ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 12.02.2021

აშშ-ის სენატში ტრამპის იმპიჩმენტის მეორე პროცესი გაიმართა, სიტყვით გამოვიდა მისი დაცვა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის იმპიჩმენტის პროცესზე, 12 თებერვალს გამართულ სხდომაზე სიტყვით გამოვიდა მისი დაცვა. ადვოკატებმა თავიდანვე განაცხადეს, რომ მათ სულ სამი-ოთხი საათი დასჭირდებათ, რათა წარმოადგინონ მათი კლიენტის დამცველი არგუმენტები. კანონით მათ 16 საათი აქვთ დაცვისთვის გამოყოფილი. დონალდ ტრამპს ბრალად ედება კაპიტოლიუმში ამბოხისკენ წაქეზება 6 იანვარს, როცა კონგრესს უნდა დაემტკიცებინა შარშანდელი საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები. არჩევნებში გამარჯვება მოიპოვა ჯო ბაიდენმა. სენატში სხდომის დასაწყისში ტრამპის ადვოკატმა... Читать дальше...

მასობრივი რეპრესიები „ლუკაშენკას ყრილობის“ ფონზე

Radiotavisupleba.ge 

ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, რომლის პრეზიდენტობასაც არაკანონიერად მიიჩნევენ აშშ და ევროკავშირი, 11-12 თებერვალს „სრულიად ბელარუსის სახალხო კრება“ მოიწვია და კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ „გარკვეულ შიდა ძალებზე“ დაყრდნობით ქვეყნის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა არა „ფერად რევოლუციას“, არამედ „ბლიცკრიგს“, რომელიც წარუმატებლად დამთავრდა. „სრულიად რუსეთის სახალხო კრების“ მთავარი დევიზი იყო  ქვეყნის „პოლიტიკური სისტემის სრულყოფა“, თუმცა ლუკაშენკას ოთხსაათიან სიტყვაში არ უხსენებია არც პოლიტპატიმრების გათავისუფლება... Читать дальше...

საიას შეფასებით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით სუსტდება პარლამენტის როლი

Radiotavisupleba.ge 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას კორონავირუსის გამო მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო. ამ საქმეში სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, მოსარჩელის ინტერესებს საია-ც იცავდა. როგორც განცხადებაში არის ნათქვამი, ორგანიზაცია ამტკიცებდა, რომ ადამიანისათვის სახლში დარჩენის ვალდებულების დაკისრება იყო ისეთი პრინციპულად მნიშვნელოვანი საკითხი, რომლის თაობაზეც გადაწყვეტილება ხალხის მიერ პირდაპირი წესით არჩეულ პარლამენტს უნდა მიეღო. ამის ნაცვლად, ამ... Читать дальше...

სინოდის განჩინებით, ეკლესია პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის  სინოდის 11 თებერვალს მიღებული განჩინება დღეს, 12 თებერვალს გამოქვეყნდა. ის 12 პუნქტისგან შედგება და მეორე საკითხი უკავშირდება კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. სინოდმა ვაქცინის შესახებ რამდენიმე კითხვას სვამს და აცხადებს, რომ ვერ აიღებს პასუხიმგებლობას  არ აპირებს პასუხისმგებლობის აღებას ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში. „ეკლესია აღიარებს, რომ ჯანმრთელობა ადამიანის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უფლებაა და, შესაბამისად, მხარს უჭერს ყველა იმ ნაბიჯს... Читать дальше...

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია თვლის, რომ კოვიდ-19-ის წარმოშობის ყველა ჰიპოთეზა ძალაშია

Radiotavisupleba.ge 

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) კვლავაც არ უარყოფს კორონავირუსული ინფექციის, კოვიდ-19-ის, წარმოშობის არცერთ ჰიპოთეზას. ამის შესახებ განაცხადა 12 თებერვალს ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ტედროს ადჰანომ ღებრეისუსმა, რომელმაც  დაადასტურა, რომ „ყველა ვერსია ღია რჩება შემდგომი ანალიზისა და შესწავლისთვის“ და დაეყრდნო თავისი ორგანიზაციის ჩინეთში მივლინებულ  ექსპერტებთან საუბარს. ადრე, ამ კვირაში, ჩინეთიდან დაბრუნებულმა მისიამ განაცხადა, რომ ვირუსის ლაბორატორიულ წარმოშობას ძალიან სათუოდ თვლის და ამიტომ, მას აღარ განიხილავს. Читать дальше...

სინოდი: პეტრე ცაავა ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას

Radiotavisupleba.ge 

2021 წლის 11 თებერვალს ჩატარებული სინოდის სხდომის განჩინებაში, რომელიც სხდომიდან მეორე დღეს გამოქვეყნდა, ეპისკოპოს პეტრე ცაავაზე ნათქვამია, რომ ის "სამწუხაროდ,  ბოროტად იყენებს სინანულისათვის მიცემულ ვადას, მასმედიის საშუალებით კვლავ აგრძელებს დესტრუქციულ ქმედებებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქისა და წმინდა სინოდის წევრების წინააღმდეგ ცილისმწამებლურ კამპანიას."  წმინდა სინოდმა პეტრე ცაავას შესახებ გადაწყვიტა, რომ  შეიქმნება სინოდის მღვდელმთავრებისაგან დაკომპლექტებული კომისია, რომელიც შეისწავლის... Читать дальше...

როცა სისტემა დუმს, ბავშვები ქრებიან

Radiotavisupleba.ge 

14 წლის გოგოს, რომელიც ბაბუამ 9 თებერვალს, სახლთან ახლოს, გარდაცვლილი ნახა, ხვალ, 13 თებერვალს დაკრძალავენ. ქობულეთელი არასრულწლოვნის გარდაცვალების საქმეზე ოფიციალურად მხოლოდ ისაა ცნობილი, რომ შსს-მ იმავე დღეს დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. მომდევნო დღეს, 11 თებერვალს კი დააკავა 23 წლის კაცი, რომელსაც ბრალად ედება 14 წლის გოგოსთან სქესობრივი კავშირი. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით დაიწყო, რაც... Читать дальше...

ქუთაისში მოითხოვენ ექვსი დაკავებული აქტივისტის გათავისუფლებას

Radiotavisupleba.ge 

ექვსი აქტივისტი დააკავეს ქუთაისში, მას შემდეგ, რაც მოძრაობა „საქართველოსთვის" წევრებმა ქალაქის მერთან შეხვედრა მოითხოვეს. მათ სურდათ გაერკვიათ თუ რატომ არის შესაძლებელი მისთვის და მთავრობის სხვა წევრებისთვის რესტორნებში სიარული, ხოლო რიგითი მოქალაქეებისთვის აკრძალული. როგორც მოძრაობის წევრმა ლაშა ხუსკივაძემ თქვა, მერიის შენობასთან სამართალდამცავების უპრეცენდენტო რაოდენობა იყო მობილიზებული და შეხლა-შემოხლის შემდეგ დააკავეს ექვსი აქტივისტი. ხუსკივაძის თქმით, მათ ამ დრომდე არ იციან რომელ განყოფილებაში არიან გადაყვანილი დაკავებულები. Читать дальше...



 „ივ როშეს“ საქმეში ნავალნის დაცვის აპელაციას სასამართლო 20 თებერვალს განიხილავს

Radiotavisupleba.ge 

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის პირობითი აღკვეთის რეალურ სასჯელა; შეცვლაზე აპელაციას სასამართლო 20 თებერვალს განიხილავს. „ივ როშეს“ საქმეში ნავალნის ადვოკატმა, ვადიმ კობზევმა5 ასევე განაცხადა, რომ მოსკოვის საქალაქო სასამართლო საჩივრის განხილვას დაიწყებს დილით.  12 თებერვალს ნავალნის დაცვამ სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რომელიც ეხება მოსკოვის სიმონოვსკის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებას „ივ როშეს“ საქმეში ოპოზიციონერისთვის სამნახევარ წლიანი პირობითი სასჯელის საერთო რეჟიმის კოლონიაში პატიმრობად შეცვლის შესახებ. Читать дальше...

უგულავა ადასტურებს სააკაშვილთან შეხვედრას: „საქართველოს საკითხებზე მასთან არ მილაპარაკია"

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში ჩასვლის მიზეზებზე ილაპარაკა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე „ევროპული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა გიგი უგულავამ. ის ადასტურებს საქართველოს მესამე პრეზიდენტთან მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას, თუმცა აღნიშნავს, რომ მასთან საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ არ ულაპარაკია.   „უკრაინაში ჩემი წასვლის მიზანი იყო იმ ადამიანების (დათო ავალიანი, დათო ალავიძე და ა.შ.) ნახვა, რომლებსაც ერთი წლის წინ, იმისთვის რომ ციხეში არ წასულიყვნენ, ჩემ გამო მოუწიათ ქვეყნის დატოვება", - თქვა უგულავამ. Читать дальше...

თბილისში, აგლაძის ქუჩაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია

Radiotavisupleba.ge 

წინასწარი ინფორმაციით, თბილისში, აგლაძის ქუჩაზე ცეცხლი გავრცელებულია სამშენებლო მასალების საწყობებზე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის ადგილზე უკვე მობილიზებულია 12 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი. ხანძარი ლოკალიზებულია და ცდილობენ მის ჩაქრობას. აგლაძის ქუჩაზე იმყოფებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თეიმურაზ მღებრიშვილი, მისი მოადგილე ლევან ღირსიაშვილი.

უნგრეთი პირველი ქვეყანაა ევროპაში, რომელიც რუსულ ვაქცინას იყენებს   

Radiotavisupleba.ge 

უნგრეთი 12 თებერვლიდან იწყებს კოვიდ-19-ის ვაქცინა „სპუტნიკის“ მოხმარებას და ის პირველი ქვეყანა იქნება ევროკავშირში, რომელმაც ბლოკის სხვა წევრებისგან განსხვავებით, რუსეთში წარმოებული საშუალება შეუკვეთა. „დღეს ვიწყებთ აცრებს „სპუტნიკით“, რაც საგანგებო პუნქტებში ხდება,“ განაცხადა უნგრეთის მთავარმა ექიმმა, სესილია მულერმა. უნგრეთმა იანვარში საგანგებო წესით დაამტკიცა რუსული წარმოების ვაქცინა და შეუკვეთა 2 მილიონი დოზა სამი თვის განმავლობაში, რაც საკმარისია მილიონი ადამიანის ასაცრელად. ბუდაპეშტმა ეს... Читать дальше...

ბოკერია: „ევროპული საქართველოს“ აქტიურ წარმომადგენლად ვრჩები

Radiotavisupleba.ge 

დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასგან განსხვავებით „ევროპული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარეს გიგა ბოკერიას გადაწყვეტილება არ აქვს მიღებული, კვლავ დაიკავებს თუ პარტიულ თანამდებობას. „აბსოლუტურად ნორმალურია ის არგუმენტები, რაც დათომ [ბაქრაძემ] და გიგიმ [უგულავამ] თქვეს, როცა ასეთ რთულ ვითარებაშია ნებისმიერი პოლიტიკური პარტია, ჩვენ ამბიციური პარტია ვართ და ის, რომ მესამე ადგილზე გავედით იმ ციფრებით, რა ციფრებითაც იყო (მანიპულაციების მიუხედავად). ამას ვიზიარებ, რომ გახდა უკვე სერიოზული განსჯის... Читать дальше...

"ორი-სამი საათი ვყავდი უკანონოდ დაკავებული" - ადვოკატი პოლიციელების დასჯას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

ადვოკატი შოთა თუთბერიძე ჯერ ისევ უშედეგოდ ითხოვს იმ პოლიციელების დასჯას, რომლებმაც მას პროფესიული საქმიანობის, დაცვის უფლების, განხორციელებაში შეუშალეს ხელი და რამდენიმე საათის განმავლობაში ხელბორკილებით პოლიციის მანქანაში ჰყავდათ დაკავებული.

რუსთავში 20-ზე მეტ მასწავლებელს კორონავირუსი აღმოაჩნდა

Radiotavisupleba.ge 

მოსწავლეთათვის საჯარო და კერძო  სკოლების  გახსნამდე ორი დღით ადრე რუსთაველ  მასწავლებლებს და  სკოლის სხვა თანამშრომლებს  შორის  ბოლო 24 საათში    ჩატარებული ტესტირების შედეგად ოცდაათს კოვიდ-19 აღმოაჩნდა. რუსთავის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის,  თამარ ხეჩიკაშვილის, განცხადებით, დაინფიცირებულებიდან 13  მასწავლებელი საჯარო  სკოლებიდანაა, 10 კი კერძო სკოლებიდან. ქალაქის მეორე საჯარო სკოლაში კოვიდ-19 ერთდროულად 6 მასწავლებელს დაუდასტურდა. „დაინფიცირებულები, რაღა თქმა უნდა, სკოლაში არ დაიშვებიან. Читать дальше...

ქუთაისის მერიასთან შეკრებილი აქტივისტების ნაწილი დააკავეს

Radiotavisupleba.ge 

მოქალაქეები, რომლებიც ქუთაისის მერიაში შესვლას ცდილობდნენ, დააკავეს. მოქალაქეები აცხადებენ, რომ მერისთვის უნდოდათ ეკითხათ, რატომ გადაწყვიტა მან პანდემიის დროს დაწესებული აკრძალვების პირობებში რესტორანში ჭამა. "მერმა კომენდანტის საათის დროს გაახსნევინა რესტორანი, თავის კოლეგეთან ერთად იქეიფა და წავიდა სახლში. კითხვა ისმის - რატომ იქცევა მერი და ხელისუფლება ასე და რატომ არ აძლევენ მოქალაქეებს უფლებას, რომ მოიქცნენ ასე. მე მაქვს კონსტიტუციური უფლება, შევხვდე ქალაქის ხელმძღვანელს. ჩვენ კარამდე არ მიგვიშვა პოლიციის კორდონმა"... Читать дальше...

გიგი უგულავა აღარ იქნება „ევროპული საქართველოს“ გენერალური მდივანი

Radiotavisupleba.ge 

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, დავით ბაქრაძის მსგავსად, პარტიაში თანამდებობის დაკავებას არც გენერალური მდივანი გიგი უგულავა აპირებს. მაისში დანიშნულ ყრილობაზე უგულავა გენერალური მდივნის თანამდებობაზე ასარჩევად საკუთარ კანდიდატურას აღარ დააყენებს. „მიმაჩნია, რომ ეს არის ლოგიკური, სწორი და დროული. არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ. თავის დროზე ჩვენ სწორედ ამას ვუთხარით უარი და მე ამ პრინციპის ერთგული ვრჩები. მიუხედავად გაყალბებისა, პარტიის შედეგი ბოლო არჩევნებზე იყო, პირდაპირ ვთქვათ, ძალიან ცუდი. Читать дальше...

Новости России
Москва

«А потом мир погас». Жертва молнии рассказал о боли, которую едва пережил


თბილისში სამშენებლო მაღაზიის საწყობი იწვის

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, აგლაძისა და გუდაუთის ქუჩების კვეთაზე სასაწყობო ფართი იწვის. ცეცხლი უკიდია სამშენებლო მასალებსა და საღებავებს. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან მიაწოდეს. ხანძრის შესახებ ინფორმაცია, დაახლოებით, 18:00 საათისთვის შევიდა. უწყება აცხადებს, რომ ადგილზე მობილიზებულია 14 სახანძრო-სამაშველო მანქანა, დაშავებულების შესახებ ინფორმაცია კი ჯერ არ აქვთ.

საფრანგეთმა, გერმანიამ და ბრიტანეთმა "მკაცრად მოუწოდეს" ირანს, შეწყვიტოს ბირთვული შეთანხმების დარღვევა

Radiotavisupleba.ge 

ევროპის სამი სახელმწიფო, E3, „მკაცრად მოუწოდებს“ ირანს, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება ურანის ლითონის წარმოებით ბირთვული შეთანხმების დარღვევის შესახებ და ნუ გადადგამს „შეუსაბამო ნაბიჯებს“, სანამ ძალიან გვიან არ არის, აფრთხილებენ თეირანს ბრიტანეთი, გერმანია და საფრანგეთი, 2015 წლის ბირთვული შეთანხმების მონაწილეები აშშ-თან, ჩინეთსა და რუსეთთან ერთად. ევროპის სამმა ქვეყანამ 12 თებერვალს მიმართა ირანს მას მერე, რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ წინა დღით ირანს თავშეკავებულობისკენ მოუწოდა. Читать дальше...

დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" თავმჯდომარეობას ტოვებს

Radiotavisupleba.ge 

დავით ბაქრაძე "ევროპულ საქართველოს" თავმჯდოამრეობას ტოვებს. ის აცხადებს, რომ პარტიის მომავალ ყრილობაზე "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარეობის კანდიდატად თავის თავს აღარ დააყენებს. ამის შესახებ მან საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ბაქრაძის თქმით, ეს გადაწყვეტილება პასუხისმგებლობისა და პარტიის განახლების მოტივით მიიღო. "მე ჩემი გადაწყვეტილება მივიღე და გზას ვუთმობ ახალგაზრდებს... მე არ მიმაჩნია სწორი ზოგი ლიდერის წასვლა და ზოგის დარჩენა. მე არ მივდივარ ოპოზიციური ფლაგმანიდან. ჩემი შესვლა პარლამენტში არ განიხილება", - თქვა ბაქრაძემ. Читать дальше...

გარდაცვლილი 14 წლის გოგონას საქმეზე დაკავებულს პროკურატურამ ბრალი წარუდგინა  

Radiotavisupleba.ge 

10 თებერვალს ქობულეთის ერთ-ერთ სოფელში არასრულწლოვანი გოგოს გარდაცვალების საქმეზე პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება ორი მუხლით წარუდგინა. ესენია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილი (სრულწლოვანის სექსუალური ხასიათის შეღწევა დამნაშავისთვის წინასწარი შეცნობით თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწეველის სხეულში, (ორი ეპიზოდი)) და 115-ე მუხლი (თვითმკვლელობამდე მიყვანა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად... Читать дальше...

ნიკა მელია: ვადა ამოიწურა, მე უსამართლო გირაო არ გადავიხადე

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ისევ აცხადებს, რომ არ გადაიხდის გირაოს. მელიამ ამის შესახებ იმ ბრიფინგზე ისაუბრა, რომელიც პროკურატურის განცხადების შემდეგ ჩანიშნა. "​ვადა ამოიწურა, მე უსამართლო გირაო არ გადავიხადე და არც გადავიხდი. ჩემი გასამართლებით ნიკა მელიას კი არა, თავისუფლების იდეას ასამართლებთ", - თქვა მან. მისი თქმითვე, ის დამნაშავე მაშინ იყო, როცა სასამართლოსგან აკრძალვის მიუხედავად, საჯარო გამოსვლები ჰქონდა და საარჩევნო კამპანიებში მონაწილეობდა. "უკვე გადახდილი მაქვს 30 ათასი... Читать дальше...

ენგურის ხიდი ჩვენთვის ჩაკეტილია - გალელები კარანტინის გაუქმებას ითხოვენ

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების მიერ პანდემიის მიზეზით გასული წლის მარტის შუა რიცხვებიდან ჩაკეტილი ენგურის ხიდი გახსნილია, თუმცა მგზავრებისგან თითქმის დაცლილი. აფხაზეთის მცხოვრებნი საოკუპაციო ხაზის კვეთაზე უარს ამბობენ, რადგან დანარჩენ საქართველოში გადმოსვლისთანავე სავალდებულო 5-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ კარანტინის ვადა 12-დან 5 დღემდე შეამცირა, ოკუპირებული გალის რაიონის მცხოვრებნი განმარტავენ, რომ ეს პირობა მათზე მორგებული არ არის. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Что чаще всего едят на завтрак дети Елены и Новака Джокович?






Генерал-полковник Алексей Воробьев принял участие в заседании Военного совета Северо-Западного округа Росгвардии и вручил награды росгвардейцам

В Россию в 2024 году приедет ещё больше мигрантов

ABC: Целью атаки Израиля в Иране была система ПВО у ядерного объекта

Самых инициативных старост деревень наградили в Чехове