ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 09.05.2022

პეტრო პოროშენკომ მოსკოვში გამართულ აღლუმს ,,დამარცხების მარში” უწოდა

News.ge 

უკრაინის ყოფილმა პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ ,,სქაი ნიუსთან” საუბრისას მოსკოვში გამართულ აღლუმს ,,დამარცხების მარში” უწოდა. პოროშენკოს თქმით, პუტინი არის ის, ვინც ყველაზე თავდასხმას, მათ შორის ნატოს წევრ ქვეყნებზე თავდასხმას ცდილობს. ,,ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ვლადიმერ პუტინი სრულიად გიჟია. ის ცხოვრობს პარალელურ, განსხვავებულ სამყაროში. ეს არის უკრაინული მიწა, მას შენთან არანაირი კავშირი აქვს და ჩვენ ...

ლუკაშენკო: არცერთ თქვენგანს ხომ არ სურს ომი, მაგრამ …

News.ge 

არ არის დრო გაიგოთ ერთმანეთის და გაჩერდეთ? არცერთ თქვენგანს ხომ არ სურს ომი, მაგრამ ევროპულმა დედაქალაქებმა ყველაფერი გააკეთეს, რომ ეს ომი შემდგარიყო, – ამის შესახებ ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა. მისივე თქმით, მაშინ, როდესაც ბელარუსს რუსეთის მხარდაჭერისთვის აკრიტიკებენ თავად მთელი ევროპა ებრძვის რუსეთს უკრაინაში. ლუკაშენკოს განმარტებით, ბელარუსს არც მორალური და არც იურიდიული უფლება არ აქვს, ...

ბაიდენმა ხელი მოაწერა "ლენდ-ლიზის" კანონს უკრაინისთვის, რაც დააჩქარებს სამხედრო დახმარების მიწოდებას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა 9 მაისს ვაშინგტონში ხელი მოაწერა ორპარტიულ ინიციატივას, რომლითაც აღადგენს მეორე მსოფლიო ომის "ლენდ-ლიზის" პროგრამას. თავის დროზე ამ პროგრამით ხელი შეეწყო ნაცისტური გერმანიის დამარცხებას, ამჯერად ის მიზნად ისახავს კიევის გაძლიერებას, მისთვის აშშ-ის იარაღის მიწოდების გაიოლების გზით.  ახალი კანონი დიდწილად სიმბოლური მნიშვნელობისაა, თუმცა ის ემთხვევა კონგრესის ინიციატივას დამატებით 33 მილიარდი დოლარის ან მეტის რესურსი გამოიყოს უკრაინის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარებისთვის. Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: “ლენდ-ლიზის” კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია

News.ge 

აშშ-ს პრეზიდენტის მიერ “ლენდ-ლიზის” აქტზე ხელმოწერას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ,,ტვიტერის” გვერდზე ეხმაურება. აქტი, რომელსაც უკრაინის დასახმარებლად მოეწერა ხელი, ზელენსკის თქმით, ისტორიული ნაბიჯია. ,,მადლობელი ვარ აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენისა და ამერიკელი ხალხის, ჩვენი თავისუფლებისა და მომავლისთვის ბრძოლაში უკრაინის მხარდაჭერისთვის. ,,ლენდ-ლიზის” შესახებ კანონის ხელმოწერა ისტორიული ნაბიჯია. დარწმუნებული ვარ, ისევ ერთად გავიმარჯვებთ და ჩვენ, დავიცავთ დემოკრატიას უკრაინაში და ...

ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა

News.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა უკრაინისთვის „ლენდ-ლიზის“ შესახებ კანონს ხელი მოაწერა, რითიც კანონი ოფიციალურად ძალაში შევიდა. ხელმოწერის ცერემონია თეთრ სახლში გაიმართა. აღნიშნული საკანონმდებლო აქტი, რუსეთის აგრესიის ფონზე, პრეზიდენტ ბაიდენს საშუალებას მისცემს, ეფექტურად და სწრაფად გაუგზავნოს იარაღი და სხვა სახის აღჭურვილობა უკრაინას. შეგახსენებთ, ლენდ-ლიზის აქტს გასულ თვეში, აშშ-ის კონგრესის ორივე პალატამ დაუჭირა მხარი. ისტორიული მნიშვნელობის ...

Lend-Lease-ის მასშტაბი და რუსულ-საბჭოთა უმადურობა

Radiotavisupleba.ge 

9 მაისს, როცა რუსეთი მეორე მსოფლიო ომში „გამარჯვების დღეს“ აღნიშნავდა, აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონპროექტს უკრაინისათვის დახმარების შესახებ, რომელიც საშუალებას აძლევს ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას, გრძელვადიანი სესხი-იჯარით შეიარაღება და სხვა სახის ნაწარმი მიაწოდოს უკრაინას. Lend-Lease-ით ცნობილმა ამერიკის სახელმწიფო პროგრამამ თავის დროზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა მეორე მსოფლიო ომის ბედის გადაწყვეტაში. 1941-1945 წლებში ამერიკის შეერთებული შტატები საბჭოთა კავშირს სწორედ ამ პროგრამის ფარგლებში ამარაგებდა საბრძოლო მასალით... Читать дальше...

„გადავურჩეთ 9 მაისს“. სერგეი მედვედევი წმინდა ომის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა აღდგომა ისე აღნიშნა, რომ არცერთი დღით არ შეუწყვეტია უკრაინის ქალაქებისთვის ცეცხლის დაშენა და მშვიდობიანი მოქალაქეების ხოცვა, ზარების რეკვაში გაატარა აღდგომის შემდგომი კვირა და შეეგება კვირაცხოვლობას, რომელიც წელს საბჭოთა პირველმაისობას დაემთხვა. დგება მორიგი რელიგიური დღესასწაული, 9 მაისი - გამარჯვების დღე. ხალხი მსვლელობებს მართავს, დაატარებენ დაღუპული ჯარისკაცების პორტრეტებს (ახლა უკრაინაში ომში დაცემულებისაც), მართავენ შეკრებებს მემორიალებთან, ბავშვებს „პილოტკებს“ დაახურავენ და „გიმნასტიორკებში“ გამოაწყობენ. Читать дальше...

თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, რომ თანამდებობაზე რჩება

Radiotavisupleba.ge 

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალური დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველი არხის" ეთერში განაცხადა, რომ თანამდებობაზე რჩება.   „დიახ, ვრჩები. ერთი, რამაც მაფიქრებინა, რომ ის განცხადება ემოციური იყო და შეიძლება, საქმისთვის და ქვეყნისთვის სჯობს, დავრჩე არის ის, რომ ძალიან საინტერესო იყო რეაქცია. მე რომ მეგონა თავიდან, მთელი ქვეყანა დაინგრა და ჩემს წინააღმდეგ არის, აღმოჩნდა, რომ ეს არის საზოგადოების ძალიან მცირე ნაწილი, იმდენად მცირე, რომ მე ეს განწყობები და მსგავსი შეფასებები ვერსად ვიგრძენი, ვერც სამსახურში, ვერც ყოფით პირობებში.



რუსეთში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა ლუკოილის ყოფილი მთავარი მენეჯერი

Radiotavisupleba.ge 

გავრცელებული ცნობებით, გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა კომპანია ლუკოილის ყოფილი მთავარი მენეჯერი, ალექსანდრ სუბოტინი - რაც წარმოადგენს მორიგ შემთხვევას რუსი ბიზნესმენების საეჭვო სიკვდილისა მას მერე, რაც მოსკოვი უკრაინაში შეიჭრა.  9 მაისს მედიაში ვრცელდება მოსკოვის რეგიონულ პოლიციასთან დაახლოებული წყაროების სიტყვები, რომ ტარდება ექსპეტრიზა იმის დასადგენად, არის თუ რა ნარკოტიკები სუბოტინის სხეულში. სუბოტინი გარდაცვლილი იპოვეს ერთი დღით ადრე, მოსკოვთან ახლოს მდებარე ქალაქ მიტიშჩიში მდებარე სახლში. Читать дальше...

პუტინის 9 მაისი - გამარჯვების ანგარიშისა და საბრძოლო თვითმფრინავების გარეშე

Radiotavisupleba.ge 

2022 წლის 9 მაისს, უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ომის გაჩაღების 75-ე დღეს, მოსკოვში, წითელ მოედანზე ნაციზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავს აღნიშნავდნენ.

ალან გაგლოევის ე.წ. ინაუგურაცია დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული ალან გაგლოევის ინაუგურაცია დაახლოებით ორ კვირაში გაიმართება. ამის შესახებ ცხინვალში გამართულ პრესკონფერენციაზე დე ფაქტო რესპუბლიკის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ემილია გაგიევამ განაცხადა. „პრეზიდენტის არჩევნების შესახებ, საკონსტიტუციო კანონის 49-ე მუხლის თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისია არჩევნების შედეგებს აცხადებს, არჩევნების ჩატარებიდან არაუგვიანეს 5 დღისა. კონსტიტუციის შესაბამისად არჩეული პრეზიდენტი... Читать дальше...

სენატორი ჯიმ რიში გმობს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის რესპუბლიკელი წევრი ჯიმ რიში „ტვიტერში" პოსტს ავრცელებს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებული ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ.  „უკრაინა არ არის ერთადერთი ერი, რომლის დაშლა და განადგურება სცადა პუტინმა. სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს იმ ორი რეგიონიდან ერთ-ერთი, რომელიც ოკუპირებულია რუსეთის მიერ.  მე და საერთაშორისო საზოგადოება ვგმობთ გუშინდელ უკანონო არჩევნებს სამხრეთ ოსეთში და განვაგრძობთ საქართველოს სუვერენიტეტის მხარდაჭერას", - წერს ჯიმ რიში. Читать дальше...

მაკრონი აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას წლები დაჭირდება, გამოდის "პოლიტიკური გაერთიანების" იდეით მსურველი ქვეყნებისთვის

Radiotavisupleba.ge 

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის თქმით, უკრაინის ევროკავშირში ოფიციალურად გაწევრიანებას შესაძლოა წლები დაჭირდეს. მაკრონი გამოდის ინიციატივით, შეიქმნას ახალი პოლიტიკური ორგანიზაცია ევროპული ქვეყნებისთვის, რომლებიც საერთო ღირებულებებს იზიარებენ.  9 მაისს, სტრასბურგში გამოსვლისას მაკრონმა თქვა, ამჟამინდელი წესებით ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი ნიშნავს, რომ მას, შესაძლოა, წლები დაჭირდესო. მაშინაც კი, თუკი კანდიდატის სტატუსი ხვალ გაიცემა, "ყველამ კარგად ციცით, რომ პროცესი, რომელიც გაწევრიანებას გახდის შესაძლებელს... Читать дальше...

რა უნდა ვიცოდეთ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანების პროცესზე

Radiotavisupleba.ge 

ისე ჩანს, რომ ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ დროის საკითხია. თუმცა, შემდეგი რამდენიმე კვირა გადამწყვეტი იქნება ლიდერებისთვის ჰელსინკიშიც და სტოკჰოლმშიც. რუსეთის მიერ უკრაინაზე თავდასხმის დაწყებიდან 10 კვირა გავიდა და ტრანსატლანტიკური სამხედრო ალიანსი სულ უფრო უახლოვდება იმ მომენტს, როდესაც მისი წევრების რაოდენობა 30-დან 32-მდე გაიზრდება. აი, რა უნდა ვიცოდეთ ამ პროცესის შესახებ.   რომელია მნიშვნელოვანი თარიღები? 11 მაისს ფინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი პლენარულ... Читать дальше...

როგორ ისწავლება მეორე მსოფლიო ომი?

Radiotavisupleba.ge 

მეორე მსოფლიო ომის წინაპირობებს, მის დასაწყისს, ფაზებს, დასასრულსა და ომის შედეგებს მოსწავლეები მეცხრე და მეთორმეტე კლასებში სწავლობენ. არის თუ არა ამ მხრივ ისტორიის თანამედროვე სახელმძღვანელოები მრავალმხრივი წყაროებითა და კონკრეტული ფაქტებით გაჯერებული? არის თუ არა სრულად დისტანცირებული საბჭოური კლიშეებისგან, იმისათვის, რომ მოსწავლეებმა მაქსიმალურად შეძლონ სრულყოფილი ინფორმაციის მიღება მეორე მსოფლიო ომის კონტექსტის, თავად ომისა და შემდგომ უკვე მისი შედეგების შესახებ? - ეს არის ის მთავარი კითხვები და გამოწვევები... Читать дальше...

შარლ მიშელი: მარცვლეულით სავსე კონტეინერთა ექსპორტი იბლოკება რუსეთის მიერ ოდესაზე იერიშის ფონზე

Radiotavisupleba.ge 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის თქმით, ოდესიდან იბლოკება მარცვლეულით სავსე კონტეინერების ექსპორტი, იმ ფონზე, როცა რუსეთი იერიშებს აწარმოებს უკრაინის ამ საპორტო ქალაქზე. 9 მაისს, ოდესაში ვიზიტის დროს მიშელმა თქვა, რომ ბურღულის, ხორბლის და სიმინდის კონტეინერები საექსპორტოდ მზადაა, რაც "გლობალურ რეაგირებას" მოითხოვს. "ეს ძალიან საჭირო საკვები გაჩერებულია, რუსეთის ომის და შავი ზღვის პორტების ბლოკადის გამო. ეს დრამატულ შედეგებს იწვევს [ეკონომიკურად] სუსტი ქვეყნებისთვის" - წერს მიშელი ტვიტერზე. Читать дальше...

„პუტინი უნდა წავიდეს“, - „ლენტა.რუ“-ს ჟურნალისტების უპრეცედენტო პროტესტი

Radiotavisupleba.ge 

9 მაისს დილით, როდესაც რუსეთში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვებისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიებები ახალი დაწყებული იყო, რუსეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ საინფორმაციო ინტერნეტგამოცემა „ლენტა.რუ“-ს საიტზე უკრაინის წინააღმდეგ ომისა და ხელისუფლების მწვავე კრიტიკის შემცველი რამდენიმე მასალა გამოქვეყნდა.

მდინარაძის თქმით, საქართველოს სხვა ქვეყნებზე მეტი შანსი აქვს, მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი

Radiotavisupleba.ge 

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა ევროკომისიის კითხვარზე, რომლის მეორე ნაწილის პასუხებიც საქართველომ 10 მაისს უნდა წარადგინოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად. დეპუტატის აზრით, საქართველოს სტატუსის მისაღებად სხვა ქვეყნებზე მეტი შანსი აქვს. „დაანონსდა, რომ კითხვარის მეორე ნაწილი ხვალ, 10 მაისს იქნება გადაცემული. მე ვფიქრობ, არ გადავაჭარბებ თუ ვიტყვი, რომ გვაქვს სხვაზე მეტი შანსი“, - განაცხადა მდინარაძემ. Читать дальше...

Новости России
Москва

Бастрыкин взял дело хирурга, на которого пожаловались пациенты, на контроль


„ღმერთი დავითისკენაა და არა გოლიათისკენ - უკრაინა დაამარცხებს რუსეთს!“ - პატრიარქი ფილარეტი

Radiotavisupleba.ge 

„პირველ რიგში, ყველა მართლმადიდებელ ხალხს შევთხოვთ, ჩვენთვის ილოცონ, რათა ჩვენთან მშვიდობა სუფევდეს, რათა სიმართლემ გაიმარჯვოს, რაც უკრაინის გამარჯვებაც იქნება“, - ეუბნება უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის საპატიო პატრიარქი ფილარეტი რადიო თავისუფლებას. ვაჟა თავბერიძე კიევის საპატრიარქოს მეთაურს, პატრიარქ ფილარეტს (ერისკაცობაში მიხაილო დენისენკო) პრაღიდან ესაუბრა. რადიო თავისუფლება: თავდაპირველად, მინდა პაპი ფრანცისკეს ბოლოდროინდელ განცხადებებზე გკითხოთ. მისი თქმით, „შესაძლოა, ნატოს ყეფამ რუსეთის... Читать дальше...

წითელი ღვინო სტალინის ეტიკეტით - 9 მაისის საჩუქარი ვეტერანებს

Radiotavisupleba.ge 

9 მაისს მეორე მსოფლიო ომის ხანდაზმულ ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 77-ე წლისთავის აღსანიშნავად თითო ბოთლი ქართული წითელი ღვინო აჩუქეს.

"ქართული ოცნება" ეკონომიკის მინისტრს ინფლაციასთან დაკავშირებით კითხვებს უგზავნის

Radiotavisupleba.ge 

მმართველი პარტია "ქართული ოცნება" საპარლამენტო ფრაქციის სახელით საქართველოს ეკონომიკის მინისტრს, ლევან დავითაშვილს ორ კითხვას გაუგზავნის. ინტერპელაციის გზით მინისტრთან კომუნიკაციაზე უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. "ეკონომიკის მინისტრს კითხვა დაესმება ინფლაციასთან დაკავშირებით, მათ მოქმედებებთან დაკავშირებით და იმასთან დაკავშირებით, რა გავლენას ახდენს რეგიონში მიმდინარე მოვლენები, ძალიან ნეგატიური მოვლენები, მიმდინარე ომი... Читать дальше...

ვინ არის გაგლოევი და რა შეიცვლება მისი გამარჯვებით ოკუპირებულ რეგიონში?

Radiotavisupleba.ge 

8 მაისს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, საარჩევნო უბნების დახურვიდან 4 საათში დე ფაქტო რესპუბლიკის  მოქმედმა ე.წ. პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა არჩევნებში დამარცხება აღიარა. მან ამომრჩეველს მადლობა გადაუხადა და ალან გაგლოევს წარმატება უსურვა.

პრემიერი: ომის შედეგები განსაზღვრავს მომავალ დღეებს მთელი მსოფლიოსთვის, მათ შორის ჩვენთვის

Radiotavisupleba.ge 

„ევროპის დღისადმი“ მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული არჩევანი არის უალტერნატივო გადაწყვეტილება არა მარტო ამჟამინდელი მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის. ღარიბაშვილმა აგრეთვე ილაპარაკა უკრაინის შესახებ. „ჩვენ კიდევ ერთხელ ვუერთდებით მოწოდებებს, მინდა კიდევ ერთხელ გამოვხატავო ჩვენი სოლიდარობა უკრაინის მიმართ, უკრაინელი ხალხის მიმართ და ვუსურვო ჩვენს უკრაინელ, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოს მშვიდობის აღდგენა მოკლე დროში"... Читать дальше...

ზურაბიშვილი: უკრაინამ თავისი გმირული ბრძოლით დაგვიჩქარა ევროპის გზის გახსნა

Radiotavisupleba.ge 

ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ ორგანიზებული ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. „დღეს უმძიმეს გამოწვევის წინაშე იმყოფება ევროპა, ომი შუაგულ ევროპაში თვით ევროკავშირს ემუქრება, რამეთუ რუსეთმა ომი გამოუცხადა არა მხოლოდ უკრაინას, არამედ ყველა იმ პრინციპებს, რაზედაც დგას ევროპა: ჰელსინკის პრინციპები, საერთაშორისო სამართლის კანონები, ყოველივე სახელმწიფოს სუვერენობის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა, სამართლიანობა და დემოკრატია. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Сафиуллин не смог выйти во второй круг турнира ATP в Барселоне






Со следующей недели в Московской области начнут отключать отопление

Между Москвой и ближайшими городами запустят дополнительные электрички

Синоптик Позднякова предупредила о сильном ветре в столице 19 апреля

Режиссер Федор Петрухин скончался в возрасте 72 лет