ru24.net
World News in Georgian
Февраль
2021

Новости за 24.02.2021

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

News.ge 

საბჭოთა ოკუპაციის დღესთან დაკავშირებით სახელმწიფო შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა. საქართველოს პარლამენტის 2010 წლის 21 ივლისის დადგენილების თანახმად, 25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის დღედ არის გამოცხადებული. ამ დღეს, ოკუპაციის მსხვერპლთა პატივსაცემად, წუთიერი დუმილი ცხადდება და საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, სახელმწიფო უწყებების შენობებზე, სახელმწიფო დროშები ეშვება. 1921 წლის 25 თებერვალს, რუსეთის მე-11 არმიამ თბილისი აიღო და საქართველოს ანექსია მოახდინა. ...

კითხვები და პასუხები გერმანიაში სეზონურ დასაქმებაზე - ინტერვიუ

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც 15 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო დასაქმების სააგენტომ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე, ბევრ მსურველთან ერთად ბევრი კითხვაც გაჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა სამუშაო ადგილების რაოდენობაა. გერმანიის სოფლის მეურნეობისა და კვების ფედერალური სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნული იყო, რომ საქართველოდან სეზონურ სამუშაოზე მხოლოდ 500 მოქალაქეს მიიღებდნენ, არადა, 22 თებერვლისთვის თითქმის 90 000 მსურველი იყო რეგისტრირებული. მეორე თემა მიგრანტების შრომითი... Читать дальше...

კითხვები და პასუხები გერმანიაში სეზონურ დასაქმებაზე- ინტერვიუ

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც 15 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო დასაქმების სააგენტომ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე, ბევრ მსურველთან ერთად ბევრი კითხვაც გაჩნდა. ყველაზე მნიშვნელოვანი თემა სამუშაო ადგილების რაოდენობაა. გერმანიის სოფლის მეურნეობისა და კვების ფედერალური სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნული იყო, რომ საქართველოდან სეზონურ სამუშაოზე მხოლოდ 500 მოქალაქეს მიიღებდნენ, არადა 22 თებერვლისთვის თითქმის 90 000 მსურველი იყო რეგისტრირებული. მეორე თემა მიგრანტების შრომითი... Читать дальше...

გერმანიაში დასაქმება: სად ვიმუშავებ, რა საბუთებს მომთხოვენ, როდის მეცოდინება პასუხი, ვინ დამიფარავს დაზღვევას

Radiotavisupleba.ge 

მას შემდეგ, რაც 15 თებერვალს საქართველოს სახელმწიფო დასაქმების სააგენტომ დაიწყო საქართველოს მოქალაქეების რეგისტრაცია გერმანიაში სეზონურ სამუშაოზე, ბევრ მსურველთან ერთად ბევრი კითხვაც გაჩნდა.   ყველაზე მნიშვნელოვანი თემა სამუშაო ადგილების რაოდენობაა.   გერმანიის სოფლის მეურნეობისა და კვების ფედერალური სამინისტროს ვებგვერდზე აღნიშნული იყო, რომ საქართველოდან სეზონურ სამუშაოზე მხოლოდ 500 მოქალაქეს მიიღებდნენ, არადა 19 თებერვლისთვის თითქმის 70 000 მსურველი იყო რეგისტრირებული.  მეორე თემა მიგრანტების... Читать дальше...

მედია: მილიარდერმა რომან აბრამოვიჩმა ახალი იახტა შეიძინა. მსგავსი, ახლო აღმოსავლეთში მეფეებსაც არ ჰყავთ

News.ge 

54 წლის რომან აბრამოვიჩის განკარგულებაში  მალე ახალი იახტა იქნება, ამის შესახებ  Forbes წერს. გავრცელებული ინფორმაციით, იახტა ერთ კვირაში დაიწყებს ფუნქციონირებას, ჯერჯერობთ კი გერმანიაში, გემთსაშენებელ ქარხანაში 145 მეტრიან იახტაზე, რომლის საელწოდებაა  Solaris, ბოლო სამუშაოები მიმდინარეობს. Solaris განთავსებულია 8 გემბანი, 48 კაიუტა გათვლილია 36 მგზავრსა და ეკიპაჟის 60 წევრზე. იახტა აღჭურვილია ლიფტით, სავარჯიშო დარბაზით, ვერტმფრენის დასაჯდომი მოედნით, ...

მერიის განცხადებით, თბილისში დაყრილია დაახლოებით 200 ტონა ტექნიკური მარილი

Radiotavisupleba.ge 

დედაქალაქის მერიის ცნობით, თბილისის ქუჩებსა და შემოერთებულ ტერიტორიებზე გზის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით, სამუშაოების ფარგლებში შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ დღეს, დაახლოებით, 200 ტონა ტექნიკური მარილი დაყარა. მერია იუწყება, რომ ამ ეტაპზე, ტექნიკური მარილი დაყრილია: სამადლოში, ბეთანიაში, წყნეთში, ტაბახმელაში, ოქროყანაში, კიკეთში, კოჯორში, სოფელ დიდგორსა და მუხათგვერდში. სპეციალური ტექნიკაა მობილიზებული სოფელ ლილოსა და აეროპორტის დასახლებაში. ამავე ცნობით, იწმინდება... Читать дальше...

COVAX-ის წარმატების ფონზე ევროპის ზოგ ქვეყანაში იზრდება პანდემიის გამო შეშფოთება

Radiotavisupleba.ge 

გაეროს მხარდაჭერით მოქმედმა ინიციატივა COVAX-მა, რომლის მიზანია, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა მიაწოდოს ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებს, AstraZeneca-ს ვაქცინის პირველი პარტია გაგზავნა განაში. 600 ათასი დოზა ვაქცინა 24 თებერვალს ჩავიდა დასავლეთ აფრიკის ქვეყანაში. ვაქცინების ალიანს Gavi-ს თანახმად, ეს ღირსშესანიშნავი დღეა. მთლიანობაში COVAX-ი ვაქცინებს დაგზავნის დაბალ- და საშუალოშემოსავლიან 92 ქვეყანაში. ვაქცინების ფრონტზე წარმატებებს ჩრდილს აყენებს მზარდი შეშფოთება იმის თაობაზე, რომ ევროპის... Читать дальше...

საბერძნეთი მოითხოვს თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს

News.ge 

საბერძნეთი მოითხოვს, რომ თურქეთში მდებარე აია-სოფიას ტაძარს მუზეუმის სტატუსი დაუბრუნდეს. ამის შესახებ საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა გაეროს ადამიანის უფლებათა 46-ე სესიაზე ვიდეოხიდის დროს განაცხადა. „მინდა შევეხო საბერძნეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვან საკითხს – კულტურული უფლებების სრულ დაცვას. ყველა სახელმწიფო ვალდებულია, მათი პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული სისტემების მიუხედავად, თავი შეიკავოს კულტურული ძეგლებისთვის სტატუსის შეცვლისგან“, – განაცხადა მინისტრმა. მისი... Читать дальше...



25 თებერვალს გაწყვეტილი სიმფონია

Radiotavisupleba.ge 

ისტორიკოსმა რიჩარდ გ. ჰოვანესიანმა საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას დაუსრულებელი სიმფონია უწოდა. „სამოცდაათი წელი დასჭირდა, რათა ბედის ბორბალი მობრუნებულიყო და შესაძლებელი გამხდარიყო შეწყვეტილი მელოდიის გაგრძელებაო“, - წერს ამერიკელი მკვლევარი საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ სტატიაში. არადა, იმ სამ წელიწადში, რომელიც ზუსტად ასი წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს დასრულდა, ურთულეს პირობებში შეიქმნა “სიმფონიის“ ძირითადი ნაწილი. სწორედ იმ სამ წელიწადში მიღებული იქნა კონსტიტუცია... Читать дальше...

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებასთან ინციდენტების პრევენციის ფარგლებში შეხვედრები განახლდება

Radiotavisupleba.ge 

ჟენევის დისკუსიის მორიგი რაუნდის მოსამზადებელი ონლაინშეხვედრა გამართეს ჟენევის დისკუსიის თანათავმჯდომარემ ანიკა სედერმა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ამ პოსტზე ანიკა სედერმა ცოტა ხნის წინ რუდოლფ მიხალკა შეცვალა. დე ფაქტო პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა მურატ ჯიოევმა და ანიკა სედერმა მხარეებს შორის არსებული პრობლემური საკითხები განიხილეს. როგორც ცხინვალის ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, ჯიევმა და სედერმა ახლო მომავალში ერგნეთის ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების... Читать дальше...

თანამდებობა დატოვა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა კახა ქემოკლიძემ 

Radiotavisupleba.ge 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თანამდებობის დატოვების შესახებ „ფეისბუკზე" იუწყება კახა ქემოკლიძე. მან განსაკუთრებულად გადაუხადა მადლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და წარმატება უსურვა ახალ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს. „მინდა გულწრფელად ვთქვა, 10 წლის განმავლობაში მქონდა პატივი (ალბათ უიშვიათესი), რომ მემუშავა განსაკუთრებულ ადამიანებთან, ხელმძღვანელებთან და ლიდერებთან (როგორც წინა, ისე ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში). ვფიქრობ, ეს 10 წელი იყო, ღირებული იმითაც, რომ ჩემს თვალწინ... Читать дальше...

კახა ქემოკლიძე: არ შემიძლია, განსაკუთრებული მადლობა არ გადავუხადო ყოფილ პრემიერ გახარიას!

News.ge 

მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, კახა ქემოკლიძემ თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ქემოკლიძემ სოციალურ ქსელში დაწერა. როგორც ის აღნიშნავს, საქართველოს, განსხვავებული პოლიტიკური გემოვნების, რელიგიური მრწამსის, ეთნიკური კუთვნილების, მსოფლმხედველობის მიუხედავად სჭირდება საზოგადოების კონსოლიდაცია, რადგან წინ ბევრი რთული გამოწვევაა! „დადგა დრო როდესაც ზუსტად 10-წლიანი აქტიური, უზომოდ დინამიური და გამოწვევებით სავსე სამსახურის შემდეგ უნდა დაგემშვიდობოთ, როგორც საჯარო მოხელე და ყოფილი უსაფრთხოების... Читать дальше...

ირაკლი აბუსერიძე: „ჩემს ამომრჩეველს არავის დავაჩაგვრინებ“

Radiotavisupleba.ge 

ვეტერანი მორაგბის ირაკლი აბუსერიძის განცხადებით, საქართველოს რაგბის კავშირის დღევანდელი ყრილობის წინ, სარაგბო კლუბების ხელმძღვანელებზე ზეწოლა ხორციელდებოდა, რათა მათ არჩევნებისთვის ბოიკოტი არ გამოეცხადებინათ და კავშირის პრეზიდენტი იოსებ ტყემალაძე გამხდარიყო. საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი, რომელსაც რაგბის კავშირის ორი თვის წინანდელ საპრეზიდენტო არჩევნებში მოპოვებული გამარჯვება საჯარო რეესტრმა არ დაუმტკიცა, მხარდამჭერთა ხმების ბოლომდე დაცვას აპირებს. „კლუბებზე ძალადობით ცდილობენ მიზნის მიღწევას, რაც ძალიან ბინძური საქციელია. Читать дальше...

"Закавказский Транссиб" как гарант безопасности и мира в регионе

ИА «Новости-Грузия» 

Как отметили эксперты в сфере экономики из разных стран, вопрос железнодорожного сообщения Армении с Россией через Азербайджан принесет новые возможности и выгоды и Грузии тоже

პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილს ნოკოლ ფაშინიანმა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ირაკლი ღარიბაშვილს ულოცავს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.  „გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას და გისურვებთ წარმატებას ამ მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პოსტზე საქართველოსა და ქართველი ხალხის საკეთილდღეოდ. მტკიცე მეგობრულ კავშირებს სომხეთსა და საქართველოს შორის ზურგს უმაგრებს საუკუნოვანი კონტაქტები, ღრმა პატივისცემა და ნდობა ჩვენს ერებს შორის. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მთავრობები გააგრძელებენ... Читать дальше...

ილჰამ ალიევმა ირაკლი ღარიბაშვილს მიულოცა პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა. მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მან ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის პროდუქტიული თანამშრომლობისა და სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების დინამიურად გაგრძელების მნიშვნელობაზე. „გულწრფელად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ხელახლა დანიშვნას. აზერბაიჯანი და საქართველო დაკავშირებულნი არიან ღრმა ისტორიული ფესვების მქონე მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობებით. Читать дальше...

ბელა ჩეკურიშვილი: 2006 წელს ჩელინის სალიერა 50 მილიონ ევროდ შეფასდა. სალიერა კი დგას და საუკუნეებს მშვიდად ითვლის

News.ge 

News. ge გთავაზობთ პოეტი და პროზაიკოსის, გერმანისტის ბელა ჩეკურიშვილის ბლოგზე  გამოქვეყნებულ ჩანახატს: “როგორ მოვიპაროთ მილიონი”.   “ეს უნატიფესი ნივთი, რომელიც ვენის ხელოვნების ისტორიის მუზეუმშია გამოფენილი, ოქროს სამარილეა. დამზადებულია გვიანდელი რენესანსის ეპოქის მოქანდაკისა და ოქრომჭედლის ბენვენუტო ჩელინის მიერ 1540-43 წლებში  პარიზში, საფრანგეთის მეფის ფრანსუა პირველის სუფრისთვის, სადაც მას სახელოსნო ჰქონდა. სამარილეზე გამოსახული (გნებავთ გამოძერწილი) ფიგურები ზღვების ღმერთი ნეპტუნი და მიწის ქალღმერთი ტელუსი არიან... Читать дальше...

Новости России
Москва

Благотворительный фонд «Свет в руках» проведет Всероссийскую акцию «Росток памяти»


გიორგი ქადაგიძე: …ამ ვითარებაში ძირეული ცვლილებების გარეშე ძალიან რთული წელი (წლები) გველის, ძალიან რთული

News.ge 

“წინასწარ ბოდიში ფბ მეგობრებს და მაინც გვახსოვდეს, რომ მწვავე პოლიტიკურ კრიზისთან ერთად: • 2020 წელი დავხურეთ ეკონომიკის 6%-იანი ვარდნით • 2021 წლის იანვარში საგარეო ვაჭრობა დამატებით შემცირდა 16%-ით • 2020 საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახების რაოდენობამ 146 ათასს მიაღწია • 2020 წელს 25,000-ით შემცირდა სამუშაო ძალა და 80,000 -ით დასაქმებულთა რაოდენობა, უმუშევრთა რაოდენობა 310 ათასამდე გაიზარდა. ...

გერმანიაში "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერს 10,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიაში 10 წლით და ექვსი თვით პატიმრობა მიუსაჯეს ერაყელ სასულიერო პირს, რომელიც, როგორც იტყობინებიან, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ დე ფაქტო ლიდერი იყო გერმანიაში. აჰმად აბდულაზიზ აბდულა აბდულა, რომელიც აბუ ვალაას სახელით არის ცნობილი, ტერორისტული ორგანიზაციის მხარდაჭერისთვის გაასამართლეს. ბრალდებაში ნათქვამია, რომ ის ხელმძღვანელობდა ჯიჰადისტურ ქსელს, რომელიც ევროპაში ახალგაზრდების რადიკალიზაციას ეწეოდა და მათ ერაყსა და სირიაში გამგზავრებაში ეხმარებოდა. ჩრდილოეთ გერმანიის... Читать дальше...

ქალი ფეხბურთელები დაზარალებულად არ ცნეს სექსუალური შევიწროების, ძალადობის და თაღლითობის საქმეში

Radiotavisupleba.ge 

პროკურატურას უმოქმედობაში ადანაშაულებს არასამთავრობო ორგანიზაცია „პარტნიორობაა ადამიანის უფლებებისთვის" (PHR). მისი განცხადებით, პროკურატურამ დაზარალებულად არ ცნო ცხრა ქალი (მათ შორის ერთი ბავშვი) ფეხბურთელი, რომელთა მიმართაც, ორგანიზაციის შეფასებით, „მწვრთნელის მხრიდან, ადგილი ჰქონდა სექსუალურ ძალადობას, გარყვნილ ქმედებასა და თაღლითობას".  „PHR იცავს 9 ქალი ფეხბურთელის ინტერესებს (მათ შორის ერთი ბავშვის), რომელთა მიმართაც მწვრთნელმა კაცმა განახორციელა სექსუალური შევიწროება, ძალადობა და თაღლითობა. Читать дальше...

TI-ს სათავო ოფისი: ნიკა მელიას დაპატიმრება მხოლოდ დაამძიმებს პოლიტიკურ კრიზისს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს „საერთაშორისო გამჭვირვალობის” ბერლინის სათავო ოფისი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა“ (TI) მიიჩნევს, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში შეჭრისა და პარტიის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მხოლოდ დაამძიმებს ქვეყანაში ამჟამად არსებულ პოლიტიკურ კრიზისს. „ბოლო პერიოდის მოვლენები საქართველოში, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში განიხილებოდა პოზიტიურ მაგალითად პოსტსაბჭოთა სახელმწიფოებს შორის, მორიგი გამოვლინებაა ძალაუფლების კონცენტრაციის... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Даниил Медведев

Битые корты: Медведев и Александрова вышли в четвертьфинал Miami Open






Андрей Бочкарев: Многофункциональный комплекс с амфитеатром появится в Перово

В Александровском районе "черный лесоруб" нарубил дров на 1,6 млн рублей

«3 в 1»: популярный смартфон с выгодой 50% со связью и наушниками

Вице-президент «Тинькофф» рассказал о деталях строительства альтернативной платежной системы