ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 19.02.2021

სენატორები რიში, შაჰინი: საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა მოლაპარაკებებით უნდა განმუხტონ პოლიტიკური სიტუაცია

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატის საგარეო კომიტეტის მაღალი რანგის სენატორები ჯიმ რიში და ჯინ შაჰინი სპეციალურ განცხადებას ავრცელებენ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით: ”ჩვენ ღრმად გვაღელვებს საქართველოში ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები. საქართველოს ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემას. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, საქართველოს ოფიციალურ პირებთან ჩვენ არაერთხელ გაგვიმახვილებია ყურადღება პოლიტიკური დევნის პრობლემის შესახებ", - ნათქვამია სენატორების განცხადებაში. Читать дальше...

„ევროპელი სოციალისტები" ღარიბაშვილის მინისტრთა კაბინეტს მხარს არ დაუჭერენ

Radiotavisupleba.ge 

პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ღარიბაშვილი და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა 22 თებერვალს შეხვდებიან ოპოზიციურ ჯგუფებს, მათ შორის, „ევროპელი სოციალისტების" ოთხს დეპუტატს. როგორც პარტიის განცხადებაშია ნათქვამი, ისინი ირაკლი ღარიბაშვილის კანდიდატურას მხარს არ დაუჭერენ.  „ირაკლი ღარიბაშვილი გახლავთ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილი კანდიდატურა. რამდენად სწორია ეს გადაწყვეტილება, ამას დრო აჩვენებს. ეს არის მმართველი პარტიის პრეროგატივა. აქედან გამომდინარე, შედეგებზე პასუხისმგებლობა ეკისრება მმართველ გუნდს. Читать дальше...

ვირტუალურიდან მიუნხენის რეალურ კონფერენციამდე

Radiotavisupleba.ge 

19 თებერვალს მიუნხენში მდებარე სასტუმრო Bayerischer Hof-მა უმასპინძლა საერთაშორისო უსაფრთხოების კონფერენციის „სპეციალურ გამოშვებას“, რომელმაც ნიადაგი უნდა მოუმზადოს, სავარაუდოდ, წლის ბოლოსკენ გადატანილი არა ვირტუალური, არამედ რეალური ფორუმის გამართვას მსოფლიოს არაერთი სახელმწიფოს ლიდერის, წამყვანი პოლიტიკოსების, ბიზნესმენების, ანალიტიკოსებისა და მრავალრიცხოვანის მედიის თანდასწრებით. მას შემდეგ, რაც აშშ-ში ადმინისტრაცია შეიცვალა, მიუნხენის კონფერენციის დღის წესრიგში ისე მწვავედ აღარ დგას კითხვა... Читать дальше...

ირაკლი კობახიძე მაია ცქიტიშვილს მადლობას უხდის

Radiotavisupleba.ge 

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების ყოფილ მინისტრსა და ყოფილ ვიცე-პრემიერს მაია ცქიტიშვილს მადლობა გადაუხადა პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ. „მაია ცქიტიშვილმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა „ქართული ოცნების“ 2012 წლის გამარჯვებაში და ის იყო არაერთი რეფორმისა და პროექტის ინიციატორი და განმახორციელებელი. მადლობა მას ამისათვის! წარმატებები!" - წერს კობახიძე „ფეისბუკზე".  ცქიტიშვილმა საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მთავრობის განახლებული შემადგენლობის წარდგენისას განაცხადა... Читать дальше...

ნუგზარ ტატალაშვილმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა თელ-ავივის გრან სლემზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების წევრი ნუგზარ ტატალაშვილი, კორონავირუსის პანდემიითა და ტრავმით გამოწვეული ერთწლიანი პაუზის შემდეგ, საერთაშორისო არენას მედლით დაუბრუნდა. 73 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე ევროპის სამგზის პრიზიორმა დღეს, თელ-ავივის გრან სლემზე, ხუთი შეხვედრიდან ოთხი მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა. ისრაელში მიმდინარე პრესტიჟულ შეჯიბრებაზე დღეს ტატამზე სულ ოთხი ქართველი გავიდა. 73 კილოგრამში, ტატალაშვილის გარდა, საქართველოს სახელით, ოლიმპიურმა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმაც იჭიდავა... Читать дальше...

საქართველოს წყალბურთის ნაკრები ტოკიოს ოლიმპიადის ლიცენზიისთვის ბრძოლას გამოეთიშა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზიის მოპოვების შანსი დაკარგა. დეიან სტანოევიჩის გაწვრთნილმა გუნდმა, როტერდამში მიმდინარე სალიცენზიო ტურნირის მეოთხედფინალში წააგო ხორვატიასთან, ანგარიშით 6:15 და მეხუთე-მერვე ადგილების პლეი ოფში გადაერთო, სადაც ხვალ, ტურნირის მასპინძელ ნიდერლანდებს დაუპირისპირდება. თამაში თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება. ქართველმა წყალბურთელებმა როტერდამის ტურნირზე, მეოთხედფინალამდე ჯგუფური ეტაპის ოთხი მატჩი ჩაატარეს. მოუგეს კანადას (14:11) და ბრაზილიას (12:8)... Читать дальше...

ოკუპირებული გუდაუთის სასტუმროში ხანძრის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვები გარდაიცვალნენ

News.ge 

ოკუპირებული გუდაუთის სასტუმროში ხანძრის შედეგად მცირეწლოვანი ბავშვები გარდაიცვალნენ. ინფორმაციას ავრცელებს ადგილობრივი გამოცემა apsnypress.info გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი სასტუმროს რამდენიმე სართულს მოეკიდა, სადაც ოჯახები ბავშვებთან ერთად ისვენებდნენ. დე ფაქტო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური აცხადებს, რომ ხანძრის ჩაქრობისას მეხანძრეებმა 2018 და 2020 წლებში დაბადებული ბავშვები გარდაცვლილი იპოვეს.



ნინო ბურჯანაძე: სალომე ზურაბიშვილი არ არის ფიგურა, რომელიც თვითონ რამეს გადაწყვეტს

News.ge 

სალომე ზურაბიშვილი არ არის ფიგურა, რომელიც თვითონ რამეს გადაწყვეტს – სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილი აღმოჩნდა თოჯინა ივანიშვილის ხელში და მისთვის გაცილებით მეტი აღმოჩნდა პრეზიდენტის სავარძელში კომფორტულად ყოფნა, ვიდრე თავმოყვარეობა, – ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. „სალომე ზურაბიშვილს არანაირი მნიშვნელოვანი როლი არ ჰქონია, რაც უთხრა ბიძინა ივანიშვილმა ის გააკეთა. Читать дальше...

ქეთი დოლიძე: მაგათი სახსენებელი საერთოდ უნდა მოისპოს საქართველოში!

News.ge 

ქეთი დოლიძე, რეჟისორი: მე არ მომწონს გახარიას გადაწყვეტილება, ვერ გავიგე, რატომ გადადგა რას  გაერიდა – “ნაცებთან” დაპირისპირებას?! მე “ნაცებს” არასდროს ვაპატიებ ჩადენილ დანაშაულებს. რა შერიგება, რის შერიგება? მაგათი სახსენებელი საერთოდ უნდა მოისპოს საქართველოში! – პორტირებული “ნაცების” მიმართაც ასეთივე განწყობა გაქვთ, თუ მათი პატიება შეძელით? – რას დაიხვიეთ ხელზე ეს პორტირებულები?! ორი მილიონიდან, საქართველოში ვიღაც ან ...

 ჯო ბაიდენი მოკავშირეებს თავისუფლების დასაცავად გაერთიანებისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის მონაწილეებისადმი მიმართვაში მოკავშირეები გააფრთხილა, რომ მსოფლიო დემოკრატიასა და ავტოკრატიული ფასეულობებს შორის იდეოლოგიური ბრძოლის „შემობრუნების წერტილშია“ და მოუწოდა მათ გაერთიანდნენ თავისუფლების დასაცავად. ბაიდენის სიტყვებით, „ ისტორიკოსები გამოიკვლევენ და დაწერენ ამ მომენტის შესახებ. მჯერა მთელი არსებით, რომ დემოკრატია გაიმარჯვებს“. ბაიდენი რუსეთის თემას შეეხო და განაცხადა, რომ კრემლი უტევს ამერიკის დემოკრატიას და იყენებს კორუფციას... Читать дальше...

უსათაურო

News.ge 

“ჩემთვის მოგონებები ცხოვრების მორევში ჩაკარგული ცრემლიანი მარგალიტებია, რომლებიც ისე უნდა ამოიყვანო ფსკერიდან შლამი არ ამოჰყვეს” – ლილი ფოფხაძე. უსათაურო დღეს საოცრად მშვიდი, გარინდული ამინდია. ცხელა. ხეები თითქოს თვლემენ მზის გულზე, ქარებისგან ნაღალატევი. შინ ორნი ვართ – მე და ფისო. ხშირად მიფიქრია, მარტოობა ზეციური საჯელია – მეთქი. მაგრამ მთლად ასეც არ უნდა იყოს. ზოგჯერ მარტო ყოფნა ...

აქციაზე დაკავებული „ლელოს" ხუთი წევრი გაათავისუფლეს  

Radiotavisupleba.ge 

პოლიციამ გაათავისუფლა პარტია „ლელოს" ხუთი წევრი, რომელიც რამდენიმე საათის წინ პარლამენტთან გამართულ აქციაზე დააკავა. მათ შორის არის საბა ბუაძე, რომელიც ამ სიტყვებით აფასებს სამართალდამცავების მოქმედებას: „ეს იყო სისტემის პანიკის კიდევ ერთი ლუსტრაცია". „ლელო" პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი ღარიბაშვილის წარდგენას აპროტესტებდა. „ეს იყო უბრალოდ ჩვენი პროტესტი იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნას ვაპროტესტებდით, გროტესკული პერსონაჟების, რომლებთანაც კარგი არაფერი არ ასოცირდება ამ ქვეყანაში. Читать дальше...

საქართველოს საკალათბურთო ნაკრები თბილისში დამარცხდა სერბეთთან

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ზედიზედ მოპოვებული ოთხი გამარჯვების შემდეგ, პირველი თამაში წააგო. ილიას ზუროსის გაწვრთნილმა გუნდმა თბილისში, თორნიკე შენგელიას, გოგა ბითაძის, გიორგი ცინცაძისა და სანდრო მამუკელაშვილის გარეშე, ვერაფერი მოუხერხა სერბეთის ნაკრებს, რომელიც ასევე გადახალისებული შემადგენლობით თამაშობდა. სტუმრებმა ოცდაექვსქულიანი უპირატესობით მოიგეს - 92:66. ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო ორი (მეხუთე და მეექვსე)... Читать дальше...

ღარიბაშვილის ოთხი კაბინეტი

Radiotavisupleba.ge 

გიორგი გახარიას მოულოდნელი გადადგომის შემდეგ, პრემიერის პოსტზე 18 თებერვალს დასახელებულმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის შემადგენლობა პარლამენტს სასწრაფო წესით, უკვე 19 თებერვალს წარუდგინა. მთავრობაში ჯერჯერობით მხოლოდ ორი ახალი მინისტრია. თუმცა წინა პრემიერობის დროს, თითქმის უცვლელი სტარტის შემდეგ, ღარიბაშვილის გუნდში მინისტრები ელვის სისწრაფით იცვლებოდნენ. კაბინეტის განახლებული შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადება პარლამენტს ორ წელიწადში (2013-2015 ) სამჯერ მოუწია. მხოლოდ ორი მინისტრი განახლებულ... Читать дальше...

Новости России
Москва

Порт пяти морей. В Москве стартовал летней сезон речной навигации


"რუსული თუ რუსეთის"?  აქტივისტი და  მშობლიური ენა სასამართლოს წინაშე რუსულ სასამართლო დარბაზში

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის კომის რეგიონში ახალგაზრდა კაცს, რომელიც ალექსეი ნავალნის დაპატიმრების მიმართ პროტესტის გამო დააკავეს, ხმამაღალი დაპირისპირება ჰქონდა მოსამართლესთან თავისი უფლების დასაცავად -  მშობლიურ ენაზე ეპასუხა მისი შეკითხვებისთვის. კომის სასამართლო დარბაზში ენასთან დაკავშირებით დაპირისპირება რუსეთში პატარა ენების მიმართ არსებული დამოკიდებულების გამო დიდ უთანხმოების კიდევ ერთი გამოხატულებაა.   თებერვალში  გამართული სასამართლო მოსმენა რუსეთის ჩრდილოეთის ქალაქ სიკტივკარში  ერთი ჩვეულებრივი წინასწარი მოსმენის სხდომა  უნდა ყოფილიყო. Читать дальше...

სახალხო დამცველის განცხადებით, აქციაზე კარვების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება სახალხო დამცველი, სადაც აქტივისტებს პოლიციის თანამშრომლები კარვის განთავსების შესაძლებლობას არ აძლევენ. განცხადების თანახმად, დაპირისპირება შეკრების ოცზე მეტი მონაწილის დაკავებით დასრულდა. საქართველოს სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მსგავსი დროებითი კონსტრუქციების განთავსება შეკრების თავისუფლებით არის დაცული, ხოლო ხსენებული შესაძლებლობის ჩამორთმევა გაუმართლებელია, როდესაც კარვის განთავსება არ იწვევს შენობის შესასვლელის ბლოკირებას ან სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხებას. Читать дальше...

ბრიტანეთის პრინცი ჰარი და მისი ცოლი, მეგან მარკლი, სამეფო ოჯახის მოვალეობებს აღარ დაუბრუნდებიან

Radiotavisupleba.ge 

პრინცი ჰარი და მისი მეუღლე, მეგან მარკლი, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მოვალეობებს აღარ დაუბრუნდებიან, განაცხადა ბაკინგემის სასახლემ. სასექსის ჰერცოგმა და ცერცოგინიამ მათი გადაწყვეტილება დაადასტურეს დედოფალ ელისაბედ მეორესთან საუბრის დროს. პრინცი დატოვებს ყველა საპატიო  სამხედრო წოდებას. ისინი  აღარ იმუშავებენ საქველმოქმედო ორგანიზაციებთან, რომლებსაც პატრონაჟს უწევდენენ სამეფო ოჯახის სახელით.   ჰერცოგისა და ცერცოგინიას ყველა მოვალეობას დედოფალი გაანაწილებს სამეფო ოჯახის მოქმედ წევრებს შორის. Читать дальше...

რას ჰპირდებოდა ირაკლი ღარიბაშვილი კახელებს?

Radiotavisupleba.ge 

"დღეს გვაქვს გამოკვეთილი სურათი, თუ რა არის საჭირო კახეთის განვითარებისთვის და რომლის გაკეთებაც შეგვიძლია მთავრობას და ბიზნესს. ლაგოდეხს აქვს თამბაქოს წარმოებისა და პირველადი გადამუშავების, ასევე აბრეშუმის წარმოების განვითარების რესურსი. ახმეტას აქვს ტყავის გადამამუშავებელი წარმოების განვითარების რესურსი. გურჯაანს აქვს აგურისა და რკინა-ბეტონის გადამუშავების რესურსი. სიღნაღში შეგვიძლია სამკერვალო წარმოება განვავითაროთ", - ეს ირაკლი ღარიბაშვილმა 2015 წლის აპრილში, პრემიერობის დროს თქვა, როცა კახელებს პროექტს "ძლიერი რეგიონი... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Елена Рыбакина стала чемпионкой турнира WTA-500 в Штутгарте






Янковский-старший отреагировал на череду скандалов с участием Кологривого

Генерал-строитель - Военные не молчат о Тимуре Иванове: Речь не о миллиардах, о триллионах

У арестованного экс-замминистра обороны Иванова назначена встреча с психологом

Спектакль "Забыть Герострата" и концерт Gnesin Jazz Quintet: Куда сходить в Туле и Тульской области 28 апреля