ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

Новости за 08.07.2021

ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისევ უარესდება - რა არ უნდა გამოგრჩეს 9 ივლისს

Radiotavisupleba.ge 

პლატოდან პიკისკენ - საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულდება დაავადებათა კონტროლის ცენტრში ამბობენ, რომ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სურათი უარესობისკენ იცვლება. ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ ბოლო დღეებში, ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების ტენდენცია შეინიშნება. თუკი ამ ნათქვამს რიცხვებში გადავიყვანთ, ის ასე გამოიყურება: ბოლო 14 დღის განმავლობაში, ვირუსის გამოვლენის დადებითობის მაჩვენებელი 3,27%-ია. ბოლო შვიდი დღის კი 3,72. მაგალითად, 6 ივლისს, დადებითობის დღიური მაჩვენებელი 5,49% იყო. Читать дальше...

ნიკა მელია განმარტავს, რატომ არ იყო 6 ივლისს რუსთაველზე გამართულ აქციაზე

Radiotavisupleba.ge 

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე, ნიკა მელია ტვ პირველის ეთერში განმარტავს, რატომ არ გამოჩენილა 5 და 6 ივლისს, როცა მოძალადე ჯგუფები პარლამენტის წინ კარვებს არბევდნენ და მოქალაქეებზე, მედიაზე ძალადობდნენ და როცა მოქალაქეებმა 5 ივლისს მომხდარი ძალადობის ფაქტების დასაგმობად მშვიდობიანი, მდუმარე აქცია გამართეს რუსთაველის გამზირზე. მელიას განმარტებით, 5 ივლისს ის თბილისში არ იმყოფებოდა და რომც ყოფილიყო, დიდს ვერაფერს გააკეთებდა, 6 ივლისს აქციაზე კი არ გავიდა იმისთვის, რომ დაძაბული ვითარება კიდევ უფრო არ დაეძაბა. Читать дальше...

ძლიერი წვიმის გამო 40-მდე შეტყობინება შევიდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში

Radiotavisupleba.ge 

უხვი ნალექის გამო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში 40-მდე სატელეფონო შეტყობინება შევიდა. შეტყობინებები უკავშირდებოდა საცხოვრებელი სახლის ეზოებისა და ქუჩების დატბორვას. ძლიერმა წვიმამ სანიაღვრე სისტემების გაუმართაობის გამო პრობლემები შეუქმნა წყნეთის მაცხოვრებლებს - სახლების ნაწილში წყალი პირველ სართულებსა და ეზოებში შევიდა. ქუჩებში წყლის დიდი ნაკადი მიედინება დიღომშიც.

პარლამენტთან 5 ივლისს აღმართული ჯვრის მოხსნის მოთხოვნით დაგეგმილი აქცია გაუქმდა

Radiotavisupleba.ge 

9 ივლისს მოქალაქეების თვითორგანიზებით დაგეგმილი აქცია თბილისში, პარლამენტის შენობასთან გაუქმებულია. აქციის ორგანიზატორები აპირებდნენ მოეთხოვათ საკანონმდებლო ორგანოს წინ ნებართვის გარეშე აღმართული რკინის კონტრუქციის აღება და დაეფიქსირებინათ პოზიცია "რელიგიური გრძნობების" შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ, რასაც დაუშვებლად მიიჩნევენ. აქციის გაუქმების მიზეზი გახდა მოძალადე ჯგუფების მხრიდან ორგანიზების მოწოდებები თანამოაზრეებისთვის, მისულიყვნენ აქციამდე ნახევარი საათით ადრე რუსთაველზე... Читать дальше...

ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ ამერიკული სამხედრო მისია ავღანეთში 31 აგვისტოს დასრულდება, ხოლო სისწრაფე, აშშ-ის ლიდერის თქმით ნიშნავს უსაფრთხოებას იმ ფონზე, როდესაც აშშ-ი ქვეყანაში მიმდინარე ოცწლიანი ომის დამთავრებას ესწრაფვის.  „ჩვენ არ შევსულვართ ავღანეთში იმისთვის, რომ სახელმწიფო შეგვექმნა. ავღანეთის ლიდერები ერთად უნდა შეიკრიბონ მომავლისკენ სავალ გზაზე“, - განაცხადა 8 ივლისს ჯო ბაიდენმა. ამასთან აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, უსაფრთხოება გარანტირებული იქნება იმ ავღანელებისთვის... Читать дальше...

თალიბებმა ხელთ იგდეს ირანთან დამაკავშირებელი მთავარი სასაზღვრო პუნქტი

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის თანახმად, თალიბებმა 8 ივლისს ხელ იგდეს ავღანეთისა და ირანის დამაკავშირებელი მთავარი სასაზღვრო გადასასველი და აგრძელებენ შეტევას ავღანეთის სამთავრობო ძალებზე ჰერათის პროვინიცაში. პროვინციაში ავღანეთის მთავრობის საბაჭო უწყების წარმომადგენლის, ნურ ახმად მოჰამადის თქმით, ექსტრემისტებმა ხელთ იგდეს ისლამ-კალას გადასასვლელი. სატვირთო მანქანის მძღოლებმა, რომლებიც სასაზღვრო პუნქტის მახლობლად იმყოფებოდნენ, რადიო თავისუფლებას აცნობეს, რომ ბრძოლების შედეგად რამდენიმე... Читать дальше...

Как получить QR код после прививки от ковид: простая инструкция

ИА «Новости-Грузия» 

Выпить чашку кофе в баре или поужинать в московском ресторане уже непросто – жителям и гостям столицы России для посещения заведения общепита или массовых мероприятий нужен куар код после прививки от ковид

ბორჯღალოსნებისა და სამხრეთ აფრიკის მეორე ტესტ-მატჩი კორონავირუსის გამო გაუქმდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სარაგბო ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან მეორე ტესტ-მატჩს აღარ ჩაატარებს. იოჰანესბურგში 9 ივლისს გასამართი შეხვედრა კორონავირუსის გამო გაუქმდა. ნაკრებების წინასამატჩო გეგმიურმა კოვიდ-ტესტირებამ ორივე გუნდის ბანაკში დააფიქსირა ვირუსის არსებობა და ორგანიზატორებმა გადაწყვეტილება სწორედ მოთამაშეთა უსაფრთხოებისთვის მიიღეს. საქართველოს რაგბის კავშირის ვებსაიტის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსი ბორჯღალოსნების ბანაკშიც დაფიქსირდა, გუნდის ყველა წევრი თავს კარგად გრძნობს. ინფიცირებულების... Читать дальше...



მარია ალიოხინა, Pussy Riot-ის მონაწილე, კვლავ 15 დღით დააპატიმრეს

Radiotavisupleba.ge 

ხუთშაბათს მოსკოვის კუნცევოს სასამართლომ პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნისადმი დაუმორჩილობელობისთვის პანკ ჯგუფ Pussy Riot-ის წევრ მარია ალიოხინას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის მუხლით 15 დღით პატიმრობა მიუსაჯა. „მედიაზონის“ ცნობით, პოლიციამ ალიოხინა 7 ივლისს საკუთარი სახლის წინ დააკავა. ალიოხინამ 15 დღიანი პატიმრობა უკვე მოიხადა მას შემდეგ, რაც პანკ-როკ ჯგუფ Pussy Riot-ის მონაწილე პოლიციამ დაურეგისტრირებელი პარტიის, „ე.ვ. ლიმონოის სხვა რუსეთის“ მოსკოვის განყოფილების უფროს, ოლგა შალინთან ერთად 22 ივნისს დააკავა. Читать дальше...

9 ივლისს პარლამენტთან აქცია გაიმართება იქ განთავსებული ჯვრის აღების მოთხოვნით

Radiotavisupleba.ge 

9 ივლისს პარლამენტის წინ მოქალაქეები აქციის გამართვას გეგმავენ პირობითი სახელწოდებით "სახელმწიფოს პანაშვიდი", სადაც რამდენიმე დღის წინ რადიკალური, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ საკანონმდებლო ორგანოს წინ აღმართული რკინის ჯვრის მოხსნას მოითხოვენ და ასევე დააფიქსირებენ პოზიციას, რომლის თანახმადაც დაუშვეველია ყველანაირი საკანონდებლო ინიციატივა "რელიგიური გრძნობების" შესახებ კანონის შესახებ. "ვისაც სურვილი გაქვთ, მოდით ყვავილებით და დავაწყოთ პარლამენტის წინ აღმართულ ჯვრის ფორმის კონსტრუქციასთან. ამ აქტით... Читать дальше...

თანამდებობა დატოვა აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა

Radiotavisupleba.ge 

თანამდებობა დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ვახო ხუზმიაშვილმა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას დაუდასტურა თავად ხუზმიაშვილმა, რომელმაც თქვა, რომ საკუთარი განცხადების საფუძველზე აღარაა საინფორმაციო სამსახურის უფროსი, თუმცა ტელევიზიაში რჩება და აგრძელებს საავტორო გადაცემაზე მუშაობას. ვახო ხუზმიაშვილის თქმით, ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურს საინფორმაციო გადაცემის წამყვანი ნაზიბროლა ქობულაძე უხელმძღვანელებს. ვახო ხუზმიაშვილი აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსი 2020 წელს გახდა... Читать дальше...

შსს: დავაკავეთ “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 25 პირი

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რუსთავში, თბილისში, გორში, ქარელში, ხონში, ამბროლაურში, ბოლნისში, თეთრიწყაროში, დმანისში, ლაგოდეხსა და გარდაბანში „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და კანონიერი ქურდისთვის მიმართვის ბრალდებით 25 პირი დააკავეს. უწყება ამბობს, რომ საგამოძიებო ოპერაცია 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ბრალდებულებს შორის არიან პირები, რომელთა მეტსახელებია: “ყასაბიჩი”; “ჩიჟიკა”; „წიწაკა“; „მღვდელოვიჩი“;„ბოთე“; „ხორთუმა“; „რიჟა“; „მაწაკი“; გარდა დაკავებული 25 პირისა... Читать дальше...

უფლებადამცველები გაეროს მოუწოდებენ, ჩაერიოს ანდრეი პივოვაროვის საქმეში

Radiotavisupleba.ge 

რამდენიმე ავტორიტეტულმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, მათ შორის ამნესტი ინტერნეიშენალმა და ჰუმან რაითს ვოჩმა, გაეროს მიმართეს ღია წერილით, რომელშიც დაგმობილია რუსეთში ხელისუფლების მიმართ ოპოზციურად განწყობილი აქტივისტების, კერძოდ ფონდ „ღია რუსეთის“ ყოფილი დირექტორის, ანდრეი პივოვაროვის, დევნა. „არასასურველ ორგანიზაციის“ საქმიანობაში მონაწილეობის ბრალდებით ანდრეი პივოვაროვი ივნისიდან საგამოძიებო იზოლატორში იმყოფება. 7 ივლისს გაეროსადმი გაგზავნილი წერილში საერთაშორისო უფლებადამცველი... Читать дальше...

ცხინვალში კივიდვითარება მძიმდება, დე ფაქტო ხელისუფლება ძველ რეგულაციებს უბრუნდება

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ყოველდღიურად ინფიცირების 30-ზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება,  ადგილობრივი ექიმები პანდემიის ახალ ტალღაზე საუბრობენ.

საქართველომ სტრასბურგში წააგო ილიაუნის ლექტორის ყოფილი ქმრის მიერ მკვლელობის საქმე

Radiotavisupleba.ge 

საქართველომ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წააგო ილიას უნივერსიტეტის ლექტორის ყოფილი ქმრის მიერ მკვლელობის საქმე. ესაა პირველი ფემიციდის საქმე, რომელიც საქართველოდან წავიდა ევროპულ სასამართლოში და რომელზეც სასამართლომ დაადგინა ორი მუხლის დარღვევა (მეორე და მე-14 მუხლები). სტრასბურგის სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით მიიჩნია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ ვერ დაიცვა მაკა წივწივაძე, რომელსაც სიცოცხლეში არაერთხელ ჰქონდა მიმართული პოლიციისთვის ყოფილი ქმრის მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე და... Читать дальше...

უცნობმა 9 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმისთვის ჯარიმა გადაიხადა

Radiotavisupleba.ge 

მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ, იგივე უცნობმა 9 აპრილს ჩადენილი ვანდალიზმისთვის ჯარიმა გადაიხადა. რადიო თავისუფლებას მერიაში უთხრეს, რომ მან 1000 ლარი 1 ივლისს გადარიცხა. მერიამ "უცნობის" 1000 ლარით დაჯარიმების გადაწყვეტილება თითქმის 2 თვის შემდეგ მიიღო და საჯარიმო ქვითარი 2 ივნისს გაუგზავნა. გია გაჩეჩილაძემ 9 აპრილს " საქართველოს მარადისობის დღე" დააფუძნა, აქცია გამართა ოპოზიციის აქციების წინააღმდეგ და პატრიარქის მხარდასაჭერად და წარწერაც პულვერიზატორით ამ აქციის მსვლელობისას გააკეთა. "ღმერთი სიყვარული არს"... Читать дальше...

ერგნეთის ტექნიკური შეხვედრა:  ტირიფონის სარწყავი არხით როგორც ქართული, ისე ოსური სოფლები ისარგებლებენ

Radiotavisupleba.ge 

ერგნეთში  “ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის”  ფარგლებში გამართული ტექნიკური შეხვედრა ორ საათს გაგრძელდა.

აფხაზეთიდან გადმოყვანილ წლამდე ასაკის ბავშვს ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა

Radiotavisupleba.ge 

აფხაზეთიდან საქართველოში 1 ივლისს გადმოყვანილ 1 წლამდე ჩვილს, რომელიც ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება, პირველადი სპეციფიური PCR კვლევით კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა. როგორც "რადიო თავისუფლებას" კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მაია ჩხაიძემ უთხრა, ბავშვი თბილისში გადმოყვანამდე აფხაზეთში, სოხუმის კლინიკაში მკურნალობდა და მისი მდგომარეობა თბილისში კლინიკაში შემოსვლის დროს უკვე მძიმე იყო და მართვით სუნთქვას საჭიროებდა.  ციციშვილის ბავშვთა ახალ კლინიკაში ამ დროისთვის წლამდე ასაკის სამი ჩვილი იმყოფება... Читать дальше...

„გთხოვთ, ოფიციალურად მოგვმართოთ“ - რატომ გახდა საჯარო ინფორმაცია ხელმიუწვდომელი?

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალისტები უკვე სიმწრით ხუმრობენ, სახელმწიფო უწყების წარმომადგენელს კითხვა „როგორ ხარ“ რომ გაუგზავნო, ამაზეც კი საპასუხოდ ოფიციალურ წერილს მოითხოვენო. ეს იმიტომ, რომ განსაკუთრებით ბოლო ერთ წელში, ელემენტარულ კითხვებზე პასუხების მიღება საჯარო სამსახურებიდან მედიისათვის და არა მხოლოდ, გადაულახავ ბიუროკრატიულ ბარიერად იქცა. მაშინ როცა კანონით ღია ინფორმაციის მოპოვება უჭირთ მათ, ვინც ზუსტად იცის, როგორ გამოითხოვოს ეს ინფორმაცია, რა კანონი მოიშველიოს, ვისაც ჰყავს ნაცნობები უწყებებში, ხოლო პრესსამსახურებთან მრავალწლოვანი ურთიერთობა აკავშირებთ... Читать дальше...

Новости России
Москва

Минобороны: техника парада Победы передислоцируется в Москву


ნინო ხითარიშვილი - "მნიშვნელოვანია, ცესკოს თავმჯდომარემ მოახერხოს პოლიტიკური წნეხისგან თავისუფლად მოქმედება"

Radiotavisupleba.ge 

"აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის" (EECMD) წარმომადგენელი, ნინო ხითარიშვილი თვლის, რომ ცესკოს თავმჯდომარისა და კიდევ ორი წევრის შერჩევის ეტაპებზე გადაწყვეტილებების მიმღებებისთვის გადამწონი უნდა იყოს კანდიდატების გამოცდილება, ბიოგრაფიები და კვალიფიკაცია.

უნგრეთის პარლამენტის წინ აქტივისტებმა სექსუალური უმცირესობის საწინააღმდეგო კანონი გააპროტესტეს

Radiotavisupleba.ge 

8 ივლისს უნგრეთის პარლამენტის წინ გაიმართა ამნესტი ინტერნეიშენალის ადგილობრივი ორგანიზაციის ინიციატივით ორგანიზებული საპროტესტო აქცია, რომლის მონაწილეებმა უნგრეთის საკანონმდებლო ორგანოს მიერ LGBTQI+ თემის უფლებების შემლახავი კანონის მიღება გააპროტესტეს. გასულ თვეში უნგრეთის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც კრძალავს ჰომოსექსუალობის და სქესის შეცვლის „ჩვენებას და პროპაგანდას“ ტელეშოუებში, ფილმებსა და ბავშვთა სექსუალური აღზრდის სასკოლო პროგრამებში. „ჩვენ ვაპროტესტებთ უნგრეთის პარლამენტის გადაწყვეტილებას... Читать дальше...

თალიბანი ავღანეთის მთავრობასთან მოლაპარაკებებში პროგრესის შესახებ იუწყება

Radiotavisupleba.ge 

მოძრაობა თალიბანი აცხადებს, რომ მიღწეულია პროგრესი ავღანეთის ხელისუფლებასთან გამართულ მოლაპარაკებაზე, რომელიც შეიარაღებული კონფლიქტის პოლიტიკური მოწესრიგების მიზნით თეირანში გაიმართა. თალიბანის წარმომადგენელმა მოჰამად ნაემმა 8 ივლისს ტიტერში დაწერა, რომ ირანში ხელმოწერილ დეკლარაციაში მხარეები აცნობიერებენ იმ საფრთხესა და ზიანს, რომელიც ომის შემდგომის გაგრძელების შეთხვევაში ქვეყანას ემქურება. „ორივე მხარე ვთანხმდებით, რომ ომით არ გადაწყდება ავღანეთში არსებული პრობლემა, ამიტომ მთელი ძალისხმევა... Читать дальше...

5 ივლისს, ჟურნალისტებზე ძალადობაში ბრალდებულ 3 პირს პატიმრობა შეეფარდა

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „რუსთავის 2"-ის, „მთავარი არხის", გამოცემა - "ტაბულას" და საინფორმაციო სააგენტო "ნიუპოსტის"  წარმომადგენლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე  თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით კურტანიძემ პატიმრობა შეუფარდა ბრალდებულ ზაზა ჭაავას, ზაზა მჭედლიძეს და მურად დევლარიშვილს. არც ერთი ბრალდებული ბრალს არ აღიარებს.  "ტრანსპორტმა მიმტყუვნა, ახალი გადმოწყობილი მქონდა მარჯვენა ხელზე … მივდიოდი იმისთვის, რომ მოძღვარი დავინახე... Читать дальше...

შს მინიტრი გმობს ჟურნალისტებზე თავდასხმას და ამბობს, რომ პოლიციამ ყველაფერი გააკეთა

Radiotavisupleba.ge 

შს მინისტრი ვახტანგ გომელაური  აცხადებს, რომ ჟურანალისტების მიმართ იმგვარი აგრესია რაც 5 ივლისს "თბილისი პრაიდის" ფარგლებში დაგეგმილი "ღირსების მარშის"  დღეს იყო არასოდეს მომხდარა და პოლიცია  აკეთებდა ყველაფერს რაც შეეძლოთ, მან  "იდიოტიზმი" უწოდა ინფორმაციას თითქოს ჟურნალისტების ცემის ბრძანება მას ეკუთვნის. "თქვეს, რომ ვითომ გომელაურმა გასცა ბრძანება ჟურნალისტები სცემონ. ეს ხომ იდიოტიზმია, უკაცრავად. არ მინდა შეურაცხყოფა მივაყენო და სახელები და გვარები დავასახელო. როგორ შეიძლება, როგორი სუსტი თუ ძლიერი მინისტრი თუ ხელისუფლება იყოს... Читать дальше...

ანდრო გოცირიძე - "მაქვს კითხვა: როგორ მოხდა, რომ 3-დან 5 ათასამდე ადამიანმა დედაქალაქი ფაქტობრივად აიღო?!"

Radiotavisupleba.ge 

კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი ანდრო გოცირიძე ბოლოდროინდელ მოვლენებს აანალიზებს და აცხადებს, რომ უსაფრთხოების სისტემა სასწრაფო რეფორმას მოითხოვს, რადგან ის, პოლიტიზებულობის გამო, რეალურ საფრთხეებზე ვერ რეაგირებს და ნებისმიერი დაპირისპირება ან კრიზისი მასშტაბურ საფრთხეებს ქმნის ქვეყნისთვის.


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Что чаще всего едят на завтрак дети Елены и Новака Джокович?






Жителей Электрогорска приглашают 20 апреля на диспансеризацию

В Подмосковье состоялось заседание общественного совета при Главгосстройнадзоре

Свыше 20 зданий приведут в порядок в рамках капремонта поликлиник в ВАО

Пока живут на свете дураки: почему нас обманывают мошенники?