ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 13.02.2021

აშშ-ის სენატმა ტრამპი გაამართლა ამბოხების წახალისების ბრალდებაში, საიმპიჩმენტო პროცესი დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატმა ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი გაამართლა საიმპიჩმენტო პროცესზე, სადაც მას ბრალად უყენებდნენ ამბოხების წახალისებას თავის მომხრეებში, რომლებმაც 6 იანვარს კაპიტოლიუმზე მიიტანეს იერიში. ტრამპი პირველი პრეზიდენტია, რომელიც მეორედ გადაურჩა იმპიჩმენტს.  ტრამპს რესპუბლიკელთა უმრავლესობა მიემხრო. კენჭისყრაზე ხმები განაწილდა 57-43 თანაფარდობით, რომ ტრამპი "არ არის დამნაშავე" იერიშის წახალისებაში. მის დამნაშავედ ცნობას 67 ხმა ჭირდებოდა, ანუ სენატის ორი მესამედი.  წარმომადგენელთა პალატაში დემოკრატები ამტკიცებდნენ... Читать дальше...

"გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის ბარში შევიდა შრომის ინსპექცია

Radiotavisupleba.ge 

"გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ზომებისადმი დაუმორჩილებლობის ნიშნად გახსნილ ბარში მივიდნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები. ადგილზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებიც იმყოფებიან. ჯაფარიძე მედიასთან საუბარში ამბობს, რომ მისთვის გაუგებარია შრომის ინსპექტორების მისვლის მიზანი. "თუმცა, იმის გათვალისწინებით, რასაც ეს დეპარტამენტი ბოლო თვეების განმავლობაში აკეთებს, გასაგებია, რომ მათ დავალებული აქვთ, რომ ყველა ბიზნესი, რომელიც ოპერირებს და არღვევეს არაადამიანურ შეზღუდვებს... Читать дальше...

საწვავის ტანკერის აფეთქებამ მასშტაბური ხანძარი გამოიწვია ავღანეთის და ირანის საზღვარზე

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის და ირანის საზღვარზე 13 თებერვალს აფეთქდა საწვავის ტანკერი, რასაც მოჰყვა მასშტაბური ხანძარი და ჯაჭვური რეაქცია, რომელმაც გაანადგურა ბუნებრივი გაზით და საწვავით დატვირთული 500-ზე მეტი სატვირთო მანქანა.  ავღანეთის ოფიციალური პირები და ირანის სახელმწიფო მედია იუწყებიან, რომ აფეთქება მოხდა საზღვრიდან ავღანეთის მხარეს, დასავლეთის პროვინცია ჰერატში. ოფიციალური პირების ცნობით, აფეთქების გამო ავღანეთს მოუწია ირანიდან ელექტროენერგიის მიწოდების გადაკეტვა - რამაც ჰერატის პროვინციის დედაქალაქი ღამით სიბნელეში დატოვა. Читать дальше...

ტრამპის საიმპიჩმენტო პროცესზე დაიწყო ბოლო არგუმენტაციის მოსმენა, მოწმეებზე შეთანხმების შემდეგ

Radiotavisupleba.ge 

წარმომადგენელთა პალატის დემოკრატებმა დაიწყეს თავიანთი საქმის შეჯამება დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საიმპიჩმენტო პროცესზე, მას შემდეგ, რაც 13 თებერვალს გაიმართა ქაოსური დილის სხდომა, რომელზეც მათ დათმეს ბოლო მომენტში შემუშავებული გეგმა მოწმეების მოსმენაზე.  დამატებითი მოწმეების მოსმენა სავარაუდოდ მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებდა სასამართლოს და შეაყოვნებდა კენჭისყრას საბოლოო გადაწყვეტილებაზე - წაახალისა თუ არა წინა პრეზიდენტმა 6 იანვარს თავისი მომხრეები კაპიტოლიუმზე იერიშისკენ. 13 თებერვალს მიღებულმა გადაწყვეტილებამ... Читать дальше...

სოსო გოგაშვილი: მას ავუხსენი, რომ არ შეიძლება „შევკეროთ“ საქმე პატრიარქის მდივან-რეფერენტზე და დავიჭიროთ, როდესაც ის უდანაშაულოა

News.ge 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის განცხადებით, საპატრიარქოს დაცვის უფროსმა სოსო ოხანაშვილმა შორენა თეთრუაშვილის შესახებ უთხრა, რომ ტერორისტული ორგანიზაციის წევრები ჰყავდა შეფარებული და უნდა დაეჭირათ. როგორც გოგაშვილმა ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემა „ნოდარ მელაძის შაბათის“ ეთერში განაცხადა, ოხანაშვილს უარი უთხრა, რადგან „შორენა თეთრუაშვილი უდანაშაულო იყო“. გოგაშვილის განმარტებით, ეთნიკურად ქართველი ორი ადამიანი საპატრიარქოს კუთვნილ სახლში შორენა თეთრუაშვილის... Читать дальше...

ლაშა ნაცვლიშვილი: ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით მაქვს იგივე პოზიცია, რაც …

News.ge 

“ქართული ოცნების” კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში ლაშა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, უმრავლესობის სხდომაზე ქვეყანაში მიმდინარე პრობლემურ ყველა საკითხზე იმსჯელებენ. მისივე ცნობით, უმრავლესობის სხდომას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაც დაესწრება. ჟურნალისტების კითხვაზე რა პოზიცია აქვს მას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას საქმესთან დაკავშირებით, ნაცვლიშვილმა განცხადებით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია. „ნიკა მელიას საკითხთან დაკავშირებით მაქვს იგივე პოზიცია... Читать дальше...



დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ოფისთან, დაკავებულია 2 აქტივისტი

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან სამართალდამცავებმა 2 აქტივისტი წვრილმანი ხულიგნობისთვის  და პოლიციისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით დააკავეს.  სამოქალაქო აქტივისტები „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებდნენ. მათი აქცია უმრავლესობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ  ისინი შენობიდან გამოსულ  უმრავლესობის დეპუტატებს სტვენით და შეძახილებით-„მონა“ დახვდნენ.   მედიის თანახმად, სამართალდამცავებსა და აქტივისტებს შორის ადგილი ჰქონდა მცირე დაპირისპირებასაც.

„ქართული ოცნების“ ოფისთან დაპირისპირებაა

News.ge 

„ქართული ოცნების“ ოფისთან სამოქალაქო აქტივისტებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაა. აქციის მონაწილეების განცხადებით, დაკავებულია რამდენიმე აქტივისტი. სამოქალაქო აქტივისტების აქცია უმრავლესობის სხდომის პარალელურად მიმდინარეობდა. სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც მმართველი გუნდის ლიდერებმა პარტიის ოფისი დატოვეს, აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „მონა“, რის შემდეგაც პოლიციასა და სამოქალაქო აქტივისტებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ.

ზურაბ ჯაფარიძე: მელიასთან მიმართებაში, რაც ხდება ცალსახად პოლიტიკური ამბავია

News.ge 

“გირჩი მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ ხელისუფლების წევრები “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაპატიმრებაზე “ვერ წავლენ”. ” მელიასთან მიმართებაში, რაც ხდება ცალსახად პოლიტიკური ამბავია. მანდ კითხვა არის წავა თუ არა ხელისუფლება ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის დაპატიმრებაზე. მე მაინც მგონია, რომ მაგაზე ვერ წავლენ”,-აცხადებს ჯაფარიძე. პროკურატურა ნიკა მელიას მიმართ პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობასთან დაკავშირებული თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართავს. Читать дальше...

რუსთაველი ეკოაქტივისტები ფართომასშტაბიანი აქციებით იმუქრებიან

Radiotavisupleba.ge 

რუსთაველი ეკოაქტივისტები 13 თებერვალს ქალაქის მთავარ მოედანზე ორგანიზებულ საპროტესტო აქციაზე, რომელსაც დაახლოებით 100 ადამიანი ესწრებოდა, ხელისუფლებას დაემუქრნენ „უფრო ფართომასშტაბიანი“ აქციის მოწყობას, თუ პარლამენტი 4 მარტამდე არ მიიღებს „გარემოსდაცვითი პასუხიმგებლობის შესახებ“ კანონს. ეკოაქტივისტმა თიკო მაღედანმა აქციაზე თქვა, რომ ცენტრალური ხელისუფლება პარლამენტის ბოლო არჩევნების წინ და მას მერეც რუსთაველებს ოთხჯერ დაჰპირდა გარემოს დაცვასთან დაკავშირებული ახალი კანონმდებლობის მიღებას, რაც დღემდე არ შესრულებულა. Читать дальше...

В Батуми ранили бездомного

ИА «Новости-Грузия» 

Мужчину доставили в клинику с ножевым ранением в области груди, сообщают СМИ. В данный момент его состояние стабильное

უმრავლესობამ ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო

Radiotavisupleba.ge 

უმრავლესობა მხარს დაუჭერს ნიკა მელიასათვის იმუნიტეტის მოხსნის საკითხს",-განაცხადა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ  მამუკა მდინარაძემ " უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ. სხდომა "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში გაიმართა.  "ჩვენ ნიკა მელიასათვის სადეპუტატო იმუნიტეტის მოხსნის საკითხის განხილვა აღარ გადავდეთ, რათა მან წინასწარ იცოდეს გუნდის საერთო პოზიცია, რომ უმრავლესობა მხარს დაუჭერს მისთვის იმუნიტეტის მოხსნას. შესაბამისად მას კიდე აქვს დრო და შესაძლებლობა მიიღოს არა პროვოკაციული დღის... Читать дальше...

„ჯაფარასთან“ - პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტის სახით თბილისში ბარი გაიხსნა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, 13 თებერვალს, საღამოს, გაიხსნა ბარი „ჯაფარასთან“. ბარი, როგორც პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტი, "გირჩი-მეტი თავისუფლების" ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის თქმით, მიმართულია კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვების გაუქმებისკენ. „გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა“, - ასე მიმართა ბარის გახსნის წინ მოქალაქეებს ზურაბ ჯაფარიძემ. მისი თქმით, ბარი ღამის საათებშიც იმუშავებს. კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების ფარგლებში დახურული კაფე-რესტორნების გახსნა 15 თებერვლიდან იგეგმება... Читать дальше...

სპორტული მიმოხილვა: ფეხბურთიც მალე მოვა

Radiotavisupleba.ge 

სპორტული ჟურნალისტი გიორგი ჭანიშვილი თვის იმ მნიშვნელოვან ასპარეზობებზე  ილაპარაკებს, რომლებზეც ქართველი სპორტსმენები გამოვლენ; საფეხბურთო კლუბის, თბილისის „ლოკომოტივის“, გენერალური დირექტორი გიორგი ყიფიანი რადიომსმენელებს ესპანეთში, ქალაქ მარბელიაში, გუნდის საწვრთნელი შეკრების მიზნებს გააცნობს; საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი თემურ ბენდიაშვილი საქართველოსა და რუმინეთის რაგბისტთა ნაკრები გუნდების მატჩს მიმოიხილავს...

Новости России
Москва

Эксперт Президентской академии в Санкт-Петербурге об эффективных решениях в дорожном строительстве   


ნუნუ გელაძე: მე რომ ჩემი ქვეყანა არ მიყვარდეს უსაზღვროდ, განა იტალიის სიყვარულს შევძლებდი?!

News.ge 

News. ge-ს სტუმარია იტალიაში მცხოვრები, მთარგმნელი და საზოგადო მოღვაწე, ნუნუ გელაძე. ქალბატონ ნუნუ გელაძეს 2006 წელს, შვეიცარიის ქალაქ ლუგანოში მიღებული აქვს ევროპის საერთაშორისო პრემია „წლის საუკეთესო ქალი“ – იტალიური კულტურის დივულგაციისა და პედაგოგიურ და სოციალურ სფეროში დაუღალავი შრომისათვის, ხალხთა შორის მეგობრობასა და ძმურ ურთიერთობაზე მუდმივი ზრუნვისთვის“. 2013 წელს, შვეიცარიის „მშვიდობის უნივერსიტეტისა“ და საერთაშორისო ორგანიზაცია „უნივერსუმ ...

"ქართული ოცნების" ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა დაიწყო. მას ესწრებიან პარტიის პოლიტსაბჭოს წევრებიც. მათ შორის პოლიტსაბჭოს წევრმა ლაშა ნაცვლიშვილმა სხდომის დაწყების წინ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ სხდომა მიმდინარე საკითხებზე იმსჯელებს. ერთ-ერთი საკითხი, რომელსაც სავარაუდოდ უმრავლესობის სხდომაზე განიხილავენ, ნიკა მელიასთვის დეპუტატის უფლებამოსილების შეჩერებაა: „მმართველი პარტია "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" და მისი საპარლამენტო უმრავლესობა იკრიბება და იმსჯელებს ყველა საჭირბოროტო საკითხზე... Читать дальше...

ECB-ის ყოფილი ხელმძღვანელი, მარიო დრაგი, დაინიშნა იტალიის ერთიანობის მთავრობის მეთაურად

Radiotavisupleba.ge 

მარიო დრაგი, ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) ყოფილი ხელმძღვანელი, 13 თებერვალს დაინიშნა იტალიის ახალი, ერთიანობის მთავრობის მეთაურად. პრემიერ-მინისტრის პოსტზე მისი დანიშვნის მიზანია დასრულდეს თვეების განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისი, კორონავირუსით მძიმედ დაზარალებულ ქვეყანაში. წინა მთავრობა, რომელსაც ჯუზეპე კონტე ხელმძღვანელობდა, დაიშალა პანდემიის შედეგების გადალახვის მიზნით ევროკავშირის დაფინანსების დახარჯვის შესახებ კოალიციურ პარტნიორთან შექმნილი უთანხმოების შედეგად. დრაგიმ და მისი... Читать дальше...

ერევნიდან 8 კილომეტრში მოხდა 6-7 მაგნიტუდის მიწისძვრა, არის ცნობები ნგრევაზე

Radiotavisupleba.ge 

13 თებერვალს სომხეთში ადგილობრივი დროით 15:29-ზე მოხდა მიწისძვრა, რომლის ეპიცენტრი იყო ერევნიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით, 8 კილომეტრით მოშორებული ადგილი - იუწყება საგანგებო მდგომარეობათა სამინისტრო. ცნობის თანახმად, ეპიცენტრში მიწისძვრის მაგნიტუდა იყო 6-7. მიწისძვრა საგრძნობი იყო დედაქალაქ ერევანშიც, 5-6 მაგნიტუდით. სამინისტროს ცნობით, ერევნის ზოგიერთი ქუჩიდან გავრცელდა შეტყობინებები ნგრევის შესახებ. სამინისტრო აცხადებს, რომ ბიძგების შემდეგ კვლავ შეინიშნება აქტივობა, თუმცა ის სუსტდება. სამინისტრო... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Потапова победила Самсонову в первом круге турнира WTA в Штутгарте






Колонной под конвоем: в русских городах ОМОНовцы доставляют мигрантов в военкомат

Александр Голышев об инициативе Владимира Мединского: В каждом учебнике истории был и региональный компонент

MASH: Юрий Куклачёв впервые встал на ноги после инфаркта и операции

Самые продаваемые новостройки премиального и элитного класса