ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 05.02.2021

თელ ავივის სავადმყოფოში წარმატებით გამოიყენეს კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი

Radiotavisupleba.ge 

ისრაელიდან მედიით გავრცელებული ინფორმაციით, ამ ქვეყნის მკვლევრებმა დიდი წინსვლას მიაღწიეს კოვიდ-19-ის  სამკურნალო პრეპარატის განვითარების საქმეში, ამის თაობაზე ცნობა ფეისბუკით გაავრცელა ისრაელის ელჩმა საქართველოში, რონ გიდორმა, რომლის თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატის კვლევის პირველი ფაზა დასრულდა. მვლევრების თანახმად, 30 პაციენტიდან, რომლებსაც მისცეს EXO-CD24-ი, 29-მ, საავადმყოფო დატოვა 3-5 დღემდე, უთხრეს თელ ავივის თელ ავივის სურასკის სამედიცინო ცენტრის (იხილოვის  საავადმყოფო) მკვლევრებმა ისრაელის KAN News-ს. Читать дальше...

კარლ ჰარცელი: ევროკავშირი მოითხოვს ზაზა გახელაძის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

ზაზა გახელაძისთვის ოკუპირებულ ცხინვალში გამოტანილ განაჩენს ეხმაურება საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი. როგორც დიპლომატი აცხადებს, 2020 წლის 11 ივლისს გახელაძის უკანონო დაკავების შემდეგ, ევროკავშირი მის მყისიერ გათავისუფლებას დაჟინებით მოითხოვს, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული „ცხელი ხაზის" მეშვეობით და ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფარგლებში. ჰარცელი აღნიშნავს, რომ ამ კონტექსტში ევროკავშირი... Читать дальше...

12 წლის თინას და სხვა ბავშვების გაურკვეველი მომავალი საქართველოსა და ავსტრიაში

Radiotavisupleba.ge 

12 წლის თინას ბედი ბოლო დღეების მთავარ სალაპარაკო თემად იქცა ავსტრიაში - ქვეყანაში, სადაც დაიბადა, გაიზარდა, სწავლობდა, ჰყავს მეგობრები  და რომელიც 27 იანვარს პოლიციის ბადრაგის თანხლებით დატოვა საქართველოსკენ მომავალი სპეცრეისით.

დასახელდა საქართველოს სარაგბო ნაკრების შემადგენლობა, რომელიც რუსეთთან ითამაშებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა, რუსეთთან მატჩამდე ორი დღით ადრე გამოაცხადა ძირითადი და სათადარიგო შემადგენლობები. „ბორჯღალოსნები“ რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის შეხვედრას, ასევე შარშანდელი „შემოდგომის ერთა თასის“ უმნიშვნელოვანეს თამაშებთან შედარებით, განსხვავებული განაცხადით ხვდებიან. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ უბრუნდებიან სანაკრებო სიას ზურაბ ჟვანია, მიხეილ გაჩეჩილაძე, თამაზ მჭედლიძე და მირიან მოდებაძე. ოთხივე სასტარტო შემადგენლობაშია. მათ მხარდამხარ ითამაშებს თვრამეტი წლის დავით ნინიაშვილი... Читать дальше...

ნავალნის მიმართ ცილისწამების ბრალდების საქმის განხილვა ერთი კვირით გადაიდო

Radiotavisupleba.ge 

სასამართლომ მოსკოვში 5 თებერვალს გამართულ პროცესზე, რომელზეც იხილავენ სისხლის სამართლის საქმეს ალექსეი ნავალნის მიმართ ცილისწამების ბრალდების შესახებ, შესვენება გამოაცხადა 12 თებერვლამდე. ოპოზიციონერ პოლიტიკოსს ბრალად ედება განზრახ ყალბი ცნობის გავრცელება, რამაც ღირსება შეუბღალა პირს, რომელიც საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ სარეკლამო ვიდეოში იღებდა მონაწილეობას. დაზარალებული 95 წლის იგნატ არტემენკოა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი. პროცესი განახლდა მას მერე, რაც ის შეჩერებული იყო ნერვული აგენტით... Читать дальше...

მაშველები გოდერძის უღელტეხილზე დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან

Radiotavisupleba.ge 

შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველები რამდენიმე საათია გოდერძის უღელტეხილზე, დიდთოვლობის გამო ჩარჩენილ მოქალაქეებს ეხმარებიან ამავე ცნობით, ბათუმი-ახალციხის საავტომობილო გზის 32-ე კილომეტრზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლებმა საბუქსირე საშუალებით დახმარება გაუწიეს 8 ავტომანქანას, რომლებმაც გააგრძელეს სვლა. ორი ავტომანქანის მგზავრები სამაშველო ჯგუფმა უსაფრთხოდ გადაიყვანა უახლოეს სასტუმროში. მეხანძრე-მაშველები კიდევ 5 ავტომობილს და მის მგზავრებს ეხმარებიან გზის გაგრძელებაში. Читать дальше...

რუსეთმა ევროპელი დიპლომატები გააძევა, ბორელი რუსეთთან ურთიერთობის "დაბალ დონეზე" ლაპარაკობს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა განაცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად აცხადებს გერმანიის, პოლონეთის და შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დაუდგენელ რაოდენობას. მოსკოვის თანახმად, ისინი მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლებში. 5 თებერვალს, იმავე დღეს, ევროკავშირის უმაღლესი რანგის დიპლომატიურმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა, ვიზიტი გამართა მოსკოვში და  მასპინძლებს განუცხადა, რომ  ნავალნის გარშემო განვითარებულმა მოვლენების გამო ორმხრივი ურთიერთობა ბრიუსელსა და მოსკოვს შორის „დაბალ დონეზე" დავიდა. Читать дальше...



პროკურატურაში დასრულდა ელდარ გოგოლაძის გამოკითხვა

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურაში დასრულდა „ქართუ ჯგუფის” ყოფილ ვიცე-პრეზიდენტისა და ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის გოგოლაძე გამოკითხეს 1993 წელს აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ჯაშუშის, ფრედი ვუდროფის მკვლელობის გახმაურებულ საქმეზე. „რაც მახსოვდა ამ ფაქტის შესახებ [ვუამბე], რომელიც 26 წლის წინ მოხდა. ბევრი ალბათ აღარ გამახსენდებოდა, ამდენი დრო გავიდა“, - თქვა გოგოლაძემ, რომელიც გამოკითხვაზე დაბარებას უკავშირებს „მთავარი არხისთვის“ მიცემულ ინტერვიუს. „მე ვთვლი, რომ ამ ინტერვიუს მოჰყვა ამ საქმის გააქტიურება. Читать дальше...

საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

News.ge 

საქართველოს საზღვრიდან 81 კილომეტრში 5.2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი სომხეთი იყო. “დღეს, თბილისის დროით 19:36 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 81 კმ_ში, სომხეთში მოხდა 5.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მსახიობი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა

News.ge 

მსახიობი და რეჟისორი გოგა ოსეფაშვილი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრი ავრცელებს. ხვალ, 6 თებერვალს, 11:00 საათზე თეატრის დასი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში შეიკრიბება, რათა პატივი მიაგოს მის ხსოვნას. “გოგა ოსეფაშვილი შალიკაშვილის სახელობის სახელმწიფო პანტომიმის თეატრში დაარსების დღიდან მოღვაწეობდა და წლების განმავლობაში იბრძოდა თეატრის აღმავლობისთვის”. გოგა ოსეფაშვილი ფლობდა არაერთ ჯილდოსა და ტიტულს, ...

ქეთი დოლიძე: ნიკა გვარამიას ნომერს მეც გავასაჯაროებდი, რომ იცოდნენ საიდან მოდის სიბოროტე

News.ge 

“ნიკა გვარამიას ნომერს მეც გავასაჯაროებდი; არ ვიცი, რა დავარქვა, ჩემთვის მამაკაციც კი არ არის” – ამის შესახებ ქეთი დოლიძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა. შეგახსენებთ, რომ მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომაზე წულუკიანმა პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, დეპუტატ ალეკო ელისაშვილის საპასუხოდ, “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას მობილურის ნომერი გამოაცხადა. ვიდეო იხილეთ აქ

ოპოზიციას მანდატებთან ერთად დაუტოვეს სადეპუტატო ვალდებულებებიც

Radiotavisupleba.ge 

51 ოპოზიციონერ დეპუტატს მანდატები პარლამენტმა თავიანთი სურვილის საწინააღმდეგოდ შეუნარჩუნა და ახლა სადეპუტატო ვალდებულებების შესრულებასაც მოითხოვს. იქმნება, ერთგვარად კომიკურიც კი, ჯადოსნური წრე - კანონი ოპოზიციონერ დეპუტატებს ავალებს და უკრძალავს გარკვეულ ქმედებებს, რომელთა იგნორირების გამოც, პარლამენტმა მათ მანდატები უნდა გაუუქმოს; ეს კი სწორედ ის არის, რაც ამ დეპუტატებმა ჯერ კიდევ დეკემბერში მოითხოვეს. თუმცა, ერთი ასეთი ვალდებულების შეუსრულებლობა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც ითვალისწინებს. Читать дальше...

სომხეთში მიწისძვრა მოხდა საქართველოს საზღვრიდან 81 კმ-ში 

Radiotavisupleba.ge 

ილიაუნის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, დღეს, 5 თებერვალს, თბილისის დროით 19:36 საათზე, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 81 კმ-ში, სომხეთში მოხდა 5.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა. მიწისძვრის ბიძგები საქართველოშიც იგრძნობოდა. ამავე ეპიცენტრულ ზონაში დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში სახელმწიფო საზღვრიდან 79 კმ-ში, ასევე, მოხდა 4.2 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, ხოლო, 80 კმ-ში - 3.8 (ML) მაგნიტუდის.

ახმეტის მერია 5 ახალ მანქანას ყიდულობს

Radiotavisupleba.ge 

ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია 5 ახალ მანქანას ყიდულობს. ხელშეკრულება სასურველი მანქანების შესაძენად უახლოეს მომავალში დაიდება. ამისთვის საკრებულომ მერიას 11 მლნ-ლარიანი ბიუჯეტიდან 275 ათასი ლარის დახარჯვაზე თანხმობა მისცა.   აუდიტის სამსახურმა მუნიციპალიტეტის 2016-2017 წლის საქმიანობის შესწავლისას ავტოპარკთან დაკავშირებით კრიტიკული დასკვნა დადო. რეკომენდებული 6 ერთეულის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი 2016 წელს განკარგავდა 9 სამორიგეო ავტომანქანას (2017 წელს გააჩნდა რეკომენდირებული რაოდენობის ავტომანქანები). Читать дальше...

რუსეთი აძევებს ევროპელ დიპლომატებს, რომლებიც მისი თქმით, ნავალნის მომხრეთა გამოსვლებში მონაწილეობდნენ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა განაცხადა, რომ პერსონა ნონ გრატად აცხადებს გერმანიის, პოლონეთის და შვედეთის დიპლომატიური წარმომადგენლობების თანამშრომლების დაუდგენელ რაოდენობას. მოსკოვის თანახმად, ისინი მონაწილეობდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მომხრეთა საპროტესტო გამოსვლებში. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს 5 თებერვლის განცხადებაში ნათქვამია, რომ შვედეთის ელჩი, პოლონეთის საქმეთა დროებითი რწმუნებული და გერმანიის წარგზავნილი სამინისტროში გამოიძახეს და პროტესტი გამოუცხადეს 23 იანვრის მიტინგებში „დიპლომატიური... Читать дальше...

რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება ასაჩივრებს კონტენტის მონიშვნაზე რუსეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას

Radiotavisupleba.ge 

მედიაკორპორაცია რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ 5 თებერვალს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვის, ტვერის რაიონის სასამართლოში შეიტანა სარჩელი სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ ადმინისტრაციული სამართალდარღვევების საქმეზე, რომელიც უკავშირდება რუსეთის მთავრობის მიერ „უცხოეთის აგენტებად“ მიჩნეული მედიასაშუალებების ჟურნალისტური მასალების - შინაარსის მონიშვნას. Roskomnadzor-ის მიერ გამოცემული და 2020 წლის 30 ოქტომბერს ძალაში შესული ბრძანება, რომლის არშესრულება ედება ბრალად რადიო თავისუფლებას, არსებითად... Читать дальше...

ვახტანგ ხმალაძე: თუ დაპირისპირება გაგრძელდა და დათმობა არ იქნა, შესაძლოა, მივიღოთ გაცილებით მძიმე პოლიტიკური კრიზისი, ვიდრე ახლა გვაქვს

News.ge 

კონსტიტუციონალისტი ვახტანგ ხმალაძე არ გამორიცხავს, “ქართულ ოცნებაში” მონასტერი აირიოს და ხელისუფლება იძულებული გახდეს რიგგარეშე არჩევნები დანიშნოს“. როგორც ხმალაძემ ტელეკომპანია “პალიტრანიუსის” გადაცემა “დღის ნიუსრუმში” განაცხადა, ყველაზე ოპტიმალური კომპრომისული გადაწყვეტილება იქნება, რომ რიგგარეშე არჩევნები 2022 წელს ჩატარდეს. “ჯერჯერობით ეს ნიშნები უმნიშვნელოა, მაგრამ თუ ივანიშვილი მართლაც წავიდა პოლიტიკიდან, ეს ნიშნები გამოჩნდება – შიდა დაპირისპირებები შეიძლება გაღვივდეს და მაშინ იძულებულები ...

ევროპარლამენტარები არჩილ თალაკვაძეს: ელჩი ჰარცელი არ გამოხატავს მხოლოდ „მის პირად აზრს“

Radiotavisupleba.ge 

ევროპარლამენტის წევრები საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს უგზავნიან წერილს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ ძალიან უსიამოვნო და არაეთიკურია, როდესაც პირადი ცხოვრების ფუნდამენტური უფლება პარლამენტის კედლებში ირღვევა. მიუხედავად იმისა, რომ დაკონკრეტებული არ არის, რამდენიმე ევროპარლამენტარის მიერ ხელმოწერილ წერილში სავარაუდოდ იგულისხმება დეპუტატ თეა წულუკიანის მიერ პარლამენტის ტრიბუნიდან „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პირადი ტელეფონის ნომრის გასაჯაროების ფაქტი. წერილში... Читать дальше...

Новости России
Москва

Появились подробности аварии в районе Очаково-Матвеевское


აშშ-ის საელჩო გმობს ზაზა გახელაძისთვის ​ოკუპირებულ ცხინვალში გამოტანილ განაჩენს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში აშშ-ის საელჩო საოკუპაციო რეჟიმის მიერ ზაზა გახელაძისთვის ​გამოტანილ განაჩენს ეხმაურება. „აშშ-ის საელჩო თბილისში გმობს საქართველოს მოქალაქე ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას თორმეტი წლითა და ექვსი თვით, მას შემდეგ, რაც დაახლოებით შვიდი თვის წინ, რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა ის დაჭრეს და დააკავეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად. ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა... Читать дальше...

მელია: „იმედის" ეთერში ტელემარათონი გამართეთ - „ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად“

Radiotavisupleba.ge 

მმართველ პარტიას ირონიულად მიმართავს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია, რომელიც არ აპირებს მისთვის გირაოს სახით შეფარდებული თანხის გადახდას. „მივმართავ „ქართულ ოცნებას“ - ერთადერთი გამოსავალი გაქვთ. თქვენ თვითონ, ცხადია, ვერ მიაგნებთ, ამიტომ ისევ მე გეტყვით: „იმედის“ ეთერში ტელემარათონი გამართეთ - „ნიკა მელიას გირაოს თანხის ასაგროვებლად“ სხვა გამოსავალი მართლა არ გაქვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა აღიაროთ რომ ბოლომდე უსუსურები ხართ! პ.ს. მარათონის დასაქოქად პირველი შენატანები ოცნების დეპუტატებმა შეიტანონ... Читать дальше...

ჯო ბაიდენმა გამოაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა“ და აშშ-ის საგარეო პოლიტიკის სიახლეებზე ისაუბრა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკაში ახალი ერა დაიწყება და გამოაცხადა, რომ „ამერიკა დაბრუნდა“ მსოფლიო არენაზე. ბაიდენის დაპირებით, ის წინ აღუდგება ჩინეთსა და რუსეთში ავტორიტარიზმს და კვლავ ითანამშრომლებს მოკავშირეებთან. პრეზიდენტის რანგში თავის პირველ საგარეო-პოლიტიკურ გამოსვლაში ბაიდენმა 4 იანვარს განაცხადა, რომ მისი ადმინისტრაციის სწრაფვა იქნება იყოს ლიდერი მსოფლიოში პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ოთხწლიანი მმართველობის შემდეგ. სახელმწიფო დეპარტამენტში გამოსვლისას ბაიდენმა თქვა... Читать дальше...

კორპუსი 327 - 13-სართულიანი შენობა, რომელიც არ არსებობს

Radiotavisupleba.ge 

ვარკეთილი, 2002 წელი, ივლისი. როგორც ნამდვილი სოხუმელი, რეზო ჭაჭუა უზმოზე ნალექიან ყავას სვამდა და ჩაფიქრებული, მოპირდაპირე კორპუსს უყურებდა. დიდი ვერაფერი ხედი იყო: ხუთი წლის წინ მიტოვებული 327-ე კორპუსი ნაგავსაყრელად ქცეულიყო, შესასვლელში ბალახი წელამდე იყო ამოსული.   „ეს კორპუსი უნდა გავასუფთაო!“ - ეს თქვა და ასე მეგონა, მამა გაგიჟდა“, - იხსენებს 2002 წლის იმ დილას თამუნა ჭაჭუა, რომელიც მაშინ სტუდენტი იყო. თუმცა თამუნას დედამ, ეთერმა, იცოდა, რომ დევნილობის ყველა გასაჭირის გამოვლის მერე რეზო არ ხუმრობდა და არ გაჰკვირვებია... Читать дальше...

აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია აპირებს, დახმარება შეუწყვიტოს საუდის არაბეთის მეთაურობით იემენში მოქმედ კოალიციას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია აპირებს, დახმარება შეუწყვიტოს საუდის არაბეთის მეთაურობით მოქმედ კოალიციას, რომელიც იემენში ებრძვის პროირანულ ჰუტიტების დაჯგუფება „ანსარ ალაჰს“. ამის თაობაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტში თავისი ადმინისტრაციის საგარეო-პოლიტიკურ პრიორიტეტებზე საუბრისას. პრეზიდენტის სიტყვებით, ომმა იემენში, რომელიც უკვე წლებია გრძელდება, მიგვიყვანა „ჰუმანიტარულ და სტრატეგიულ კატასტროფამდე“ და „უნდა დასრულდეს“. აშშ შეწყვეტს... Читать дальше...

შიში და სიძულვილი ვაჭრობისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე 

Radiotavisupleba.ge 

მთიანი ყარაბაღისთვის ომის შემდეგ სომხეთის პირდაპირ კავშირს აზერბაიჯანსა და თურქეთთან რეგიონში მტკიცე მშვიდობის საკვანძო პირობად მიიჩნევენ მიმომხილველები, მაგრამ საამისოდ შიში და მტრობა ადამიანებში ჯერ კიდევ ძალიან ღრმადაა გამჯდარი.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

WTA отреагировала на суперкамбэк Елены Рыбакиной






Три ящика денег. У задержанного по «убийству на парковке» нашли 44 миллиона

Сотрудники Росгвардии обеспечили безопасность проведения концерта государственного академического хореографического ансамбля им. Н.С. Надеждиной "Березка-75" в Подмосковье

«Пикник «Афиши» пройдет в Москве и Санкт-Петербурге после четырехлетнего перерыва

ГУП «ЖКХ РС(Я)» — лауреат Всероссийской премии