ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 13.10.2021

ჟენევის მოლაპარაკებებზე ქართულმა მხარემ ანექსიის მიმართულებით მოსკოვის გააქტიურებაზე გაამახვილა ყურადღება

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას აქვეყნებს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 54-ე რაუნდის შესახებ. მისი ინფორმაციით, მთავარ საკითხებს წარმოადგენდა უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების გათავისუფლება, ოკუპირებული ტერიტორიების დე ფაქტო ანექსიის პროცესი და ადგილზე არსებული ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრა. „მოლაპარაკებისას საქართველოს დელეგაციამ მწვავედ დასვა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დე ფაქტო ანექსიის მიმართულებით მოსკოვის მიერ ბოლო დროს გააქტიურებული ნაბიჯები... Читать дальше...

BBC: ნორვეგიაში თავდამსხმელმა მშვილდისრით რამდენიმე ადამიანი მოკლა

News.ge 

BBC-ის ინფორმაციით, ნორვეგიის ერთ-ერთ ქალაქ კონგსბერგში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც მათ მშვილდისრით შეიარაღებული კაცი თავს დაესხა. არიან დაშავებულებიც. მედიის ინფორმაციით, თავდამსხმელმა ცეცხლი გახსნა ქალაქში მდებარე Coop Extra-ის სუპერმარკეტში. პოლიციის ცნობით,  თავდამსხმელი უკვე დაკავებულია. სავარაუდოდ, ის დამოუკიდებლად მოქმედებდა. მათივე თქმით, უცნობია მსხვერპლთა რიცხვი.  დაშავებულები ახლოს მდებარე საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

სამუშაო ფორმატზე შეთანხმდნენ სააკაშვილის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის წევრები

Radiotavisupleba.ge 

იუსტიციის სამინისტროში გაიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის უფლებრივი და ჯანმრთელობის მდგომარეობის მონიტორინგის ჯგუფის შეხვედრა. სამინისტროს ნობით, შეხვედრაზე შეთანხმდნენ სამუშაო ჯგუფის ფორმატზე. იუსტიციის ინისტრის რატი ბრეგაძის თქმით, უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის წევრები რეგულარულად გაცვლიან ინფორმაციას და საჭიროების შემთხვევაში ერთად დაგეგმავენ კონკრეტულ ნაბიჯებს. „დღევანდელი შეხვედრის შედეგად შევჯერდით, რომ უწყებათაშორისი თანამშრომლობის ფარგლებში ჩვენ ერთმანეთს რეგულარულად გავუზიარებთ ინფორმაციას. Читать дальше...

მანანა მანჯგალაძე: …ამიტომაც თავისუფლება მიშას

News.ge 

“გამთენიისას 5 საათზე დარეკადა ხოლმე: ” ხომ არ გეძინა?”- გკითხავდა და ეგრევე დავალებას გაძლევდა ან რაღაცის დაზუსტება უნდოდა ან მეორე დღის ბრიფინგს ჩაგანიშნინებდა. ვიცოდით რომ თუ რამე არ ხდებოდა ყველაფერი დილის საათებში უნდა მოგვესწრო, ამ დროს ეძინა, თორემ მერე სახლში როდის წახვიდოდი არ იცოდი. ჩემი პირობით მივედი და არასდროს დაურღვევია- მე თქვენი პრესპიკერი ვიქნები და ...

ჩრდილოეთ კოსოვოში შეტაკებები მოხდა პოლიციასა და საზღვრისპირა მოსახლეობას შორის

Radiotavisupleba.ge 

ეთნიკურმა სერბმა სოფლელებმა გადაკეტეს გზები და პოლიციასთან შეტაკებები მოაწყვეს ჩრდილოეთ კოსოვოში. პოლიციის ქვედანაყოფები ატარებდნენ რეიდებს, რომლებიც სასაზღვრო კონტრაბანდის წინააღმდეგ იყო მიმართული. 13 ოქტომბერს მომხდარი შეტაკებებისას მინიმუმ 20 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის პოლიციის თანამშრომლები. კვლავ გაჩნდა შიში, რომ ბელგრადსა და პრიშტინას შორის დაძაბულობა შესაძლოა ფართო მასშტაბის კონფლიქტში გადაიზარდოს. შეტაკებები მოხდა სოფელ რუდარეს მახლობლად, ასევე ჩრდილოეთ მიტროვიცაში, სადაც გზა გადაკეტეს ავტომანქანებმა. Читать дальше...

აშშ მომავალ თვეში თავის სახმელეთო საზღვრებს გახსნის არაარსებითი მიზნით მგზავრობისთვის

Radiotavisupleba.ge 

აშშ მომავალ თვეში თავის სახმელეთო საზღვრებს გახსნის არაარსებითი მიზნით მგზავრობისთვის. ამით დასრულდება 19-თვიანი აკრძალვა, რომლის მიზანი იყო COVID-19-ის პანდემიის შეკავება. ნიუ-იორკელი დემოკრატი სენატორის, კირსტენ გილიბრანდის ოფისმა გამოაცხადა, რომ აშშ-მა გადაწყვიტა, კორონავირუსის წინააღმდეგ სრულად აცრილ მგზავრებს კანადიდან და მექსიკიდან აშშ-ში არაარსებითი მიზნით შესვლის საშუალება მისცეს ყველა სასაზღვრო პუნქტიდან. ეს გეგმა დაადასტურა საშინაო უსაფრთხოების მინისტრმა ალეხანდრო მაიორკასმა, განახადა... Читать дальше...

პაატა მანჯგალაძე: არ ვიცი ხვალინდელი აქცია როგორ დაეხმარება სააკაშვილს, მაგრამ იქ ვიდგები ყველანაირი პარტიული ატრიბუტიკის გარეშე

News.ge 

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერის, პაატა მანჯგალაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვალ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას არ უერთდება, ის აქციაზე წასვლას მაინც აპირებს. როგორც მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში განაცხადა,მას მიაჩნია, რომ სააკაშვილის პატიმრობაში პოლიტიკური მოტივის ძალიან დიდი წვლილია. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ხვალინდელ აქციაში არ მონაწილეობს. ყველა აქციაზე ვერ იქნება წარმოდგენილი პარტია და პარტიული სიმბოლოები, სადაც ინდივიდუალურადაც... Читать дальше...



ოკუპირებულ რეგიონში კორონავირუსით ინფიცირების ანტირეკორდი დაფიქსირდა

Radiotavisupleba.ge 

ბოლო 24 საათში ვირუსით 120 ადამიანი დაავადდა ცხინვალის რეგიონში, რაც ოკუპირებული რეგიონის ანტირეკორდს წარმოადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო სანიტარულმა სამსახურმა გაავრცელა. „ლაბორატორიაში ჩატარებული 295 კვლევიდან გამოვლინდა 120 დადებითი პასუხი”, - განუცხადა სამსახურის უფროსმა მარინა კოჩიევამ სააგენტო რესს. მან განმარტა, რომ ახლად გამოვლენილი შემთხვევების თითქმის ნახევარი სოფლის მაცხოვრებლები არიან. „ახლად დიაგნოზირებული პაციენტების საერთო რაოდენობიდან 52% არის რაიონების მცხოვრები. 26%... Читать дальше...

უკრაინაში, საქართველოს საელჩოსთან გააპროტესტეს მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრება

Radiotavisupleba.ge 

კიევში, საქართველოს საელჩოსთან საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებმა მისი დაპატიმრება გააპროტესტეს. მათ მიმართეს დიპლომატიურ წარმომადგენლობას მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით. აქციის მონაწილეები სანდირებდნენ: „თავისუფლება სააკაშვილს!“ აქციაში მონაწილეობდა მამუკა მამულაშვილი, ქართული ლეგიონის ხელმძღვანელი. „ქართული ლეგიონი ყოველთვის იბრძოდა უსამართლობის წინააღმდეგ, ამიტომაც, პირველ რიგში, ჩვენ ვიმყოფებით უკრაინაში. ახლა უკვე ამ უსამართლობამ მეცხრე წელია, საქართველოში გადაინაცვლა. Читать дальше...

„თვალი თვალის წილ“: დაბრმავების განაჩენი და  ირანული სამაგიეროს გადახდის კანონი 

Radiotavisupleba.ge 

თეირანის სასამართლომ დაბრმავების განაჩენი გამოუტანა კაცს სამაგიეროს გადახდის შესახებ ისლამური კანონის საფუძველზე, რომელიც ემყარება პრინციპს „თვალი თვალის წილ“.

პატიმრის წნევა, პულსი და სხვა პერსონალური მონაცემები - პენიტენციური დაწესებულება კანონს არღვევს?

Radiotavisupleba.ge 

უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია მიხეილ სააკაშვილის უფლებები, როდესაც გაასაჯაროვა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის დეტალები. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტი, რომელიც პატიმარია, 1 ოქტომბრიდან შიმშილობს. 11 ოქტომბერს პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ამის დასტურად კი გამოაქვეყნა მონაცემები პატიმრის წნევის, პულსის, სატურაციისა და სისხლში გლუკოზის დონის შესახებ. გარდა ამისა, პენიტენციურმა სამსახურმა საზოგადოებას მიაწოდა ცნობა იმის შესახებ... Читать дальше...

რა არის მზიდი კედლები და როგორ ამოვიცნოთ ისინი?

Radiotavisupleba.ge 

გინახავთ ლეგოს კონსტრუქტორი? თუ კი, მაშინ იოლად მიხვდებით, როგორ შენდებოდა  ტიპური კორპუსები საბჭოთა კავშირში. დიდი მზა დეტალებით აწყობილ  სახლებს ერთი რამ აქვთ საერთო - მზიდი კედლების მოშლა კატასტროფით შეიძლება დასრულდეს.

ეკატერინე ტიკარაძე: მიხეილ სააკაშვილის დასტურის შემდეგ მულტიფუნქციური ჯგუფი მუშაობას დაიწყებს

News.ge 

პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, განსაკუთრებით როდესაც საქმე შეეხება ქვეყნის მესამე პრეზიდენტს, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურია. ჩვენ არ გვაქვს უფლება ამ საკითხთან დაკავშირებით ვისაუბროთ, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც ტიკარაძემ აღნიშნა, სააკაშვილის პირადი ექიმი შეხვდა ექსპერტთა ჯგუფს, თუმცა, მათთვის პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია არ გაუზიარებია... Читать дальше...

ლოიდ ოსტინის ისტორიული ვიზიტის შესაძლო პრაქტიკული შედეგები 

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო და თავდაცვის სამინისტროებმა “ისტორიული” უწოდეს აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლოიდ ოსტინის, პირველ ვიზიტს საქართველოში, რომელიც პენტაგონის განცხადებით მომავალ კვირას გაიმართება.

WHO-მ გამოაცხადა ახალი ჯგუფის შესახებ, რომელიც COVID-19-ის წარმომავლობას შეისწავლის

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ (WHO) ოთხშაბათს განაცხადა, რომ მის მიერ ახლახან შექმნილი საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც სახიფათო პათოგენებზე მუშაობს, შესაძლოა „ჩვენი ერთადერთი შანსი“ იყოს COVID-19-ის გამომწვევი ვირუსის, SARS-CoV-2-ის წარმომავლობის დასადგენად და ჩინეთს მოუწოდა თანამშრომლობისკენ. COVID-19-ით დაავადების შემთხვევები პირველად ჩინეთში დაფიქსირდა 2019 წლის დეკემბერში. პეკინმა არაერთხელ უარყო თეორიები, რომ თითქოს ვირუსმა ჩინეთის ქალაქ ვუჰანის ლაბორატორიიდან გაჟონა და აცხადებს, რომ WHO-ს ექსპერტების მხრიდან შემოწმება აღარაა საჭირო. Читать дальше...

batumelebi: დუმბაძის 12-ში კაფეების – ვინილისა და k2-ის ადგილზე მშენებლობა იგეგმება

News.ge 

შპს „ახალი ერა“ ბათუმში, დუმბაძის ქუჩაზე, ადრე შეთანხმებული 8-სართულიანის ნაცვლად, 5-სართულიანი სახლის აშენებას გეგმავს. ტერიტორია ძეგლის დაცვის ზონაშია. დუმბაძის #12-24 -ა-ს გვერდით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ყოფილი პირველი აფთიაქის სამსართულიანი შენობა დგას, რომელიც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზეა აგებული. სამშენებლოდ გამიზნული ტერიტორიის მოპირდაპირე მხარეს კი, ასევე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე ერთსართულიანი სახლია განთავსებული, სადაც ადრე ბელგიის საკონსულო ...

შესრულდა 100 წელი ყარსის ხელშეკრულების გაფორმებიდან. რა იქნება ხვალ?

Radiotavisupleba.ge 

100 წლის წინ, 1921 წლის 13 ოქტომბერს, ქალაქ ყარსში, რუსეთის საბჭოთა ფედერაციული რესპუბლიკის მონაწილეობით, გაფორმდა „მეგობრობის ხელშეკრულება“ თურქეთსა და საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკებს შორის. სწორედ ყარსის ამ ხელშეკრულებით დაგინდა თურქეთისა და საქართველოს გამყოფი სახელმწიფო საზღვარი, რომელიც 100 წელია არ შეცვლილა, მაგრამ რა იქნება ხვალ? როგორ მოიქცევიან ხელშეკრულების ხელმომწერი ქვეყნები, მათ შორის თურქეთი, ხელშეკრულების გაფორმებიდან ასი წლის გასვლის შემდეგ? Читать дальше...

გიორგი მახარაძე "კარტოგრაფების საქმეზე" - "ამ საქმეზე ერთადერთი გადაწყვეტილება არის გამამართლებელი განაჩენი"

Radiotavisupleba.ge 

"მტკიცებულებები ისეა შეკრებილი, არათუ ბრალეულობა, უდანაშაულობა იკვეთება ერთმნიშვნელოვნად როგორც ქალბატონ ნატალიასთან, ისე ბატონ ივერისთან მიმართებით. ამიტომ, ერთადერთი გადაწყვეტილება ობიექტური სასამართლოს შემთხვევაში არის გამამართლებელი განაჩენი", - ამბობს გიორგი მახარაძე, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი.

Новости России
Москва

Эксперт рассказала, как правильно выбрать одежду для спортзала


ვინ უერთდება და ვინ - არა 14 ოქტომბრის აქციას

Radiotavisupleba.ge 

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელიას ორგანიზებით ხვალ, 14 ოქტომბერს თბილისში აქცია დაიგეგმა. პარტიის ლიდერებმა მოსახლეობას თავისუფლების მოედანზე შეკრება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით სთხოვეს. "ეს არის აბსოლუტურად ღია აქცია და ვეპატიჟებით ყველას იმისთვის, რომ მთელმა მსოფლიომ და საერთაშორისო საზოგადოებამ დაინახოს და გაიგოს, რომ ასე არ არის ბიძინა ივანიშვილო - ვისაც გინდა დაიჭერ, ჩასვამ და შენი ბინძურ პროპაგანდით ტვინს გამოურეცხავ. ამიტომ სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ თარიღს"... Читать дальше...

ზურაბიშვილი შეხვდა ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდტს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ავსტრიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეუთოს გენერალურ მდივანს ჰელგა მარია შმიდტს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ და შეეხნენ ჟენევაში მიმდინარე მოლაპარაკებებს. „ვმუშაობ პროექტზე, რომ თბილისში ეუთოს მხარდაჭერით ჩატარდეს კონფერენცია ქალი ლიდერების მონაწილეობით კონფლიქტის გადაჭრის, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე“, - განაცხადა ზურაბიშვილმა. როგორც პრესრელიზშია ნათქვამი... Читать дальше...

მიტროპოლიტი ნიკოლოზი: დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან

Radiotavisupleba.ge 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი) რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს. მიტროპოლიტი საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ლაპარააკობს და იმედს გამოთქვამს, რომ მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ხელი მოაწერა სააკაშვილის გათავისუფლების შესახებ პეტიციას. „მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ყველანი, მთელი ქვეყანა დღეს ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე. გამოსავალი აქედან არის, შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. Читать дальше...

გიორგი მახარაძე „კარტოგრაფების საქმეზე“: ჩვენი ინტერესი ყოველთვის იყო საქმის განხილვის სწრაფად გაგრძელება

Radiotavisupleba.ge 

„კარტოგრაფების საქმის“ ერთ-ერთი ბრალდებულის, ნატალია ილიჩოვას ადვოკატი გიორგი მახარაძე რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ საქმის არსებითი განხილვის გაგრძელებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ინტერესი ყოველთვის იყო პროცესის განახლება. „პირველ ეტაპზე რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ კმაყოფილი ვართ ამ ინტენსიური გრაფიკით და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ნატალია ილიჩოვას პოზიციაც ეს იყო, რომ  სწრაფად უნდა მომხდარიყო ამ საქმის დამთავრება, სასამართლოში განხილვა. ჩვენ მიგვაჩნია,... Читать дальше...

ვლადიმირ პუტინის თქმით, რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტს არ იყენებს პოლიტიკურ იარაღად

Radiotavisupleba.ge 

ვლადიმირ პუტინმა დაიცვა ევროპაში რუსეთის გაზის ექსპორტის სანდოობა. მან თქვა, რომ მოსკოვს უფრო მეტის მიწოდებაც შეუძლია და უარყო ბრალდებები, რომ რუსეთი ენერგომატარებლების ექსპორტს პოლიტიკურ იარაღად იყენებს. 13 ოქტომბერს მოსკოვში, ენერგეტიკის საკითხებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე, პუტინმა ასევე უკუაგდო მოსაზრება, რომ რუსეთს წვლილი შეაქვს ბუნებრივ აირზე ფასების სარეკორდოდ გაზრდაში. „ეს არაა ჩვენი პრობლემა; ეს ევროპელების ბრალია“, თქვა მან პრესკონფერენციაზე. პუტინის განცხადებამდე ევროპის კომისიამ 13 ოქტომბერს წევრ ქვეყნებს წარუდგინა საშუალებები... Читать дальше...

ზურაბ დათუნაშვილი: რას ვეტყვი გეგა გეგეშიძეს? არაფერს, ჩემი საქმით ვამბობ სათქმელს

News.ge 

სერბეთის ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრმა ზურაბ დათუნაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულას” ეთერში მის გარშემო არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. როგორც იცით, 30 წლის სპორტსმენმა რამდენიმე დღის წინ 87კგ წონით კატეგორიაში, სერბეთის სახელით, მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. 2021 წელს ის ევროპის ჩემპიონიც გახდა, ხოლო ზაფხულში, ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა. “მადლობას ვუხდი ყველა ქართველს, ვისაც ჩემი გამარჯვება გაუხარდა. როცა ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Андреева победила Подороску на старте турнира WTA в Руане






Папенькин сынок: 21-летний азербайджанец зарезал россиянина у подъезда из-за одного видео

Языковой предел: как изменится система экзаменов для мигрантов

Новая литературная алхимия от современного Оруэлла: "Танцы казначея"

СК: В Москве возбуждено уголовное дело по факту нападения на журналистов