ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

Новости за 03.07.2021

კიბერთავდასხმამ, რომელშიც რუსეთის მონაწილეობას ეჭვობენ, შესაძლოა ათასობით ბიზნესზე იქონიოს გავლენა

Radiotavisupleba.ge 

3 ივლისს სხვადასხვა ბიზნესი ცდილობს გაუმკლავდეს ე.წ. "გამომძალველი პროგრამით" პროვაიდერ კომპანიაზე განხორციელებულ თავდასხმას, რომელიც, კიბერუსაფრთხოების ექსპერტების ვარაუდით, რუსმა ჰაკერებმა მოაწყვეს. ერთ-ერთი ექსპერტის შეფასებით, თავდასხმამ შესაძლოა მსოფლიოს გარშემო ათასობით ბიზნესზე იქონიოს გავლენა.  2 ივლისს განხორციელებული კიბერთავდასხმისას გადაიტაცეს ფართოდ გამოყენებული ტექნოლოგიის მენეჯმენტის სოფტვერი, რომელიც აშშ-ში განთავსებულ კომპანია Kaseya-ს ეკუთვნის. შვედეთის ერთ-ერთი უმსხვილესი სუპერმარკეტების ქსელი... Читать дальше...

ცნობილი ცხინვალელი პოლიტოლოგი დინა ალბოროვა Covid-19-ით გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

ცნობილი ცხინვალელი პოლიტოლოგი და სამოქალაქო აქტივისტი დინა ალბოროვა Covid-19-ით გარდაიცვალა. მან დაახლოებით სამი კვირის განმავლობაში იავადმყოფა. მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა და ადგილობრივმა ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს. დინა ალბოროვა აქტიურად მონაწილეობდა ქართულ-ოსურ სამოქალაქო დიალოგის სხვადასხვა ფორმატებში და ყოველთვის აფიქსირებდა დიალოგის აუცილებლობას ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების საქმეში. ის აქტიურად თანამშრომლობდა ქართველ კონფლიქტოლოგებთან და პოლიტოლოგებთან: გოგი ხუციშვილთან... Читать дальше...

უზბეკეთში შეზღუდეს წვდომა სოციალური მედიის რამდენიმე საიტთან

Radiotavisupleba.ge 

უზბეკეთის კომუნიკაციების მარეგულირებელმა ორგანომ შეზღუდა წვდომა სოციალური მედიის რამდენიმე საიტთან, პირადი ინფორმაციის კანონების დარღვევის გამო.  უწყება ოზკომნაზორატმა ეს შეზღუდვები 2 ივლისს გამოაცხადა, ისე, რომ არ დაუკონკრეტებია რომელ სოციალურ მედიას შეეხება ეს ბრძანება. თუმცა მოსახლეობა იუწყება, რომ წვდომა გართულდა ტვიტერთან, ტიკტოკტთან, ვკონტაქტესთან და სკაიპთან, და რომ ეს საიტები შეფერხებით, ნელა მუშაობს.  ოზკომნაზორატი აცხადებს, რომ სოციალური მედიის საიტებმა დაარღვიეს აპრილის შემდეგ შემოღებული კანონი პირადი მონაცემების შესახებ... Читать дальше...

რუსთავისა და გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან სატვირთო გადავარდა

Radiotavisupleba.ge 

რუსთავისა და გაჩიანის დამაკავშირებელი ხიდიდან სატვირთო გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი გარდაიცვალა. ადგილზე მუშაობენ საპატრულო და სამაშველო ეკიპაჟები.  საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაწყო. ამ მუხლით ტრანსპორტის მოძრაობის წესების დარღვევისთვის, რა დროსაც ადამიანი გარდაიცვალა, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

"საქნახშირი" დასაქმებულების გაფიცვაზე: პროტესტის ეს ფორმა უშედეგოა

Radiotavisupleba.ge 

დღეს დილიდან ტყიბულში "საქნახშირის" თანამშრომლები გაიფიცნენ. 400-მდე თანამშრომლის გაფიცვის შესახებ ინფორმაციას მეტალურგთა, მეშახტე-მაღაროელთა და ქიმიკოსთა პროფკავშირები ავრცელებს.  "ისინი ხელფასების გაზრდას ითხოვენ - როგორც თავად ამბობენ, ამჟამად მათი ხელფასი შეადგენს 450-800 ლარს (პოზიციების მიხედვით), რაც მათი თქმით შესრულებული სამუშაოს სიმძიმისა და სამომხმარებლო პროდუქტებზე დღეს არსებული ფასების შესაბამისი არ არის", - ვკითხულობთ გავრცელებულ განცხადებაში. კომპანია აცხადებს, რომ საჭიროა კონსტრუქციული დიალოგი... Читать дальше...

"თანასწორობის მოძრაობა" საპატრიარქოს განცხადებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს და შსს-ს მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

ლგბტქი ​ადამიანების უფლებების დამცველი ორგანიზაცია "თანასწორობის მოძრაობა" საპატრიარქოს განცხადებას "ღირსების მარშის" პარალელურად "მშვიდობიანი პროტესტისთვის" შეკრების შესახებ საფრთხის შემცველად მიიჩნევს. საფრთხიდან გამომდინარე ორგანიზაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართავს, შესაძლო სამართალდარღვევის აღსაკვეთად გამოიყენოს პროპორციული ძალა. "მიგვაჩნია, რომ საპატრიარქოს განცხადება არის საფრთხის შემცველი და ირიბად მოუწოდებს მოქალაქეებს "სოლიდარობის მარშში" მონაწილეთა წინააღმდეგ მობილიზებისაკენ. Читать дальше...

გრიშა ონიანმა გორის მერობა გადაიფიქრა

Radiotavisupleba.ge 

გრიგოლ (გრიშა) ონიანმა გორის მერობა გადაიფიქრა. გადაწყვეტილება მან მოსახლეობასთან შეხვედრის დროს მიიღო. ონიანი გორელებზე ნაწყენია. "მერობა კი არა, ქორწილში რომ დამპატიჟონ, გორში აღარ ჩამოვალ", - განაცხადა გრიგოლ ონიანმა, რომელიც გორის თეატრში სტალინისტების მრავალრიცხოვან დასწრებას ელოდა, თუმცა დარბაზში 50-მდე ადამიანი შეიკრიბა. მან ისაუბრა პოლიტიკური ორგანიზაციის "გრიგოლ ონიანი - მე-20 საუკუნის" გეგმებზე. ამ გეგმებში შედიოდა იოსებ სტალინის ნეშტის გორის ციხეზე გადასვენება. ამ ციხეში იგი სტალინის... Читать дальше...



რუსეთში ზედიზედ ხუთი დღეა აღინიშნება კორონავირუსით სიკვდილიანობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის მთავრობა ზედიზედ მეხუთე დღეა აღწერს კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ყველაზე მაღალ მაჩვენებელს პანდემიის დაწყებიდან - ბოლო 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ამ დიაგნოზით 697 ადამიანი დაიღუპა. იანვრის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზე რჩება ინფიცირების მაჩვენებელიც - 24 საათის განმავლობაში აღირიცხა 24 439 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 17 899 ადამიანი. შესაბამისად, დაავადებულთა რიცხვი ზრდას განაგრძობს. ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ ამჟამად 395 120 პაციენტია. პანდემიის დაწყების შემდეგ ქვეყანაში... Читать дальше...

საპატრიარქო მოსახლეობას 5 ივლისს "მშვიდობიანი პროტესტის" გასამართად იწვევს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო მოსახლეობას 5 ივლისს "ღირსების მარშის" "მშვიდობიანად გასაპროტესტებლად" იწვევს. ამისთვის საპატრიარქო სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ჰომოფობიური არგუმენტებია მოყვანილი ლგბტ პირების გამოხატვის თავისუფლების წინააღმდეგ. "ამასთან, კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ ე.წ. პრაიდის მიზანი არის გაუკუღმართებული ცხოვრების წესის პროპაგანდა, რომელიც აზიანებს მომავალი თაობის ცნობიერებას; ეს ქმედება ჩვენს ხალხში, განურჩევლად ეროვნებისა და რელიგიური კუთვნილებისა... Читать дальше...

ვაშლოვანის ნაკრძალში ხანძარია

Radiotavisupleba.ge 

ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე ხანძარია. ცეცხლი ისევ იმ ადგილზე გაჩნდა, სადაც რამდენიმე დღის წინ ხანძარი იყო. მესაზღვრეებმა დაკვამლიანება რამდენიმე საათის წინ შენიშნეს და შესაბამის სამსახურს შეატყობინეს. საგანგებო სიტუაციების სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან მეხანძრე-მაშველები, რომლებიც ცეცხლის ქრობის პროცესში მონაწილეობენ. პარალელურად, ცოტა ხანში ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებში ჩაერთვება სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში... Читать дальше...

საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა კიდევ 1026 ადამიანს, 12 გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში, გასული დღე-ღამის განმავლობაში გარდაიცვალა COVID-19-ით დაავადებული 12 პაციენტი. სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 33 002 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 1026 შემთხვევა. მონაცემები დღეს დაგვიანებით გამოქვეყნდა. დადებითობის მაჩვენებელია: დღიური - 3.11%; ბოლო 7 დღის - 3.28%; ბოლო 14 დღის - 2.79%. გასული დღე-ღამის განმავლობაში 381-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.  2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა... Читать дальше...

Профессор-вирусолог о "черной плесени", окончании пандемии и вакцинации

ИА «Новости-Грузия» 

Профессор-вирусолог, главный научный сотрудник Института имени Гамалеи Анатолий Альтштейн в интервью Sputnik отвечает на актуальные вопросы, связанные с пандемией коронавируса COVID-19

ევრო 2020 მიდის, ტოკიო - აქვეა...

Radiotavisupleba.ge 

ჩემპიონატი ფეხბურთში - ძირითადი თემებია, რომლებზეც საუბრობენ მურთაზ ხურცილავა და ჩვენი მიმომხილველი გია ცანავა; სპორტის კოლორიტული, საინტერესო სახეობის - ბილიარდის - სიახლეებზე რადიომსმენელებს უამბობს თბილისელი ინჟინერი, ბილიარდის აღიარებული ოსტატი, სხვადასხვა რანგის ტურნირებში გამარჯვებული ენრიკო მაჩაიძე; საფარიკაო აკადემია „ბასას“ დამფუძნებელი დავით სახვაძე ბოლო პერიოდში გამართულ ასპარეზობებსა და ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ჩვენი უძლიერესი ხმლით მოფარიკავე სანდრო ბაზაძის პერსპექტივებს გააცნობს სპორტის მოყვარულებს.

Минздрав Грузии: на сайт для регистрации на вакцинацию совершена кибератака

ИА «Новости-Грузия» 

По факту кибератаки возбуждено уголовное дело по двум статьям "незаконное использование компьютерных данных или компьютерных систем" и "посягательство на компьютерные данные или компьютерные системы"

მთავრობა COVID-სტატისტიკის გამოქვეყნებას აგვიანებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოში კოვიდსტატისტიკის გამოქვეყნება გვიანდება. როგორც წესი, მონაცემები მედიასაშუალებებს დილით 11:00 საათისთვის ეგზავნებათ ხოლმე, თუმცა სტატისტიკა ამ დრომდე [14:50] არ არის ხელმისაწვდომი. ინფორმაცია მედიასაშუალებებს მთავრობის პრესსამსახურიდან ეგზავნება. რადიო თავისუფლება დილიდან უშედეგოდ ცდილობს მიზეზების გაგებას. ყოველ დილით მედია კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევების, გარდაცვალებისა და გამოჯანმრთელების შესახებ იღებს ხოლმე მონაცემებს. პრესრელიზში აღნიშნულია ხოლმე ე.წ. დადებითობის მაჩვენებლებიც... Читать дальше...

თამარ გაბუნია: ვაქცინაციაზე რეგისტრაცია კიბერშეტევის გამოა შეფერხებული

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია ამბობს, რომ საქართველოში კორონავირუსის ვაქცინებზე რეგისტრაცია კიბერშეტევის გამოა შეფერხებული. ამის შესახებ მინისტრის მოადგილე რადიო თავისუფლებას ესაუბრა. "იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე საათში შევძლებთ რეგისტრაციის განახლებას... გასულ პერიოდში იყო ხარვეზი, რომელიც გამოწვეული იყო ერთდროულად ბევრი მომხმარებლის შესვლით, რაც მალევე გამოსწორდა... ტექნიკური მზაობა, ბრიგადების მზაობისა და ვაქცინების გადანაწილების კუთხით გამართულია", - ამბობს გაბუნია. საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო ორი მუხლით იძიებს... Читать дальше...

Новости России
Москва

Опубликован план мира, способный улучшить отношения между Россией, Нато, Украиной


ულტრამემარჯვენე პარტიები ევროპის პარლამენტში ალიანსის შექმნის პირობას დებენ

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერი, მარინ ლე პენი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი და ევროპის სხვა ულტრამემარჯვენე ლიდერები აცხადებენ, რომ პირველ ნაბიჯებს დგამენ ევროპის პარლამენტში "დიდი ალიანსის" შესაქმნელად. 16 პარტიის ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ლე პენის პარტიამ გამოაქვეყნა, ვკითხულობთ, რომ ევროკავშირი "აგრძელებს თავის ფედერალისტურ გზას, რაც მას აუცილებლად აშორებს ხალხებისგან, რომლებიც ჩვენი ცივილიზაციის მფეთქავი გულია". ლე პენის და ორბანის გარდა, ერთობლივ განცხადებას ხელს აწერენ იტალიის ანტიიმიგრანტული ორიენტაციის პარტია "ლიგის"... Читать дальше...

ლიეტუვა იუწყება საზღვარზე ბელარუსიდან გადასული კიდევ 116 მიგრანტის დაკავებაზე

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის მესვეურები იუწყებიან, რომ დააკავეს საზღვარზე ბელარუსიდან გადასული კიდევ 116 მიგრანტი. ლიეტუვა თვლის, რომ მინსკი განზრახ მიმართავს მიგრანტთა მოზღვავების ორგანიზებას, როგორც სამაგიეროს ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებზე. ლიეტუვის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახური 3 ივლისს იუწყება, რომ მესაზღვრეებმა ცრემლსადენი გაზი გაუშვეს და გამაფრთხილებელი გასროლები განახორციელეს მიგრანტთა ერთ-ერთი ჯგუფის დაკავებისას. ახალი მონაცემით, ბოლო ორი დღის განმავლობაში დაკავებული მიგრანტების რაოდენობა 179-ს უტოლდება, - აცხადებს სამსახური. Читать дальше...

"ღირსების მარშზე" ამსტერდამის მერის სახელით კახა კალაძისთვის გაგზავნილი წერილი ვრცელდება

Radiotavisupleba.ge 

ამსტერდამის მერი ფემკე ჰალსემა თბილისის მერს კახი კალაძეს მოუწოდებს, "ღირსების მარშის" თბილისში უსაფრთხოდ ჩასატარებლად ყველა ზომა გაატაროს. წერილი, რომელიც 1 ივლისით არის დათარიღებული, ამსტერდამის პრაიდის ელჩმა ჰანს ვერხოვენმა გაასაჯაროვა. რადიო თავისუფლება წერილს სრული სახით გთავაზობთ: "ლგბტ აქტივისტების მამაცმა ჯგუფმა თბილისიდან გამოიჩინა ინიციატივა, ჩაეტარებინათ პრაიდი თქვენს ქალაქში 1-დან 5 ივლისამდე. პროგრამის ფარგლებში 5 ივლისს გათვალისწინებულია მარშის ჩატარება. წლების განმავლობაში... Читать дальше...

კორონავირუსის "დელტა" ვარიანტის გავრცელება იწვევს ვაქცინაციისკენ მოწოდებების გაძლიერებას

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის პრეზიდენტი ხალხს მოუწოდებს, აიცრან COVID-19-ის წინააღმდეგ, იმ ფონზე, როცა ვრცელდება კორონავირუსის "დელტა" ვარიანტი. ეს ვარიანტი პირველად ინდოეთში ამოიცნეს, ამჟამად სულ მცირე 85 ქვეყანაშია და ბევრგან ინფიცირების ტალღის გაძლიერებას იწვევს. ის გაცილებით უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის სხვა ვარიანტები. 2 ივლისს, ლიეტუვაში მყოფმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, რომ ინფიცირების მაჩვენებელი ამ ვარიანტის გამო იზრდება, თუმცა დასძინა, "კარგი ამბავი" ის არის, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო არსებული ვაქცინები ეფექტიანია მის წინააღმდეგო.

"Правда тела". Диабет II типа

ИА «Новости-Грузия» 

Диабет II типа в 90% случаев появляется на фоне ожирения и нарушений питания (и многие не знают о диагнозе). Как "сладкая кровь" влияет на сосуды и приводит к гнойничкам и гангренам? Исчезнет ли диабет, если похудеешь?


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Появилась реакция WTA на победу Рыбакиной с рекордом






Команда лицея №14 вышла в федеральный этап всероссийского турнира Знание.Игра

Восемь народных троп благоустроят в Воскресенске в этом году

Легенда хоккея и депутат Госдумы Вячеслав Фетисов празднует 66-летие

Рост предложения в Москве и Петербурге привел к снижению цен аренды жилья