ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 14.02.2021

ზურაბ ჯაფარიძის ბარში შრომის ინსპექციის და პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ

Radiotavisupleba.ge 

"გირჩი მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის მიერ კორონავირუსთან ბრძოლის ზომების გაპროტესტების მიზნით გახსნილ ბარ "ჯაფარაში" 14 თებერვლის საღამოს მივიდნენ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები და პოლიცია. ჯაფარიძემ ჟურნალისტებს უთხრა, რომ შრომის ინსპექციის წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ შეამოწმა ხორციელდებოდა თუ არა იქ სამეწარმეო საქმიანობა. ზურაბ ჯაფარიძე ერთი დღით ადრე, 13 თებერვალს, 2000 ლარით დააჯარიმეს, მოქმედი შეზღუდვების ხელმეორედ დარღვევა კი უკვე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას ითვალისწინებს. Читать дальше...

ბირმის (მიანმარი) არმიას მოუწოდებენ "თავი შეიკავოს ძალადობისგან" დემონსტრანტების წინააღმდეგ

Radiotavisupleba.ge 

დასავლეთის ქვეყნები ბირმის (მიანმარი) არმიას მოუწოდებენ "თავი შეიკავოს ძალადობისგან" დემონსტრანტების წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა იკვეთება ნიშნები, რომ უსაფრთხოების ძალები ემზადებიან რეპრესიებისთვის იმ ჯგუფების მიმართ, რომლებიც ეწინააღმდეგებიან არმიის მიერ ორი კვირის წინ მოხდენილ გადატრიალებას.  14 თებერვალს, გვიან საღამოს გამოქვეყნებულ განცხადებაში ევროკავშირის, აშშ-ის, კანადის და ევროპის 12 ქვეყნის საელჩოები გმობენ პოლიტიკური ლიდერების დაპატიმრებას და ჟურნალისტებზე ზეწოლას, რომლებიც ხორციელდება... Читать дальше...

შეზღუდვების ნაწილი დღეს იხსნება - რა არ უნდა გამოგრჩეს 15 თებერვალს

Radiotavisupleba.ge 

15 თებერვლიდან საქართველოში განხორციელდება პანდემიასთან ბრძოლის ზომების შემსუბუქების მორიგი ტალღა დღეიდან საქართველოში იხსნება პანდემიის გამო დაწესებული საგანგებო ზომების ნაწილი. კერძოდ: დიდ ქალაქებში მოსწავლეები სწავლას სკოლებში, საკლასო ოთახებში განაგრძობენ, თუმცა მშობლებს რჩებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში კვლავ დისტანციური განათლების გზა აირჩიონ. მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. კვების ობიექტები შეძლებენ კლიენტები ღია სივრცეში მიიღონ, შაბათ-კვირის გარდა. Читать дальше...

“პასუხი ვნახე ქეთი დუმბაძისა ჩემს თხოვნაზე”

News.ge 

“პასუხი ვნახე ქეთი დუმბაძისა ჩემს თხოვნაზე, რომ ნიკა მელიას დაჭერაზე ხელი არ მოეწერა. სამწუხაროა , რადგან ჩემო ქეთი ვერ გააანალიზე რომ 20 ივნისს სახელმწიფოებრიობას შეუქმნა საფრთხე ხელისუფლებამ და საკანონმდებლო ორგანოს პირველ სავარძელში კომუნისტი გავრილოვი ჩასვა, ამით ოკუპანტ რუსეთს მიანიშნა , რომ “ტერიტორიებდაგლეჯილ” საქართველოში შესაძლებელია კონსტიტუციის დარღვევა და კომუნისტი გავრილოვის მიერ საკანონმდებლო ორგანოში სხდომის წაყვანა, რაც ...

ქეთი დუმბაძე თაკო ჩარკვიანს: მე არ მომიმართავს შენთვის მოწოდებით, როცა …

News.ge 

“ჩემო მეგობარო თაკო! გიდასტურებ სიყვარულსაც, მეგობრობასაც, პატივისცემას შენი და შენი ოჯახის, ჩვენი მამების მეგობრობის მიმართ. მე არ მომიმართავს შენთვის მოწოდებით, როცა შოკისმომგვრელი კადრები ვიხილე – როცა პარტია „კანონი და სამართალის“ დამფუძნებელი ფანჩატურში კანონდამრღვევებთან და უსამართლობის არქიტექტორებთან ერთად იჯექი. არ მოგმართე, რადგან ჩავთვალე, რომ ეს შენი გადაწყვეტილება და არჩევანია. ჩემთვის ასმაგად სამწუხარო და გასაკვირია შენი დგომა ...

თაკო ჩარკვიანი:  განსაკუთრებით მინდა მივმართო ქეთი დუმბაძეს …

News.ge 

“„ცხოვრებაში არის „ღილაკი,“ რომელსაც თითი არ და ვერ უნდა დააჭირო!“  „ჩემი ნაცნობ-მეგობრები სხედან პარლამენტში – „ქართულ ოცნებაში“.  განსაკუთრებით მინდა მივმართო ქეთი დუმბაძეს. ჩვენ ბევრი რამ გვაკავშირებს.  ვერაფრით ვერ წარმოვიდგენ, რომ ქეთი დუმბაძე მივიდეს სხდომაზე და ნიკა მელიას დაჭერისთვის “ღილაკს” თითი დააჭიროს.  დააჭიროს ნიკა მელიას დასჯის „ღილაკს“ ისე, რომ არ გაანალიზოს, რომ ნიკა მელია ისჯება სახელმწიფოებრიობის ...

თამარ ივერი: პარ­ლა­მენ­ტა­რე­ბო! მო­ი­კე­ლით გე­თაყ­ვა ისე­დაც გა­ბე­რი­ლი ხელ­ფა­სე­ბი და პრე­მი­ე­ბი და იზ­რუ­ნეთ ჯან­სა­ღი თა­ო­ბის აღ­ზრდა­ზე მათ მშობ­ლებ­თან ერ­თად! მორ­ჩა!

News.ge 

ოპე­რის მომ­ღე­რა­ლი, თა­მარ ივე­რი ქო­ბუ­ლე­თის სო­ფელ ქა­ქუთ­ში დატ­რი­ა­ლე­ბულ ტრა­გე­დი­ას ეხ­მა­უ­რე­ბა და სო­ცი­ა­ლუ­რი ქსე­ლის მეშ­ვე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბას მი­მარ­თავს: “სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა მი­ი­ღოს კა­ნო­ნი: 18 წლამ­დე არას­რულ­წლო­ვან­თა დე­დებს უნდა ეკ­რძა­ლე­ბო­დეთ უცხო­ეთ­ში მრა­ვა­ლი წლით სა­მუ­შა­ოდ წას­ვლა! წას­ვლის მაქ­სი­მა­ლუ­რი დრო უნდა გა­ნი­სა­ზღვროს 1 წლით! გა­ივ­სო ქვე­ყა­ნა… სა­შო­ვარ­ზე გა­და­კარ­გუ­ლი დე­დე­ბის მიერ უპატ­რო­ნოდ მი­ტო­ვე­ბუ­ლი, გა­უ­ბე­დუ­რე­ბუ­ლი ბავ­შვე­ბით! Читать дальше...

სოსო ნანობაშვილი: მთელი ჩემი შეგნებით გადავწყვიტე, რომ აცრა აუცილებელია (ვიდეო)

News.ge 

ვენის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი, იოსებ ნანობაშვილი, ქართველი ექიმი, რომელიც 1991 წლიდან მოღვაწეობს ვენაში და დღესდღეობით არის ვენის სამედიცინო ინსტიტუტის სისხლძარღვთა ქირურგიის განყოფილების ვიცე-ხელმძღვანელი (Vienna General Hospital, Allgemeines Krankenhaus Wien).



საქნახშირი: ტყიბულში ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა

Radiotavisupleba.ge 

სააგენტო ინტერპრესნიუსი კომპანია საქნახშირზე დაყრდნობით იუწყება, რომ ტყიბულში კომპანიის ადმინისტრაციასა და მეშახტეებს შორის შეთანხმება შედგა. სააგენტო წერს, რომ კომპანიიდან აცნობეს ადმინისტრაციასა და მეოთხე მომპოვებელი უბნის მუშებს შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე.  „ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატის, ბეჟან წაქაძის ჩართულობით, 12 თებერვალს, მეშახტეებთან გამართული თათბირის შედეგად გადაწყდა, რომ მეშახტეები გეგმის 100%-ით შესრულების შესაბამის ხელფასს მიიღებენ, მომდევნო თვეების განმავლობაში კი... Читать дальше...

რუსეთში მხარდამჭერებმა ნავალნის სოლიდარობა სინათლის ანთებით გამოუცხადეს

Radiotavisupleba.ge 

რუსეთში ჩატარებული მასობრივი გამოსვლების შემდეგ, სადაც ათასობით პირი იქნა დაკავებული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის მხარდამჭერებმა ტაქტიკა შეცვალეს და მას სოლიდარობა მობილური ტელეფონების, სანათების და სანთლების შუქით გამოუცხადეს. რუსეთის მასშტაბით მოქალაქეებს ნავალნის გუნდმა მოუწოდა 14 თებერვალს, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე 15 წუთით აენთოთ სინათლე და სხივი ცისკენ მიემართათ. საპროტესტო აქცია ლოზუნგით "სიყვარული შიშზე ძლიერია", დაიწყო რუსეთის შორეულ აღმოსავლეთში, სადაც ქვეყნის მასშტაბით ყველაზე ადრე ღამდება. Читать дальше...

15 თებერვლიდან საქართველოში განხორციელდება პანდემიასთან ბრძოლის ზომების შემსუბუქების მორიგი ტალღა

Radiotavisupleba.ge 

15 თებერვლიდან საქართველოში დაიწყება იმ სანქციების შემსუბუქების მორიგი ეტაპი, რომლებიც დაწესდა კორონავირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მიზნით. კერძოდ, 15 თებერვლიდან განხორციელდება შემდეგი ნაბიჯები: მოსწავლეები სწავლას სკოლებში, საკლასო ოთახებში განაგრძობენ, თუმცა მშობლებს რჩებათ უფლება, სურვილის შემთხვევაში კვლავ დისტანციური განათლების გზა აირჩიონ. მეხუთე კლასიდან ზემოთ, მოსწავლეებისთვის აუცილებელი იქნება პირბადეების ტარება. კვების ობიექტები შეძლებენ კლიენტები ღია სივრცეში მიიღონ, შაბათ-კვირის გარდა. Читать дальше...

ლავროვმა და კერიმ ტელეფონით ისაუბრეს თანამშრომლობაზე კლიმატის ცვლილებების საკითხებზე

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა და კლიმატის საკითხებში აშშ-ის წარმომადგენელმა, ჯონ კერიმ 13 თებერვალს გამართულ სატელეფონო საუბარში განიხილეს კლიმატის ცვლილებები და კლიმატის სფეროში პარიზის ხელშეკრულების განხორციელების პერსპექტივები. ისინი შეთანხმდნენ, რომ კვლავ ითანამშრომლებენ არქტიკის საბჭოს ფარგლებში, მათ შორის, კონტაქტების განვითარების გზით, "არქტიკის დღის წესრიგში კლიმატის საკითხების მნიშვნელობის გათვალისწინებით" - რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამ სიტყვებს სააგენტო ინტერფაქსი ავრცელებს. Читать дальше...

რუსეთმა სანქციები დააკისრა უკრაინის ცხრა კომპანიას

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა ეკონომიკური სანქციები დააკისრა უკრაინის ცხრა ფირმას. სანქციები დაწესდა "საგანგებო ეკონომიკური ზომების" ფარგლებში, განცხადებით, რომლებიც 12 თებერვალს, გვიან გამოქვეყნდა. სანქციები შეეხო უკრაინის ხომალდების მშენებელ კომპანია Craneship-ს, ბუქსირის ფირმა Donmar-ს, ტვირთების ოპერატორ Transship-ს და ფოლადის მწარმოებელ კომპანია Maxima Metal-ს. განცხადებაში არ არის დაკონკრეტებული სანქციების დაწესების მიზეზები. ამ ნაბიჯით რუსეთის მიერ სანქცირებული უკრაინული კომპანიების საერთო რაოდენობა 84-ს გაუტოლდა. Читать дальше...

რუსეთში ასობით ქალმა დემონსტრაცია მოაწყო პოლიტპატიმრების მხარდასაჭერად

Radiotavisupleba.ge 

ასობით ქალმა მიიღო მონაწილეობა მოსკოვსა და სანკტ-პეტერბურგში ვალენტინობის დღეს გამართულ საპროტესტო აქციებში, რომლითაც სოლიდარობა გამოუცხადეს პოლიტიკური მიზეზებით დევნილ რუს ქალებს. სოლიდარობისა და სიყვარულის ჯაჭვი ასევე ეძღვნებოდა ოპოზიციის ლიდერის, ალექსეი ნავალნის ცოლს, იულია ნავალნაიას, რომელიც 10 თებერვალს გერმანიაში გაფრინდა. მისი წასვლის მიზეზი არ დასახელებულა, თუმცა ნავალნაია ახლახან დააკავეს მისი ქმრის მხარდამჭერ, არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის. 14 თებერვალს სოციალური მედიით გავრცელდა ფოტოები... Читать дальше...

სკოლების 46 300 თანამშრომელი გატესტეს COVID-ზე, ვირუსი 0,5%-ს დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

განათლების სამინისტროს ცნობით, ორი კვირის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით საჯარო და კერძო სკოლებში სავალდებულო ტესტირება 46 300 მასწავლებელსა და ადმინისტრაციის თანამშრომელს ჩაუტარდა. მათგანი ვირუსი 0,5%-ს აღმოაჩნდა. სამინისტრო აცხადებს, რომ დაავადების უსიმპტომოდ მიმდინარეობის შემთხვევაში, ინფიცირებულ მასწავლებელთან შეთანხმებით, მისი საგანი დისტანციურ ფორმატში გადავა. ასევე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სამინისტრო შესაძლებლობას აძლევს რისკჯგუფში მყოფ მასწავლებლებს, შესაბამისი სამედიცინო დასკვნის საფუძველზე... Читать дальше...

საქართველოს წყალბურთის ნაკრები საბერძნეთთან მინიმალური სხვაობით დამარცხდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების შესარჩევი ტურნირი საბერძნეთთან მატჩით გახსნა და სენსაციამდე სულ ცოტა დააკლდა. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს ბოლო წუთამდე ტოლსწორად ებრძოლა და თამაში ერთადერთი ქულით წააგო, ანგარიშით 10:11. როტერდამში დღეს დაწყებული შეჯიბრება 21 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება და თორმეტ მონაწილე ნაკრებს შორის სამი საუკეთესო ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს მოიპოვებს. A ჯგუფში, საქართველოსა და საბერძნეთის ნაკრებების გარდა არიან: კანადა, ბრაზილია, საბერძნეთი, მონტენეგრო და თურქეთი. Читать дальше...

“უი, რას მელაპარაკებით, პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ”

News.ge 

“უი, რას მელაპარაკებით, პირველად მესმის თქვენგან, აუცილებლად გადავამოწმებ”, — ასე უპასუხა ეკონიმიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ კითხვას მისი გადადგომის შესახებ. “რა თქმა უნდა, არ ვადასტურებ, იმიტომ, რომ ამ გადაწყვეტილებას იღებს არა მედია, არ მიწყინოთ, არამედ პრემიერმინისტრი და ჯერჯერობით მსგავსი სიგნალი არ მომსვლია. ოდესღაც ყველანი სადღაც წავალთ და მე დარწმუნებული ვარ, ჩვენზე უკეთესი ადამიანები ...

ვახტანგ გომელაური: პირველ რიგში მინდა ოჯახს მივუსამძიმრო

News.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომელი 25 წლის თორნიკე კიპაროიძე​, რომელიც რამდენიმე დღის წინ ხანძრის ქრობის დროს ტრაგიკულად დაიღუპა, ბათუმის საკათედრო ტაძრიდან საპატიო ყარაულის თანხლებით გაასვენეს. დაღუპული მეხანძრე-მაშველის ოჯახს, თანამშრომლებსა და ახლობლებს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მოადგილესთან ვლადიმერ ბორცვაძესთან და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარესთან თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სამძიმარი პირადად გამოუცხადა. Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე აცხადებს, რომ მისი ბარი, შეზღუდვების მიუხედავად, დღესაც გაიხსნება

Radiotavisupleba.ge 

„გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ „ფეისბუკზე“ დაწერა, რომ მისი ბარი, „ჯაფარასთან“, 14 თებერვალსაც მიიღებს სტუმრებს. მისი განცხადებით, „ეს ბარი არ დაემორჩილება არცერთ შეზღუდვას, სანამ ყველა შეზღუდვა არ მოიხსნება”. ბარი 13 თებერვალს გაიხსნა. გახსნიდან ცოტა ხნის შემდეგ კი იქ შრომის ინსპექცია და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები მივიდნენ, ზურაბ ჯაფარიძე 2000 ლარით დააჯარიმეს და გააფრთხილეს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ზომების დარღვევის განმეორების შემთხვევაში მას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრება. Читать дальше...

Новости России
Москва

Минобороны: техника парада Победы передислоцируется в Москву


ოპოზიციონერი პოლიტიკოსები ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრებას რუსეთის შურისძიებად და „ქართული ოცნების“ შეცდომად აფასებენ

Radiotavisupleba.ge 

რამდენიმე ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელი 14 თებერვალს ინდივიდუალურად გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრებას და ის რუსეთის შურისძიებად და „ქართული ოცნების“ მარცხად შეაფასა. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა კი განაცხადა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია და დეპუტატთან დაკავშირებით ისე მოიქცევა, როგორც კანონიდან გამომდინარე იქნება საჭირო. „ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ „ფეისბუკზე“ დაწერა, „ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში გავრილოვის ხარკიაო“. Читать дальше...

სერბეთი ვაქცინის ათასობით დოზას უგზავნის ჩრდილოეთ მაკედონიას

Radiotavisupleba.ge 

სერბეთმა Pfizer-BioNTech-ის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 4,680 დოზა გადასცა მეზობელ ჩრდილოეთ მაკედონიას, რომელსაც უჭირს ვაქცინების შოვნა თავისი 2,1 მილიონი ადამიანისგან შემდგარი მოსახლეობისთვის.  სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდარ ვუჩიჩმა და ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა, ზორან ზაევმა შეხვედრა 14 თებერვალს გამართეს, ტაბანოვიცეს საზღვრის კვეთის ადგილას, ვაქცინების შემცველი ერთი ყუთის ცერემონიული გადაცემის მიზნით. სერბეთი ჩრდილოეთ მაკედონიას აძლევს 2,340 ადამიანისთვის სამყოფ ვაქცინებს, რადგან მათი ორი ინექციაა საჭირო. Читать дальше...

შს მინისტრი 14 წლის გოგოს თვითმკვლელობაზე: „რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ“

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის განცხადებით, მისმა უწყებამ ყველაფერი გააკეთა, რაც ევალებოდა 14 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობასთან დაკავშირებულ საქმეში. „ჩვენ რაც შეგვეძლო, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც კანონმა მოგვცა უფლება, შესაძლებლობა, რომ ჩაგვეტარებინა საგამოძიებო მოქმედებები, გამოკითხვები, დაკითხვები და ა.შ. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც გვევალებოდა“, - თქვა ვახტანგ გომელაურმა. შინაგან საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ „თუ ვინმეს აქვს რამე პრეტენზია ან კითხვა, ეს იქნება ოჯახი თუ სხვა ადამიანი... Читать дальше...

მუტანტი ვირუსის გამო, ირანი გამოდის გაფრთხილებით მეოთხე ტალღის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ირანის ჯანდაცვის მინისტრი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ ქვეყანაში შეიძლება COVID-19-ის მეოთხე აფეთქება მოხდეს, ვირუსის ახალი, მუტაციის შედეგად შემდგარი ვერსიის გავრცელების გამო. ირანის პრეზიდენტმა, ჰასან როჰანიმ სახელმწიფო ტელევიზიას უთხრა, რომ "შეშფოთების ზარი ისმის კორონავირუსის მეოთხე ტალღის შესახებ" ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთის სულ მცირე ცხრა ქალაქში, რომლებიც 12 თებერვალს "წითელ ზონებად" გამოცხადდა, ინფიცირების შემთხვევების ზრდის გამო. 13 თებერვალს ირანის მედიკოსებთან შეხვედრის დროს, რომელიც ტელევიზიით გადაიცემოდა... Читать дальше...

კოსოვოში საპარლამენტო არჩევნებია, გაუარესებული ეკონომიკის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

კოსოვოში იმართება ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები, რომელზეც, გავრცელებული მოლოდინით, დიდი უპირატესობით გაიმარჯვებს მემარცხენე-ნაციონალისტური პარტია ვეტვენდოსიე (თვითგამორკვევა). საარჩევნო უბნები ადგილობრივი დროით დილის 7 საათზე გაიხსნა და წინასწარი შედეგები საღამოს იქნება ცნობილი. კოსოვოს 1,8 მილიონი ამომრჩეველი ჰყავს, რომლებმაც 28 პოლიტიკური ჯგუფიდან 120 დეპუტატი უნდა აირჩიონ. კორონავირუსის პანდემიის გამო, ამომრჩევლებს მოეთხოვებათ ნიღბების ტარება და სულ მცირე ორი მეტრის დისტანციის დაცვა სხვა ადამიანებისგან. Читать дальше...

ნავალნის მომხრეები მისადმი მხარდაჭერას ახალი ტაქტიკით, შუქით გამოხატავენ

Radiotavisupleba.ge 

რუსი ოპოზიციონერის, პატიმრობაში მყოფი ალექსეი ნავალნის მხარდამჭერები პროტესტის გამოხატვისთვის ახალ ტაქტიკას მიმართავენ და 14 თებერვალს მას მობილური ტელეფონების, სანათების და სანთლების შუქით გამოუცხადებენ მხარდაჭერას, მიუხედავად გაფრთხილებისა, რომ აქციაში მონაწილეები შესაძლოა სისხლისსამართლებრივად დაისაჯონ. ნავალნის გუნდმა რუსეთის მოქალაქეებს მოუწოდა, ადგილობრივი დროით საღამოს 8 საათზე მობილურ ტელეფონებზე სანათები 15 წუთით ჩართონ და სხივი ცისკენ გაუშვან. ნავალნის მიმართ სოლიდარობის გამოხატვა მათ... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Уимблдон

Рыбакина призналась, что её жизнь сильно изменилась после победы на Уимблдоне






Мужчину с травмой позвоночника спасли в Долгопрудном

Россияне разинули рты: в Госдуме сделали важное заявление о шестидневке

Выгодный отдых в будни за городом

Прокуратура ФРГ возобновила расследование о пропаже владельца OBI Хауба