ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

Новости за 05.07.2021

ვინ არის პასუხისმგებელი ჟურნალისტების მასობრივ ცემაზე - რა არ უნდა გამოგრჩეს 6 ივლისს

Radiotavisupleba.ge 

ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით - სად არის ხელისუფლება? კონსტიტუციის იგნორირების, დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციის, ჟურნალისტების მასობრივი ცემისა და მოძალადეთა მიმართ ლოიალობის ფონზე, 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ გადაიდო. პოლიტიკოსები და უფლებადამცველები 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ ნაწილად მიზანმიმართული გეგმისა, რომელიც საქართველოს დასავლური ორბიტიდან ჩამოშორებასა და პრორუსული გავლენების გაძლიერებას ისახავს მიზნად. ორშაბათს განვითარებული მოვლენების შედეგად მედიასაშუალების 50-მდე წარმომადგენელია დაშავებული.

განსაკუთრებული დღე

Radiotavisupleba.ge 

მკითხველს შეიძლება ახსოვს ეტორე სკოლას ფილმი „განსაკუთრებული დღე“. ფილმის მოქმედება იტალიისათვის „განსაკუთრებულ“ დღეს, 1938 წლის 4 მაისს ვითარდება, დღეს, როცა ჰიტლერი მუსოლინის სტუმრად ეწვევა რომში. ჰიტლერთან შეხვედრის მოლოდინში, რომაელებს ისეთი ციებ-ცხელება აიტანს, რომ ფიურერის სანახავად მთელი ქალაქი გაეშურება. და აი, დაცარიელებული რომის ერთ-ერთ უბანში, მხოლოდ ორი ადამიანი რჩება: ტირანი ქმრის საკუთრებაში მყოფი ანტონიეტა (სოფია ლორენი) და ჰომოსექსუალი გაბრიელე (მარჩელო მასტროიანი). კოლექტიური აღტკინებიდან... Читать дальше...

სტალინიდან პუტინამდე. ბელადის ფიგურა რუსეთსა და საქართველოში

Radiotavisupleba.ge 

სტალინის პატივისცემა რუსეთში უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში, „ლევადა-ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, ორჯერ გაიზარდა და თუ 2012 წელს ამ გრძნობით საბჭოთა დიქტატორის მიმართ გამოკითხულთა 21% იყო განმსჭვალული, მათი რაოდენობა ამჟამად 45 %-ს აღწევს. მათგან 15 % სტალინით აღფრთოვანებულია. გაღიზიანებას, შიშსა და ზიზღს სტალინი გამოკითხულთა 11 %-ში აღძრავს. „ლევადა-ცენტრის“ ანგარიშში ცალკეა მოყვანილი უკრაინის მონაცემები, რომლის თანახმად, უკრაინაში სტალინის მიმართ დადებითი დამოკიდებულება აქვს 17 %-ს, ხოლო 39 % დიქტატორისადმი უარყოფითადაა განწყობილი. Читать дальше...



მომდევდნენ და თან მირტყამდნენ - რადიო თავისუფლების რეპორტიორი ჟურნალისტებზე თავდასხმას აღწერს

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების რეპორტიორი თამუნა ჩქარეული იმ ორმოცზე მეტ ჟურნალისტს შორისაა, ვინც დღეს დაშავდა. ის „თბილისი პრაიდის” წინააღმდეგ საპატრიარქოსა და სხვადასხვა რადიკალური ორგანიზაციის მოწოდებების შედეგად ქუჩაში გამოსულ სიძულვილის ჯგუფებს აშუქებდა.

ძალადობა მართლმადიდებლობის სახელით - სად არის ხელისუფლება?

Radiotavisupleba.ge 

კონსტიტუციის იგნორირების, დასავლური ფასეულობების დისკრედიტაციის, ჟურნალისტების მასობრივი ცემისა და მოძალადეთა მიმართ ლოიალობის ფონზე, 5 ივლისს თბილისში „ღირსების მარში“ გადაიდო.

ანა დოსტოევსკაიას მოგონებანი

Radiotavisupleba.ge 

ლიტერატურული გადაცემა „წახნაგები“ რუბრიკით Habent sua fata libelli („წიგნებს თავისი ბედი აქვთ“) გთავაზობთ საუბარს გენიალური დოსტოევსკის მეორე მეუღლის, ანა გრიგორიევნა სნიტკინა-დოსტოევსკაიას, მოგონებებზე, რომლის მშვენიერი თარგმანიც 2017 წელს მოგვაწოდა გამომცემლობა „არეტემ“. რა რთულ ვითარებაში აღმოჩნდა დიდი მწერალი, როდესაც, საეჭვო ხელშეკრულების მიხედვით, ერთ თვეში შვიდთაბახიანი რომანი უნდა დაეწერა, როგორ იპოვა სტენოგრაფისტი ქალი, როგორ შეხმატკბილდნენ შრომაში 45 წლის მწერალი და 20 წლის სტენოგრაფისტკა... Читать дальше...

საია მზადაა დაიცვას დღეს ძალადობის შედეგად დაზარალებულების უფლებები

Radiotavisupleba.ge 

ახალგაზრდა იუსტისტთა ასოციაცია მზადაა დაიცვას დღეს, 5 ივლისს ძალადობრივი მოვლენების დროს დაზარალებულთა უფლებები. ორგანიზაცია გმობს ჰომოფობიური ჯგუფების ძალადობრივ ქმედებებს და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მთავრობის სხდომამდე გაკეთებულ განცხადებას, რამაც წაახალისა სიტუაციის დამატებით გამწვავება, აგრეთვე, შინაგან საქმეთა სამინისტროს არასათანადო რეაგირებას, რამდენადაც ვერ უზრუნველყო პრევენციულად მუშაობა და პროცესების ეფექტიანი მართვა. შესაბამისად, საია მოუწოდებს სახელმწიფო უწყებებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს... Читать дальше...

მწვანე ალტერნატივა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ მოძრაობასთან კომუნიკაციას წყვეტს

Radiotavisupleba.ge 

გარემოსდამცველი არასამთავრობო ორგანიზაცია, მწვანე ალტერნატივა, რომელიც აქტიურად უჭერდა მხარს ნამახვანჰესის საწინააღმდეგო პროტესტს, მას შემდეგ, რაც "რიონის ხეობის მცველები" "თბილისი პრაიდის" საწინააღმდეგო აქციას შეუერთდნენ, განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰესის აშენების წინააღმდეგ კვლავ იბრძოლებენ, თუმცა "რიონის ხეობის მცველებს" თანამებრძოლებად ვეღარ მიიჩნევენ. "მწვანე ალტერნატივა გმობს საქართველოს მთავრობისა და საპატრიარქოს წახალისებით განვითარებულ მოვლენებს თბილისი პრაიდთან დაკავშირებით. Читать дальше...

კახა კალაძე: „წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება“

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოქალაქეებს „ფეისბუკის“ მეშვეობით მიმართა. „მეგობრებო, თანამოქალაქენო, მოგიწოდებთ ყველას სიმშვიდისკენ! დაუშვებელია ძალადობა! წარმოუდგენელი ფაქტები ფიქსირდება, თავდასხმები მოზარდებზე, ქალებზე, ტურისტებზეც კი. ჩვენ გვიყურებს საქართველოს მტერიც და მოყვარეც. დაუშვებელია ასე სირბილი ქუჩებში, დაუშვებელია აგრესია. გაითვალისწინეთ ყველამ და გაუფრთხილდით ჟურნალისტებს. მედია მსოფლიოს ცხელ წერტილებშიც კი ხელშეუხებელია. ჩვენი საზოგადოების სირცხვილია ჟურნალისტების მიმართ გამოხატული უმართავი აგრესია. Читать дальше...

საქართველოს პრეზიდენტი გმობს დღეს განვითარებულ მოვლენებს: ძალადობა მიუღებელია!

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი განცხადებას ავრცელებს და გმობს დღეს განვითარებულ მოვლენებს.   "ყველას აქვს უფლება გამოიყენოს საკუთარი კონსტიტუციური უფლება და თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი! მოვუწოდებ ყველას, იმოქმედოს კონსტიტუციის ფარგლებში და რადიკალური ქმედებებით ხელი არ შეუწყოს ძალადობის პროვოცირებას.  მიუღებელია მედიასაშუალებების წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებული ძალადობრივი ქმედებები და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტები, ასევე საზოგადოებრივი ორგანიზაციების ოფისებში შეჭრა და მათზე თავდასხმები. Читать дальше...

Новости России
Москва

Шапки женские вязаные на Wildberries, 2024 — новый цвет от 392 руб. (модель 466)


პოლიციამ ტურისტის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული გ. ხ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს. (დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლებას აღკვეთას ითვალისწინებს.) " 5 ივლისს, თბილისში, კ.ხეთაგუროვის ქუჩაზე გ.ხ. უცხო ქვეყნის მოქალაქე ჯ.კ.-ს, მოულოდნელად თავს დაესხა და ცივი იარაღით სხეულის დაზიანება მიაყენა. დაშავებული მამაკაცი სასწრაფო-სამედიცინო ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. გ.კ. შემთხვევის ადგილზევე დააკავეს. დაკავებულის ოჯახის... Читать дальше...

ვიქტორ ორბანი პირველი ევროპელი ლიდერია, რომელიც მოხვდა "პრესის თავისუფლების მტრების" სიაში

Radiotavisupleba.ge 

ორგანიზაციამ "რეპორტიორები უსაზღვრებოდ" (RSF) უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი შეიყვანა "პრესის თავისუფლების მტრების" თავის ყოველწლიურ სიაში. ეს არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის წევრი ქვეყნის მთავრობის ხელმძღვანელი მოხვდა ამ სიაში, რომელშიც, სხვებთან ერთად, ასევე შედიან ჩრდილოეთ კორეის ლიდერი, კიმ ჩენ ინი და სირიის პრეზიდენტი, ბაშარ ალ-ასადი. ორგანიზაცია 5 ივლისს აცხადებს, რომ ორბანმა და მისმა პარტიამ, ფიდესმა, "უნგრეთის მედიასივრცე ნაბიჯ-ნაბიჯ მოაქციეს კონტროლის ქვეშ", 2010 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ. Читать дальше...

საელჩოები განცხადებას ავრცელებენ და ხელისუფლებას მოუწოდებენ, დაგმონ ძალადობა

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიის, ბულგარეთის, ესტონეთის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, საბერძნეთის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, ლატვიის, ლიეტუვას, ნიდერლანდების, ნორვეგიის, ესპანეთის, შვედეთის, გაერთიანებული სამეფოს, გაეროს სისტემის საქართველოში, შეერთებული შტატების საელჩოები და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ თბილისში განხორციელებულ ძალადობასთან დაკავშირებით. დიპლომატიური კორპუსი გმობს ძალადობრივ თავდასხმებს სამოქალაქო აქტივისტებზე, საზოგადოების... Читать дальше...

"ლელო": დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

Radiotavisupleba.ge 

"ლელო საქართველოსთვის" შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს, დაუყოვნებლივ აღკვეთოს დანაშაულებრივი ქმედებები და დასჯილ იქნეს ძალადობის ყველა ორგანიზატორი და დანაშაულში მონაწილე პირი. პარტიაში თვლიან, რომ სახეზეა ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების მხრიდან წინასწარ დაგეგმილი დანაშაულებრივი ქმედებები. "ხელისუფლების უმოქმედობა ამ კრიზისულ ვითარებაში არის დანაშაულში თანამონაწილეობა. თბილისის ქუჩებში დღეს განვითარებულ მოვლენებზე სრული პასუხიმგებლობა ეკისრება ხელისუფლებას და პრემიერ მინისტრ ღარიბაშვილს... Читать дальше...

დაშავებულია ოცდაათამდე ჟურნალისტი

Radiotavisupleba.ge 

ამ დრომდე გრძელდება ჟურნალისტებზე თავდასხმები. რუსთაველის გამზირზე აგრესიულად განწყობილი ჯგუფები „თბილისი პრაიდის“ გასაპროტესტებლად არიან გამოსულები. დაპირისპირების გამო უკვე დაშავდა ოცდაათამდე ჟურნალისტი. სასტიკად არის ნაცემი TV პირველის ოპერატორი ლევან ბრეგვაძე. რუსთაველის გამზირზე დაპირისპირებისას დაშავდა ოპერატორი ილია თვალიაშვილიც. როგორც პირველი არხი აცხადებს, ჟურნალისტებმა ტერიტორია საპატრულო მანქანების საშუალებით დატოვეს, რადგან აქციის მონაწილეები მედიის წარმომადგენლებს ბოთლებსა და ჯოხებს ესროდნენ. Читать дальше...

ბრიტანეთის საელჩო: მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა

Radiotavisupleba.ge 

ბრიტანეთის საელჩო საქართველოში 5 ივლისს, თბილისში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ LGBT+ თემის მიმართ მუქარა და ჟურნალისტებზე თავდასხმა, აზიანებს საქართველოს როგორც ტოლერანტული და სტუმართმოყვარე ქვეყნის რეპუტაციას. საელჩო ტვიტერის გვერდზე წერს, რომ ისინი თვალყურს ადევნებენ თბილისში მიმდინარე მოვლენებს: „მოვუწოდებთ ხელისუფლებას, შეაჩერონ ძალადობა და დაიცვან საქართველოს ყველა მოქალაქის ინდივიდუალური უფლებები და თავისუფლებები, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად”, - ვკითხულობთ საელჩოს განცხადებაში. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Легенда тенниса рассказал, готов ли он опять стать тренером Джоковича






Прогулки по Москве

«Попросил тренера вернуть меня в состав с недолеченной травмой»

Небензя: РФ хочет запрета любого оружия в космосе

Один из учредителей компании «Олимпситистрой» дал показания против Иванова