ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 07.02.2021

სად წავიდა ბატონი ბიძინა

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია “იმედი”  ოკუპაციის 100 წლისთავს აღნიშნავს; ეთერში იწვევს საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის თანამშრომელს, ირაკლი ხვადაგიანს. ელოდება, რომ ირაკლი ისაუბრებს დაკარგულ ისტორიაზე,  37 წელზე, რეპრესიებზე, სტალინზე. მაგრამ ისტორიკოსი “კარტოგრაფების საქმეს” იხსენებს.  “მოდით, წარმოვადგინოთ სიუჟეტი”, აწყვეტინებს  წამყვანი... ანუ არ გვინდა აწმყოზე საუბარი, ამისთვის არ მოგვიწვევიხართ, გადავიდეთ წარსულზეო.  ჩაუშალა ხვადაგიანმა “იმედს” წარსულის, როგორც დასრულებული ისტორიის განხილვის გეგმა. ჩაუშალა გამიჯვნა ისტორიისგან. Читать дальше...

აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი 101 წლის ასაკში გარდაიცვალა

News.ge 

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯორჯ შულცი, რომელიც პრეზიდენტ რონალდ რეიგანის პერიოდში ცივი ომის დასასრულის სათავეში იდგა, 101 წლის ასაკში, კალიფორნიაში გარდაიცვალა. შულცს მნიშვნელოვანი თანამდებობები ეკავა აშშ-ს პრეზიდენტების, რიჩარდ ნიქსონისა და რონალდ რეიგანის ადმინისტრაციებში. სწორედ ჯორჯ შულცთან ერთად დაესწრო რონალდ რეიგანი რეიკიავიკის ისტორიულ სამიტს, სადაც ისინი საბჭოთა კავშირის ლიდერს, მიხეილ გორბაჩოვსა და ახალდანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრს, ედუარდ ...

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი თანამდებობას ტოვებს

News.ge 

აჭარის პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, კონსტანტინე ანანიაშვილი თანამდებობას ტოვებს. ანანიაშვილის უფლებამოვალეობას მისი მოადგილე, ირაკლი ჭედიშვილი შეასრულებს. შინაგან საქმეთა სამინისტროში სხვა დეტალებზე არ საუბრობენ. ანანიაშვილმა აღნიშნული თანამდებობა 2018 წელს დაიკავა. რამდენიმე კვირის წინ ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში ცვლილებები იგეგმება, მათ შორის საუბარი იყო, რომ პოსტს აჭარის პოლიციის უფროსიც დატოვებდა.

რომის პაპმა ფრანცისკემ ისტორიაში პირველად ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ ქალი დანიშნა

News.ge 

რომის პაპმა ფრანცისკემ დედა ნატალი ბეკვარტი და მამა ლუის მარინ დე სან მარტინი ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილეებად დანიშნა. ცნობისათვის, ისტორიაში პირველად მოსდა ეპისკოპოსთა სინოდის მდივნის მოადგილედ ქალი დანიშვნა. აღნიშნული ორგანო პონტიფიკს კონსულტაციებს უწევს და რომის კათოლიკური ეკლესიის საჭირბოროტო საკითხებს განიხილავს. საფრანგეთიდან ჩასულ დედა ნატალი ბეკვარტს ამიერიდან ხმის მიცემის უფლება ექნება. ცნობისათვის, 2019 წლიდან ის სინოდში ...

განათლების სამინისტრო სასწავლო პროცესის აღდგენასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

News.ge 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში სასწავლო პროცესის აღდგენამდე სკოლებში ინტენსიური მზადება მიმდინარეობს. “იმ სკოლებისთვის, რომლებიც 15 თებერვლიდან დასწრებული ფორმით სწავლებაზე გადავლენ, არსებული საჭიროებების შესაბამისად რეკომენდაციები განახლდა. აღნიშნულის თაობაზე თითოეულ სკოლას უკვე ეცნობა. სმს შეტყობინებებისა და ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, სკოლებიდან რეკომენდაციებს ასევე მიიღებენ მოსწავლეთა მშობლებიც, რათა მაქსიმალურად იყოს დაცული... Читать дальше...



გერმანია 21 მილიონ ევროს გამოყოფს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების გასაძლიერებლად

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ბერლინი 21 მილიონ ევროს გამოყოფს ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში. ამის შესახებ ჰაიკო მაასმა განაცხადა 7 თებერვალს „სოლიდარობა ბელარუსს“ ონლაინ-კონფერენციაში მონაწილეობის დროს და აღნიშნა, რომ დახმარების ფარგლებში, კერძოდ, დაფინანსდება იმ სტუდენტებისა და მოწაფეების სტიპენდიები, რომელიც საპროტესტო აქციებში მონაწილეობის დროს გარიცხეს სკოლებიდან და უმაღლესი სასწავლებლებიდან. „ჩვნე მხარს დავუჭერთ დამოუკიდბელ მასმედიას. Читать дальше...

105 დღე - 105 ღამე: ბრძოლა რიონის ხეობისთვის

Radiotavisupleba.ge 

ნამახვანჰესის მშენებლობა მასშტაბური აქციით გააპროტესტეს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში. უწყვეტი პროტესტის 105 დღეს ხეობის მცხოვრებლებმა სოფელში, მდინარე რიონის ჭალის მიმდებარედ დადგეს კარავიც, რომელიც წინა კვირას სამართალდამცველებმა აიღეს სოფელ ჟონეთში, იმ მოტივით, რომ კარავი იდგა ჰესის მშენებელი კომპანიის „ენკას“ ტერიტორიაზე. 7 თებერვალს გამართული აქციის მონაწილეთა მოთხოვნა უცვლელია, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი, სამოქალაქო აქტივისტები, გარემოსდამცველები და უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელები... Читать дальше...

ბირმაში მრავალრიცხოვანი აქცია გაიმართა სამხედრო გადატრიალების წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

კვირას მრავალათასიანი საპროტესტო აქციები გაიმართა ბირმაში (მიანმარში), სადაც 1 თებერვალს არმიამ ხელში ჩაიგდო ძალაუფლება, ჩამოაგდო პრეზიდენტი უინ მიინტი და დააპატიმრა ნობელის პრემიის ლაურეატი, აუნ სან სუ ჩი. სააგენტო „როიტერსის“ თანახმად, ქვეყნის უმსხვილეს ქალაქ იანგონში ზედიზედ მეორე დღეა გამოდის ათეულათასობით ადამიანი. ისინი უპირისპირდებიან სამხედრო რეჟიმს და ქვეყნის დემოკრატიზაციას მოითხოვენ. მრავალი დემონსტრანტი აფრიალებს პოლიტიკური პარტია „დემოკრატიის ნაციონალური ლიგის“ წითელი ფერის დროშებს. Читать дальше...

8 თებერვლიდან ისევ აიკრძალება „ბასლაინებში“ კერძო ტრანსპორტის მოძრაობა

Radiotavisupleba.ge 

8 თებერვლიდან ავტობუსის შეუფერხებელი გადაადგილებისთვის გამოყოფილ ზოლებში, ე.წ. ბასლაინებში კერძო სატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა იკრძალება, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. „საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერების პარალელურად, დედაქალაქის მერიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ავტობუსისთვის განკუთვნილ ხაზებში კერძო ავტომანქანების მოძრაობა დასაშვები ყოფილიყო, რაზეც სამართალდარღვევის ოქმი არ იწერებოდა. ხვალიდან კი, აღნიშნულ ზოლში მოძრაობის უფლება კვლავ მხოლოდ მუნიციპალურ ტრანსპორტს ექნება... Читать дальше...

ბორელი მკაცრად აკრიტიკებს კრემლს და მოუწოდებს, „დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს“ ნავალნი

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოსკოვში თავისი ვიზიტის შედეგებზე გამოაქვეყნა ანგარიში, რომელშიც აღნიშნულია, რომ მინისტრ სერგეი ლავროვთან შეხვედრის დროს ჟოზეპ ბორელმა მკაცრი შეფასება მისცა რუსეთში ადამიანის უფლებების მხრივ არსებულ მძიმე მდგომარეობას და „უკანონო“ უწოდა ალექსეი ნავალნის დაპატიმრებას. „ბორელმა შეახსენა (ლავროვს), რომ ევროკავშირი ელოდება ბატონი ნავალნის და მასთან ერთად, საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ყველა პირის სწრაფ და უპირობო გათავისუფლებას“, - ნათქვამია ევროკავშირის საგარეო უწყების ხელმძღვანელის ანგარიშში... Читать дальше...

თანამდებობა დატოვა აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორმა

Radiotavisupleba.ge 

კოტე ანანიაშვილის მიერ თანამდებობის დატოვების ფაქტი რადიო თავისუფლების ბათუმელ კორესპონდენტს შსს-ს პრესამსახურში დაუდასტურეს. უწყების განმარტებითვე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობას, ანანიაშვილის მოადგილე ირაკლი ჭედიშვილი შეასრულებს. ჯერჯერობით უცნობია, ანანიაშვილი გადავიდა თუ არა როტაციის წესით სხვა რეგიონში. კოტე ანანიაშვილი აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორად 2018 წლის აგვისტოდან მუშაობდა. აჭარამდე ის შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობას იკავებდა. Читать дальше...

ამირან გამყრელიძე: „ამ ეტაპზე "კომენდანტის საათის" გაუქმების საკითხი არ განიხილება“

Radiotavisupleba.ge 

„საკმაოდ მძიმე მეორე ტალღა გავიარეთ და თუ დავიცავთ ყველა რეგულაციას და განსაკუთრებით პირბადის ტარების მაჩვენებელს თუ კიდევ უფრო გავზრდით, 95%-მდე, მაშინ, დიდი ალბათობით, შეიძლება თავი ავარიდოთ შემდგომ ეპიდემიურ აფეთქებას“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ სააგენტო „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანაში ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმების საკითხი არ განიხილება. „დადებითობის მაჩვენებლის ერთჯერადი... Читать дальше...

ბორჯღალოსნებმა თბილისში რუსეთის ნაკრებს მოუგეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრებმა რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის ბოლო ტურის მატჩში რუსეთს უმასპინძლა და დაამარცხა, ანგარიშით 16:7. თბილისის მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, მაყურებლების გარეშე გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი ფრედ (0:0) დასრულდა. შესვენების შემდეგ კი, ლევან მაისაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა თექვსმეტი ქულა აიღო, ვასილ ლობჟანიძის ლელოთი და თედო აბჟანდაძის გარდასახვითა და სამი ზუსტი საჯარიმო დარტყმით. მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს რაგბი ევროპის ჩემპიონატის საჩემპიონო თასი გადაეცა... Читать дальше...

განახლდა „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის დარჩენილი მონაკვეთის მშენებლობა დანიის სექტორში

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო კონსორციუმმა, რომელიც სადავოდ ქცეული რუსული გაზსადენის პროექტის უკან დგას, 5 თებერვლიდან განაახლა დანიის წყლებში „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის გაყვანა. აღნიშნული გაზსადენით რუსეთიდან ბალტიის ზღვის გავლით გერმანია წელიწადში 100 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. მაგრამ გაზსადენის ბალტიის ზღვის სექტორის მშენებლობა 2020 წელს შეჩერდა აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების შედეგად. აშშ აცხადებს, რომ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“ კიდევ უფრო გაზრდის რუსეთზე ევროპის ენერგეტიკულ დამოკიდებულებას და შემოსავლებს დააკარგვინებს უკრაინას... Читать дальше...

აიათოლა ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა გააუქმოს ირანის მიმართ სანქციები

Radiotavisupleba.ge 

ირანის უზენაესი ლიდერი, აიათოლა ალი ხამენეი აცხადებს, რომ აშშ-მა უნდა გააუქმოს ირანის მიმართ დაწესებული სანქციები და დაუბრუნდეს დასავლეთის სახელმწიფოებისა და ირანის ბირთვულ შეთანხმებას. „თუ მათ სურთ, რომ ირანი დაუბრუნდეს თავის ვალდებულებებს, მაშინ აშშ-მა ნამდვილად უნდა გააუქმოს ყველა სანქცია, შემდეგ ჩვენ ჩავატარებთ შემოწმებას და თუ დავრწმუნდებით, რომ სანქციები სწორად არის გაუქმებული, დავუბრუნდებით ვალდებულებების შესრულებას“, - განაცხადა აიათოლა ალი ხამენეიმ შაბათს, სახელმწიფო ტელევიზიით გაკეთებულ მიმართვაში. Читать дальше...

Новости России
Москва

Директор Благотворительного Фонда «Провидение» Елена Осипова стала финалистом премии «Россия - страна возможностей»


ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა აქციის 7 მონაწილე

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 1000-1000 ლარით დააჯარიმა აქციის 7 მონაწილე, რომლებმაც 6 თებერვალს, ღამით კომენდანტის საათი დაარღვიეს. 21:00 საათის შემდეგ ორგანიზაცია „ალტერნატივის“ აქტივისტებმა ბათუმის ქუჩებში გააპროტესტეს პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები. აქციაზე პოლიციამ 11 პირი დააკავა პოლიციელების კანონიერ მოთხოვნაზე დაუმორჩილებლობის ბრალდებით. მათგან 7 პირი ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ დღეს ცნო. ბრალდებულების დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. თავად ბრალდებულები კი არ აპირებენ ჯარიმის გადახდას. Читать дальше...

შსს: „ამოღებულია შაშხანა, „დუბინკა“, ბეისბოლის ჯოხი“

Radiotavisupleba.ge 

შს სამინისტროს მიერ გავრცელებული განცხადებით, წყალტუბოს რაიონში, სოფელ ჟონეთთან, ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო აქციის მიმდინარეობისას, პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს ორი ავტომობილი. „ერთიდან ამოღებულია ვინჩესტერის მოდელის რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორე ავტომობილიდან ბეისბოლის ჯოხი და ბლაგვი საგანი, ე.წ. „დუბინკა“. პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა რომ აღნიშნული ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ“, - ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. Читать дальше...

ბელარუსსა და მის ფარგლებს გარეთ სოლიდარობის აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსის ოპოზიციის ლიდერმა, სვიატლანა ციხანოუსკაიამ, 7 თებერვალი გამოაცხადა ბელარუსის სოლიდარობის დღედ და მოუწოდა მსოფლიო ლიდერებს, აქტივისტებს, ჟურნალისტებსა და ბელარუსის ყველა მეგობარს, რომ მხარი დაუჭირონ დემოკრატიულ საპროტესტო მოძრაობას, რომელიც ბელარუსის ავტოკრატი მმართველის, ალიაქსანდრ ლუკაშენკას გადადგომისა და ახალი საპრეზიდენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობს. ციხანოუსკაიას განცხადებით, 9 აგვისტოს „გაყალბებული“ არჩევნების შემდეგ, „ბელარუსები მტკიცედ და ქედუხრელად ითხოვენ დემოკრატიასა და თავისუფლებას... Читать дальше...

თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტს დეზინფექცია ყოველდღიურად ჩაუტარდება

Radiotavisupleba.ge 

8 თებერვლიდან იხსნება თბილისის მუნიციპალურ ტრანსპორტზე დაწესებული შეზღუდვები. თბილისის მეტრო (გამონაკლისია მხოლოდ მ/ს „გოცირიძე“) და მუნიციპალური ავტობუსები 21:00 საათამდე, მგზავრთა მომსახურებას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ. „უსაფრთხოების ზომების დაცვის მიზნით, დაიგეგმა მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები. დეზინფექცია ჩაუტარდა, როგორც თბილისის მეტროსადგურებს, ასევე, მოძრავ შემადგენლობებსა და მუნიციპალურ ავტობუსებს. სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად ჩატარდება“, - ნათქვამია თბილისის სატრანსპორტო კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. Читать дальше...

რუსთავში მუნიციპალური ტრანსპორტი ძვირდება

Radiotavisupleba.ge 

8 თებერვლიდან რუსთავის შიდა გზებზე მოძრაობას დაიწყებს თურქეთში შეძენილი, ევროსტანდარტის 22 ავტობუსი, რომლებითაც მგზავრობა 10 თეთრიდან 50 თეთრამდე ეღირება. ახალი ავტობუსების შემოყვანამდე მგზავრობა, სოციალურად დაუცველი მგზავრებისთვის უფასო, ხოლო დანარჩენებისთვის 20 თეთრი ღირდა. რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამგზავრო შეღავათებით ისარგებლებს სხვადასხვა კატეგორიის მოსახლეობა, მათ შორის, სოციალურად დაუცველები, მრავალშვილიანები, შშმ პირები, მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპ-ებისა და სიპ-ების თანამშრომლები. Читать дальше...

კულტურა ცალკე კომიტეტად გამოიყოფა

Radiotavisupleba.ge 

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეორგანიზაციისა და ორ უწყებად ჩამოყალიბების პარალელურად, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტიც, რომლის თავმჯდომარე იუსტიციის ყოფილი მინისტრი, თეა წულუკიანია, ასევე ორ ნაწილად გაიყოფა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებების პროექტის მიხედვით, არსებულ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტს, გამოეყოფა კულტურის სფერო და ცალკე, „კულტურის კომიტეტად“ ჩამოყალიბდება. ცვლილებების პროექტის ავტორია ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Хромачёва и Бабош выиграли турнир WTA в Руане в парном разряде






Замминистра обороны РФ задержан по делу о взятке: что известно на данный момент

Синоптики пообещали москвичам сухую погоду и до +16 градусов в среду

ОПС распределили по квартирам // За махинации с жильем умерших москвичей запросили большие сроки

Марина Швыдкая: «Мужа Мишу министром культуры я не воспринимала никогда»