცვალა ადრე მისჯილი პირობითი პატიმრობა. ნავალნიმ განცხადებაში, რომელიც Instagram-ით გავრცელდა, დაწერა: „ჩემს ზურგს უკან გამაყრუებელი ხმით დაიხურა რკინის კარი, მაგრამ თავს ვგრძნობ თავისუფალ ადამიანად, ვინაიდან დარწმუნებული ვარ, რომ მართალი... Читать дальше...

О чем пишут грузинские газеты: революция или социальный взрыв – что ожидает Грузию?

ИА «Новости-Грузия» 

Как будут развиваться события в Грузии - сможет ли оппозиция выбраться из тупика и утихнет ли недовольство общественности властью или перерастет в социальный взрыв - главные темы в грузинской прессе

ლორთქიფანიძე ამბობს რომ ჩვენება მისცა „მიწათმოწყობის ინსტიტუტიდან“ დაკარგული რუკების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ ჟურნალისტებთან ილაპარაკა ე.მ. პრიმაკოვის სახელობის ქართულ-რუსული საზოგადოებრივი ცენტრის დირექტორმა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. დავით გარეჯის საქმეზე მიცემული ჩვენების შემდეგ პარლამენტის ყოფილმა წევრმა ჟურნალისტებთან ილაპარაკა „მიწათმოწყობის ინსტიტუტის“ შესახებ, საიდანაც, როგორც ის აღნიშნავს დაკარგულია უნიკალური რუკები. ჩვენების მიცემამდე ლორთქიფანიძემ ინსტიტუტის ყოფილ ხელმძღვანელთან ზურაბ ბოჭორიშვილთან დაათვალიერა შენობა, სადაც „მიწათმოწყობის ინსტიტუტი“ იყო განთავსებული. Читать дальше...

საჯარო რეესტრი რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ გადაწყვეტილებას 8 თებერვალს მიიღებს

Radiotavisupleba.ge 

საჯარო რეესტრი საქართველოს რაგბის კავშირში 30 დეკემბერს გამართულ ყრილობასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას ოთხ დღეში მიიღებს. 8 თებერვალს გაირკვევა, დაარეგისტრირებენ თუ არა რაგბის კავშირის პრეზიდენტად ირაკლი აბუსერიძეს, რომელსაც ბოლო ყრილობაზე ხმის უფლების მქონე დელეგატთა უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. საჯარო რეესტრი ამ ეტაპზე მიიჩნევს, რომ ხუთი კვირის წინ ყრილობა წესების დარღვევით ჩატარდა და აბუსერიძეს პრეზიდენტად არ არეგისტრირებს, თუმცა რაგბის კავშირის მიერ მიწოდებული საბუთების შესწავლას ჯერ კიდევ აგრძელებს. Читать дальше...

გაიხსნება თუ არა რესტორნები პროტესტის ნიშნად? - რა არ უნდა გამოგრჩეს 5 თებერვალს

Radiotavisupleba.ge 

ორშაბათიდან შეზღუდვების ნაწილი იხსნება დღეს გახდება ცნობილი, პროტესტის ნიშნად შაბათს გაიხსნება თუ არა კაფეებისა და რესტორნების ნაწილი. ამის თაობაზე გუშინ საღამოს სამუშაო შეხვედრა გაიმართა. რესტორატორებმა საკუთარ გადაწყვეტილებას მას მერე გადახედეს, რაც გუშინ მთავრობამ შეზღუდვების ნაწილობრივ შემსუბუქების შესახებ გამოაცხადა. რა შეზღუდვებს შეეხება ეს: 8 თებერვლიდან მთელ საქართველოში ამუშავდება საზოგადოებრივი ტრანსპორტი. გამონაკლისი იქნება შაბათ-კვირა. 8 თებერვლიდანვე გაიხსნება ბაზრობები. 15 თებერვლიდან საქართველოში... Читать дальше...



სამეზობლოს ამბავი

Radiotavisupleba.ge 

ნინო აბაშიძე, 327-ე კორპუსის ერთერთი ბოლო მოსახლე, სამეზობლოსთან პირველ შეხვედრას იხსენებს.

მარგარიტა სიმონიანმა RT-ში მუშაობა შესთავაზა ზელენსკის მიერ დახურული ტელეარხების ჟურნალისტებს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ტელეარხ RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა სამსახური შესთავაზა ჟურნალისტებს უკრაინული ტელეარხებიდან - „112 Ukraina“-დან, NewsOne-იდან და ZiK-იდან, რომელთა წინააღმდეგ უკრაინამ ხუთწლიანი სანქციები შემოიღო. „სამსახურს ვთავაზობ უკრაინის ტელეარხების თანამშრომლებს, რომლებიც ეს-ესაა დახურა დემოკრატმა ზელენსკიმ“, დაწერა სიმონიანმა ტვიტერში. უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 2 თებერვალს ხელი მოაწერა მისი ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შეთავაზებულ სანქციებს სამი სატელევიზიო არხის წინააღმდეგ... Читать дальше...

ამირან გამყრელიძის თქმით, თუ მოქალაქეები წესებს დაიცავენ, მესამე ტალღა აღარ იქნება

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ რეგულაციების დაცვის შემთხვევაში საქართველოში კორონაავირუსის გავრცელების მესამე ტალღა არ იქნება.   „მეორე ტალღის პიკი ჩვენ გავიარეთ ნოემბერ-დეკემბერში, დღეს დადებითობის მაჩვენებელი არის 3,87 პროცენტის ფარგლებში, ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა 25-30 პროცენტი, ანუ 5-ჯერ არის შემცირებული, ამიტომ ჩვენ უნდა მოვუფრთხილდეთ იმ პროგრესს, რაც გვაქვს. თუ ჩვენ დავიცავთ ყველა წესს და 95 პროცენტამდე ავიყვანთ პირბადის ტარების მაჩვენებელს... Читать дальше...

ნავალნის დაპატიმრების შემდეგ რუსეთში ინტერნეტის ბლოკირებაზე ალაპარაკდნენ

Radiotavisupleba.ge 

ალექსეი ნავალნის დაპატიმრების შემდეგ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო გამოსვლების აღკვეთის მიზნით რუსეთის ხელისუფლებაში განიხილავენ იმ სოციალური ქსელების ბლოკირებას, რომლებიც, კრემლთან დაახლოებული რუსი კანონმდებლების აზრით, მოქალაქეებს უკანონო აქციებში მონაწილეობისკენ მოუწოდებენ. სოციალური ქსელების შესაძლო ბლოკირების თაობაზე საუბარია რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკისა და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან თანამშრომლობის კომიტეტის სპეციალურ განცხადებაში, რომელიც 4 თებერვალს ჟურნალისტებს ამავე კომიტეტის თავმჯდომარემ... Читать дальше...

ჯერ არ შექმნილა, უკვე სადავოა - არჩევნებს პარლამენტში საგამოძიებო კომისია შეისწავლის

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტში ოპოზიციის უდიდესი ნაწილის გარეშე დაიწყებს მუშაობას დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს შეისწავლის. „ქართული ოცნება“ დარწმუნებით აცხადებს, რომ კომისია კიდევ ერთხელ დაადასტურებს არჩევნების შედეგების სიზუსტეს; ხოლო ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია კომისიას აბსოლუტურ უნდობლობას უცხადებს და ბიულეტენების ხელახალი გადათვლის შეთავაზებას ცინიკურადაც მიიჩნევს. როგორ იმუშავებს საგამოძიებო კომისია? ვინ იქნება კომისიის შემადგენლობაში? რამდენად... Читать дальше...

პროკურატურამ ხუთი წლით კოლონიაში პატიმრობა მოითხოვა აქტივისტ ანასტასია შევჩენკოსთვის

Radiotavisupleba.ge 

პროკურორმა დონის როსტოვში გამართულ სასამართლოზე ხუთი წლით კოლონიაში პატიმრობა მოითხოვა ანასტასია შევჩენკოსთვის. „ღია რუსეთის“ აქტივისტს ბრალად ედება „არასასურველ ორგანიზაციაში“ საქმიანობა. ამის შესახებ მისი ადვოკატი სერგეი ბადამშინი იტყობინება. შევჩენკოს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე 2019 წლის დამდეგს აღიძრა. აქტივისტი პირველია, ვისაც ბრალი წაუყენეს მუხლით „არასასურველი ორგანიზაციის საქმიანობის განხორციელება“. ის ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. შევჩენკოს ორი ეპიზოდისთვის ედება ბრალი... Читать дальше...

მოსკოვში ევროკავშირის დიპლომატებს Sputnik V-ით აცრის უფლება მისცეს

Radiotavisupleba.ge 

შიდა მიმოწერა, რომელზეც წვდომა მოიპოვა რადიო თავისუფლებამ, მოწმობს, რომ ევროკავშირი მოსკოვში მომუშავე დიპლომატებს უფლებას აძლევს, აიცრან რუსეთში წარმოებული ვაქცინა Sputnik V-ით, თუკი ასე მოისურვებენ. თუმცა ვაქცინა არ დაუმტკიცებია ევროკავშირის მარეგულირებელ უწყებას. მოსკოვში ევროკავშირის დელეგაციის მაღალი რანგის წევრის მიერ 3 თებერვალს დაწერილ იმეილში ნათქვამია, რომ რუსეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, ვაქცინაციის პროცესი გაავრცელოს დიპლომატიურ კორპუსზეც. მასში ვკითხულობთ, რომ „ამის გამო ისინი აგროვებენ... Читать дальше...

ვაჟა სირაძის თქმით, ფოთში კაცის მკვლელობის საქმეზე დაკავებულია ერთი პირი

Radiotavisupleba.ge 

ფოთში კაცის მკვლელობის საქმეზე ერთი ადამიანის დაკავების შესახებ იუწყება საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე.  „ფაქტზე დაწყებულია გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით. შსს-ის თანამშრომლების მიერ ცხელ კვალზე მყისიერად გატარებული ღონისძიებების შედეგად, სავარაუდო დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია და მიმდინარეობს კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები," - თქვა სირაძემ. ფოთში 45 წლამდე კაცს ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა.

შეიძლება თუ არა საქართველოში სასამართლო მოუგო ყოფილ მთავარ პროკურორს - ინტერვიუ ლაშა თორდიასთან

Radiotavisupleba.ge 

თითქმის ერთწლიანი განხილვის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული საქმის განხილვა დაასრულა და ყოფილი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე უდანაშაულოდ სცნო. მას და მის თანმხლებ პირებს ცემაში ადანაშაულებს აუდიტის სამსახურის ყოფილი უფროსი ლაშა თორდია. სასამართლომ გადაწყვეტილება თითქმის 10 დღის წინ მიიღო, თუმცა ინფორმაცია საჯარო მხოლოდ გუშინ გახდა. საქმე ეხება 2017 წლის მაისში რესტორან "ელ ცენტროში" მომხდარ ამბავს. ლაშა თორდია ამბობს, რომ ოთარ ფარცხალაძე მას ათობით ადამიანის თვალწინ დაესხა თავს. Читать дальше...

Новости России
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об эффективных решениях в дорожном строительстве   


ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ქომაგებს ყვირილსა და სიმღერას აუკრძალავენ

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა შეათანხმეს ქცევის წესები, რომლებითაც უნდა იხელმძღვანელონ მომავალი ოლიმპიადის მონაწილე სპორტული დელეგაციების წევრებმა და გულშემატკივრებმა.   სპორტსმენებმა იაპონიაში გამგზავრებამდე ორჯერ უნდა წარმოადგინონ კორონავირუსის ტესტზე უარყოფითი შედეგის დამადასტურებელი ცნობა. პირველად ტოკიოში გაფრენამდე ორი კვირით ადრე, მეორედ - სამი დღით ადრე. უშუალოდ ოლიმპიური თამაშებისას კი, ადგილობრივ ჯანდაცვის სამსახურებს, სპეციალური მობილური აპლიკაციების გამოყენებით... Читать дальше...

ვიქტარ ბაბარიკას სასამართლო 17 თებერვალს გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში ყოფილი ბანკირი ვიქტარ ბაბარიკა, რომელიც შარშან დააპატიმრეს და აგვისტოში საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის საშუალება რა მისცეს, 17 თებერვალს წარდგება სასამართლოს წინაშე. ამის შესახებ 4 თებერვალს გამოქვეყნდა განცხადება ბაბარიკას Telegram-ის არხზე მას შემდეგ, რაც მანამდე მინსკის სასამართლოში წინასწარი სხდომა გაიმართა ამ საქმესთან დაკავშირებით. თავად ბაბარიკა სხდომას არ ესწრებოდა. სამაგიეროდ სასამართლოში იმყოფებოდა რამდენიმე სხვა პირი სისხლის სამართლის იმავე საქმის ფარგლებში. ექვსმა მათგანმა... Читать дальше...

NGO-ების შეფასებით, კომენდანტის საათის ამ ფორმით დატოვება ეწინააღმდეგება კონსტიტუციას 

Radiotavisupleba.ge 

რვა არასამთავრობო ორგანიზაცია ეხმაურება საქართველოს მთავრობის მიერ შეზღუდვების შემსუბუქების პარალელურად კომენდანტის საათის კვლავაც ძალაში დატოვებას. ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ მისი ამ ფორმით არსებობა ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას და შეზღუდვათა შემსუბუქების ფონზე, საქართველოს მთავრობაზე დელეგირებული უფლებამოსილების თვითნებურად გამოყენების კიდევ უფრო ნათელ მაგალითს წარმოადგენს. „კომენდანტის საათი დაწესებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებით მაშინ, როდესაც, საქართველოს კონსტიტუციის თანახმად... Читать дальше...

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შპს „ნიუ პასაჟი“ წარმოებას აფართოვებს

News.ge 

4 თებერვალი, 2021- საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ამჯერად ბანკმა ბეტონის საამქრო შპს „ნიუ პასაჟის“ ხელშეწყობის მიზნით, 185,000 ლარის ინვესტიცია გამოყო. შპს „ნიუ პასაჟი“ 2019 წელს დაარსდა, მისი წლიური ბრუნვა კი 2 მილიონ ლარს აღემატება. კომპანიის ყოველდღიურ საქმიანობაში 60 ადამიანია ჩართული. წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია რეგიონში, ძირითადად სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ხორციელდება. „ნიუ პასაჟი“ ...

“4 თვის შემდეგ რომ გვეპატიჟებიან, მართლაც გადაწიკწიკებული აქვთ ოქმები, რაღა დროს რამის ნახვაა”

News.ge 

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” 2020 წლის 31 ოქტომბრის არჩევნების საპარლამენტო კომისიაში მონაწილეობას არ მიიღებს. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის”პოლიტიკური საბჭოს წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ არჩევნებიდან 4 თვის შემდეგ, კომისიის მუშაობას აზრი არ აქვს, რადგან მისი შეფასებით, მმართველ გუნდს ყველა დარღვევა უკვე ჩასწორებული აქვს. “გაერთიანებული ოპოზიციის” სახელით, საოლქო კომისიებში დაიწერა 742 საჩივარი, სასამართლოში შევიდა 58 სარჩელი და 23 ...

ვეფხვი და პანტერების სამარხები საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

100 წლის წინ სოფელ ლელობთან  მოკლეს ბოლო ვეფხვი, რომელიც საქართველოში ველურ პირობებში არსებობდა. იყვნენ თუ არა მანამდე სხვა ვეფხვებიც? მეცნიერების ნაწილი ვარაუდობს, რომ - კი, თუმცა ამის დამადასტურებელი მასალა ბევრი არაა. 1921 წელს მოკლული ვეფხვი საქართველოში აზერბაიჯანიდან მოხვდა. ვარაუდობენ, რომ ამხელა მანძილი მან ძუ ვეფხვის ძებნაში გამოიარა.   მარშრუტი, დაახლოებით, ასეთი უნდა ყოფილიყო: აზერბაიჯანი, გარდაბნის ტყე, მანგლისი. შემდეგ ვეფხვი მტკვრის მიდამოებს ტოვებს  და მდინარე ხრამს ან მდინარე ალგეთს მაღლა აუყვება. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Россиянка Хромачёва вышла в финал турнира WTA в Руане в парном разряде






А ситуация все краше и краше

Свыше 1000 пациентов прошли онкоскрининг полости рта в Лобне

ММКФ начался с минуты молчания в память о погибших в «Крокус сити холле»

Колонна техники Парада Победы начала движение в Москву