Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 10.02.2021

მდინარაძე „რესპუბლიკელების“ პოზიციის შესახებ: ძალიან ბავშვურია და თამაშია

Radiotavisupleba.ge 

ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების საკითხზე „რესპუბლიკელების“ პოზიციას არასერიოზულად მიიჩნევს ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე. „ჯერ მგონია, რომ ძალიან ბავშვურია და თამაშია. მაშინ, როცა ჩვენ უნდა ვლაპარაკობდეთ იმაზე, მოქალაქეების სოციალური პრობლემები როგორ მოვაგვაროთ, მართლა ძალიან ბევრი საკითხია და ისინი ერთადერთი შედარებით რასაც აღწევენ თავისი საბოტაჟისგან არის ის, რომ მთელი ყურადღება გადააქვთ სხვა საკითხებზე. რეალურად აქ რა ხდება, პარლამენტი, მთავრობა... Читать дальше...

14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეს შსს თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით იძიებს

Radiotavisupleba.ge 

ქობულეთში 14 წლის გოგოს გარდაცვალების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილი გოგონას ბაბუა ჟურნალსიტებს უყვება გასული წლის ივლისში მის 13 წლის შვილიშვილზე 23 წლის კაცის მხრიდან შესაძლო სექსუალური ძალადობის შესახებ. ოჯახმა კი ამის შესახებ ორი თვის წინ შეიტყო, როცა სავარაუდო მოძალადე გოგოსთან ისევ გამოჩნდა. არასრულწლოვნის ბაბუა ამბობს, რომ ოჯახმა პოლიციას შეატყობინა: „ექსპერტიზის დასკვნის ჩამოსვლას ელოდა და დაიგვიანა იმან. Читать дальше...

სააკაშვილის დაცვის ყოფილი წევრისა და უკრაინელი მეზღვაურების სასამართლო პროტესტის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

ბათუმის საქალაქო სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, დაცვის ყოფილი წევრი და მასთან ერთად ორი უკრაინელი მეზღვაური, რომლებსაც საქართველოს ტერიტორიულ წყლებში საზღვრის უკანონო ჯგუფური გადაკვეთა ედებათ ბრალად.

მეზურნიშვილი „რესპუბლიკელების" ინიციატივაზე: არ მესმის რას ნიშნავს ერთჯერადად შემოსვლა პარლამენტში 

Radiotavisupleba.ge 

ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების ინიცირების შემთხვევაში „რესპუბლიკური პარტიის" მხრიდან კენჭისყრაში მონაწილეობაზე გამოცხადებულ თანხმობას ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი ირაკლი მეზურნიშვილი.   „გრძელდება ბულინგი და შეტევა ნებისმიერ იმ ოპოზიციონერის მიმართულებით, ვინც ოდნავ მაინც კონსტრუქციულ მესიჯს გააჟღერებს და შედარებით სწორ გზაზე დადგება, რაც დღეს „რესპუბლიკურმა პარტიამ“ გააკეთა. ეს ნაბიჯი არ არის ცალსახად კონსტრუქციული, მე არ მესმის, რას ნიშნავს ერთჯერადად შემოსვლა პარლამენტში. Читать дальше...

აშშ-ის სენატში გრძელდება დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატში გრძელდება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მეორე იმპიჩმენტის პროცესი, რომელმაც უნდა დაადგინოს, არის თუ არა ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავე „ამბოხისკენ წაქეზებაში“ და რა როლი მიუძღვის მას იმ სისხლიან არეულობაში, რაც მოჰყვა არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვების დამადასტურებელი ბოლო კენჭისყრის დროს კაპიტოლიუმზე იერიშს. წარმომადგენელთა პალატის მენეჯერებს, იმავე ბრალმდებლებს, 16-საათი აქვთ საკუთარი არგუმენტებისა და მოსაზრებების წარმოსადგენად. იმავე დროსა და პირობებში... Читать дальше...

ევროკავშირის რეგულატორს არ მიუღია განაცხადი რუსული წარმოების ვაქცინის რეგისტრაციაზე

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის უწყებამ, მედიკამენტების ევროპულმა სააგენტომ განაცხადა, რომ არ მიუღია განაცხადი COVID-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა Sputnik V-ის რეგისტრაციისთვის. განცხადებაში ნათქვამია, რომ მხარეები განაგრძობენ მოლაპარაკებებ, რათა განსაზღვრონ მოქმედების შემდგომი გეგმა. ადრე რუსეთის პირდაპირი ინვესტიციების ფონდი იტყობინებოდა, რომ Sputnik V-ის რეგისტრაციისთვის განაცხადი გაგზავნილია. ფონდი ამ პრეპარატის გავრცელებაზე ზრუნავს. ამასთან, ევროკავშირის სააგენტოს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ განაცხადი თავად ვაქცინის მწარმოებლის... Читать дальше...

უნგრეთის რადიოსადგურ Klubradio-სთვის ლიცენზიის შეჩერებას საერთაშორისო გაკიცხვა მოჰყვა

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთის უკანასკნელი დამოუკიდებელი საინფორმაციო რადიოსადგურის, Klubradio-სთვის ლიცენზიის შეჩერებამ საერთაშორისო გაკიცხვა გამოიწვია. ამასთან, ევროპის კავშირმა და მასმედიის სამეთვალყურეო ორგანოებმა ამ ნაბიჯს უწოდეს კიდევ ერთი თავდასხმა დემოკრატიაზე ევროპის კავშირის ამ წევრ ქვეყანაში. Klubradio ძირითადად ბუდაპეშტში მაუწყებლობს. მის ახალ ამბებსა და დისკუსიებში ხშირად გაისმის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის მისამართით კრიტიკა. ეროვნული მედიისა და საინფორმაციო კომუნიკაციის სააგენტოს უწყებამ... Читать дальше...

აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე 92 წლის ასაკში გარდაიცვალა

News.ge 

92 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. ამის შესახებ ინფორმაციას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავრცელებს. „ბატონი თამაზი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს. ალბათ, შორს წაგვიყვანს ბატონი თამაზის დამსახურებების, რეგალიებისა თუ ენათმეცნიერების სფეროში დღეს უკვე მთელ მსოფლიოში კლასიკურად აღიარებული ფუნდამენტური ნაშრომების ჩამოთვლა. ბატონი თამაზი... Читать дальше...



“აგარაკზე გადავედი და მიწათმოქმედებას მივყავი ხელი. ამან გამიხალისა ცხოვრება და გადამატანინა მთელი ეს პერიოდი”

News.ge 

“როგორც კი ყველაფერი დაიხურა, საცხოვრებლად აგარაკზე გადავედი და მიწათმოქმედებას მივყავი ხელი. ამან გამიხალისა ცხოვრება და გადამატანინა მთელი ეს პერიოდი” კინოსფეროს ბავშვობიდან ეზიარა. მამა – ალექსანდრე ძაგანია კინოოპერატორი იყო, დედა – მარინა კულუმბეგაშვილი – კასტინგის რეჟისორი და პროდიუსერია. გასაკვირი არ ყოფილა, რომ მაკა ძაგანიამ მსახიობობა გადაწყვიტა და თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა. მსახიობი წლების განმავლობაში, ილიაუნის გარდა, სხვა თეატრებშიც ...

არმაზ ახვლედიანის თქმით, მნიშვნელოვანი კანონპროექტის მხარდაჭერაში დრამატული არაფერია

Radiotavisupleba.ge 

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის პოზიცია მიუღებელი არ არის არმაზ ახვლედიანისთვის, რომელიც „ევროპული საქართველოს“ სიით არის არჩეული პარლამენტის წევრად. „რაც ქალბატონმა სამნიძემ ბრძანა, როგორც ვხვდები, მნიშვნელოვან კანონპროექტს თუ შემოგვთავაზებს „ოცნება“, შევიდეთ და მხარი დავუჭიროთ, მე აქ დრამატულს ვერაფერს ვხედავ“, - აღნიშნა ახვლედიანმა „ფორმულის" ეთერში და დაამატა, - „ვფიქრობ, ბევრის გადაწყვეტილება იყოს ამის სასარგებლო“.  მისი აზრით, ეს არ ნიშნავს ბოიკოტზე უარის თქმას. ჩიხლაძე... Читать дальше...

გარდაიცვალა აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე

Radiotavisupleba.ge 

92 წლის ასაკში გარდაიცვალა გამოჩენილი ენათმეცნიერი, აკადემიკოსი თამაზ გამყრელიძე. ამის შესახებ ინფორმაციას აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტი ავრცელებს. „ბატონი თამაზი ხანგრძლივი დროის მანძილზე იყო გ. წერეთლის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორი და სიცოცხლის ბოლომდე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს. ალბათ, შორს წაგვიყვანს ბატონი თამაზის დამსახურებების, რეგალიებისა თუ ენათმეცნიერების სფეროში დღეს უკვე მთელ მსოფლიოში კლასიკურად აღიარებული ფუნდამენტური ნაშრომების ჩამოთვლა. ბატონი თამაზი... Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალში მოიხსნა კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა

Radiotavisupleba.ge 

სააგენტო „რეს“-ის ცნობით, მასობრივი ღონისძიებებზე, მათ შორის სადღესასწაულო, სამგლოვიარო და მემორიალური ღონისძიებების ჩატარებაზე კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა მოიხსნა ოკუპირებულ ცხინვალში. დე ფაქტო ინფორმაციის კომიტეტის ცნობით, შესაბამისი გადაწყვეტილება ოპერატიული შტაბის სხდომაზე მიიღეს, რომელსაც დე ფაქტი პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ხელმძღვანელობდა. „ის, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლდა, სწორი გადაწყვეტილება იყო. დღეს უკვე შეზღუდვების მოხსნა მასობრივი ღონისძიებების გამართვაზეც არის შესაძლებელი. Читать дальше...

მედია: ალექსეი ნავალნის მეუღლემ რუსეთი დატოვა

News.ge 

როგორც რუსული მედია იუწყება, ოპოზიციონერი დაპატიმრებული პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ რუსეთი დატოვა. გამოცემა „ინტერფაქსი“ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ იულია ნავალნაია „დომოდედოვოს“ აეროპორტიდან გერმანიის ქალაქ ფრანკფურტისკენ გაფრინდა. დამატებითი ცნობების მოძიებას „დოიჩე ველე“ შეეცადა, თუმცა გამოცემას არც „დომოდედოვოს“ აეროპორტში და არც ავიაკომპანია Lufthansa-ში ინფორმაცია არ მიაწოდეს. რუსულ მედიასაშუალებებთან ოჯახის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ნავალნაიას რუსეთიდან გამგზავრების... Читать дальше...

“ მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიას?” - რისი სწამთ, რა აშინებთ და რას ქადაგებენ პანდემიისას

Radiotavisupleba.ge 

თითქმის ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მართლმადიდებლური ეკლესიის სინოდმა პანდემიის დროს კოვზით ზიარების წესზე იმსჯელა. 2020 წლის მარტში სინოდმა თქვა, რომ "ეკლესიის წევრებისათვის ზიარების საიდუმლოების არსში დაეჭვება და მოქმედებით ამის გამოხატვა, ანუ  მაგალითად, საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამყვან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია". 11 თებერვალს სინოდი კვლავ იკრიბება - წინასწარი განცხადებებით, ამ სხდომაზე განსახილველ საკითხებს შორის შესაძლოა იყოს კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაციაც. Читать дальше...

ჩიხლაძე: ამ ლოგიკით ყველა საკითხზე ცალ-ცალკე შევა ქალბატონი ხათუნა და გამოვა

Radiotavisupleba.ge 

„სტრატეგია აღმაშენებელი“ არ იზიარებს „რესპუბლიკელების" პოზიციას ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების მხარდასაჭერად პარლამენტში კენჭისყრაში ერთჯერადი მონაწილეობის შესახებ. „ქართული ოცნება“ არ მოსულა მსგავსი წინადადებით, ისევე, როგორც ბევრი სხვა წინადადებით. სამწუხაროდ, არ უნდა დავუშვათ ისეთი შეცდომები, როგორსაც ელისაშვილი ან „გირჩი“ უშვებს. თუნდაც ეს საკითხი არის საარჩევნო სისტემის ცვლილების ნაწილი, მასში ოცამდე სხვადასხვა საკითხი შედის. ამ ლოგიკით ყველა საკითხზე ცალ-ცალკე შევა [პარლამენტში] ქალბატონი ხათუნა და გამოვა... Читать дальше...

მასშტაბური ძარცვა ევროპაში - რას ნიშნავს "ქართული მეთოდი"?

Radiotavisupleba.ge 

„ქართული მეთოდი“ - ასე მოიხსენიებს იტალიური მედია ბინების ძარცვის სპეციფიკურ ხელწერას, რომელიც სპეცოპერაცია „კანონიერი ქურდის“ ფარგლებში დაკავებულ მძარცველებს ახასიათებდათ. ქართველების ხელწერის შესახებ წერს ფრანგულენოვანი მედიაც.

„ლელო" არ იზიარებს „რესპუბლიკელების" პოზიციას კენჭისყრაში ერთჯერადად მონაწილეობის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ბუნებრივ ბარიერთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებების მხარდასაჭერად პარლამენტში კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს პარტია „ლელო“. მისი წევრი საბა ბუაძე გამოეხმაურა „რესპუბლიკელების“ პოზიციას. „გასაგებია, რომ ზოგიერთი ოპოზიციური პარტიისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი არის 0%-იანი ბარიერის არსებობა, თუმცა ჩვენ გაცილებით უფრო მნიშვნელოვან ამოცანად მიგვაჩნია ბოიკოტის შენარჩუნება და ახალ არჩევნებთან დაკავშირებით შეთანხმების მიღწევა. ზუსტად ამიტომ, ნებისმიერ ნაბიჯს, რომელიც საპარლამენტო მუშაობად შეიძლება აღიქმებოდეს... Читать дальше...

მის ფრაინი ფიშერის როლის ბრწყინვალე შემსრულებელი ესი დევისი

News.ge 

2020 წლის გაზაფხულზე, ცნობილმა ავსტრალიელმა მსახიობმა ესი დევისმა, ჟურნალ Screen Daily ინტერვიუში განაცხადა: “სამსახურის გამო ჩვენ ბევრს ვმოგზაურობდით და ძალიან იშვიათად ვიყავით სახლში. ბედნიერებაა, რომ კარანტინის პერიოდში ჩვენ ყველა ერთად ტასმანიაში, სახლში ვიყავით. ამდენი წლის მომთაბარე ცხოვრების შემდეგ, სასიამოვნოა სახლის დალაგება და წლების განმავლობაში დაგროვილი ნაგვის გადაყრა”. ესი დევისი დაიბადა 1970 წლის 19 იანვარს ჰობარტში, ...

ბეჟაშვილის თქმით, ენმ ვადამდელი არჩევნების კონტექსტში დაუჭერს მხარს ბუნებრივ ბარიერს

Radiotavisupleba.ge 

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებას ბუნებრივი ბარიერის შემოღების მიზნით კენჭისყრაში მონაწილეობის შესახებ, ეხმაურება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, რომელთან ერთადაც „რესპუბლიკელები“ ბლოკში „ძალა ერთობაშია“ არიან გაერთიანებული. პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრმა ლევან ბეჟაშვილმა ამ საკითხს მხარს დაუჭერენ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში. „ნებისმიერი საკითხი, იქნება ეს პარტიებისათვის ბუნებრივი ბარიერის დაწესება, საარჩევნო კომისიებში რეფორმების განხორციელება თუ საარჩევნო კოდექსში ცვლილებების შეტანა... Читать дальше...

Новости России
Москва

Компания ICDMC стала победителем престижной премии в сфере ЗОЖ – Green Awards 2023/24


რუსეთის სასამართლომ გასცა ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირის, ლეონიდ ვოლკოვის დაპატიმრების ორდერი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სასამართლომ გასცა პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის ახლო მოკავშირის, ლეონიდ ვოლკოვის დაპატიმრების ორდერი. მანამდე რამდენიმე საათით ადრე საგამოძიებო კომიტეტმა გამოაცხადა, რომ ვოლკოვი, რომელიც რუსეთის მასშტაბით ნავალნის გუნდების ქსელს ხელმძღვანელობს, ძებნილთა სიაში შეიყვანეს. 10 თებერვალს მოსკოვის ბასმანის რაიონულმა სასამართლომ დაპატიმრების ორდერი გასცა საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალური მოთხოვნის საფუძველზე. ვოლკოვი ამჟამად რუსეთის ფარგლებს გარეთ იმყოფება, უცნობია, რომელ ქვეყანაში. Читать дальше...

"შფოთვები, შიშები, გაღიზიანებადობა" - ლოკდაუნი ბავშვების ქცევას ცვლის

Radiotavisupleba.ge 

“ლაპარაკს გადავეჩვიე. საკუთარ აზრს აღარ გამოვხატავ, მასწავლებელმა კითხვა თუ არ დამისვა.” - მეუბნება 15 წლის იაკო. მარტყოფის საჯარო სკოლაში სწავლა 1 თებერვალს განახლდა და იაკოც საკლასო ოთახს ბევრ სხვა თანატოლზე ადრე დაუბრუნდა. ძველ-ახალ რეჟიმზე მორგება ჯერ-ჯერობით უჭირს. იაკო საკუთარ მდგომარეობას სახელს ვერ არქმევს, მაგრამ ატყობს, რომ იზოლაციაში ყოფნამ შეცვალა. მიყვება, რომ ონლაინ-კომუნიკაციამ შებოჭა და ემოციებს ძველებურად ვეღარ გამოხატავს. “ონლაინ როცა ვლაპარაკობდით, გაცინება ბევრად უფრო რთული იყო”... Читать дальше...

"შფოთვები, შიშები, გაღიზიანებადობა" - ლოქდაუნი ბავშვების ქცევას ცვლის

Radiotavisupleba.ge 

“ლაპარაკს გადავეჩვიე. საკუთარ აზრს აღარ გამოვხატავ, მასწავლებელმა კითხვა თუ არ დამისვა.” - მეუბნება 15 წლის იაკო. მარტყოფის საჯარო სკოლაში სწავლა 1 თებერვალს განახლდა და იაკოც საკლასო ოთახს ბევრ სხვა თანატოლზე ადრე დაუბრუნდა. ძველ-ახალ რეჟიმზე მორგება ჯერ-ჯერობით უჭირს. იაკო საკუთარ მდგომარეობას სახელს ვერ არქმევს, მაგრამ ატყობს, რომ იზოლაციაში ყოფნამ შეცვალა. მიყვება, რომ ონლაინ-კომუნიკაციამ შებოჭა და ემოციებს ძველებურად ვეღარ გამოხატავს. “ონლაინ როცა ვლაპარაკობდით, გაცინება ბევრად უფრო რთული იყო”... Читать дальше...

პროკურატურა ივერი მელაშვილის სატელევიზიო გამოსვლების მის წინააღმდეგ გამოყენებას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

10 თებერვალს, საქალაქო სასამართლოში გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, რომელიც "კარტოგრაფების საქმეზე" გაიმართა, პროკურატურამ სასამართლოს და დაცვის მხარეს საქმეში გაჩენილ ახალ მტკიცებულებად წარუდგინა წინასწარი პატიმრობის შემდეგ საქმის ერთ-ერთი ბრალდებულის, ივერი მელაშვილის სატელევიზიო ეთერში გაკეთებული განცხადებები, სადაც ბრალდების მხარე თვლის, რომ საზღვრის დამდგენი კომისიის ყოფილი წევრი ბრალს აღიარებს. ივერი მელაშვილი ბრალდების პოზიციას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ მის განცხადებებს არასწორი ინტერპრეტაცია... Читать дальше...

კვლევა - ლოქდაუნის ნეგატიური ზეგავლენა ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე ესპანეთსა და იტალიაში

Radiotavisupleba.ge 

სხვადასხვა კვლევების თანახმად, ლოქდაუნი და იზოლაციაში ყოფნა ბავშვების მენტალურ ჯანმრთელობაზე ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს. შარშან გაზაფხულზე ესპანეთსა და იტალიაში ჩატარებული კვლევის თანახმად, მშობლების უმეტესობა (86%) ხედავს ცვლილებებს მათი შვილების ქცევაში.

იულია ნავალნაიამ რუსეთი დატოვა და გერმანიაში გაფრინდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში პატიმრობაში მყოფი ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მეუღლემ, იულია ნავალნაიამ, რომელიც ახლახან დააკავეს თავისი მეუღლის მხარდამჭერ აქციაში მონაწილეობისთვის, რუსეთი დატოვა და გერმანიაში გაფრინდა, იტყობინება Interfax-ი წყაროზე დაყრდნობით. სააგენტოს ცნობით, ნავალნაია დომოდედოვოდან მაინის ფრანკფურტში გაფრინდა 10 თებერვალს. სხვა დეტალებს არ იტყობინებიან.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Хромачёва и Бабош выиграли турнир WTA в Руане в парном разряде






Песчаная буря из Китая и КНДР накрыла Владивосток

Ювелир Бакатов оценил обручальное кольцо Баскова в стоимость однушки в Москве

На месте будущей школы в подмосковном ЖК «Люберцы» заложили капсулу времени

Василий Небензя - постпреду США в ООН: Не просветите ли, кто осуществил ядерную бомбардировку Японии