ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 09.10.2021

გადადგა ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი

Radiotavisupleba.ge 

ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ თანამდებობას დატოვებს. კურცის წინააღმდეგ მიმდინარეობს გამოძიება იმის თაობაზე, გამოიყენა თუ არა მან სამთავრობო ფონდები მისთვის სასურველი გამოკითხვებისა და პუბლიკაციებისთვის. კურცმა, რომელიც ბრალდებებს უარყოფს, 9 ოქტომბერს განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდერ შალენბერგი გადაიბარებს კანცლერის ფუნქციებს. გუშინ სამმა ოპოზიციურმა პარტიამ გადაწყვიტა, კურცისადმი ნდობის ვოტუმის საკითხი გაიტანონ პარლამენტის სხდომაზე მომავალ კვირაში. ბრალდებები სერიოზული დარტყმაა 35 წლის კურცისთვის... Читать дальше...

გაერთიანებული ოპოზიციის აქცია ზუგდიდში საოლქო საარჩევნო კომისიასთან დასრულდა

Radiotavisupleba.ge 

მოქალაქეებს სიტყვით “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ლიდერებმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანიამ მიმართეს. ყოფილი პრეზიდენტის დედის სიტყვებით, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური პატიმარია, რომელიც იბრძვის რათა აღდგეს საქართველოში სამართლიანობა. "ჩემი შვილი იმიტომ შიმშილობს, რომ ეს ასე არ იყოს, რომ ყველა ნიჭიერი ადამიანი, მიუხედავად მათი აზრის განსხვავებულობისა, პარტიული კუთვნილებისა, იყოს ბედნიერი ამ თავის პატარა, ლამაზ ქვეყანაში. და მე გისურვებთ, რომ ასეთ ქვეყანაში იცხოვროთ თქვენ", - აღნიშნა გიული ალასანიამ. Читать дальше...

“ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა… საუბრობენ, რომ სანამ ტრაგედია დატრიალდებოდა, მუშებმა რკინის კარი ვერ გააღეს…”

News.ge 

“ბევრ რაღაცას აეხდება ფარდა… საუბრობენ, რომ სანამ ტრაგედია დატრიალდებოდა, მუშებმა რკინის კარი ვერ გააღეს და სპეცტექნია მიიყვანეს. პროცესი დაწყებული იყო დილით, საყრდენი ბოძები გამოაცალეს და, რა თქმა უნდა, ჩაინგრეოდა”, – ამის შესახებ “ლელოს” ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გენო თებიძემ “ტვ პირველს” განუცხადა.

ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა

News.ge 

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით თბილისში მასშტაბური აქცია დააანონსა. მან საზოგადოებას 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე შეკრებისკენ მოუწოდა. „უნდა შევიკრიბოთ ძალიან, ძალიან ბევრი თბილისში, 14 ოქტომბერს, 18:00 საათზე. იმდენი უნდა შევიკრიბოთ, როგორც არასდროს, გავლილი 10 წლის განმავლობაში არ შევკრებილვართ. მთავარი მიზეზი შეკრების რა არის – ჩვენი, ცალკე აღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ვალია, რომ მიხეილ სააკაშვილი იქ არ ...

საქართველოს საფეხბურთო ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ეროვნულმა საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მორიგი თამაში წააგო. ვილი სანიოლის გაწვრთნილი გუნდი ბათუმში დამარცხდა საბერძნეთის ნაკრებთან, ანგარიშით 0:2. სტუმრებმა გოლები 90- და 95-ე წუთებზე გაიტანეს. საქართველოს ნაკრებს მიმდინარე შესარჩევ ციკლში, ექვსი ტურის შემდეგ ერთადერთი ქულა აქვს და ექვსი ქვეყნის ნაკრებს შორის ბოლო ადგილზეა. საქართველოსა და საბერძნეთის მატჩი წუთიერი დუმილით დაიწყო, ბათუმში გუშინ მომხდარი უბედური შემთხვევის გამო. საბერძნეთთან შეხვედრას მაყურებელიც... Читать дальше...

ჩეხეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციური პარტიები იმარჯვებენ

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთში გამართული საპარლამენტო არჩევნების წინასწარი შედეგები აჩვენებს, რომ ოპოზიციამ შესაძლოა თანამდებობა დაატოვებინოს პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშს. 8-9 ოქტომბერს გამართულ კენჭისყრაში ჯგუფმა „ერთად“ და ლიბერალურმა ბლოკმა „მეკობრეები/მერები“ შესაძლოა ერთად 108 ხმა მოაგროვონ ჩეხეთის პარლამენტის 200-ადგილიან ქვედა პალატაში. ეს ორ ბლოკს კოალიციური მთავრობის შექმნის საშუალებას მისცემს და ბაბიშს საშუალება აღარ ექნება, მეორე ვადით გახდეს პრემიერ-მინისტრი. როგორც ჩეხეთის ტელევიზია იტყობინება, დათვლილია ხმების 98%-ზე მეტი. Читать дальше...

ზვიად კორძაძე: …არც გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან შემდეგ სანთლებით იდგე

News.ge 

“ვიღაცა რომ მზიდ კედელს აცლის კორპუსს და შენი საქმე არ გგონია, არც გაქვს მორალური უფლება, იმ დანგრეულ კორპუსთან შემდეგ სანთლებით იდგე. ვიღაცა რომ ცოლს სცემს მთელი ცხოვრება და შენი საქმე არ გგონია, ერთხელაც როცა გაიგებ, რომ ცემაში მოკლა, არ გაქვს მორალური უფლება, პანაშვიდზე მიხვიდე და ობლების ბედზე ცრემლები ღვარო. კატალოზატორს რომ ამოუღებ მანქანას, არ გაქვს ...

ჯანა ჯავახიშვილი: „ბევრი ამბობს, რომ მართლაც საძირკველი ეცლება სახელმწიფოს“

Radiotavisupleba.ge 

ბათუმში მომხდარი უბედური შემთხვევა, რომლის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა არა მხოლოდ ახლობლებისთვის, სრულიად საზოგადოებისთვის იქცა ტრაგედიად, მით უფრო რომ მოსახლეობა სამაშველო ოპერაციას პირდაპირ ეთერში ორი დღის მანძილზე უყურებდა. ფსიქოლოგი ჯანა ჯავახიშვილი ამბობს, რომ ამ ტრაგედიის გადასატანად ყველაზე მნიშვნელოვანი თანადგომაა, ამასთან არა ერთჯერადი, არამედ - ხანგრძლივი. - თანადგომა უნდა იყოს ყველა დონეზე, ცალკეული ადამიანიდან დაწყებული სამთავრობო სტრუქტურებით დამთავრებული. თანადგომა უნდა იყოს ხანგრძლივი... Читать дальше...



ქართველმა ძიუდოისტებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ოთხი ოქროს მედალი მოიპოვეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს ძიუდოისტთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა, იტალიის ქალაქ ოლბიაში გამართულ მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა. აქედან ოთხი - ოქროსი. მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ გიორგი სარდალაშვილი (60 კგ), გიორგი შერაზადიშვილი (81 კგ), ილია სულამანიძე (100 კგ) და საბა ინანეიშვილი (+100 კგ). მძიმე წონაში, ინანეიშვილის გარდა, კვარცხლბეკზე ირაკლი დემეტრაშვილიც (+100 კგ) ავიდა, რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საერთო გუნდურ ჩათვლაში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა სამოცდათორმეტ ქვეყანას შორის პირველი ადგილი დაიკავა.

ზუგდიდში მდუმარე საპროტესტო აქცია იმართება

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობა-გაერთიანებული ოპოზიციის“ და „დროას“ წარმომადგენლები, მხარდამჭერებთან ერთად ზუგდიდში საპროტესტო აქციას მართავენ. ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო აქცია მდუმარეა. აქ შეკრებილებმა გარდაცვლილთა ხსოვნის პატივსაცემად სანთლები აანთეს, ნაწილი მათ სიმბოლურად ანთებული ტელეფონებით შეუერთდა. აქციის მონაწილეები აპროტესტებენ “არჩევნების გაყალბებას”. ოპოზიციის წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ მათ ზუგდიდში, ისევე როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, არჩევნები პირველივე ტურში ჰქონდათ მოგენული. Читать дальше...

როდის შეიტყო ხელისუფლებამ სააკაშვილის ქვეყანაში შემოსვლის ფაქტი - რა წერია საქმეში?

Radiotavisupleba.ge 

მიხეილ სააკაშვილისა და მის საქმეზე დაკავებული ელგუჯა ცომაიას ადვოკატი, ბექა ბასილაია ირწმუნება, რომ პირველ ოქტომბრამდე, ანუ ფეისბუკზე სააკაშვილის ვიდეოების გავრცელებამდე, გამოძიებამ არაფერი იცოდა საქართველოს მესამე პრეზიდენტის საქართველოში შემოსვლისა და მისი გადაადგილების მარშრუტის შესახებ.

#უნდადავეხმაროთ – შოკში ვარ, რა ფოტოებსა და ვიდეოებს გვიგზავნით

News.ge 

“მოგესალმებით. მე გახლავარ ვ. გორგასალის 149-151 – მცხოვრები. სასტუმო” აისის” კორპუსი. გწერთ მთელი კორპუსის სახელით და გთხოვთ მობრძანდეთ და გააშუქოთ თუ რა საგანგაშო მდგომარეობაა ამ კორპუსის მე 3- მე -4 სადარბაზოებში. ეს ორი სადარბაზო არის გაერთიანებული და აქვს უზარმაზარი ბზარი, ბზარი რომელიც ყოველდიურად იზრდება და ფაქტიურად ბომბზე ვზივრთ. არ გვძინავს ვართ სტრესის ქვეშ. გთხოვთ დაგვემარეთ ...

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება

News.ge 

გლოვის დღესთან დაკავშირებით, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. მთავრობის განკარგულების თანახმად, რომელსაც ხელს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აწერს, ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 11 ოქტომბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. მთავრობის განკარგულებით, გლოვის დღესთან დაკავშირებით, 11 ოქტომბრის 00:00 საათიდან, 12 ოქტომბრის 00:00 საათამდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე... Читать дальше...

“ეს არ არის ჩამოქცეული ბათუმის ერთი სახლი! სურათზე ჩვენი საქართველოა…”

News.ge 

“კიდევ ერთი ტრაგედია და სრულიად საქართველოს ტკივილი! ნეტავ როდემდე უნდა “ვმასპინძლობდეთ” სიკვდილს და უმეცრებას? როდემდე უნდა ვითხრიდეთ საკუთარი ნებით საძირკველს? ეს არ არის ჩამოქცეული ბათუმის ერთი სახლი! სურათზე ჩვენი საქართველოა… ვუსამძიმრებ დაზარალებულ ოჯახებს, ბათუმს და ქართველ ერს…” – წერს სოციალურ ქსელში გერმანიის შარიტეს საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმი, თამარ ჟამურაშვილი.

ჩეხეთის არჩევნებში ლიდერობს მმართველი პარტია, მაგრამ არაა ნათელი, შექმნის თუ არა მთავრობას

Radiotavisupleba.ge 

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ ანდრეი ბაბიშის პოპულისტური პარტია ANO წინ არის საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ არ არის ნათელი, შეძლებს თუ არა მილიარდერი ლიდერი კოალიციური მთავრობის შექმნას. საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ CNN Prima News-ის მიერ გამოქვეყნებული ეგზიტპოლების თანახმად, ANO პირველ ადგილზე გადის ხმების 27,8%-ით. მას მოსდევს ორი ოპოზიციური კოალიცია, რომლებმაც პირობა დადეს, რომ ერთმანეთთან ითანამშრომლებენ ANO-ს დასამარცხებლად: მემარჯვენე-ცენტრისტული კოალიცია „ერთად“ (26,4%) და ლიბერალური ჯგუფი „მეკობრეები/მერები“ (15,0%). Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილის თხოვნით სვეტიცხოვლის ტაძარში, ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტის თხოვნით, სვეტიცხოვლის ტაძარში, ბათუმში კორპუსის ნაწილის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გაიმართება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. „2021 წლის 9 ოქტომბერს, 23:30 საათზე, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის თხოვნით, საქართველოს ერთიანობისა და მშვიდობისათვის აღევლინება შეკვეთილი წირვა. ლიტურგიის შემდეგ ჩატარდება პანაშვიდი, 8 ოქტომბერს ბათუმში საცხოვრებელი კორპუსის ჩამონგრევის შედეგად დაღუპულთა სულების საოხად... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილის მამა: ბრძოლა ბოლომდე

News.ge 

რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან, სადაც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია იმართება, სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი მივიდა. როგორც სააკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გზავნილი შვილისადმი იქნება: „ბრძოლა ბოლომდე“. მისივე ინფორმაციით, თხოვნაზე, რომ შიმშილობა შეწყვიტოს, მიხეილ სააკაშვილმა უარი უთხრა. „მიშასთვის გზავნილი იქნება: მიშა, ბრძოლა ბოლომდე. რადიკალურად ასეა. მე გუშინ ცოტა სხვა მესიჯი გავუგზავნე და პასუხიც მივიღე: ძალიან გცემ პატივს, მამა, ჩემო... Читать дальше...

ირაკლი ღარიბაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სამუშაო ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს. მხარეებმა განიხილეს „სამხრეთ კავკასიაში სამეზობლოს მშვიდობიანი ინიციატივა“, რომლითაც, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გაეროში გამოვიდა. შეხვედრისას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა მზადყოფნა, საქართველომ გააგრძელოს აქტიური მედიაციის როლი, რათა უზრუნველყოფილი იყოს მშვიდობა... Читать дальше...

ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალურ მაგისტრალზე სოფელ შავშვებთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კიდევ ერთი პირი გარდაიცვალა. 30 წლის კაცი მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს კლინიკაში, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. კლინიკა “გორმედის” ინფორმაციით, საავადმყოფოში ავარიის შედეგად დაშავებული 3 პირი შეიყვანეს, ერთი გარდაიცვალა, დანარჩენ ორს კი, ოპერაცია უტარდება. არსებული ინფორმაციით, მათი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. მანამდე, შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა 18 წლის ბიჭიც. ქორწილის კორტეჟის ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. Читать дальше...

Новости России
Москва

Глава СК РФ Бастрыкин взял дело нейрохирурга под свой контроль


რუსთავის ციხესთან მიხეილ სააკაშვილის ძმა და მამა მივიდნენ

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდასაჭერ აქციაზე მიხეილ სააკაშვილის ძმა და მამაც მივიდნენ. 9 ოქტომბერს 30-მდე ექიმმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვა. პრეზიდენტის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ორშაბათს პატიმარს მისი შვილები და დედა მოინახულებენ. "იმედია, რომ მომავალ კვირაში მიშას მეც ვნახავ, აქამდე ოჯახს არ გვაძლევდნენ ამის უფლებას. ადვოკატის საშუალებით შესაბამისი განცხადებით პენიტენციალურ დაწესებულებას მივმართავ. Читать дальше...

ირინა სარიშვილი: …ისიც მსხვერპლია, ვინც ამ პოსტში პოლიტიკას დაინახავს

News.ge 

“მოხდება უბედურება, წავიშენთ თავში ხელებს და ვეძებთ, ვეძებთ დამნაშავეებს ჩასაქოლად. ზოგჯერ მსხვერპლს გადავაქცევთ დამნაშავედ და დამნაშავეს მსხვერპლად. მთავარია ვიღაც ვიგლოვოთ და ვიღაც ჩავქოლოთ. იქ სადაც ჩვენ ვცხოვრობთ, ძნელია დამნაშავის პოვნა. მსხვერპლისაც. უფრო სწორად – ამორჩევაა ძნელი – რომელი რომელია, რადგან ხშირად ერთიც და მეორეც ყველა ერთად ვართ. დამნაშავეა ბინის მეპატრონე – მაშინაც, თუ ჰქონდა ამ ...

Чуда не случилось: Батуми оплакивает погибших при обрушении дома - видео

ИА «Новости-Грузия» 

Спасатели нашли еще одного погибшего под обломками дома в Батуми. Число погибших в результате трагедии достигло девяти, среди них - трое детей. Смотрите в видео Sputnik Грузия кадры с места проведения спасательной операции.

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ინსტიტუციური ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს

Radiotavisupleba.ge 

სოციალური სამართლიანობის ცენტრი აცხადებს, რომ ბათუმში მომხდარი ტრაგიკული შემთხვევა სათანადო გამოძიებას მოითხოვს და მნიშვნელოვანია, ის პოლიტიკური განხილვებისა და გრძელვადიანი ინსტიტუციური ცვლილებების საფუძველი გახდეს. „ბათუმში ხუთსართულიანი საცხოვრებელი შენობის ჩამონგრევა სავარაუდოდ სუსტ სამშენებლო რეგულირებასა და ტექნიკურ ზედამხედველობას უკავშირდება. სისტემური პრობლემაა სამშენებლო სანებართვო პირობების შეთანხმებაზე პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან საკუთარი უფლებამოსილებების არაჯეროვნად შესრულება. Читать дальше...

გერმანიაში იძიებენ აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე აკუსტიკური იარაღით შესაძლო თავდასხმებს

Radiotavisupleba.ge 

ბერლინის პოლიცია აგვისტოდან აწარმოებს გამოძიებას აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებზე აკუსტიკური იარაღით შესაძლო თავდასხმების თაობაზე. შესაძლოა, გერმანიაში მისგან დაზარალებულიყო რამდენიმე ამერიკელი და 200-მდე - სხვა ქვეყანაში. ბერლინში აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს შეენიშნებათ ე.წ. ჰავანის სინდრომის სიმპტომები, იტყობინება ჟურნალი Der Spiegel-ი. მას ასე ეწოდება, ვინაიდან ჰავანაში პირველად დაფიქსირდა ასეთი შესაძლო თავდასხმა. 2016 წლის ბოლოდან ჰავანაში მყოფი აშშ-ის დიპლომატები უჩიოდნენ თავის ტკივილებს, გულისრევას... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Новак Джокович

Что чаще всего едят на завтрак дети Елены и Новака Джокович?






Мужчина полтора года прятал труп подруги в колодце

RTL: считавшийся погибшим немецкий миллиардер Хауб мог инсценировать смерти и сбежать в Москву

Рособрнадзор рассматривает идею об изменении экзамена для трудовых мигрантов

Захарова посмеялась над «запретом» Байдена израильтянам нападать на Хайфу