ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 10.05.2022

იაგო ხვიჩია: თუ „ნაცმოძრაობა“ გადაწყვეტს, რომ…

News.ge 

თუ “ნაციონალური მოძრაობა” გადაწყვეტს, რომ დაიშალოს და შემდეგ არჩევნებში არ მიიღოს მონაწილეობა, ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ მათ ინიციატივებს, რომელიც მიმართული იქნება სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანისკენ თუ გათავისუფლებისკენ,- ამის შესახებ „გირჩის“ დეპუტატმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ “ნაციონალური მოძრაობა” გეგმავს პარლამენტს მიმართოს, რომ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის შემთხვევაში, თავდებში ჩაუდგებიან, რომ მკურნალობის შემდეგ... Читать дальше...

ზელენსკიმ კიევში მიიღო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი. კიევში კვლავ გაიხსნა გერმანიის საელჩო

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ კიევში მიიღო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ანალენა ბერბოკი. მასპინძელმა ბერბოკს მადლობა გადაუხადა რუსეთთან ომში მხარდაჭერისთვის. ზელენსკის თანახმად, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გერმანია სოლიდარობას ავლენს უკრაინის მიმართ. ბერბოკმა ზელენსკის აცნობა, რომ სულ მალე დაიწყება უკრაინელი სამხედროების სწავლება გერმანიაში, სადაც ისინი აითვისებენ თანამედროვე ჰაუბიცების მოხმარებას. ჰაუბიცებს გერმანია და ნიდერლანდი მიაწვდიან უკრაინას. ბერბოკი შეხვდა ასევე უკრაინის ისაგარეო საქმეთა მინისტრს... Читать дальше...

გიორგი მამარდაშვილი ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელეს ესპანეთის ჩემპიონატში

Radiotavisupleba.ge 

„ვალენსიის“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი ესპანეთის ჩემპიონატის უმაღლესი დივიზიონის - „ლა ლიგის“ ოფიციალურმა ვებსაიტმა ტურის საუკეთესო მეკარედ დაასახელა. 21 წლის ქართველმა ფეხბურთელმა გასულ უქმეებზე, ოცდამეთხუთმეტე ტურში, ბილბაოს „ატლეტიკთან“ ფრედ დასრულებულ მატჩში (0:0) რამდენიმეჯერ გადაარჩინა „ვალენსია“ ანგარიშში ჩამორჩენას. მამარდაშვილის ერთ-ერთი „სეივი“ კი „ლა ლიგამ“ გასული ტურის ხუთ საუკეთესო მოგერიებას შორის, პირველ ადგილზე გაიყვანა. გიორგი მამარდაშვილი „ვალენსიაში“ 2021 წლის ზაფხულში გადავიდა, „დინამო თბილისიდან“. Читать дальше...

ირაკლი ტაბლიაშვილი: ჩვენი და მთავრობის გაბრაზება საქმეს ვერ უშველის

News.ge 

“სამართლიანად! ვიმეორებ – სამართლიანად (ბრჭყალების გარეშე) ვბრაზდებით უკრაინის ცალკეულ ლიდერებზე, რომლებიც ცდილობენ, დააწინაურონ უკრაინა და ჩამოიტოვონ მოლდოვა და საქართველო და ამას დიდად ეგოისტურად აკეთებენ!.. მაგრამ! მაგრამ, ჯერ ერთი, უშუალოდ ჩვენი და მთავრობის გაბრაზება საქმეს ვერ უშველის – აუცილებელია არა უკრაინაზე გაჯავრება, არამედ, უკრაინასთან მუშაობა (არა პადხალიმობა, არამედ, მუშაობა) რომ ამ ქვეყნის ლიდერებმა არ გამოგვისვან ყელში ...

უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი გარდაიცვალა 

Radiotavisupleba.ge 

88 წლის ასაკში გარდაიცვალა უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი. ამის შესახებ პირველი ცნობა გაავრცელა საინფორმაციო სააგენტომ „ukranews.com" პოლიტიკოსის ოჯახის წევრებზე დაყრდნობით. მოგვიანებით, ინფორმაცია „ტელეგრამ"-არხზე დაადასტურა უკრაინის უმაღლესი რადის წევრმა ირინა გერაშჩენკომ. კრავჩუკი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა. შარშან ივლისში ექსპრეზიდენტს გულზე რთული ოპერაცია გაუკეთეს. ის დიდი ხნის განმავლობაში კომაში იმყოფებოდა. შემდეგ კი რეაბილიტაციას გადიოდა მიუნხენის ერთ-ერთ კლინიკაში. ... Читать дальше...

თეა წულუკიანი: უცნაური პოზიციაა სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობა, თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს

News.ge 

უცნაური პოზიციაა სააკაშვილისთვის „ნაციონალური მოძრაობის“ თავდებობა, თავდებში რომ დაუდგე ვინმეს, ჯერ თავი უნდა გქონდეს, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა. „თქვენ თუ ჩემს აზრს მეკითხებით, მე მგონია, რომ ეს, გარდა იმისა, რომ უცნაური პოზიციაა, რბილად რომ ვთქვათ, მისი დაკმაყოფილება მიზანშეწონილი მე, პირადად, არ მგონია. თუმცა ის უწყება, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს, თავად მიიღებს ...

ევროკავშირის წევრობა თუ სხვა "მოქნილი გზები" - რა პასუხს გასცემენ უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას?

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა, საქართველო და მოლდოვა ევროკავშირის "ვერდიქტს" ივნისის ბოლოს შეიტყობენ, როდესაც შევსებული კითხვარების საფუძველზე ჩამოყალიბებულ შეფასებებს ევროკომისია, 24-25 ივნისის სამიტზე, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერებს წარუდგენს.



მანჩო გიორგობიანი: აღშფოთებული ვარ, ძალიან დიდი ხანია ასეთი გამწარებული არ ვყოფილვარ!!!

News.ge 

“ჩემო საყვარელო მეგობრებო, საქართველოს ძალიან გვიჭირს, უკვე აშკარა ზეწოლას იწყებენ გარეშე ძალები, რომ ომში ჩაგვითრიონ… ჩემი ხედვით, ბიძინა ივანიშვილსაც აშანტაჟებენ, ერთ პინაზე უდებენ საქართველოს ომისთვის გაწირვას, მეორეზე მთელ მის კაპიტალს… (მგონი, არ დაგჭირდებათ ჩემი კარნახი უოლ სტრიტის მამები ნიუ იორკის ერთ საშუალო უბანს გაწირავდნენ გადასაშენებლად, თუ თავის კაპიტალს? (განსაკუთრებით როქფელერი გადაეფარებოდა ამბრაზურასავით “ხალხს”.. ვიცით ჩვენც, ...

პეტრე ცისკარიშვილი: შემოგთავაზებთ კონსტრუქციას, რომელიც კობახიძემ გაახმოვანა

Radiotavisupleba.ge 

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი პეტრე ცისკარიშვილი გამოეხმაურა „ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომელიც ეხებოდა ამავე პარტიის დამფუძნებლისთვის, ბიძინა ივანიშვილისთვის შვეიცარიულ ბანკში გადარიცხვებთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემას. ცისკარიშვილი აცხადებს, ბიძინა ივანიშვილს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან არცერთ საკითხზე კომენტარი არ გაუკეთებია. „ის [ივანიშვილი] საერთოდ არ თვლის საჭიროდ და არ თვლის თავს ანგარიშვალდებულად ქართული საზოგადოების, ჩვენი ხალხის წინაშე... Читать дальше...

Reuters: ერევანში ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 61 ადამიანი დააკავა

News.ge 

სომხეთის დედაქალაქ ერევანში ოპოზიციის მიერ გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციამ 61 ადამიანი დააკავა, – ამის შესახებ Reuters-ი იუწყება. მომიტინგეთა და სამართალდამცველთა შორის რამდენიმე შეტაკება მოხდა, რა დროსაც პოლიციამ აქციის მონაწილეები ფურგონებში ძალის გამოყენებით ჩასვა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. შეგახსენებთ, უკვე რამდენიმეა დღეა, რაც სომხეთში საპროტესტო აქციები მიმდინარეობს. პროტესტის მონაწილეები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას ითხოვენ. გასულ კვირას ...

პრეზიდენტის ადმინისტრაცია: ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი გაეცნო ყველა მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას

News.ge 

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შექმნილ ვითარებას გამოეხმაურა. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი გაეცნო ყველა მხარის მიერ მიწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან. Читать дальше...

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი ავრილ ჰეინსი: პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება

News.ge 

ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი ომისთვის ემზადება და რუსეთის გამარჯვებამ დონბასის რეგიონში შესაძლოა არ დაასრულოს მისი შეტევა – ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა ავრილ ჰეინსმა სენატის მოსმენაზე განაცხადა. მისივე თქმით, მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში შეიძლება რუსეთის ქმედებების ესკალაცია მოხდეს და ის უფრო არაპროგნოზირებადი გახდეს. „ამჟამინდელი ტენდენცია ზრდის იმის ალბათობას, რომ პრეზიდენტი პუტინი უფრო ძლიერ საშუალებებს მიმართავს“, ...

„წმინდა გიორგის ბაფთებით“ გაყოფილი მოლდოვა

Radiotavisupleba.ge 

კანონით გათვალისწინებული სოლიდური ფულადი ჯარიმის მიუხედავად, მოლდოვის პრორუსულმა ოპოზიციამ და მისმა მომხრეებმა 9 მაისის დღესასწაულისადმი მიძღვნილი მსვლელობის დროს კვლავ აკრძალული სიმბოლიკა - „წმინდა გიორგის ბაფთები“ - გამოიყენეს. პოლიციას დემონსტრანტებისათვის ხელი არ შეუშლია, მხოლოდ დაადასტურა სამართალდარღვევა და, პროცედურის თანახმად, შესაბამის მტკიცებულებებს გაუგზავნის პროკურატურას, რომელმაც თავის მხრივ იმუნიტეტის მქონე დეპუტატების დაჯარიმებისთვის პარლამენტის ხელმძღვანელობას უნდა მიმართოს. მოლდოვის კანონმდებლობით... Читать дальше...

რა უჯდება რუსეთს ომი?

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალმა Forbes-ის უკრაინულმა რედაქციამ გამოთვალა, რომ ომის ორი თვის განმავლობაში რუსეთმა 7,5 მილიარდი დოლარის რაკეტა ისროლა უკრაინის ტერიტორიაზე. საუბარია მხოლოდ მაღალი სიზუსტის „კალიბრზე“, „ისკანდერსა“ და „ტოჩკა-უ“-ზე. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის თქმით, ომის მსვლელობისას რუსეთმა უკრაინას 1300-ზე მეტი რაკეტა ესროლა, მათ შორის 235 „კალიბრის“ სისტემისა. „კალიბრის“ სისტემის რაკეტების რაოდენობის შეფასებისას მხედველობაში იქნა მიღებული მხოლოდ ის შემთხვევები, როდესაც ზუსტად იყო ცნობილი გაშვებული რაკეტის კლასი. Читать дальше...

რუსეთის ჯარმა „აზოვსტალზე“ იერიში გააძლიერა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა გააძლიერეს იერიში მარიუპოლის მეტალურგიულ ქარხანაზე, - „აზოვსტალზე,“ სადაც კვლავ იმყოფებიან უკრაინელი მეომრები, რომელთა შორის ბევრია დაჭრილი და ასევე, ასამდე სამოქალაქო პირი. ამასთან რაკეტები მოხვდა სტრატეგიულად მნიშვნელოვან სანავსადგურო ქალაქს, ოდესას. უკრაინის პრემიერ-მინისტრის მოადგილემ, ირინა ვერეშჩუკმა, განაცხადა 10 მაისს, რომ ათასზე მეტი უკრაინელი მეომარი რჩება „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე, რომელიც წინააღმდეგობის ბოლო კერაა თითქმის სამ თვიანი მძიმე ბრძოლის შემდეგ, რამაც სრულიად გაანადგურა ქალაქი. Читать дальше...

"ვარკეთილის" მეტროს რემონტი 1,5 წელი გაგრძელდება

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მეტროს "ვარკეთილის" სადგურის სარემონტო სამუშაოები 18 თვე გაგრძელდება. ხელშეკრულება უკვე დაიდო კომპანია "მამისონთან", რომელიც ამავდროულად ატარებს მეტროსადგურ "გოცირიძის" სარემონტო სამუშაოებს. ტენდერის ღირებულება 13 666 967 ლარი იყო, თუმცა გამარჯვებული კომპანია სამუშაოების შესრულებას 12 769 000 ლარად გეგმავს. რეაბილიტაციის შემდეგაც არ გარემონტდება მეტროს შესასვლელამდე მისასვლელი მიწისქვეშა გადასასვლელები - სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ მეტროს ეს ნაწილი მათ დაქვემდებარებაში არ არის. Читать дальше...

აშშ-ის დაზვერვა: პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება

Radiotavisupleba.ge 

აშშ თვლის, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის ემზადება - განაცხადა 10 მაისს აშშ-ის სახელმწიფო დაზვერვის სამსახურის დირექტორმა, ერვილ ჰეინსმა. "ჩვენი შეფასებით, პრეზიდენტი პუტინი ემზადება უკრაინაში ხანგრძლივი კონფლიქტისთვის, რომლის განმავლობაში კვლავ აპირებს მიზნების მიღწევას დონბასს გარეთაც“, - განაცხადა ჰეინსმა სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტში. არის ნიშნები, რომ რუსეთს სურს სახმელეთო ხიდი გადოს დნესტრისპირეთში, თქვა მან. ჰეინსმა დასძინა, რომ პუტინი მოელის... Читать дальше...

ზოგიერთ ხაზზე მიკროავტობუსებში ფეხზე დადგომა დაუშვეს

Radiotavisupleba.ge 

ზოგიერთ სამარშრუტო ხაზზე, რომელზეც პიკის საათებში დიდი მგზავრთნაკადია, "ლურჯ მიკროავტობუსებში" ფეხზე დგომა ნებადართული გახდა. ამის შესახებ რადიო თავისუფლებას ინფორმაცია თბილისის მერიაში დაუდასტურეს. "მგზავრთა ფეხზე დგომით გადაყვანას მასშტაბური ხასიათი არ გააჩნია, რაც დასტურდება ტრანსპორტის სამსახურის ყოველდღიური მონიტორინგით. რაც შეეხება ცალკეულ შემთხვევებს, ერთეულ სამარშრუტო ხაზებზე, სადაც ბოლო პერიოდში საგრძნობია მგზავრთნაკადის ზრდა, პიკის საათებში კომპანია ნებას რთავს მგზავრს ფეხზე დგომით იმგზავროს. Читать дальше...

Новости России
Москва

ДЭГ местного значения // Суд оставил в силе итоги электронного голосования на выборах президента


ედუარდ სააკაშვილი: ყოველ ნახვაზე [მიხეილ სააკაშვილი] არის უარეს მდგომარეობაში

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის შვილმა ედუარდ სააკაშვილმა მამა მოინახულა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც ის აცხადებს, ყოველ ნახვაზე მიხეილ სააკაშვილი უარეს მდგომარეობაშია. „რაც დააკავეს მამაჩემი, რამდენჯერმე მქონდა მისი ნახვის შანსი. სამწუხაროდ, ყოველ ნახვაზე არის უარეს მდგომარეობაში, ვიდრე წინაზე, რაც ძალიან რთული, მტკივნეული საყურებელია. რეალურად ვართ ამ სიტუაციაში მთლიანად უძლურები, არაფრის უფლება არ გვაქვს მის მკურნალობასთან და მდგომარეობასთან მიმართებაში. Читать дальше...

კინოცენტრის კომისიის ყოფილი წევრები სამართლებრივ დავას იწყებენ

Radiotavisupleba.ge 

ეროვნული კინოცენტრის საექსპერტო კომისიის გათავისუფლებული წევრები, რომლებსაც პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის 2022-23 წლის წარმოების გამარჯვებული უნდა გამოევლინათ, 13 მაისს სასამართლოში სარჩელს შეიტანენ. მათ უფლებებს სასამართლოში ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ დაიცავს. კომისიის ყოფილი წევრები ითხოვენ მათი გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობას, შრომის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კუთვნილ ჰონორარს და ასევე პატივისა და ღირსების შელახვის გამო მორალური ზიანის ანაზღაურებას. Читать дальше...

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა "ვივამედში" გადაყვანაზე თანახმაა, ასახელებს პირობებს

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი თანახმაა გადაიყვანონ კლინიკა "ვივამედში". ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ პატიმართან რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვედრის შემდეგ ისაუბრა. საქართველოს იუსტიციის მინისტრის შეთავაზებაზე, კლინიკა "ვივამედში" გადაყვანაზე, სააკაშვილის განცხადება გვარამიამ ციხის მიმდებარე ტერიტორიაზე წაიკითხა: "ვინაიდან ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკიდურესად დასუსტებულია და შეუთავსებელია სასიცოცხლო მაჩვენებლებთან, თანახმა ვარ კლინიკა "ვივამედში" გადასვლაზე გამოკვლევებისთვის... Читать дальше...

ზურაბიშვილი მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს შეთავაზებას სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის შესახებ

Radiotavisupleba.ge 

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე განცხადებას აქვეყნებს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ადმინისტრაცია. „საქართველოს პრეზიდენტი, ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, გაეცნო ყველა მხარის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას: იუსტიციის მინისტრისგან, სახალხო დამცველის აპარატის და მასთან შექმნილი სამედიცინო ექსპერტთა ჯგუფის წევრებისაგან, არასამთავრობო ორგანიზაციებისგან და სამედიცინო სფეროს სხვადასხვა წარმომადგენლებისგან. პრეზიდენტს მიაჩნდა და მიაჩნია... Читать дальше...

ევროკავშირი და ბრიტანეთი ამტკიცებენ, რომ უკრაინაში შეჭრის წინ განხორციელებული კიბერთავდასხმის უკან მოსკოვი იდგა

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირი და ბრიტანეთი ამტკიცებენ, რომ რუსეთმა მოაწყო მასშტაბური კიბერშეტევა ინტერნეტის სათანამგზავრო ქსელზე, რასაც მოჰყვა ათასობით მოდემის გათიშვა უკრაინასა და აღმოსავლეთ ევროპაში, რამდენიმე საათით ადრე, სანამ მისი ჯარი უკრაინაში შეიჭრებოდა, 24 თებერვალს. Viasat-ის KA-SAT ქსელზე ციფრული შეტევა დაეხმარა რუსეთს უკრაინაში შეჭრაში, ნათქვამია ევროპის კავშირის საბჭოს 10 მაისის განცხადებაში. „ამ კიბერშეტევამ არსებითი ზეგავლენა მოახდინა და გამოიწვია უწესრიგობა უკრაინის სახელმწიფო ორგანოების, უწყებების... Читать дальше...

პუტინმა ალან გაგლოევს „საპრეზიდენტო არჩევნებში“ გამარჯვება მიულოცა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პარტია „ნიხასის“ ლიდერს, ალან გაგლოევს, ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში ჩატარებულ ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. „იმედი მაქვს, რომ თქვენი მოღვაწეობა ამ მაღალ თანამდებობაზე ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის სტრატეგიული პარტნიორობის პრინციპებზე დაფუძნებული ურთიერთობების შემდგომ განმტკიცებას. რუსეთი, თავის მხრივ, გააგრძელებს სამხრეთ ოსეთის მეგობრების მხარდაჭერას სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალური საკითხების გადაწყვეტაში, ასევე ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Мария Шарапова

Первая ракетка России рассказала об общении с Шараповой






Власти США снова не дали дипломатам из РФ возложить венки к табличке «Дух Эльбы»

Использование открытого огня запрещено в помещениях организаций и учреждений, кроме церквей и других культовых сооружений

Всероссийская акция «Тотальный диктант» прошла в Лобне

Рябков: Ядерные ракеты Польше станут военной целью России