Мы в Telegram
Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Июль
2021

Новости за 16.07.2021

შვედეთმა შეაჩერა ავღანეთში დეპორტაცია, რადგან ვითარება, უსაფრთხოების მხრივ, უარესდება

Radiotavisupleba.ge 

შვედეთმა გამოაცხადა, რომ წყვეტს ყოველგვარ  დეპორტაციას ავღანეთში, რადგან ომით განადგურებულ ქვეყანაში უსაფრთხოების ვითარება სწრაფად უარესდება. "გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ შედის ძალაში და იმოქმედებს შემდგომ შეტყობინებამდე", - განაცხადა კარლ ბექსელიუსმა, შვედეთის საიმიგრაციო სააგენტოს იურიდიულ საკითხთა გამგემ, 16 ივლისს. ამჟამად შვედეთში დეპორტაციის მოლოდინშია დაახლოებით 7000 ავღანელი თავშესაფრის მაძიებელი. ივლისის დასაწყისში, ავღანეთის ოფიციალურმა პირებმა მოუწოდეს ევროპის ქვეყნებს, სულ ცოტა, სამი... Читать дальше...

ნანი – 85

News.ge 

ცოცხალი მუსიკა „დღის კოდში“ – ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე და ნატალიკო ქუთათელაძე.

თავდაცვის სამინისტრო სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძესთან სამართლებრივ დავას აახლებს

Radiotavisupleba.ge 

თავდაცვის სამინისტრო სამართლებრივი დავის შეწყვეტიდან თითქმის 3 წლის შემდეგ სამხედრო მფრინავ ეკატერინე ქვლივიძეს თავიდან სთხოვს გადაიხადოს ჯარიმა და ქონებას უყადაღებს.

"შარლ მიშელის" შეთანხმების დარღვევა - "ოცნება“ საერთაშორისო პარტნიორებმა მოატყუეს?

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი 19 ივლისს საქართველოში ჩამოდის. მის ვიზიტს წინ უძღვის ბრიუსელისა და ვაშინგტონის მკაცრი შეფასებები „ქართული ოცნების“ მიერ „შარლ მიშელის შეთანხმების“ დარღვევის გამო.

შეერთებული შტატები 10 მილიონი დოლარის ჯილდოს აწესებს გამომძალველი პროგრამებით თავდასხმების შეჩერების მიზნით

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატები 10 მილიონი დოლარის ჯილდოს აწესებს იმ ინფორმაციის სანაცვლოდ, რომელიც საშუალებას მისცემს მას, დაადგინოს ვინაობა გამომძალველი პროგრამებით მოწყობილი თავდასხმების ჩამდენი კიბერდამნაშავეებისა, რომლებიც სავარაუდოდ, რუსეთში იმყოფებიან. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის 15 ივლისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ის 10 მილიონ დოლარს გადაუხდის ნებისმიერს, ვინც შეძლებს დაადგინოს ვინაობა ან ადგილსამყოფელი იმ პირის, რომელიც ონლაინ თავდასხმას აწარმოებს შეერთებული შტატების მნიშვნელოვან... Читать дальше...

შეერთებული შტატების ყოფილი საზღვაო ქვეითი, ტრევორ რიდი, გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს მორდოვეთში

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატების ყოფილი საზღვაო ქვეითი, ტრევორ რიდი, რომელიც რუსეთში გაასამართლეს და პატიმრობაშია, გამოსასწორებელ კოლონიაში გადაიყვანეს მორდოვეთში - რეგიონში, რომელიც მოსკოვიდან აღმოსავლეთით, დაახლოებიით 350 კილომეტრითაა დაშორებული და რომელიც ისტორიულად ცნობილია, როგორც რუსეთის ყველაზე სასტიკი საპყრობილეების ადგილსამყოფელი, საბჭოთა პერიოდის დროინდელი, პოლიტპატიმრებისთვის განკუთვნილი შრომითი ბანაკების ჩათვლით. ალექსეი მელნიკოვმა, ადამიანის უფლებების დამცველთა ჯგუფის საზოგადოებრივი სადამკვირვებლო კომისიის აღმასრულებელმა მდივანმა... Читать дальше...

მოსკოვისა და მინსკის ორკესტრირებული შეტევა თავისუფალი მედიის გასანადგურებლად

Radiotavisupleba.ge 

ბელარუსში, რუსეთსა და რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმში 15-16 ივლისი დამოუკიდებელ მედიასთან მასობრივი ანგარიშსწორების უდავოდ ყველაზე უფრო სამწუხარო დღეებად უნდა ჩაითვალოს, ასე მიიჩნევენ ის ჟურნალისტები, რომლებსაც რეპრესიული რეჟიმის პირობებში უხდებათ საქმიანობა.

დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წირვაზე ქართულთან ერთად რუსული ენაც ისმოდა

News.ge 

დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წირვაზე ქართულთან ერთად რუსული ენაც ისმოდა, გალობდა რუს მგალობელთა გუნდი. ინფორმაცია თავდაპირველად “მსოფლიო საეკლესიო სიახლენის” მიერ გავრცელდა, მოგვიანებით საპატრიარქომ განმარტა, რომ რუსულ ენაზე წირვის ჩატარების უფლება ქართულ ეკლესიას უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულმა სასულიერო პირთა ჯგუფმა თხოვა, რომლებსაც სურდათ სვეტიცხოველში ელოცათ. “მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და ...



გარემოს ეროვნული სააგენტო: საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს

News.ge 

საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლოა 39 გრადუსს გადააჭარბოს. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. „17-20 ივლისს დასავლეთ, ხოლო 18-21 ივლისს აღმოსავლეთ საქართველოში ჰაერის ტემპერატურამ შესაძლებელია 39 გრადუსს გადააჭარბოს. მოსალოდნელი ჰაერის მაღალი ტემპერატურა ტყის ხანძრების გაჩენის ერთ-ერთი ხელშემწყობი პირობაა”, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შარლ მიშელის გარდა საქართველოში ჩამოდიან ვოლოდიმირ ზელენსკი და მაია სანდუ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მოწვევით 19 ივლისს ბათუმს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, მოლდოვას პრეზიდენტი მაია სანდუ და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ეწვევიან, სადაც ,,აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ასოცირებული ქვეყნების ლიდერთა შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას შეუერთდება ევროპული საბჭოს პრეზიდნეტი შარლ მიშელი. ლიდერთა შეხვედრა გაიამრთება, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ,,საქართველოს ევროპული გზის” ფარგლებში.

საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვევიან

News.ge 

საქართველოს უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტები, ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ ეწვევიან. ევროპული საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, 19 ივლისს ბათუმში ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ერთობლივ შეხვედრას გამართავს საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებთან. შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაა დაგეგმილი. შარლ მიშელი, ვლადიმერ ზელენსკი და მაია სანდუ 19 ივლისს, ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოვლენ. კონფერენციის მთავარი თემაა – ...

როგორ მიიღო აჭარამ 100 წლის წინ ავტონომია

Radiotavisupleba.ge 

100 წლის წინ, 1921 წლის 16 ივლისს ბოლშევიკურმა ხელისუფლებამ - საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა - აჭარის მეჯლისი აჭარის ტერიტორიაზე უმაღლეს ორგანოდ გამოაცხადა, რითაც აჭარის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის წარმოქმნას დაუდო საფუძველი. თუმცა, ის, რომ აჭარას, საქართველოს სხვა კუთხეებისგან განსხვავებით, ავტონომია გააჩნია, რეალურად ჯერ კიდევ XVI საუკუნეში დაწყებულმა პროცესებმა განაპირობა. რადიო თავისუფლება ისტორიკოს ბონდო კუპატაძეს ესაუბრა. ირანსა და ოსმალეთს შორის XVI საუკუნის პირველ... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან აქტივისტებმა აქცია გამართეს

News.ge 

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საცხოვრებელ სახლთან „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა და სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს. აქციაზე ხმაური იყო. აქციის მონაწილეები ღარიბაშვილის სახლთან წარწერების გაკეთებას აპირებდნენ, რისი საშუალებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცავებმა არ მისცეს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს.

ვასაძე: დაიწყო მასობრივი ჩხრეკები ბინებში, დაკავებები და დაკითხვის კამერებში გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილებისა, რომლებიც გამოესარჩლნენ ჩვენს ტრადიციას

News.ge 

როგორი წნეხის ქვეშაც არ უნდა იყოთ, სასწრაფოდ უნდა გაათავისუფლოთ ვისაც ახლა აწვალებთ უსამართლოდ, – ამის შესახებ პარტია „ერის“ ლიდერი ლევან ვასაძე ვიდეო-მიმართვაში აცხადებს, რომლითაც 5 ივლისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოკითხვის პროცესს ეხმაურება. „დღეს დილას დაიწყო მასობრივი ჩხრეკები ბინებში, დაკავებები და დაკითხვის კამერებში გადაყვანები იმ ჩვენი მამულიშვილებისა, რომლებიც გამოესარჩლნენ ჩვენს ტრადიციას და წინ აღუდგნენ უზნეობის აღლუმს და ...

ისრაელი – 23 ივლისიდან საქართველო ე.წ. წითელი ქვეყნების სიას დაემატება

News.ge 

ისრაელის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, 23 ივლისიდან საქართველო კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით ე.წ. წითელი ქვეყნების სიას დაემატება. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა Times of Israel ავრცელებს. მისივე ცნობით, ამიერიდან ისრაელში ჩასულ ყველა მგზავრს, რომელიც აცრილია ან ვირუსისგან განიკურნა, 24 – საათიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევს ისრაელში ჩასვლისას ან ეს დრო შემცირდება, თუკი კორონავირუსზე ტესტის უარყოფით პასუხს ადრე მიიღებენ. ამასთან, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ...

რატომ ისმოდა სვეტიცხოველში რუსული გალობა - თეოლოგების და საპატრიარქოს განმატება

Radiotavisupleba.ge 

დღეს სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში ჩატარებულ წირვაზე ქართულთან ერთად რუსული ენაც ისმოდა, გალობდა რუს მგალობელთა გუნდი. ინფორმაცია თავდაპირველად "მსოფლიო საეკლესიო სიახლენის" მიერ გავრცელდა, მოგვიანებით საპატრიარქომ განმარტა, რომ რუსულ ენაზე წირვის ჩატარების უფლება ქართულ ეკლესიას უკრაინიდან საქართველოში ჩამოსულმა სასულიერო პირთა ჯგუფმა თხოვა, რომლებსაც სურდათ სვეტიცხოველში ელოცათ. "მათ ითხოვეს სვეტიცხოველში მსახურების ნებართვა. დღეს ქართველ მღვდელმსახურებთან ერთად ქართულ და საეკლესიო სლავურ ენებზე ერთობლივი მსახურება აღევლინა. Читать дальше...

ისრაელს საქართველო საშიში ქვეყნების სიაში შეჰყავს

Radiotavisupleba.ge 

ეპიდემიოლოგიური ვითარების გაუარესების გამო, ისრაელი ცვლის ქვეყანაში შესვლის წესებს - მომდევნო პარასკევიდან, ანუ 23 ივლისიდან მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან, რომელთა სიაშიც საქართველოც მოხვდა, ისრაელში ჩასულ/დაბრუნებულ პირებს ერთკვირიანი თვითიზოლაციის გავლა მოუწევთ. საშიში ქვეყნების სიაში ისრაელს ამ დროისთვის შეყვანილი ჰყავს გაერთიანებული არაბეთის ემირატები, სეიშელის კუნძულები, ეკვადორი, ეთიოპია, გვატემალა, ზიმბამვე, ზამბია, ნამიბია, პარაგვაი, ჩილე, კოლუმბია, კოსტა რიკა და ტუნისი. 23 ივლისიდან... Читать дальше...

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი დეპუტატი დენის მონასტირსკი გახდა

Radiotavisupleba.ge 

სახალხო დეპუტატი, დენის მონასტირსკი, უკრაინის შინაგან საქმეთა ახალი მინისტრი გახდა. მისი კანდიდატურა ქვეყნის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, წარადგინა. "ჩვენ ყველას მართლა გვინდოდა, რომ თქვენ მინისტრი გამხდარიყავით", - განაცხადა ზელენსკიმ კანდიდატურის წარდგენისას. 16 ივლისს მის დანიშვნას ხმა მისცა უმაღლესმა რადამ, რომლის 271 წევრი მიემხო მონასტირსკის კანდიდატურას. როგორც გამოცემა РБК წერს, მონასტირსკის მიიჩნევენ შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ უფროსთან, არსენ ავაკოვთან, დაახლოებულ პირად. თუმცა... Читать дальше...

როგორ ვაქეზებთ ძალადობას - ანუ, როდის სცილდება გამოხატვა ენას და იძენს აქტიური ძალადობის ფორმას

Radiotavisupleba.ge 

"უფლებები საქართველო"-ს წარმომადგენელი, ნანა მჭედლიძე განმარტავს: "ევროპული კონვენცია არ იძლევა უფლებას, ადამიანს არ ჰქონდეს შეხება მისთვის მიუღებელ შეხედულებებთან. შეხედულებები უნდა გამოითქვას და სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მათი ჰარმონიული თანაარსებობა პლურალისტულ, დემოკრატიულ საზოგადოებაში".

Новости России
Москва

Токсиколог Кутушов рассказал почему возникает похмелье


ლიეტუვა საბერძნეთსა და ერაყს მიმართავს დახმარებისთვის ბელარუსიდან მიგრანტთა ნაკადთან დაკავშირებით

Radiotavisupleba.ge 

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა, ინგრიდა შიმონიტემ, გაფრთხილება გამოთქვა, რომ ბალტიის სახელმწიფომ, შესაძლოა, კვლავ განიცადოს მიგრანტების "უეცარი" მოდინება ბელარუსის მცდელობების გამო - მოახდინოს ხალხის მოზღვავება მესამე ქვეყნებიდან. ვილნიუსმა და ევროპის კავშირმა ბელარუსის ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, დაადანაშაულეს მიგრანტების უკანონო შემოდინების ორგანიზებაში, ბალტიის სახელმწიფოს დასჯის მიზნით, მისი მხრიდან ბელარუსის დემოკრატიული ოპოზიციის ხმამაღალი მხარდაჭერის გამო. 15 ივლისს ათენში ვიზიტისას, შიმონიტემ განაცხადა... Читать дальше...

ფალავანდიშვილი ჟურნალისტებს: თქვენ გეკუთვნით დაჭერა, როცა პოლიცია არ გიჭერთ, ხალხი აღასრულებს

Radiotavisupleba.ge 

"ის ხალხი, ვინც ჟურნალისტებს შეეხნენ, გაამწარეს ჟურნალისტებმა. თქვენ გეკუთვნით დაჭერა, როცა პოლიცია არ გიჭერთ, ხალხი აღასრულებს თავის ნებით და ეს ხანდახან საკმაოდ მძიმე ფორმებში ხდება", - თქვა პოლიციის მთავარი სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ გურამ ფალავანდიშვილმა. ის 5 ივლისის საქმეზე გამოკითხვაზე იყო დაბარებული პოლიციაში, გამოკითხვას წინ უსწრებდა მის სახლში ჩატარებული ჩხრეკა, რომლის დროსაც, ფალავანდიშვილის თქმით, პოლიციამ კანონსაწინააღმდეგო ვერაფერი იპოვა. ჰომოფობი, ნაციონალისტი, მოძალადე გურამ... Читать дальше...

კახა გოგოლაშვილი - "ერთადერთი რამ, რაც დემოკრატიამ უნდა შეზღუდოს, არის რადიკალიზმი"

Radiotavisupleba.ge 

"რონდელის ფონდის" უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი 5 ივლისისა და შემდგომ მოვლენენბს ეხმაურება და ამბობს, რომ "პირველ რიგში უნდა აღიკვეთოს ძალადობის ნებისმიერი მცდელობა" და რომ "რადიკალურად განწყობილ 10%-ს შეუძლია დაჩაგროს მშვიდობიანი უმრავლესობა".

დაკითხვიდან გამოსული რამაზ გაგნიძე ამბობს, რომ პოლიციამ რამდენიმე სახლიდან იარაღი ამოიღო

Radiotavisupleba.ge 

"გამოძიება ძალადობის ორგანიზების მიმართულებით მიდის. მკითხეს, ვარ თუ არა ძალადობის მომხრე, რატომ მოხდა ძალადობა. ჩემი აზრით, რატომ მოხდა ფიზიკური ძალადობა, მაგას მნიშვნელობა არ აქვს, მე ვარ ფიზიკური და ასევე ფსიქოლოგიური, პროვოკაციული ძალადობის წინააღმდეგი. თქვენ ახორციელებდით ფსიქოლოგიურ ძალადობას და ამ ფსიქოლოგიურმა ტერორმა გამოიწვია ფიზიკური ძალადობა. არ ვიცი, რატომ გაჩნდა ჩემს მიმართ კითხვები. მე არსად მიძალადია, არც ერთ ჟურნალისტთან, ოპერატორთან კონფლიქტური სიტუაცია არ მქონია", - ამბობს "ქართული... Читать дальше...

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი ჩინეთს სთხოვს, უფრო გახსნილი იყოს კორონავირუსის წარმომავლობის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ჯანმრთელობის დაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ იმედოვნებს უკეთეს თანამშრომლობას პეკინთან და იმას, რომ წვდომა ექნება მონაცემებზე ჩინეთიდან, კორონავირუსის წარმომავლობის დასადგენად. გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადანომ ღებრეიესუსმა, 15 ივლისს განაცხადა, რომ დაუმუშავებელ მონაცემებზე წვდომა რთული ამოცანა აღმოჩნდა საერთაშორისო გუნდისთვის, რომელიც ჩინეთში წლის დასაწყისში გაემგზავრა ვირუსის სწრაფი გავრცელების მიზეზების გამოსაკვლელად. WHO სთხოვს ჩინეთს, იყოს გამჭვირვალე და ითანამშრომლოს... Читать дальше...

ავღანეთის მთავრობის ჯარი და თალიბები პაკისტანთან სასაზღვრო პუნქტებზე კონტროლისთვის იბრძვიან  

Radiotavisupleba.ge 

ავღანეთის მთავრობის ჯარი განაგრძობს თალიბებთან ბრძოლას პაკისტანთან დამაკავშირებელი სფინ-ბოლდაქის სასაზღვრო პუნქტზე კონტროლის მოსაპოვებლად. ობიექტი თალიბებმა დაიკავეს ფართომასშტაბიანი იერიშის განმავლობაში, რომელიც წამოიწყეს აშშ-ის ჯარის გასვლის დაწყების შემდეგ. ბრძოლა სფინ-ბოლდაქისთვის დაიწყო მას მერე, რაც ავღანელმა მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა პაკისტანი დაადანაშაულა, რომ თალიბებს ჰაერიდან უჭერს მხარს საზღვრისპირა რეგიონში. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი სასაზღვრო გადასასვლელი პირდაპირ მისასვლელს წარმოადგენს ბელუჯისტანის პროვინციაში... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Потапова

Потапова всухую обыграла Шнайдер в 1-м круге турнира в Мадриде






Фирма третьего фигуранта по делу Иванова в 2022 году вдвое увеличила прибыль

Чернышенко считает, что санкции являются подарком для российского спорта

Посольство направило ноту в МИД Турции из-за отказов Turkish Airlines россиянам

Вильфанд объяснил, в каких регионах возможен снег на майских праздниках