ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

Новости за 11.07.2021

მედიის ულტიმატუმი მთავრობას - რა არ უნდა გამოგრჩეს 12 ივლისს

Radiotavisupleba.ge 

მედია ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს "მივმართავ ბიძინა ივანიშვილს, აი, აქ დაგორდეს ჯალათ ირაკლი ღარიბაშვილის თავი“, - ამ სიტყვებით გამოვიდა რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვატო წერეთელი. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილს და მთავრობას დღეს დილამდე აქვს ვადა, რომ შეასრულოს პროტესტის მიზნით გაერთიანებული მედიის ულტიმატუმი, წინააღმდეგ შემთხვევაში მედია რუსთაველის გამზირზე დაბრუნდება აქციით. აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დილით ცნობილი გახდა... Читать дальше...

მილიარდერი რიჩარდ ბრენსონი კოსმოსში პირველად გაფრინდა

Radiotavisupleba.ge 

კომპანია Virgin Galactic-მა კვირას პირველი ტურისტული, სუბორბიტალური ფრენა შეასრულა რაკეტოპლანით, რომელშიც მისი დამაარსებელი, ბრიტანელი მილიარდერი, რიჩარდ ბრენსონი იმყოფებოდა. ფრენის დაწყება ევროპის დროით 16:00 საათზე იგეგმებოდა, მაგრამ ცუდი ამინდის გამო იგი საათნახევრის დაგვიანებით შესრულდა. ხომალდმა Unity 22 შტატ ნიუ მექსიკოში მდებარე კოსმოსურ სადგურ „ამერიკიდან“ თვითმფრინავმზიდ VMS Ev-ის საშუალებით შეასრულა სტარტი. მოგვიანებით კი იგი გამოეყო თვითმფრინავმზიდს. ამის შემდეგ ხომალდმა მიაღწია დაახლოებით 88 კილომეტრის სიმაღლეს... Читать дальше...

მთავრობას გადადგომისთვის ვადას ხვალ 12 საათამდე ვაძლევთ - ნიკა გვარამია

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, პარლამენტთან მედიის სოლიდარობისთვის გამართული აქციის მონაწილეები მსვლელობით მთავრობის ადმინისტრაციისკენ მიემართებიან - აქციის მოთხოვნაა გადადგეს მთავრობა სრული შემადგენლობით და დაისაჯოს ყველა პირი, ვინც 5 ივლისს მედიაზე თავდასხმას უწევდა ორგანიზებას ან ამ ძალადობაში მონაწილეობდა.  აქციის ორგანიზატორებმა ხელისუფლებას ვადა ხვალ 12 საათამდე მისცეს იმისთვის, რომ მიიღოს გადაწყვეტილება მთავრობის გადადგომის შესახბე. წინააღმდეგ შემთხვევაში იგეგმება უწყვეტი აქციები ამ მოთხოვნის შესრულებამდე. სატელევიზიო... Читать дальше...

ლაშქარავაზე საკუთარი ვერსიის კიდევ ერთხელ გასავრცელებლად შსს-მ ბრიფინგი გამართა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს "TV პირველის" გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საკუთარი ვერსიის საზოგადოებისთვის მიწოდებას. უწყებაში ჩანიშნულ ახალ ბრიფინკზე კრიმინალური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა კიდევ ერთი მინიშნება გააკეთა ნარკომოხმარებაზე და თქვა, რომ ლაშქარავა სახლში "სავარაუდოდ არაფხიზელ" მდგოამრეობაში დაბრუნდა. "ფონიჭალიდან მოდის ორთაჭალაში და მოგვიანებით 19:41 წუთზე ბრუნდება ფონიჭალაში, საიდანაც გადაადგილდება დედა ენის ბაღის მიმართულებით, სადაც დაჰყო გარკვეული პერიოდი... Читать дальше...

აპატურაი ლაშქარავაზე: მას შემდეგ, რაც ბრბომ სცემა, მისი გარდაცვალება შემაშფოთებელია

Radiotavisupleba.ge 

"ქართველი ჟურნალისტის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალება, მას შემდეგ, რაც კვირის დასაწყისში მას ბრბომ სცემა, ღრმად შემაშფოთებელია საქართველოს ყველა მეგობრისთვის - მათ შორის ჩემთვისაც. დემოკრატიებში უმცირესობები დაცულია, მედია დაცულია, სიტყვის თავისუფლება დაცულია. ეს არის ევროატლანტიკური ღირებულებები. არც ერთი ინსტიტუციას ან ორგანიზაციას არაფერი ათავისუფლებს ამ პასუხისმგებლობისგან" - ასე ეხმაურება სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი ტვ პირველის ოპერატორის... Читать дальше...

ექსპერტი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზა ორი მიმართულებით უტარდება

Radiotavisupleba.ge 

"TV პირველის" დაკვეთით ჩართული დამოუკიდებელი ალექსანდრე გეჯაძე ამბობს, რომ გარდაცვლილ ლექსო ლაშქარავას ექსპერტიზა ორი მიმართულებით უტარდება. ლაშქარავა ექსპერტიზის ბიუროდან სახლში დღეს საღამოს გადაასვენეს. ექსპერტიზა დაყენებული საკითხებია: რა არის გარდაცვალების მიზეზი, რა დაზიანებები ჰქონდა მას, რა არის ამ დაზიანებების ხასიათი, არის თუ არა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დაზიანებებსა და დამდგარ გარდაცვალებას შორის; არის თუ არა მიღებული ნარკოტიკული საშუალება, საძილე საშუალება ან სხვა რაიმე ტოქსიკური ნივითიერების ზემოქმედება ხო არ იყო. Читать дальше...

თურქმენეთმა დამატებითი სამხედრო ძალა გადაისროლა ავღანეთთან საზღვრის გასამაგრებლად

Radiotavisupleba.ge 

თურქმენეთის ხელისუფლებამ მძიმე ტექნიკა, ავიაცია და სარეზერვო ცოცხალი ძალა გადაისროლა ავღანეთის მშფოთვარე საზღვრის მახლობლად მდებარე ქალაქ მარიში, რომელიც ავღანეთის სტრატეგიული პუნქტ, სერჰტებადიდან 400 კილომეტრით არის დაშორებული. თურქმენეთის ხელისუფლება ოფიციალურ წარმომადგენლებს ავღანეთის საზღვრის მახლობლად მობილიზებული ტექნიკისა და ცოცხალი ძალის ზუსტ რაოდენობაზე საუბარს უკრძალავს. დამატებითი სამხედრო ძალის მობილიზება სახელმწიფო საზღვრის მახლობლად მას შემდეგ გადაწყდა, რაც თალიბები ინტენსიური... Читать дальше...

სახელმწიფო ინსპექტორი: ლექსო ლაშქარავას შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პირადი ინფორმაცია ვრცელდება

Radiotavisupleba.ge 

სახელმწიფო ინსპექტორის აპარტი ავრცელებს განცხადებას იმის შესახებ, რომ დღეს დილას გარდაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას შესახებ ვრცელდება განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები, რომლებზეც გარე პირებს არ შეიძლება ჰქონდეთ წვდომა. ინსპექტორი მოუწოდებს ყველა პირს, თავი შეიკავონ გარდაცვლილის შესახებ მონაცემების გაზიარებისგან და გავრცელებისგან, ვინაიდან ეს ხელყოფს გარდაცვლილის პირად ცხოვრებას და წარმოადგენს კანონის დარღვევას. "სოციალურ ქსელში, სხვადასხვა პირების მიერ ვრცელდება ალექსანდრე (ლექსო) ლაშქარავას შესახებ პერსონალური... Читать дальше...



"მივმართავ ივანიშვილს, აქ დაგორდეს ჯალათ ირაკლი ღარიბაშვილის თავი" - ვატო წერეთელი

Radiotavisupleba.ge 

"მივმართავ ბიძინა ივანიშვილს,  აი აქ დაგორდეს ჯალათ ირაკლი ღარიბაშვილის თავი, თორემ მას მოუწევს მისი თავის დაგორება აი აქ. ახალგაზრდა ბიჭზე ჯერ ცოცხლად იძალადეს, მერე იძალადეს მკვდარზე. ადამიანი ორი დღის წინ მიყვებოდა, გადავეფარე 21 წლის გოგოს, რომ გადავეფარე ჩემ თავზე არ ვფიქრობდი. ვფიქრობდი მხოლოდ ორ რამეზე, ჩაქოლვისგან დამეცვა და ჩემ შვილს თვალდათხრილი არ ვენახეო. ეს არის ამ მთავრობის სახე" - თქვა ვატო წერეთელმა, ტვ პირველის დამფუძნებელმა თბილისში პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე.  აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა... Читать дальше...

ათასობით ბოსნიელმა მიაგო პატივი 1995 წელს სრებრენიცაში დახოცილთა ხსოვნას

Radiotavisupleba.ge 

11 ივლისს ათასობით ბოსნიელმა მიაგო პატივი 19995 წლის ომის დროს სრებრენიცაში მოწყობილი ხოცვა-ჟლეტვის დროს დაღუპულთა ხსოვნას. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ერთადერთ გენოციდად აღიარებული მასობრივი მკვლელობის დროს, ბოსნიელ სერბთა შეიარაღებულმა ძალებმა ბოსნიის ქალაქ სრებრენიცაში 8000-მდე მუსლიმი მამაკაცი და ბიჭი დახოცეს. ხსოვნის ცერემონიის პარალელურად, ცოტა ხნის წინ ახლადამოცნობილი 19 ახალი მსხვერპლის ცხედარი მიაბარეს მიწას სრებრენიცაში პოტოჩარის საძმო სასაფლაოზე.  ბოსნიელი სერბების ძალებმა გენერალ... Читать дальше...

დიანა ტრაპაიძე: წინა 9 წელს დაზარალებული დღეს ვამბობ - ეს მთავრობა უნდა წავიდეს-მეთქი, ყოჩაღ

Radiotavisupleba.ge 

"TV პირველის" პოლიტიკური გადაცემების წამყვანი, დიანა ტრაპაიძე პარლამენტის შენობასთან მდგომ სხვა ჟურნალისტებთან ერთად საქართველოს მთავრობისა და პრემიერის გადადგომას ითხოვს. მან ხელისუფლებას ტრიბუნიდან მიმართა. "დღეს ამ ხელისუფლების მოქმედებითაც და უმოქმედობითაც მეტირება მთელი დღეა. ამ ქვეყნიდან წავიდა დღლილი, მშრომელი, ნაცემი, ნაგვემი, გულნატკენი ბიჭი. მთელი 9 წელი გვამადლიან, გვაყვედრიან და სპეკულირებას ეწევიან წინა 9 წლის თარიღებით, რომელიც მათ არ გადაუტანიათ და მე, იმ წინა 9 წელს დაზარალებული ადამიანი... Читать дальше...

ეკა მიშველაძე: სამღვდელოებავ, ვინც მოუწოდებდით ძალადობისკენ, გაიკრიჭეთ წვერი და წადით, აღარ გამოხვიდეთ, არც იქადაგოთ

Radiotavisupleba.ge 

"მადლობა ყველას, ვინც ამ ქვეყანას გულშემატკივრობს, ქვეყანას, რომელსაც მომავალი არ აქვს ამ ხელისუფლების ხელში, ქვეყანას, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის საშუალება არ აქვთ, სადაც ჟურნალისტებს მუშაობის დროს კლავენ და ლექსო მოკლეს. და არანაირ პრესკონფერენციას და ექსპერტიზას აზრი არ აქვს. არ გავაშუქებთ არაფერს თქვენსას, თქვენი ტყუილები უნდა დასრულდეს და ახლა გაჩვენებთ, როგორია მედიის ძალა. ახლა გაჩვენებთ იმას, რაც ვერ გააკეთა ვერავინ 9 წლის განმავლობაში, იმას გავაკეთებთ. თქვენ ნახავთ, როგორია გაბრაზებული მედია. Читать дальше...

თურქმენეთის პრეზიდენტმა ხელისუფლებაში მყოფი თავისი შვილი დამატებითი ფუნქციებით აღჭურვა

Radiotavisupleba.ge 

თურქმენეთის მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე, ქვეყნის ავტოკრატმა პრეზიდენტმა გურბანგული ბერდიმუხამედოვმა თავის უმცროს შვილ სერდარს, ეკონომიკური, საბანკო და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობის კურირება დაავალა ქვეყანაში შექმნილი მწვავე ფინანსური კრიზისის ფონზე. 39 წლის სერდარ მუხამედოვი, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლებაში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის საკმაო გამოცდილება აქვს, 5 თვის წინ, ქვეყნის ვიცე-პრემიერად და თურქმენეთის კონტროლის უმაღლესი პალატის თავმჯდომარედ დაინიშნა. Читать дальше...

ვახო სანაია: ხელისუფლებამ ნაბიჯ-ნაბიჯ მიგვიყვანა იქამდე, რომ ვატარებთ აქციას მათ გადასადგომად

Radiotavisupleba.ge 

"ფორმულას" მთავარი საინფორმაციო გამოშვების და პოლიტიკური ტოქშოუს წამყვანი, ვახო სანაია ამბობს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა უნდა გადადგეს. ამ მოთხოვნით ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები აქციას პარლამენტის შენობასთან მართავენ. აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც 5 ივლისს ძალადობრივი ჯგუფების ნაცემი "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა გარდაცვლილი იპოვეს. "ჩვენ არ ვართ 53 მხოლოდ, რომელსაც თქვენ ფიზიკურად გაუსწორდით, ჩვენ მთელი საქართველო ვართ. თქვენ, შეიძლება დღეს მოკალით ჩვენი კოლეგა... Читать дальше...

მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები შედგა. აქტიურობამ 34%-ს გადააჭარბა

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის ცენტრალური საარჩევნო კომისიის ცნობით, 16 საათისათვის ქვეყანაში მიმდინარე ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ამომრჩეველთა აქტიურობამ შეადგინა 34%, რაც ნიშნავს, რომ არჩევნები შემდგარად ითვლება. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელის, დორინ ჩიმილის თანახმად, 16 საათისათვის კენჭისყრაში მოლდოვაში 900 000-მა, ხოლო მის ფარგლებს გარეთ - 142 ათასმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილოება. კომისიის თავმჯდომარის შეფასებით, ხმის მიცემა ნორმალურ რეჟიმში, სერიოზული ინციდენტების გარეშე მიმდინარეობს. მოლდოვაში... Читать дальше...

70-ზე მეტი მედია ერთიანდება და საერთაშორისო საზოგადოებას ხელისუფლების უმოქმედობაზე მიმართავს

Radiotavisupleba.ge 

70-ზე მეტი მედიასაშუალება ერთიანდება და ერთობლივი განცხადებით მიმართავენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებს და სთხოვენ მყისიერ რეაგირებას 5 ივლისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ხელისუფლების უმოქმედობაზე. ერთობლივი განცხადების მომზადება მას შემდეგ გადაწყდა, რაც "TV პირველის" ოპერატორი, ლექსო ლაშქარავა 5 ივლისს მიღებული ტრავმებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. გთავაზობთ განცხადების ტექსტს უცვლელი სახით: "საქართველოში მედიის წარმომადგენლების... Читать дальше...

"გადადგეს მკვლელი მთავრობა" - პარლამენტთან ჟურნალისტების მხარდამჭერი აქცია დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

პარლამენტის შენობასთან ახლა ჟურნალისტები, პოლიტიკოსები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილი და აქციას მართავენ. შეკრებილი მოქალაქეები 5 ივლისს განვითარებული მოვლენების დროს, როცა 50-ზე მეტი ჟურნალისტი დაშავდა, ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. აქციის მონაწილეებს უჭირავთ წარწერები: "გადადგეს მოძალადე მთავრობა"; "მოძალადე მთავრობა"; "არ შეგარჩენთ"; "გადადგეს მკვლელი მთავრობა". აქცია პარლამენტთან მას შემდეგ დაიგეგმა, რაც დილით ცნობილი გახდა, რომ 5 ივლისს ძალადობრივი... Читать дальше...

ძალადობისკენ მოწოდებისა და სიძულვილის ენის გამოყენების გამო Alt info-ს საიტი გაითიშა

Radiotavisupleba.ge 

ძალადობრივი მოწოდებებით გამორჩეული, პრორუსული და ნაციონალისტური ინტერნეტპლატფორმა Alt Info-ს ვებგვერდი გაითიშა, ფეისბუკზე არსებული გვერდი კი წაიშალა. ამ წუთებში ვებგვერდზე შესვლისას გამოდის წარწერა, რომ დროებით მიუწვდომელია. ფეისბუკმომხმარებელი როი შენგელია ამბობს, რომ მიმართა ჰოსტინგ კომპანია iPage.Com-ს და აცნობა, რომ აღნიშნული ვებგვერდი ავრცელებს სიძულვილის ენას, მოუწოდებს ხალხს აგრესიისკენ და არღვევს ანტიდისკრიმინაციულ კანონს, რის შემდეგაც გვერდი გაითიშა. "ზუსტად 30 წუთში, ორგანიზაციის Abuse... Читать дальше...

აჭარის მთავრობის შენობასთან აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის შენობასთან აქცია იმართება. აქცია 18:00 საათზე "TV პირველის" ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შემდეგ დაიგეგმა. შენობასთან პოლიციაა შეკრებილი, მოქალაქეები და პოლიტიკოსები კი ცდილობენ, რომ შენობას წააწერონ "მკვლელობა". ამ წარწერის გაკეთების დროს მოხდა დაპირისპირება. პოლიციასთან დაპირისპირების შემდეგ აქტივისტებმა შენობასა და ტროტუარზე მაინც დააწერეს "მკვლელებო". აქციის ორგანიზატორმა ჟურნალისტებმა კი ევროპის მოედანზე გადაინაცვლეს და მდუმარე აქცია იქ გააგრძელეს. Читать дальше...

აშშ-ის საელჩო: გამოვლინდეს და კანონის სრული სიმკაცრით დაისაჯოს ლექსო ლაშქარავაზე ყველა თავდამსხმელი

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში განცხადებას ავრცელებს ტვ პირველის ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების შესახებ. ლაშქარავას 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს და დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს. "ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო თბილისში ღრმა მწუხარებით უსამძიმრებს ლექსო ლაშქარავას ოჯახს, უპირველეს ყოვლისა ლექსოს დედას, მის კოლეგებს ტვ პირველში და ყველას, ვინც შეძრულია და დამწუხრებულია მისი გარდაცვალებით. ლექსო, როგორც მედია პროფესიონალი, მრავალი წელი კამერის... Читать дальше...

შსს-მ საგანგებო ბრიფინგი გამართა და ლექსო ლაშქარავას ნარკომომხმარებლობაზე მიანიშნა

Radiotavisupleba.ge 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც "TV პირველის" გარადაცვლილი ოპერატორის, ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების სავარაუდო მიზეზებს შორის ყურადღება მის შესაძლო ნარკოტიკული საშუალებით ზედოზირებაზე გაამახვილა. ლაშქარავა 5 ივლისს ძალადობრივმა ჯგუფებმა სასტიკად სცემეს და დღეს დილით სახლში გარდაცვლილი იპოვეს. იმის მიუხედავად, რომ კრიმინალური პოლიციის უფროსი მამუკა ჭელიძე ირწმუნებოდა, რომ არ უნდოდა წინასწარ რაიმე ვერსია გაეჟღერებინა, მაინც გააკეთა აქცენტი "ფონიჭალაზე" და "ზედოზირებაზე". Читать дальше...

საკონკურსო პროგრამის პირველი ფილმები - პირველი შთაბეჭდილება

Radiotavisupleba.ge 

2 წლის მანძილზე (შარშან მსოფლიოს ნომერი პირველი კინოფორუმი ვერ ჩატარდა პანდემიის გამო) დაგროვდა ძალიან ბევრი ფილმი და უზარმაზარ პროგრამაში გარკვევა აშკარად რთული გახდა. განსხვავებული ჟანრების, განსხვავებული სტილის ამ ლაბირინთში ჟიურის ნამდვილად გაუჭირდება გადაწყვეტილების მიღება. “ანეტ”(რეჟისორი ლეო კარაქსი, საფრანგეთი)  ლეო კარაქსის ახალმა ფილმმა, რომელსაც თითქმის 10 წელი ელოდნენ მისი თაყვანისმცემლები, ნამდვილად გაამართლა.  სახელგანთქმული კომიკოსის (ადამ დრაივერი) და მისი ცოლის, ასევე სახელგანთქმული... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Андреева победила Подороску на старте турнира WTA в Руане






Орловские футболистки взяли первенство вузов

Жительница Европы подала иск на клинику Хайдарова из-за гноя некроза тканей

Владимир Быстров подверг критике игроков «Локомотива» Пиняева и Салтыкова

Немецкий политолог назвал ситуацию с «воскресшим» миллиардером Хаубом комичной