ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2021

Новости за 22.10.2021

ზაზა წერეთელი: პატივი მხვდა ამ ჯგუფის წვერი გავმხდარიყავი

News.ge 

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი აცხადებს, რომ მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ შექმნა „ჯანმრთელობისა და მზადყოფნის შესაფასებელი ტექნიკური მრჩეველთა ჯგუფი“, რომელიც შედგება სხვადასხვა ქვეყნიდან წარმოდგენილი დაახლოებით, 20-მდე ექსპერტისაგან. ზაზა წერეთელი აღნიშნავს, რომ ის ამ ჯგუფის ერთ-ერთი წევრია: კოვიდ პანდემიამ ნათლად აჩვენა რომ ქვეყნები მოუმზადებლები აღმოჩნდნენ ასეთი გამოწვევებისათვის და ამის გათვალისწინებით 2021 წლის მაისში, ჯანდაცვის ...

ხათუნა ლაგაზიძე: ნუ ემუქრებით და ნუ ეთამაშებით სამეგრელოს!!!

News.ge 

“ნუ ემუქრებით და ნუ ეთამაშებით სამეგრელოს!!! ქვეყანას თუ ჩაჩეხავთ, გარანტიას გაძლევთ, თქვენც შიგ ჩაყვებით! არც იფიქროთ სამეგრელოში სადამსჯელო ოპერაციის ჩატარება!” – წერს სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე.

ექიმის თქმით, სააკაშვილს ციხეში პრაქტიკულად საველე პირობებში ჩაუტარდა გადასხმა

Radiotavisupleba.ge 

რამდენიმე წუთის წინ დატოვა რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულება საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირადმა ექიმმა ნიკოლოზ ყიფშიძემ და მედიასთან ილაპარაკა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. ექიმის თქმით, საჭირო გახდა მიხეილ სააკაშვილისთვის გადასხმის გაკეთება. „დღეს ჩატარდა სისხლის ანალიზი. მისი ერთი პარამეტრი არ იყო კარგი, მე ეს უკვე ვიცოდი. ამიტომ, გავუკეთე გადასხმა, - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ და განაგრძო, - მინდა გითხრათ ერთი რამ, რომ ეს პროცედურა ჩატარდა პრაქტიკულად საველე პირობებში. Читать дальше...

On.ge: სამეგრელოში თანამდებობა კიდევ ერთმა სამართალდამცავმა დატოვა

News.ge 

შსს-ს გენერალური ინსპექციის დეპარტამენტის ოპერატიული უზრუნველყოფის მეორე სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ჭაბუკა რაფავამ თანამდებობა დატოვა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში On.ge-ს უთხრეს, რაფავამ გათავისუფლების შესახებ განცხადება თავად დაწერა. ნაციონალური მოძრაობის წევრი თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ ჭაბუკა რაფავამ თანამდებობდა ლექსო რაფავას უკანონო დაკავების გამო დატოვა. “კიდევ ერთმა მაღალჩინოსანმა დატოვა სამსახური იმის გამო, რაც ლექსო რაფავას გაუკეთეს. იარაღი და ...

კობა ნაყოფია: ღარიბაშვილმა ალბათ ჩათვალა, რომ წარმოშობით სენაკელი ვარ, ჩემი სახლი აფხაზეთშია

News.ge 

ღარიბაშვილმა ალბათ ჩათვალა, რომ წარმოშობით სენაკელი ვარ. ჩემი სახლი აფხაზეთშია – მესმის, რომ მათ ნაკლებად ადარდებთ, აფხაზეთი და ზოგადად, ჩვენი ტერიტორიების პრობლემა, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ აღმასრულებელმა მდივანმა და სენაკში მერობის კანდიდატმა, კობა ნაყოფიამ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, რითაც საქართველოს პრემიერ-მინისტრის იმ განცხადებას გამოეხმაურა, რომ კობა ნაყოფიას სენაკში სახლიც კი არ აქვს და მერობაზე აცხადებს პრეტენზიას. ნაყოფიამ ...

მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს

News.ge 

მსახიობი ალეკ ბოლდუინი გადასაღებ მოედანზე მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. „სიტყვები არ მყოფნის ჩემი შოკის და მწუხარების გადმოსაცემად ტრაგიკულ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით, რაც მეუღლის, დედის და ჩვენი პატივცემული კოლეგის, ჰალინა ჰუტჩინსის ცხოვრებაში მოხდა“,- წერს მსახიობი „ტვიტერში“. ის დაღუპული ოპერატორის ოჯახსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „გულმოკლული ვარ მისი ქმრის, შვილის და ყველა იმ ადამიანის ...

რაზე უნდა დაელაპარაკოს აფხაზ მღვდელს საქართველოს საპატრიარქო?

Radiotavisupleba.ge 

აფხაზი მღვდელმსახური, ბესარიონ აპლია „სასარგებლოს“ უწოდებს საქართველოს საპატრიარქოს შეთავაზებას პრობლემური საკითხები განიხილონ, მაგრამ ყველაფერი მაინც რუსეთის ხელით გადასაწყვეტი ჰგონია.



ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კორონავირუსის საპრევენციო „რეიდებს" ატარებენ

Radiotavisupleba.ge 

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებში დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროც ჩაერთო. ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში COVID-19-ის გავრცელების რისკების შესამცირებლად მილიციის თანამშრომლები საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში „რეიდებს" ატარებენ. ამის შესახებ დე ფაქტო რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იუწყება. პრევენციული „რეიდების" დროს მილიციის თანამშრომლებმა დადიოდნენ კაფეებში, სასადილოებსა და რესტორნებში, ასევე სპორტულ დაწესებულებებში და მფლობელებს კარანტინის... Читать дальше...

რიაზანის ქარხანაში მომხდარ აფეთქებას მსხვერპლი და ნგრევა მოჰყვა

Radiotavisupleba.ge 

17 ადამიანი დაიღუპა რუსეთის ქალაქ რიაზანის შილოვსკის რაიონში მდებარე დენთის ქარხანაში პარასკევს მომხდარი აფეთქებისა და ხანძრის შედეგად, რაც წინასწარი ინფორმაციით ტექნოლოგიური პროცესის დარღვევის გამო მოხდა.

ნათია მეზვრიშვილი: პრემიერმა ამომრჩეველს უთხრა, რომ თუ მეორე ტურში ხმას ოპოზიციას მისცემთ, მართვის ყველანაირ შესაძლებლობას გადაგიკეტავთ

News.ge 

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის შეფასებით, პრემიერის განცხადება, რომ ადგილობრივი არჩევნები ვინც არ უნდა მოიგოს, ვერაფერს გახდება, „თვითმმართველობის არჩევნებზე პირდაპირი დარტყმა და დეცენტრალიზაციაზე იერიშია“. როგორც მეზვრიშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, პრემიერმა რეალურად თქვა, რომ საბოტაჟს მოაწყობს და რომ ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზეც ყველაფერი მმართველი პარტიის გადასაწყვეტია. „დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრემიერის განცხადება საარჩევნო... Читать дальше...

საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელს წყალს დავალიანების ნაწილობრივ დაფარვის შემდეგ მიაწვდიან

Radiotavisupleba.ge 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მოსახლეობამ სასმელი წყლის საფასურის დავალიანება ეტაპობრივად უნდა დაფაროს. ამის შესახებ ინფორმაცია ბერშუეთის მცხოვრებლებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეებმა შეხვედრის დროს მიაწოდეს. „გორის მერიისა და „ენერგო პრო ჯორჯიას“ შეთანხმებით, მოსახლეობა პირველ ეტაპზე დავალიანების 35% – ს გადაიხდის და დანარჩენი თანხა კიდევ ორ თვეზე გადანაწილდება. ბერშუეთელებმა დახმარების მიზნით ხელისუფლებას მას შემდეგ მიმართეს, რაც სასმელი წყლის მიწოდება ელექტროენერგიის გადაუხდელობის გამო შეუწყდათ. Читать дальше...

რუსეთი, ევროკავშირი და მოახლოებული ცივი ზამთარი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი წესით კმაყოფილებისგან ხელებს უნდა იფშვნეტდეს ენერგოკრიზისის გამო, რომელმაც მოიცვა მსოფლიოს დიდი ნაწილი, როცა ნავთობზე და ბუნებრივ აირზე მკვეთრად გაიზარდა ფასები. და ევროკავშირი, რომელიც ერთი მხრივ ცდილობს, გააწონასწოროს გასაჭირში აღმოჩენილი საწარმოებისა და შეჭირვებული მოქალაქეების მოთხოვნილებები, თავისი ამბიციური კლიმატური გეგმით, რომელიც ემისიის 55%-ით შემცირებას ისახავს მიზნად შემდეგი ათწლეულის დამდეგამდე, მიმზიდველი სამიზნე უნდა იყოს. თუმცა კრემლი თავს ვერ აძლევს სიხარულის უფლებას... Читать дальше...

ჯაფარიძე: …ამის დასტურია კალაძის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეებში ჩვეულებრივ ღარიბაშვილად იქცა (ვიდეო)

News.ge 

“”ოცნება” არ არის დარწმუნებული, რომ მეორე ტურში გაიმარჯვებს. ამის დასტურია კალაძის რიტორიკა, რომელიც ბოლო დღეებში ჩვეულებრივ ღარიბაშვილად იქცა და ლანძღვასა და ზიზღს აფრქვევს; ეს აჩვენებს, რამდენად შეშინებულები არიან,” – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

„იმედზე" გასული სააკაშვილის ვიდეოს გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყეს

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „იმედის" ეთერში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიდეოს გავრცელებას გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. ვიდეო, დიდი ალბათობით, საქართველოსკენ მომავალ გზაზე მიხეილ სააკაშვილმა ტრაილერში გადაიღო. განცხადების თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აცხადებს, ზოგადად, სისხლის სამართლის საქმის მასალებზე ხელი მიუწვდება პირთა ფართო წრეს - საგამოძიებო უწყებას... Читать дальше...

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური: დაწყებულია მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა

News.ge 

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მიხეილ სააკაშვილის ვიდეოჩანაწერზე წვდომისა და გასაჯაროების კანონიერების შესწავლა დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, 21 ოქტომბერს, ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ, გასაჯაროვდა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც ასახულია საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სიუჟეტის თანახმად, აღნიშნული ჩანაწერი წარმოადგენს სისხლის სამართლის საქმის მასალას. როგორც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში აღნიშნავენ... Читать дальше...

მოლდოვის მთავრობა საგანებო ზომების მიღებას აპირებს გაზის დეფიციტის გამო

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის მთავრობა საგანგებო ზომების გამოცხადებისთვის ემზადება ბუნებრივი აირის მწვავე დეფიციტთან ერთად იმის გამოც, რომ რუსეთის მომწოდებლის, გაზპრომის, ალტერნატივა არ არსებობს. გაზპრომმა, გაზის ამ უმსხვილესმა მონოპოლისტმა, მკვეთრად შეამცირა გაზის მიწოდება მოლდოვაში, ევროპის ენერგეტიკაში  მზარდი კრიზისის ფონზე. მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, ნატალია გავრილიცამ, განაცხადა, რომ რესპუბლიკის მილსადენებში წნევა კრიტიკულად დაეცა. ამან, შესაძლოა, ზიანი მიაყენოს მილსადენი ქსელის ტექნიკურ მდგომარეობას, განაცხადა მთავრობის ხელმძღვანელმა. Читать дальше...

ბექა ძამაშვილი სტრასბურგზე - "წერტილი დაესვა საკითხს ოკუპაციასთან დაკავშირებით და ისტორიას რუსეთი ვეღარ გადაწერს"

Radiotavisupleba.ge 

"ჩვენ ამ საქმეს, ისევე, როგორც იანვრის გადაწყვეტილებას, ვუყურებთ სახელმწიფოებრივი გადმოსახედიდან და ეს იყო მთლიანად სახელმწიფოს გამარჯვება. მთავრობების დაყოფა არ იქნება აქ სწორი", - აცხადებს ბექა ძამაშვილი, იუსტიციის მინისტრის მოადგილე ევროსასამართლოს 21 ოქტომბრის გადაწყვეტილებებზე.

კოსოვომ გააძევა ორი რუსი დიპლომატი

Radiotavisupleba.ge 

კოსოვომ გადაწყვეტილება მიიღო, გააძევოს ორი რუსი დიპლომატი და მოსკოვს ბრალი დასდო „მადესტაბილიზებელ“ ქმედებაში. კოსოვოს პრეზიდენტმა, ვიოსა ოსმანიმ, 22 ოქტომბერს განაცხადა, რომ კოსოვოში რუსეთის ურთიერკავშირის ოფისის ორი დიპლომატი პერსონა ნონ გრატად გამოცხადნენ და მათ მოუწოდეს, დატოვონ კოსოვო. ოსანიმ განაცხადა, რომ კოსოვო მოწოდებულია ებრძოლოს რუსეთის და „რეგიონში მისი მარიონეტების“  მავნე გავლენას, რომლებსაც მან ბრალი დასდო კოსოვოს, აშშ-ის, ნატოს და ევროკავშირის მიღწეებისთვის ძირის გამოთხრაში. ... Читать дальше...

Новости России
Москва

Зацепиться за угол. Какое жильё можно купить в Москве за миллион-полтора


თენგიზ ცერცვაძე: ეს უკვე ანტივაქსერული განწყობაც აღარაა, ეს უკვე დაუჯერებელი რამაა

News.ge 

14 ოქტომბერს, 30 თუ 40-ათასიანი მიტინგი იყო, მობილობა, მიკროავტობუსებით ჩამოდიოდნენ ადამიანები, ნახევარზე მეტს პირბადე არ ეკეთა, სხვას რას უნდა მოველოდეთ?- ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ეპიდვითარებასთან და ვაქცინაციის შემცირებულ ტემპთან დაკავშირებით საუბრისას ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, ქვეყანაში ვაქცინაციის ყოველდღიური რაოდენობა მიზერულია და „ადამიანები პირველად აცრაზე თითქმის არ მიდიან“. „ერთი თვის წინ დღიურად 25-30 ათასი ...

რადიო თავისუფლების დაპატიმრებულმა ჟურნალისტმა ყველა დატუსაღებული ყირიმელის გასათავისუფლებლად დახმარების თხოვნით მიმართა ბაიდენს 

Radiotavisupleba.ge 

ვლადისლავ ესიპენკომ, რადიო თავისუფლების შტატგარეშე კორესპონდენტმა, აშშ-ის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს და კანონმდებლებს მიმართა, მეტი გააკეთონ იმისთვის, რომ გაათავისუფლონ 100-ზე მეტი პოლიტიკური პატიმარი, რომლებიც რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის მიერ არიან დაკავებულნი მათი საქმიანობის გამო ყირიმში. ესიპენკო, რომელიც მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში, გამოვიდა მიმართვის წერილით, რომელიც საჯაროდ იქნა წაკითხული 21 ოქტომბერს უკრაინის საელჩოში ვაშინგტონში. ესიპენკომ მოუწოდა ბაიდენს და კონგრესის წევრებს... Читать дальше...

პროკურატურა უარყოფს „იმედის" ეთერით სააკაშვილის ვიდეოს გავრცელებასთან კავშირს

Radiotavisupleba.ge 

ტელეკომპანია „იმედის“ მიერ გავრცელებული ვიდეოს შესახებ განცხადებას აქვეყნებს საქართველოს პროკურატურა. ვიდეო, დიდი ალბათობით, საქართველოსკენ მომავალ გზაზე მიხეილ სააკაშვილმა ტრაილერში გადაიღო. პროკურატურა უარყოფს, რომ ვიდეოს გავრცელებასთან მას კავშირი აქვს. „ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ აღნიშნული ვიდეოჩანაწერი სხვა ვიდეოჩანაწერებთან ერთად გამოძიებამ საწყის ეტაპზევე მოიპოვა და თუ საქართველოს პროკურატურა საჭიროდ ჩათვლიდა ამ ჩანაწერების როგორც მტკიცებულებების გასაჯაროებას, აღნიშნულს ბრიფინგის დღესვე ოფიციალურად გააკეთებდა... Читать дальше...

ბექა ძამაშვილი: 3300 საჩივრიდან 1 საქმეც რომ წაეგო საქართველოს, ნიშნავდა, რომ ომში მანაც რაღაც დააშავა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბექა ძამაშვილმა რადიო თავისუფლების „საღამოს საუბრებში“ შეაფასა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20 ოქტომბრის განჩინებები, რომლის საფუძველზეც დაუშვებლად იქნა ცნობილი საჩივრები საქმეებზე „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“. დაუშვებლად ცნობილი საჩივრები ნაწილია იმ საჩივრებისა, რომლებიც საქართველოს წინააღმდეგ 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიტანეს ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა პირებმა. 2008-2009 წლებში... Читать дальше...

ადვოკატის ცნობით, ციხის სარკმლიდან სააკაშვილის გამოჩენას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა ციხიდან გამოსვლის შემდეგ მედიასთან ილაპარაკა ციხის სარკმლიდან სააკაშვილის გამოჩენის საკითხზე იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოკვლევაზე. „არანაირი გაგრძელება არ ექნება და, შესაბამისად, არანაირი შედეგი არ დადგება", - თქვა ადვოკატმა. რუსთავის #12 პენიტენციური დაწესებულებიდან 21 ოქტომბერს მიხეილ სააკაშვილის პირველი ფოტოს გავრცელების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა. მისი მტკიცებით... Читать дальше...

ათობით ქვეყანამ მოაწერა ხელი დეკლარაციას, რომელიც მოუწოდებს ჩინეთს, დაუშვას დამკვირვებლები სინძიანში

Radiotavisupleba.ge 

43-მა ქვეყანამ მოუწოდა ჩინეთს, დაუშვას ადამიანის უფლებათა დამცველი დამკვირვებლები სინძიანის უიღურთა ავტონომიურ რეგიონში, სადაც უიღურები და სხვა მუსლიმი უმცირესობები ტყვეთა ბანაკებში იმყოფებიან. 43 ქვეყნის მიერ 21 ოქტომბერს ხელმოწერილი დეკლარაცია ჩინეთს მოუწოდებს, უზრუნველყოს დამოუკიდებელი დამკვირვებლების, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ჩათვლით, "დაუყოვნებლივი, არსებითი და შეუზღუდავი" წვდომა სინძიანში. ქვეყნებმა განაცხადეს, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან ვითარებით სინძიანში და ეყრდნობიან სარწმუნო ცნობებს... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Россиянин Сафиуллин потерял четыре места в рейтинге ATP






Генпрокурор России обвинил руководство Минприроды и Росгидромета в затоплении регионов

«В России игр нет»: вышел иностранный документальный фильм о Валиевой и «Самбо-70»

Вандалы надругались над могилой основателя группы «Король и Шут» Горшенева

Врач дал советы аллергикам по заведению домашних животных