ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 06.05.2022

"დიდი შვიდეული" 8 მაისს ზელენსკისთან ვირტუალურ მოლაპარაკებაზე უკრაინისთვის დახმარების განხილვას აპირებს

Radiotavisupleba.ge 

თეთრმა სახლმა განაცხადა, რომ "დიდი შვიდეულის" (G7) ქვეყნების ლიდერები 8 მაისს მოლაპარაკებას გამართავენ უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს წარმომადგენელმა 6 მაისს განაცხადა, რომ ვირტუალური მოლაპარაკებების ყურადღების ცენტრში იქნება რუსული ძალების წინააღმდეგ უკრაინის ბრძოლის უკანასკნელი ამბები. მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკური სახელმწიფოების ლიდერები ეძებენ გზებს კიევის დასახმარებლად და G7 -ის უწყვეტი ერთიანობის საჩვენებლად. დიდი შვიდეულის, G7-ის, ქვეყნების... Читать дальше...

Amnesty International-მა გამოაქვეყნა ახალი ანგარიში რუსეთის არმიის უკრაინაში ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულებზე

Radiotavisupleba.ge 

საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, Amnesty International-მა, გამოაქვეყნა ახალი ანგარიში რუსეთის არმიის მიერ კიევის მახლობლად ჩადენილ სავარაუდო სამხედრო დანაშაულებზე. დოკუმენტში უფლებადამცველები წერენ ქალაქ ბუჩაში 22 მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობაზე და საჰაერო თავდასხმებზე ბოროდიანკაში, რომლის დროსაც 40-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ანგარიშის ავტორების თანახმად, ბუჩაში რიგი მკვლელობები განხორციელდა იარაღით, რომელიც რუსეთის გვარდიისა და რუსეთის არმიის სპეცრაზმის შეიარაღებიდან არის. Amnesty... Читать дальше...

"იციან ყველა დასკვნა, თარიღების მიხედვით" - რისკენ მოუწოდებენ "ოცნებას" ევროპელი პოლიტიკოსები?

Radiotavisupleba.ge 

მდგომარეობის გაუარესების ფონზე, საერთაშორისო პარტნიორები სულ უფრო ხშირად შეახსენებენ ხელისუფლებას, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის დაცვა მისი საზრუნავია და უნდა შესრულდეს სახალხო დამცველის დამოუკიდებელ ექსპერტთა  ჯგუფის რეკომენდაციები.

ზელენსკიმ ხელი მოაწერა უკრაინის კანონმდებლობის „დესოვიეტიზაციას“

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინის კანონმდებლობის „დესოვიეტიზაციის“ შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადა ავრცელებს. კანონპროექტი აუქმებს სსრკ-ის პერიოდის 1200 აქტს. გარდა ამისა, უკრაინის კანონმდებლობაში აღარ იქნება ნახსენები ტერმინები: „დიდი ოქტომბრის სოციალისტური რევოლუციის გამარჯვება“; „ლენინური იდეები კომუნისტური საზოგადოების მშენებლობისთვის“ და ა.შ. უფრო ადრე უმაღლესმა რადამ მიიღო კანონმდებლობა პრორუსული პარტიების უკრაინაში მოღვაწეობის აკრძალვის შესახებ. Читать дальше...

საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმებაზე განბაჟების გარდა დამატებითი საფასური შემოდის

Radiotavisupleba.ge 

14 მაისს ძალაში შევა საქართველოს მთავრობის დადგენილებაში („შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“) შესული ცვლილებები. დოკუმენტის თანახმად, საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმებისთვის იმპორტის გადასახადის გარდა, შემდეგი საფასურის გადახდა იქნება საჭირო: 300 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 3 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 20 ლარი; 3 000 ლარზე მეტი, მაგრამ არაუმეტეს 10 000 ლარის ღირებულების საქონელზე - 100 ლარი; 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე - 300 ლარი. Читать дальше...

ბათუმში სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით მიმდინარე აქციაზე კარვები გაშალეს

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრებმა ბათუმში, აჭარის მთავრობის სახლის წინ კარვები გაშალეს. აქციის მონაწილეებმა მემედ აბაშიძის გამზირის ნაწილი გადაკეტეს და უწყვეტი საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ გამოაცხადეს. „ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, არ დავიშლებით. ვრჩებით ბოლომდე, არსად არ მივდივართ, ვიბრძოლებთ ბოლომდე", -  აცხადებენ აქციის მონაწილეები, რომლის ორგანიზატორები არიან ენმ-ის ბათუმის ორგანიზაციის წევრები.  აქცია-მსვლელობა 20:00 საათზე დაიწყო ბათუმის შოთა რუსთაველის... Читать дальше...

უკრაინა დონორი ქვეყნებისგან 6,5 მილიარდ დოლარს მიღებს

Radiotavisupleba.ge 

ხუთშაბათს, ვარშავაში გამართულ საერთაშორისო დონორთა კონფერენციაზე, უკრაინისთვის 6,5 მილიარდი დოლარი შეგროვდა. ამის შესახებ პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა, მატეუშ მორავიეცკიმ განაცხადა. შეგროვებული თანხები მოხმარდება ჰუმანიტარულ დახმარებას და უკრაინის აღდგენას რუსული აგრესიის შემდეგ. კონფერენციაზე (ვიდეოკავშირით) სიტყვით გამოვიდა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი. მან აღნიშნა, რომ უკრაინის ხელისუფლება უკვე ამზადებს ქვეყნის ომის შემდგომი აღდგენის მასშტაბურ გეგმას. კიევის ეკონომიკის სკოლასთან არსებული... Читать дальше...

ნეთანიაჰუს ექსმრჩეველი: „შეუძლებლად ჩანს რუსეთსა და ისრაელს შორის კეთილმეგობრული ურთიერთობების შენარჩუნება“

Radiotavisupleba.ge 

„პირველ რიგში, იმით დავიწყებ, რომ ლავროვის სიტყვები იმის შესახებ, თითქოსდა, ჰიტლერი წარმოშობით ებრაელი იყო, სხვა არაფერია, თუ არა უსინდისო მონაჩმახი. შემდეგ, იმის ნაცვლად, რომ ლავროვს ბოდიში მოეხადა და საკუთარი სიტყვები უკან წაეღო, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელი ნაციზმის მხარდაჭერაში დაადანაშაულა, მიუღებელი და მცდარი რემარკების ეს ჯაჭვი კი სპიკერმა ზახაროვამ „დააგვირგვინა“, როდესაც განაცხადა, რომ უკრაინაში ებრაელი დაქირავებული მებრძოლები იბრძვიან. ვფიქრობ, ქალბატონ ზახაროვას უბრალოდ არ გაეგება... Читать дальше...



ბათუმში „ნაციონალურმა მოძრაობამ" გამოაცხადა უწყვეტი საპროტესტო აქციების შესახებ

Radiotavisupleba.ge 

„ნაციონალური მოძრაობის" ბათუმის ორგანიზაციამ ბათუმში აქცია-მსვლელობა გამართა. ზღვისპირა ქალაქში შეკრებილებს მიმართა პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიორგი კირთაძემ. მან თქვა, რომ აქცია არ დაიშლება, ვიდრე არ შესრულდება ორი მთავარი მოთხოვნა. კირთაძემ საპროტესტო აქციის მონაწილეებს გააცნო ორი მოთხოვნა: პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაუყოვნებლივ გადაიყვანონ უცხოეთში, ექსპერტების მიერ რეკომენდებულ, სპეციალიზებულ სამკურნალო დაწესებულებაში; შეწყდეს მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური დევნა... Читать дальше...

ალიკა კუპრავა - "ბოღმა და შურისძიება სიკეთეს არავის მოუტანს, დააზიანებს თანაცხოვრებისთვის აუცილებელ პირობებს"

Radiotavisupleba.ge 

კონსტიტუციონალისტი ალიკა კუპრავა ეხმაურება ქილიკს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე: "ხელისუფლება, ალბათ, ატარებს შიდა მოხმარების კვლევებს. ვიღაცას რომ არ მოსწონდეს, ამ განცხადებებს არ გააკეთებდა, ეს ძალიან ცუდია. ...ეს საფრთხეს უქმნის თანაარსებობას ერთ სივრცეში, რასაც სახელმწიფო ჰქვია".

პუტინი დასავლეთს "განკითხვის დღის" გაფრთხილებას გაუგზავნის გამარჯვების აღლუმიდან

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი "განკითხვის დღის" გაფრთხილებას გაუგზავნის დასავლეთს, როცა ის 2022 წლის 9 მაისს, ნაცისტურ გერმანიაზე საბჭოთა კავშირის გამარჯვების 77-ე წლისთავის აღსანიშნავ ზეიმს ჩაატარებს და რუსეთის იარაღის დემონსტრირებას მოახდენს, უკრაინაში მისი ჯარის ბრძოლის ფონზე - იტყობინება Reuters -ი. სააგენტოს თანახმად, ღრმა დასავლური იზოლაციის ფონზე, მას შემდეგ, რაც მეზობელ ქვეყანაში შეჭრის ბრძანება გასცა, პუტინი წითელ მოედანზე ჯარების, ტანკების, რაკეტებისა და კონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტების აღლუმის წინაშე სიტყვით გამოვა. Читать дальше...

რატომ არ შემოუშვა საქართველომ ბრიტანეთის მოქალაქე, წარმოშობით ირანელი მკვლევარი?

Radiotavisupleba.ge 

თეირანში დაბადებული ბრიტანეთის მოქალაქე აიდა ბალაფქანი 26 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან უკან, დიდ ბრიტანეთში გააბრუნეს. 29 წლის მკვლევარს აეროპორტის სასაზღვრო პოლიციამ ქვეყანაში შემოსვლის უფლება არ მისცა. აიდა ფიქრობს, რომ ის საქართველოში ეთნიკური ნიშნით არ შემოუშვეს, რადგან მისმა ბრიტანელმა მეუღლემ, რომელიც აიდასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში, საზღვარი უპრობლემოდ გადმოკვეთა. ახლა აიდა დიდი ბრიტანეთიდან ცდილობს მოიპოვოს საქართველოში ჩამოსვლისა და კვლევითი საქმიანობის გაგრძელების უფლება. Читать дальше...

დნესტრისპირეთის ტელევიზია უკრაინასთან საზღვრიდან „სროლის“ შესახებ იტყობინებოდა

Radiotavisupleba.ge 

მოლდოვის სეპარატისტული რეგიონის, დნესტრისპირეთის სატელევიზიო არხის თანახმად, უკრაინის საზღვარზე, გამშვებ პუნქტზე იყო სროლა. 5 მაისის ცნობაში აღზწერილი შემთხვევის მსგავსი სხვა ინციდენტი ასევე მოხდა სავარაუდოდ, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ დნესტრისპირეთის რეგიონში, რომელიც მოსკოვის ხელშეწყობით არსებობს, არ დადასტურებულა დამოუკიდებელი წყაროების მიერ. ტელეარხი ТСВ Telegram-ით იტყობინება, რომ სავარაუდო ინციდენტი მოხდა პერვომაისკ-კუჩურგანის გამშვებ პუნქტზე დნესტრისპირეთის სამხრეთში. „პერვომაისკის... Читать дальше...

სააკაშვილი აცხადებს, რომ „ევროპის სახალხო პარტიის" ყრილობაზე  დასასწრებად მიწვევა მიიღო

Radiotavisupleba.ge 

რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია"-ს წევრმა ეკა ხერხეულიძემ ჟურნალისტებს გააცნო სააკაშვილის პასუხი „ევროპის სახალხო პარტიის" წერილზე. „დღეს მივიღე დონალდ ტუსკის წერილი ევროპის ყველაზე დიდი პარტიის, „სახალხო პარტიის" სახელით, რომელსაც აქვს დიდი გავლენა ევროკავშირის სტრუქტურებში, ყველა დონეზე. მოწვევა მაქვს მათ ყრილობაზე მაისის ბოლოს. ისინი მთავაზობენ ჩასვლას და სიტყვით გამოსვლას. Читать дальше...

ცენტრი "ემპათია" სააკაშვილის ჯანმრთელობის შესახებ მეოთხე დასკვნას აქვეყნებს

Radiotavisupleba.ge 

6 მაისს ცენტრმა "ემპათიამ" ყოფილი პრეზიდენტის, პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეოთხე დასკვნა გამოაქვეყნა. დასკვნა მომზადებულია შეზღუდული ხასიათის სამედიცინო ინფორმაციისა და სააკაშვილის კლინიკური შემოწმების შეუძლებლობის პირობებში, პენიტენციური დაწესებულებიდან მიღებული სამედიცინო დოკუმენტაციის და წინა შეფასებების საფუძველზე. დასკვნის მიხედვით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ როგორც პენიტენციურ დაწესებულებაში, ასევე გორის სამხედრო ჰოსპიტალში ხორციელდებოდა არასათანადო სამედიცინო მომსახურება... Читать дальше...

ჩეხი მინისტრი: შევეცდებით მოვძებნოთ კომპრომისი, რომელიც უკრაინის წევრობისკენ სწრაფად წაგვწევს წინ

Radiotavisupleba.ge 

ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ დავარწმუნოთ ჩვენი დასავლელი მეგობრები ევროპაში, დასთანხმდნენ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას - უთხრა 6 მაისს რადიო თავისუფლებას ჩეხეთის რესპუბლიკის ევროპის საქმეთა მინისტრმა, მიკულაშ ბეკმა. ჩეხეთი წელს, საფრანგეთის შემდეგ, ივლისიდან დეკემბრამდე იქნება ევროკავშირის მორიგე თავმჯდომარე ქვეყანა. რადიო თავისუფლებამ ბეკს ჰკითხა უკრაინის, ასევე მოლდოვისა და საქართველოს მხრიდან ევროკავშირში წევრობის განაცხადის გაკეთებისა და იმ მოლოდინის შესახებ, რომლის მიხედვითაც ევროკომისია დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს... Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად აქცია იმართება რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან

Radiotavisupleba.ge 

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად და მისი მესამე ქვეყანაში სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ერთიანი ნაციონალური მოძრაობა აქციას მართავს რუსთავში, საპატიმრო დაწესებულებასთან. აქციის მონაწილეები თბილისიდან, პარტიის ცენტრალური ოფისიდან ავტოკოლონებით ჩავიდნენ რუსთავში. რუსთავის ციხესთან გამართულ აქციაზე ლევან ხაბეიშვილმა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრმა თქვა, რომ პოლონეთი არის მზად მიიღოს მიხეილ სააკაშვილი და გაუწიოს მას ის სამედიცინო დახმარება, რომელიც სჭირდება.  რუსთავის... Читать дальше...

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები რუსთავის ციხისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან

News.ge 

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები მხარდამჭერებთან ერთად, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებისკენ ავტოკოლონებით მიემართებიან. ციხესთან გაიმართება აქცია, სადაც მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის  მკურნალობისთვის საზღვარგარეთ გადაყვანას მოითხოვენ. კითხვაზე, იქნება თუ არა დღევანდელ აქციაზე პარტიის თავმჯდომარე ნიკა მელია, როგორც ნადირაძემ განმარტა, ნიკა მელია შეიძლება იყოს ბათუმში, ან დაკავებული იყოს სხვადასხვა საორგანიზაციო საკითხებით, “იმიტომ, რომ ეს აქცია არ არის ერთჯერადი, რასაც ორგანიზება სჭირდება”. Читать дальше...

თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიმულაციებით შეძლებს საპატიმროდან გასვლას და სასჯელისთვის თავის არიდებას, ეს არ გამოვა – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა იქნება დაცული

News.ge 

თბილისის მერის, კახა კალაძის  შეფასებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი  „თვითდაზიანების რეჟიმში“ იმყოფება. როგორც კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, თუ ვინმეს ჰგონია, რომ სიმულაციებით შეძლებს სასჯელისთვის თავის არიდებას, ეს სიცრუეა. „ეს არის თვითდაზიანების რეჟიმი, თუ ეს ასეა, არ ვიცი, არ მაქვს ამასთან დაკავშირებით ინფორმაცია. შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს. ეს არის სახელმწიფოს ინტერესში და რა თქმა უნდა, ...

Новости России
Москва

Эксперт рассказала, как правильно выбрать одежду для спортзала


ჩვენ, ზოგადად, გვინდა, რომ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც

News.ge 

ჩვენ, ზოგადად, გვინდა, რომ სააკაშვილი გაიქცეს ქართული პოლიტიკიდანაც და ციხიდანაც,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან “გირჩის” დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, მიხეილ სააკაშვილის  საზღვარგარეთ გადაყვანაზე უარის თქმა ხომ არ უკავშირდება იმას, რომ ხელისუფლება ფიქრობს, ამით ის სასჯელს გაექცევა. ხვიჩია გამოეხმაურა ასევე, ევროპის სახალხო პარტიის განცხადებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, სადაც ნათქვამია, რომ ის ან საქართველოში კლინიკაში ან საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და ...

რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი – ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა

News.ge 

ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ რუსეთი აღარ არის სანდო პარტნიორი ევროკავშირისთვის. მისი თქმით, რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება ევროკავშირისთვის მარტივი არ იქნება, თუმცა ღირებულებებიდან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტიაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის გადარიცხვა უნდა შეწყვიტოს. „ღირებულებებიდან გამომდინარე გრძელვადიან პერსპექტივაში ევროკავშირმა რუსეთისთვის ფულის გადარიცხვა უნდა შეწყვიტოს. ევროკავშირის ადგილი უკრაინის გვერდითაა. ჩვენ გვინდა, რომ უკრაინამ ეს ომი ...

ამირან გამყრელიძე: თენგიზ ცერცვაძე არ დატოვებს თანამდებობას, ეს საკითხი გადაწყვეტილია!

Radiotavisupleba.ge 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძისა და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას მტკიცებით, დღის წესრიგში აღარ დგას ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის მიერ თანამდებობის დატოვების საკითხი. "თენგიზ ცერცვაძე გახლავთ ჩემი ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი, ის გახლავთ საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული ექიმი, მე მასთან მუდმივად მაქვს კონტაქტი. ამ განცხადების შემდეგაც გიდასტურებთ, რომ რამდენჯერმე მქონდა კონტაქტი თენგიზთან და ვფიქრობთ... Читать дальше...

გაეროს თანახმად, უკრაინაში დაღუპულია 3280 სამოქალაქო პირი

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაზე რუსეთის შეიარაღებული თავდასხმის დაწყების დღიდან, 2022 წლის 24 თებერვლიდან 4 მაისის ჩათვლით, გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარიატს უკრაინაში დაფიქსირებული აქვს 3280 სამოქალაქო პირის დაღუპვის და 3451-ის დაჭრის ფაქტი. დაღუპულია 1183 კაცი, 749 ქალი, 72 გოგო და 86 ბიჭი. კიდევ 73 ბავშვის და 1117 ზრდასრული ადამიანის გვამები ნაპოვნია ისეთ მდგომარეობაში, რომ მათი სქესის დადგენა ჯერჯერობით ვერ შეძლეს. გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატი 5 მაისს განახლებულ ანგარიშში აღნიშნავს... Читать дальше...

სალომე ზურაბიშვილი: მხარდაჭერა არის, რომ ინტეგრაციის დაჩქარება რეალობად იქცეს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფრანგულენოვან გამოცემა Paris Match-თან ინტერვიუში საუბრის ერთი ნაწილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესს დაუთმო. 2 მაისს გამოქვეყნებული ინტერვიუს ქართულ ვერსიას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს. კითხვას - "როგორ ფიქრობთ, საკმარისია საქართველოსთვის გაცემული მხარდაჭერა იმ სიტუაციაში, როდესაც ყველა თვალი უკრაინისკენაა მიმართული? მეტი რა იქნებოდა საჭირო?" - საქართველოს პრეზიდენტმა ასე უპასუხა: "ვფიქრობ, არის ეკონომიკური და ფინანსური მხარდაჭერა... Читать дальше...

საქართველომ კითხვარის მეორე ნაწილი შეავსო - დოკუმენტს 10 მაისს გადასცემენ ევროკომისიას

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს მთავრობა ევროკომისიას 10 მაისს გადასცემს შევსებულ კითხვარს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის სამთავრობო კომისიის სხდომის დასრულების შემდეგ. სხდომა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა მთავრობის ადმინისტრაციაში. "საქართველომ დაასრულა კითხვარის მეორე ნაწილზეც მუშაობა. აღნიშნული დოკუმენტი მხოლოდ და მხოლოდ ტექნიკურ ნაწილში საჭიროებს მომზადებას და ჩვენ ვგეგმავთ, რომ 10 მაისისთვის საქართველომ ევროკომისიას გადასცეს კითხვარის ბოლო ნაწილი. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Рыбакина: знаю, что меня поддерживают в России, но болельщиков из Казахстана намного больше






Минсоцразвития Подмосковья проведет прием 15 мая

Предприятие из Балашихи обеспечило пуск ракеты «Ангара — А5»

Акция «Бессмертный полк в автобусах» пройдет в Подмосковье

Прокуратура показала кадры из салона авто, из-за которого убили москвича