ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 18.02.2021

მყიფე პოლიტიკური სამართალი - იშვიათი პრაქტიკები და არათანმიმდევრული გადაწყვეტილებები მელიას საქმეში 

Radiotavisupleba.ge 

თითქმის შეუძლებელია იმის თქმა, როდის ან როგორ დააკავებენ ნიკა მელიას, არც იმის განსაზღვრაა მარტივი, რა პოლიტიკურ შედეგებს მოიტანს მისი დაკავება ან არდაკავება, თუმცა საუბარი იმ პრაქტიკებზე, რომელიც პირველად გამოყენეს მის წინააღმდეგ, შესაძლებელია, ისევე როგორც პოლიტიკურ ამინდზე დამოკიდებულ სამართალზე.

NATO-ს თავდაცვის მინისტრები ვერ შეთანხმდნენ ავღანეთიდან მაისის შემდეგ კოალიციური ჯარების გაყვანის თაობაზე

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბეტგმა განაცხადა, რომ ალიანსის თავდაცვის მინისტრებმა ვერ მიიღეს საბოლოო გადაწყვეტილება უნდა დატოვოს თუ არა NATO-ს სარდლობით მოქმედმა კოალიციურმა ძალებმა 1 მაისიდან ავღანეთის ტერიტორია, როგორც ამას ითვალისწინებს აშშ-ისა და თალიბანს შორის მიღწეული შეთანხმება. NATO-ს ქვეყნების ვირტუალური შეხვედრა 17-18 თებერვალს გაიმართა იმ ფონზე, როდესაც აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მიმოიხილავს აშშ-ისა და თალიბანის შეთანხმებას, რათა დაადგინოს, ასრულებს თუ არა ექსტრემისტული დაჯგუფება ნაკისრ ვალდებულებას... Читать дальше...

ზურაბიშვილი იმედოვნებს, პრემიერობის კანდიდატი შეძლებს მძიმე პროცესების შეჩერებას

Radiotavisupleba.ge 

პოლიტიკურ პროცესებს განცხადებით გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. „სამწუხაროდ, ქვეყანაში დღითიდღე იზრდება პოლარიზაცია, დაძაბულობა და დაპირისპირება. ლეგიტიმურად ცნობილი არჩევნების შედეგების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება, დაუმორჩილებლობის ყველა ფორმის გამოყენება, საზოგადოებრივ-სოციალური პროტესტის წაქეზება მიზნად ისახავს ქვეყნის დასუსტებასა და დესტაბილიზაციას. ამას შეიძლება მოჰყვეს უმძიმესი შედეგები, დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ საზოგადოებაში ნდობის დაკარგვა, არა თუ ჩვენთვის... Читать дальше...

გახარია წავიდა, ღარიბაშვილი მოდის - ინტერნეტის რეაქცია

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარია გადადგა, “ქართულმა ოცნებამ” კი ირაკლი ღარიბაშვილის მეორედ გაპრემიერების შანსი მისცა. ამ ფონზე კვლავ გაურკვეველია, დააკავებენ თუ არა ნიკა მელიას.

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში - რა არ უნდა გამოგრჩეს 19 თებერვალს

Radiotavisupleba.ge 

უკან პრემიერის პოსტზე - რატომ ირაკლი ღარიბაშვილი? პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ოპონენტებისთვის იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში აგრესიულ პოლიტიკას ირჩევს და მმართველი პარტიის მიზანი პოლარიზაციის შემცირება არ არის. პოლარიზაციის შემცირებაზე გადამდგარმა პრემიერმა გახარიამ ილაპარაკა. თუკი სოციალურ ქსელებში ღარიბაშვილის დაბრუნებით გახარებული ადამიანების პოსტებს გადავხედავთ, ჩანს, რომ მათი დიდი ნაწილი ამ სიხარულს „ნაციონალური მოძრაობის“ „დასრულებისა“ და ოპოზიციაზე შურისძიების იმედთან აიგივებს. Читать дальше...

18 თე­ბერ­ვალს ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 65 წლის გახ­და

News.ge 

18 თე­ბერ­ვალს სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი 65 წლის გახ­და. და­ბა­დე­ბის დღე მა­მას ორი­გი­ნა­ლუ­რად მი­უ­ლო­ცა უმ­ცროს­მა შვილ­მა ცოტ­ნე ივა­ნიშ­ვილ­მა – მან მა­მის პორ­ტრე­ტი და­ხა­ტა. “და­ბა­დე­ბის დღის სა­ჩუ­ქა­რი მა­მა­ჩე­მის­თვის” – წერს ცოტ­ნე “ინ­სტაგ­რა­მის” პი­რად გვერ­დზე და ფო­ტოს აქ­ვეყ­ნებს.

იზოლატორში მყოფი ალექსეი ნავალნი აღრიცხაზე აიყვანეს, როგორც „გაქცევისკენ მიდრეკილი“

Radiotavisupleba.ge 

რუსი ოპოზიცონერი ალექსეი ნავალნი „გაქცევისკენ მიდრეკილად“ მიიჩნია იმ საგამოძიებო იზოლატორის პროფილაქტიკურმა კომისიამ, რომელშიც ამჟამად მსჯავრდებული კრემლის ოპონენტი იმყოფება. ამის შესახებ საუბარი პოლიტიკოსის მიერ ინსტაგრამის საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ წერილში.   ნავალნი მიიჩნევს, რომ ასეთი ზომები მიიღეს მასზე ზეწოლის მიზნით გელენჯიკში მდებარე ვლადიმირ პუტინის სასახლის შესახებ ჩატარებული გამოძიების გამო. ოპოზიციონერი წერს, რომ მისგან მოითხოვეს ხელმოწერით დაედასტურებინა, რომ გაეცნო კომისიის გადაწყვეტილებას. Читать дальше...

ქართველმა ძიუდოისტებმა თელ-ავივის გრან სლემის პირველ დღეს ორი მედალი მოიპოვეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა ტელ-ავივის გრან სლემი ვერცხლის და ბრინჯაოს თითო მედლით გახსნა. სამდღიანი საერთაშორისო ტურნირის პირველ დღეს, 18 თებერვალს, მამაკაცთა ნაკრების მსუბუქწონოსან თემურ ნოზაძეს (60 კგ) ჩემპიონის ტიტულამდე ფინალის მოგებაღა დააკლდა, ქალთა გუნდის ლიდერმა ეთერ ლიპარტელიანმა (57 კგ) კი მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა. დღესვე საქართველოს სახელით კონკურენციაში კიდეევ ოთხი ძიუდოისტი ჩაება. მარიამ ჯანაშვილი, ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (ორივე 52 კგ), ბაგრატ ნინიაშვილი და გიორგი ბაზანდარაშვილი... Читать дальше...



გია ხუხაშვილი: სამწუხაროდ, ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან

News.ge 

სამწუხაროდ, ღარიბაშვილის დანიშვნით ხელისუფლება გვაჩვენებს, რომ ისინი პოლიტიკურ აგონიაში არიან, კუდის მოქნევას და მაგარბიჭობანას თამაშს აპირებენ,- ამის შესახებ პოლიტიკის ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ხუხაშვილის თქმით, „გახარიას დემარში იყო პოლიტიკური აქტი“ და ამით რიგგარეშე არჩევნები გარდაუვალი გახდა. „ერთ – ორ სისულელეს კიდევ ჩაიდენენ და ტლაპოში ჩახტებიან, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში მათაც ძალიან დააზიანებს, რადგან მათი ...

ნატო და ფულის საკითხი

Radiotavisupleba.ge 

ჩრდილოატლანტიკურმა ალიანსმა კვლავ სუფთა ჰაერით სუნთქვა დაიწყო. აშშ-ის ახალი ადმინისტრაცია, რომელიც ნატოს უფრო უჭერს მხარს, და საფრანგეთის პრეზიდენტი, რომელიც აღარ თვლის, რომ ნატო „ტვინით მკვდარია“, ცხადია, დაეხმარნენ ალიანსს, რომ თავი უფრო მხნედ იგრძნოს, მაგრამ ჰორიზონტზე პირქუში ღრუბლები იყრის თავს,  როცა უნდა გაირკვეს, რაზე უნდა იყოს ნატო კონცენტრირებული თავის სამომავლო მოქმედებისას და, როგორც ყოველთვის, როგორ უნდა დაფინანსდეს ყველაფერი..   ტრანსატლანტიკური გაზაფხულის პირველი ნიშნები გამოჩნდა ამ კვირაში... Читать дальше...

თბილისში ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა და სუპერმარკეტის მინის კედელს დაეჯახა

Radiotavisupleba.ge 

ავტომანქანა ტროტუარზე ავარდა და სუპერმარკეტის მინას დაეჯახა თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე. დაშავებულია ერთი ადამიანი. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, შემთხვევაზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

რუსეთი ესტონელ დიპლომატს აძევებს „თვალი თვალისა წილ“ პრინციპით

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 18 თებერვალს განაცხადა, რომ გააძევა ესტონელი დიპლომატი ტალინის იმ ნაბიჯის პასუხად, რასაც რუსი დიპლომატის პერსონა ნონ-გრატად გამოცხადება მოჰყვა. „ცოტა ხნის წინ ესტონეთმა უსაფუძვლოდ გამოაცხადა ტალინში რუსეთის საელჩოს თანამშრომლის პერსონა ნონ გრატად. ამიტომ ჩვენ დავიბარეთ მოსკოვში ესტონეთის ელჩი, გადავეცით მას ჩვენი მტკიცე პროტესტი და მივაწოდეთ ინფორმაცია ესტონელი დიპლომატის გაძევების შესახებ“, - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პრესმდივანმა მარია ზახაროვამ. Читать дальше...

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქად მიტროპოლიტი პორფირი აირჩიეს

Radiotavisupleba.ge 

სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებმა 18 თებერვალს ახალ პატრიარქად აირჩიეს ზაგრებისა და ლიუბლიანის ეპარქიის მიტროპოლიტი პორფირი. სერბეთის 46-ე პატრიარქის არჩევა მოხდა ბელგრადის წმინა საბას სახელობის საკათედრო ტაძარში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე, საიდუმლო კენჭისყრის შედეგად, რომლის მონაწილეებს არჩევანი სამ კანდიდატს შორის უნდა გაეკეთებინათ. უმრავლესობის ხმები ერგო 58 წლის მიტროპოლიტ პორფირის, რომლის ინტრონიზაციაც რამდენიმე დღეში გაიმართება. სერბეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ყოფილი პატრიარქი... Читать дальше...

უკან პრემიერის პოსტზე - რატომ ირაკლი ღარიბაშვილი?

Radiotavisupleba.ge 

პრემიერის პოსტზე ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება ოპონენტებისთვის იმის ნიშანია, რომ „ქართული ოცნება“ შექმნილ პოლიტიკურ კრიზისში აგრესიულ პოლიტიკას ირჩევს და მმართველი პარტიის მიზანი პოლარიზაციის შემცირება არ არის. პოლარიზაციის შემცირებაზე გადამდგარმა პრემიერმა გახარიამ ილაპარაკა.

აშშ-ის საელჩო: აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე 

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ განცხადებას აქვეყნებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო.  „შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემოდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას... Читать дальше...

ლატვიამ სოლოვიოვს თავის ტერიტორიაზე შესვლა აუკრძალა ჰიტლერის თაობაზე გამოთქმული მოსაზრების გამო

Radiotavisupleba.ge 

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ედგარ რინკევიჩმა განაცხადა, რომ რუსი ტელეწამყვანი, ვლადიმირ სოლოვიოვი, შეყვანილია არასასურველ პირთა სიაში. „ლატვიისათვის მიუღებელია ნაციზმის განდიდება ნებისმიერი ფორმით“, - დაწერა რინკევიჩმა. ამ დღეებში ტელეარხ „როსია 1“-ზე გასულ თავის საავატორო გადაცემაში „საღამო ვლადიმირ სოლოვიოვთან ერთად“, წამყვანმა „გაბედულ კაცად“ მოიხსენა ადოლფ ჰიტლერი, რომელიც „ალმაცერად არ უყურებდა არმიას“ და „სახელოვნად იბრძოდა პირველი მსოფლიო ომის დროს“. ამასთან სოლოვიოვმა ჰიტლერს შეადარა ალექსეი ნავალნი... Читать дальше...

სხვანაირი

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა, თანაც გადადგა არჩევნებიდან სულ რაღაც სამი თვის თავზე. გიორგი გახარიას ეს გადადგომა ყველაზე მეტად ჰგავდა ნამდვილ გადადგომას, რომელსაც ვერ შევადარებთ მისი ვერცერთი წინამორბედის გადადგომას, რომლებიც უფრო „თანამდებობიდან მოხსნა“ იყო, ვიდრე პოლიტიკური ვითარების შესაბამისად გადადგმული ნაბიჯი. რას ცვლის გახარიას „სხვანაირი“ გადადგომა? გიორგი გახარიას გადადგომამ უკვე შეცვალა მმართველი პარტიისა და ოპოზიციის გეგმები. გადადგომის პირველი ეფექტი სახეზეა. Читать дальше...

გიორგი მარგველაშვილი: ჩემი პრეზიდენტობის დროს ამის მეოთხედიც არ მოხდებოდა

News.ge 

ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები გიორგი მარგველაშვილმა თავისი პრეზიდენტობის პერიოდს შეადარა და აღნიშნა, რომ ამის მეოთხედიც არ მოხდებოდა, იმიტომ რომ იცოდნენ როგორი რეაქცია ექნებოდა. “ჩემი პრეზიდენტობის დროს ამის მეოთხედიც არ მოხდებოდა იმიტომ, რომ იცოდნენ როგორი რეაქცია მექნებოდა და რამდენად მძაფრი იქნებოდი ამ სიტუაციაში. ყოველ შემთხვევაში ახლა ისეთი ვითარებაა პრეზიდენტი აუცილებლად უნდა დაფიქრდეს პრემიერ-მინისტრის წარდგენასთან დაკავშირებით. პრემიერ ...

5 პრემიერ-მინისტრი და მათი საბოლოო სიტყვა

Radiotavisupleba.ge 

2012 წლიდან დღემდე საქართველომ 5 პრემიერ-მინისტრი გამოიცვალა. რადიო თავისუფლება იხსენებს მათ განცხადებებს პოსტის დატოვებისას. გიორგი გახარია თანამდებობაზე ყოფნის პერიოდი: 8.09.2019 -18.02.2021 (526 დღე) გიორგი გახარიას გადადგომა მოჰყვა 17 თებერვალს ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას, მიმართ გამოტანილ განაჩენს - პატიმრობას. ოპოზიციამ განაცხადა, რომ არ დაუშვებდნენ მელიას დაპატიმრებას, თუნდაც ამისთვის სპეცრაზმთან დაპირისპირება გამხდარიყო საჭირო. „ჩემი აბსოლუტურად ურყევი პოზიციაა, რომ ერთი კონკრეტული ადამიანის მიმართ... Читать дальше...

Новости России
Москва

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)


ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას და ოპოზიციას, რომ თავიდან აიცილონ ესკალაცია

Radiotavisupleba.ge 

„თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 17 თებერვალს ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას, წინასწარი პატიმრობის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებისა და, ამის შედეგად, საქართველოს პრემიერ-მინისტრ, გიორგი გახარიას გადადგომის გამო, ევროკავშირი მოუწოდებს როგორც საქართველოს ხელისუფლებას, ისე ოპოზიციას, რათა იმოქმედონ მაქსიმალურად თავშეკავებით და პასუხისმგებლობით, რათა თავიდან აიცილონ შემდგომი ესკალაცია", - ამის შესახებ ნათქვამია ევროკავშირის საგარეო-პოლიტიკური ლიდერის, ჯოზეპ ბორელის... Читать дальше...

სოზარ სუბარი: …მესამე მოწოდება მექნება მათი ლიდერის მიმართ, რომელიც ქვეყნის გარეთაა

News.ge 

ღარიბაშვილის კანდიდატურამ საოცარი აღფრთოვანება გამოიწვია გუნდის ძველ და ერთგულ წევრებში, ისევე როგორც ერთსულოვანი იყო უმრავლესობის წევრების მხარდაჭერა”,-ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა, სოზარ სუბარმა პარტიის ოფისში, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენაზე საუბრისას განაცხადა. “ირაკლი ღარიბაშვილი არის პარტიის დამფუძნებელი, პირველი წუთიდან, როდესაც დაიწყო “ქართული ოცნების” ფორმირება და ჩამოყალიბება, ის ერთ-ერთი თანამებრძოლი იყო გუნდში. შემდეგ იყო მთავრობის წევრი, შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი... Читать дальше...

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში: საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს

Radiotavisupleba.ge 

დიდი ბრიტანეთის საელჩო საქართველოში  ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ  მოვლენებს სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა. განცხადებაში, გაერთიანებული სამეფო მოუწოდებს კრიზისში ჩართულ ყველა მხარეს პასუხისმგებლობით იმოქმედონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს მოსახლეობა უკეთესს იმსახურებს. “ახლა რთული ვითარებაა. როგორც საქართველოს მეგობარი ქვეყანა, მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და ხელი შეუწყონ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს პროგრესის გაგრძელებას. Читать дальше...

BBC: შეიძლება გასაკვირი ჩანდეს პოლიტიკური ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების გამო პროტესტის ნიშნად პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მაგრამ …

News.ge 

შეიძლება გასაკვირი ჩანდეს პოლიტიკური ოპონენტის შესაძლო დაპატიმრების გამო პროტესტის ნიშნად პრემიერ-მინისტრის გადადგომა, მაგრამ გიორგი გახარიამ, როგორც ჩანს, გააცნობიერა მნიშვნელოვანი ოპოზიციური ფიგურის ციხეში ჩასმის რისკები, – ამის შესახებ BBC-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია საუბარი, რომელიც საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ეხება. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ გიორგი გახარიას ქმედება წინააღმდეგობაშია პარტია „ქართული ოცნების“ იმ წევრებთან, რომლებიც მკაცრი, უკომპრომისო პოლიტიკის დამცველები არიან. „მათ... Читать дальше...

ბუდაპეშტს ევროკავშირის სანქციები ემუქრება, თუ არ შეცვლის სადავო კანონს არასამთავრობო ორგანიზაციების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი ორთვიან ვადას აძლევს უნგრეთს იმისათვის, რომ შეცვალოს მემარჯვენე პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის მთავრობის ინიციატივით მიღებული სადავო კანონი, რომელიც საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არასამთავრობო ორგნიზაციებს ავალდებულებს გაასაჯაროვონ მათი უცხოელი დონორების შესახებ ინფორმაცია. ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, ევროკომისიამ, 18 თებერვალს წერილი გაუგზავნა ბუდაპეშტს, რომელშიც შეახსენებს უნგრეთის ხელისუფლებას, რომ ორი თვის ვადაში აღასრულოს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ შარშან მიღებული გადაწყვეტილება. Читать дальше...

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა როტერდამის ტურნირზე ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით დაასრულა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა როტერდამში მიმდინარე პრესტიჟულ შეჯიბრებაზე ჯგუფური ეტაპი ორ-ორი მოგებით და წაგებით დაასრულა და ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიისთვის ბრძოლას პლეი ოფში გააგრძელებს. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილი გუნდი, საბერძნეთთან (10:11) მარცხისა და კანადისა (14:11) და ბრაზილიის (12:8) ძლევის შემდეგ, დღეს ბოლო ტურის მატჩში ჯგუფის ლიდერს და მიმდინარე შეჯიბრების უმთავრეს ფავორიტს - მონტენეგროს - დაუპირისპირდა და თანაბარ ბრძოლაში დამარცხდა ანგარიშით 9:11. ოთხი პერიოდიდან სამი ფრედ... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хачанов победил Черундоло и пробился в 1/8 финала турнира ATP в Майами






Оставить за кадром: соцсетям и блогерам хотят запретить публикации жестокого видео

В производственно-инжиниринговой компании ПСМ заявили о готовности инвестировать в сторонние организации

Благоустройство пешеходного моста на станции Расторгуево в Видном завершат в 3 квартале 2024 года

РКН призвал осторожно относиться к сообщениям от незнакомцев после теракта