ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 08.05.2022

ბიბილოვმა დამარცხება აღიარა. დე ფაქტო რესპუბლიკას ახალი ე.წ პრეზიდენტი ჰყავს 

Radiotavisupleba.ge 

ჩემთვის ხალხის არჩევანი ეჭვგარეშეა, ჩემს სიტყვას ვასრულებ, როგორც ამას  ყოველთვის ვაკეთებდი, - განუცხადა ჟურნალისტებს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა. მან პარტია „ნიხასის“ ლიდერს ალან გაგლოევს წარმატებული მუშაობა უსურვა. ”მე ნამდვილად ვიმედოვნებ, რომ მას ყველაფერი გამოუვა.“  - თქვა ბიბილოვმა. მან დე ფაქტო  რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს სამოქალაქო მოვალეობის შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა. მე მოხარული ვარ, რომ ანატოლი ბიბილოვმა ხალხის გადაწყვეტილება მიიღო“- განაცხადა ალან გაგლოევმა... Читать дальше...

დე ფაქტო ცესკო წინასწარ შედეგებს აქვეყნებს-გაგლოევი ლიდერობს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში საარჩევნო უბნების დახურვის შემდეგ პირველი განცხადება გააკეთა ცესკოს თავმჯდომარემ ემილია გაგიევამ. ოსურ მედიასთან საუბარში მან განაცხადა, რომ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი ლიდეროს. მისი თქით დათვლილია ბიულეტენების 18 პროცენტი და აქედან ალან გაგლოევს ხმა მისცა 3686-მა ამომრჩეველმა, 59-მა პროცენტმა, ხოლო მოქმედ ე.წ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს 2274-მა ამომრჩეველმა-37 მა პროცენტმა. ყველას წინააღმდეგ ხმა 236 ადამიანმა მისცა. Читать дальше...

ზელენსკიმ კომენტარი გააკეთა აზოვსტალის მცველების განცხადებებზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 8 მაისს, კიევში კანადის პრემიერ-მინისტრთან, ჯასტინ ტრუდოსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე კომენტარი გააკეთა მარიუპოლში, აზოვსტალის ქარხანაში დარჩენილი უკრაინის მცველების განცხადებებზე, რომლებითაც ისინი კვირას უფრო ადრე გამოვიდნენ. "აზოვის" დანაყოფის წევრების თქმით, სახელმწიფომ მათ ვერ აღმოუჩინა საჭირო მხარდაჭერა. "ქალაქ მარიუოპოლის სამხედრო გზით განბლოკვა შეუძლებელია. დღეს ეს შეუძლებელია. ეს არაა მოსაზრებები, ეს არის დასკვნები, რომლებთანაც ჩვენი არმიის ხელმძღვანელობა მივიდა. Читать дальше...

ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ, ტრუდო აცხადებს ახალ სამხედრო დახმარებას, სანქციებს

Radiotavisupleba.ge 

კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ 8 მაისს უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ გამოაცხადა, რომ უკრაინას ახალ იარაღს და აღჭურვილობას მიაწვდის. ამასთან, ტრუდოს განცხადებით, კანადა ახალ სანქციებს უწესებს რუს ინდივიდებს და უწყებებს, რომლებსაც კავშირი აქვთ მოსკოვის უკრაინაში შეჭრასთან. "დღეს ვაცხადებ მეტ სამხედრო დახმარებას, დრონების კამერებს, სატელიტურ იმიჯებს, მცირე შეიარაღებას, ტყვია-წამალს და სხვა სახის დახმარებას, მათ შორის განაღმვითი ოპერაციებისთვის" - თქვა ტრუდომ. Читать дальше...

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი: …რათა არავინ გაბედოს ჩვენი სამშობლოს წმინდა საზღვრების ხელყოფა

News.ge 

მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი მისი მისამართით დასავლეთის ბრალდებებს, რომ მილიტარისტულ განცხადებებს აკეთებს, სისულელეს უწოდებს. ამის შესახებ რუსული მედია იუწყება. მისი განცხადებით, რუსეთი არავის უსურვებს ბოროტებას და არავის დაპყრობა და ოკუპაცია არ სურს. „ჩვენ გვჭირდება მხოლოდ ერთი რამ: ჩვენი ნამდვილი თავისუფლება, ჩვენი დამოუკიდებლობა იმ მსოფლიო ძალაუფლების ცენტრებისგან, რომლებსაც დღეს, სამწუხაროდ, მტრული განწყობა აქვთ რუსეთის მიმართ. ...

რატი ბრეგაძე: მიხეილ სააკაშვილი არსად გაუყვანიათ და იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია

News.ge 

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი “არსად გაუყვანიათ და იგი რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაშია”. რატი ბრეგაძის შეფასებით, “პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი საზოგადოებრივი წარმოდგენების შექმნის მცდელობა სხვა არაფერია თუ არა მავნებლობა”. “მრავალჯერ ვთხოვეთ პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან თავშეკავება. პოლიტიკური მიზნებისთვის ადამიანის ჯანმრთელობის შესახებ მცდარი... Читать дальше...

ჯასტინ ტრუდო: ცხადია, ვლადიმერ პუტინი საზარელ ომის დანაშაულებებზე პასუხისმგებელია

News.ge 

კიევში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე კანადის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ უკრაინაში კანადის საელჩოს გახსნის შესახებ განაცხადა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს მათივე ინფორმაციით, ტრუდომ უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების შესახებ გამოაცხადა, მათ შორისაა მცირე იარაღი, საბრძოლო მასალა, დაფინანსება განაღმვის ოპერაციებისთვის და ა.შ. კანადის პრემიერ-მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ კანადა მომავალ წელს, ყველა უკრაინულ იმპორტზე, რომელიც... Читать дальше...



“სასწრაფო დახმარების ექსკორტი დაიძრა რუსთავის ციხიდან”

News.ge 

“სასწრაფო დახმარების ექსკორტი დაიძრა რუსთავის ციხიდან. დაუდასტურებელი ინფორმაციით, მესამე პრეზიდენტის სავარაუდო გადაყვანა მიმდინარეობს კერძო კლინიკაში,” – ინფორმაცია სოციალური ქსელით ვრცელდება.

ოკუპირებული რეგიონის ე.წ საპრეზიდენტო არჩევნებში, წინასწარი მონაცემებით ოპოზიციის კანდიდატი ლიდერობს

Radiotavisupleba.ge 

თბილისის დროით 21 საათზე დაიხურა საარჩევნო უბნები ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში. დე ფაქტო პრეზიდენტის არჩევნებში მოქმედ ე.წ პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს , პარტია „ნიხასის“ თავმჯდომარე ალან გაგლოევი უპირისპირდება, რომელმაც პირველ ტურში ბიბილოვს საგრძნობი უპირატესობით აჯობა. პირველ ტურში გაგლოევმა ხმების 38,55 პროცენტი მიიღო . ბიბილოვს ხმა მისცა 34,95%-მა. გაგლოევს მხარს დაუჭირა  მეორე ტურში ვერ გადასულმა  სამივე კანდიდატმა, მათ მიერ მიღებული ხმების საერთო რაოდენობა კი ჯამში 60 პროცენტს შეადგენს. ... Читать дальше...

კიდევ ერთი ცხინვალელი ჯარისკაცი დაიღუპა უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებულ ცხინვალში უკრაინიდან ჩამოსვენებული კიდევ ერთი ჯარისკაცი დამარხეს. 28 წლის ალან თედეევი რუსეთის საოკუპაციო -სამხედრო ბაზაზე მსახურობდა. როგორც ოსური მედია იუწყება, უკრაინაში წასვლამდე სამხედრო მოსამსახურე თედეევი, მანამდე სირიასა და დონბასის ე.წ რესპუბლიკებში იბრძოდა. ”მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ის იყო ჯარისკაცი და ის მოკვდა, როგორც ჯარისკაცი”, - თქვა გარდაცვლილის დედამ, სვეტლანა ჯაგაევამ. ქუჩაზე, სადაც თედეევი ცხოვრობდა, შეიკრიბნენ მეზობლები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, დე ფაქტო რესპუბლიკის... Читать дальше...

დიდი შვიდეულის ლიდერების და ზელენსკის შეხვედრის შემდეგ, აშშ-მა სანქციები დაუწესა რუსეთის ტელევიზიებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-მა გამოაცხადა სანქციები რუსეთის სამი სატელევიზიო სადგურის და გაზპრომბანკის აღმასრულებელი პირების მიმართ, და, ამავე დროს, ამერიკელებს აუკრძალა რუსებისთვის საბუღალტრო და საკონსულტაციო სერვისების გაწევა. სანქციები გამოცხადდა მას შემდეგ, რაც დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნების ლიდერებმა ვირტუალური შეხვედრა გამართეს უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომის განხილვის მიზნით.  სანქციები, რომლებიც შეეხო რუსეთის პირველ არხს, რასია 1-ს და NTV-ს... Читать дальше...

ჯილ ბაიდენი უკრაინის პირველ ლედის შეხვდა, დასავლეთ უკრაინაში მოულოდნელი ვიზიტისას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პირველი ლედი, ჯილ ბაიდენი, მოულოდნელი ვიზიტით ჩავიდა დასავლეთ უკრაინაში, სადაც შეხვედრა გამართა ოლენა ზელენსკასთან, უკრაინის პრეზიდენტის მეუღლესთან, სკოლის შენობაში, რომელიც ამჟამად უკრაინელი მიგრანტების დროებითი თავშესაფარია. 8 მაისს, დედის დღეს, ბაიდენის ეს ვიზიტი წარმოადგენს აშშ-ის მაღალი რანგის სტუმრის მორიგ ჩასვლას უკრაინაში, რუსეთთან ომის პერიოდში. ჯილ ბაიდენის თქმით, მას სურდა ეს ვიზიტი დედის დღეს შემდგარიყო, რათა უკრაინის ხალხისთვის ეჩვენებინა, რომ "ეს ომი უნდა დასრულდეს, რომ ეს... Читать дальше...

„შეძრწუნებული ვარ“ - ლიზ ტრასი ლუგანსკში სკოლის დაბომბვას გამოეხმაურა

Radiotavisupleba.ge 

გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა ტვიტერზე დაწერა, რომ „შეძრწუნებულია“ რუსეთის მიერ ლუგანსკში სკოლის დაბომბვით, რის შედეგადაც  უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. მისი სიტყვებით, მშვიდობიანი მოსახლეობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიზანმიმართული დაბომბვა ომის დანაშაულია: „ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ პუტინის რეჟიმმა პასუხი აგოს",- წერს ლიზ ტრასი. ლუგანსკის რაიონში, სოფელ ბელოგოროვკაში, რუსი სამხედროების მიერ სკოლის დაბომბვას ათობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. სკოლის სარდაფში თავს  90-მდე ადამიანი აფარებდა თავს. Читать дальше...

კოლექტიური დავის მედიატორი ბორჯომის ქარხნის თანამშრომლებს ხელმძღვანელობასთან მოლაპარაკებას დაჰპირდა

Radiotavisupleba.ge 

კოლექტიური დავის მედიატორი ანა სამსონია დღეს, 8 მაისს ბორჯომში ჩავიდა. ის ქარხნის თანამშრომლებს ხვდება. მოგვიანებით კი კომპანიის ადმინისტრაციასთან გამართავს მოლაპარაკებას. სამსონიას თქმით, ყველაფერს გააკეთებს რომ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიონ. კომპანია" ბორჯომის" თანამშრომლები ხელმძღვანელობისგან ხელფასების 10%-ით გაზრდას, სამსახურიდან გათავისუფლებული ადამიანების აღდგენას და ძველი ხელშეკრულებების დაბრუნებას ითხოვენ. კომპანია "IDS ბორჯომი საქართველოს" თანამშრომლებმა აქცია გამართეს გაჩერებული საწარმოს მიმდებარე ტერიტორიაზე. Читать дальше...

ჯასტინ ტრუდო უკრაინის ქალაქ ირპენში ჩავიდა

Radiotavisupleba.ge 

კანადის პრემიერ-მინისტრი უკრაინაშია. ჯასტინ ტრუდომ დაბომბილი ქალაქი ირპენი ქალაქის მერთან, ალექსანდრ მარკუშინთან ერთად დაათვალიერა. „მქონდა კანადის პრემიერ მინისტრთან ჯასტინ ტრუდოსთან საუბრის პატივი. ის ჩამოვიდა ირპინში, რათა საკუთარი თვალით ენახა მთელი ის საშინელება, რაც რუსმა სამხედროებმა დამართეს ჩვენს ქალაქს. ის შოკირებული იყო“, - აცხადებს ირპენის მერი. ფოტოები ირპენის მერის ტელეგრამის გვერდზე ვრცელდება. 8 მაისს უკრაინას ასევე სტუმრობდა აშშ-ს პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, რომელიც უჟგოროდში უკრაინის პირველ ლედის ელენა ზელენსკას შეხვდა. Читать дальше...

CNN: შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მოულოდნელად დღეს უკრაინაში ჩავიდა

News.ge 

შეერთებული შტატების პირველი ლედი ჯილ ბაიდენი მოულოდნელად დღეს უკრაინაში ჩავიდა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. უკრაინის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე ქალაქ უჟჰოროდში, ჯილ ბაიდენი დევნილთა თავშესაფრად გადაკეთებულ სკოლას ეწვია. მას ადგილზე უკრაინის პირველ ლედი ოლენა ზელენსკა შეხვდა, რომელიც როგორც მედია წერს, 24 თებერვალს ომის დაწყების შემდეგ საზოგადოებაში არ გამოჩენილა. „დედის დღეს მინდოდა ჩავსულიყავი. ჩვენ ვფიქრობდით, რომ მნიშვნელოვანი იყო უკრაინელი ...

კულება რუსი სამხედრო დამნაშავეების გასასამართლებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნას ითხოვს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ მსოფლიოს, რუსი სამხედრო დამნაშავეებისთვის სპეციალური ტრიბუნალის შექმნისკენ მოუწოდა. "ჩვენ გვჭირდება სპეციალური ტრიბუნალი უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი აგრესიული დანაშაულებისთვის, რათა რუსეთის ხელმძღვანელობა პასუხისგებაში მიეცეს. გუშინ ვილნიუსში ამ საკითხზე პირველ საერთაშორისო კონფერენციაზე ვისაუბრე. მადლობელი ვარ ორგანიზატორების და ვიმეორებ ჩემს მოწოდებას მხარი დავუჭიროთ ტრიბუნალის შექმნას", – წერს დმიტრო კულება ტვიტერზე. უკრაინაში მიმდინარე... Читать дальше...

თინა ხიდაშელი: არ მიყვარს ხოლმე საყოველთაო გმობაში ჩართვა მაგრამ ამას ვერ გავატარებ “თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”

News.ge 

“არ მიყვარს ხოლმე საყოველთაო გმობაში ჩართვა მაგრამ ამას ვერ გავატარებ “თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, თუ არ ჩავთვლით სატვირთო თვითმფრინავებით გამოყრილ ქართველებს, თუ არ ჩავთვლით გაბულდოზერებულ ქართულ სოფლებს, თუ არ ჩავთვლით საკუთარ სამშობლოში ნაწამებ არჩილ ტატუნაშვილს და გიგა ოთხოზორიას, ათასობით მისნაირად ტვინმოწამლულ ქართველს რომელსაც შეუძლია თქვას “თუ არ ჩავთვლით ოკუპაციას”, აღარაფერს ვამბობ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ...

Новости России
Москва

Собянин назначил нового главу Стройкомплекса Москвы


აზოვსტალის მცველები აცხადებენ, რომ ბოლომდე იბრძოლებენ, ზელენსკი მოლაპარაკებას გამართავს დიდი შვიდეულის ლიდერებთან

Radiotavisupleba.ge 

სტრატეგიულ პორტ მარიუპოლში, ინტენსიური შეტევის ობიექტად ქცეულ აზოვსტალის მეტალურგიული ქარხნის შენობაში დარჩენილი ბოლო უკრაინელი სამხედროები 8 მაისს აცხადებენ, რომ უკან არ დაიხევენ, იმ ფონზე, როცა მათ გააფთრებული ბრძოლა ელის რუსეთის ძალებთან, ქარხნიდან სამოქალაქო პირების ევაკუაციის შემდეგ.  "ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ ცოცხლები ვიქნებით, საიმისოდ, რომ რუს ოკუპანტებს უკან დავახევინოთ" - ამბობს კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი, უკრაინის აზოვის დანაყოფის მეთაურის მოადგილე, ინტერნეტით გადაცემულ პრესკონფერენციაზე. Читать дальше...

ბუნდესტაგის პრეზიდენტი კიევს სტუმრობს

Radiotavisupleba.ge 

გერმანიის პარლამენტის, ბუნდესტაგის პრეზიდენტი, ბაერბელ ბასი 8 მაისს კიევში ჩავიდა, მეორე მსოფლიო ომის მსხვერპლთათვის პატივის მისაგებად და უკრაინის ლიდერებთან მოლაპარაკების გასამართად - იუწყება გერმანიის პარლამენტის პროტოკოლის განყოფილების ხელმძღვანელი, ენრიკო ბრისა ტვიტერით. ბრისა ტვიტერზე აქვეყნებს ბაერბელ ბასის და უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის და უკრაინის სხვა ოფიციალური პირების შეხვედრების ამსახველ ფოტოებს. ბასი უკრაინაში ავტობუსით ჩავიდა და მას უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალი შეეგება. Читать дальше...

გიული ალასანია პენიტენციურ სისტემას არ ენდობა

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის არ ენდობა მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ „სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“. „პენიტენციური სისტემა აცხადებს, რომ არ ენდობიან ექიმების დასკვნებს, რომ ისინი არინ სუბიექტურები და როგორც ჩანს, ისინიც ომის პარტიის წევრებად მიჩნიათ, მე კიდევ არ ვენდობი პენიტენციურ სისტემას“... Читать дальше...

უკრაინა და რუსეთი აცხადებენ მოწინააღმდეგის დანაკარგებზე კუნძულ ზმეინიზე

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის და რუსეთის მხარეები უკვე მეორე დღეა აცხადებენ ბრძოლებზე შავი ზღვის აკვატორიაში, უკრაინის კუნძულ ზმეინისთან ახლოს. მხარეები აცხადებენ დანაკარგზეც, რომელიც მოწინააღმდეგემ განიცადა. ომის პირობებში ამ განცხადებების დამოუკიდებლად დადასტურება რთულია და ძირითადად არ ხერხდება.  უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა 8 მაისს იუწყება, რომ "ბაირახტარის" ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატებმა გაანადგურა "რაპტორის" ტიპის ორი, და "სერნას" ტიპის ერთი სადესანტო კატერი. ამავე დროს, უკვე ორი დღეა იუწყებიან საზენიტო-სარაკეტო კომპლექს "ტორის" განადგურებაზეც.

ბონომ კიევის მეტროში იმღერა

Radiotavisupleba.ge 

ლეგენდარული ირლანდიური როკჯგუფის, U2-ს სოლისტმა ბონომ 8 მაისს კიევის მეტროში ჯგუფის ცნობილი კომპოზიციები შეასრულა და ასე გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ. ინსტაგრამზე გავრცელდა ვიდეო, სადაც ბონო მეტროსადგურ „ხრეშჩატიკზე“ მღერის - მისი გამოჩენა იმ დროს მეტროში მყოფი ყველა უკრაინელისათვის სიურპრიზად იქცა. U2-ის მუსიკოსებმა შეასრულეს ყველასთვის ცნობილი ჰიტები, მათ შორის, ცნობილი სიმღერა "With or without you". „ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ. გმადლობთ, ბატონო ბონო“, - წერენ ისნტაგრამზე.

ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ რუსეთის ჯარები მიზანმიმართულად ბომბავენ საავადმყოფოებს

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სახალხო დამცველი, ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ უკრაინაზე აგრესიული თავდასხმის განხორციელებისას, რუსეთის ფედერაციის ჯარები მიზანმიმართულად ბომბავენ სამედიცინო დაწესებულებებს და სამედიცინო ტრანსპორტს, რაც არღვევს უკრაინელების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უფლებას. მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 10 ექიმი დაიღუპა, 500-მდე საავადმყოფო დაზიანდა, ხოლო 40 სამედიცინო დაწესებულება სრულად განადგურდა. უკრაინის სახალხო დამცველი აცხადებს, რომ საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონი კრძალავს შეიარაღებული... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Андрей Рублёв

Теннисист Рублев разбил ракетку после поражения на турнире в Барселоне






«585*ЗОЛОТОЙ» в обновленном дизайне открылся в ТРЦ «Лапландия» в Кемерово

На окружном полуфинале конкурса «Это у нас семейное» Калмыкию представляют четыре семьи

Синоптик Тишковец: в Подмосковье выпало 45% от месячной нормы осадков

Любопытство побуждает писать диктант и самообразовываться