ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 16.05.2022

Reuters-ი: უკრაინელი სამხედროები გაჰყავთ აზოვსტალის ქარხნიდან

Radiotavisupleba.ge 

უკრაინელი სამხედროები, რომლებიც მარიუპოლში აზოვსტალის შენობას იცავდნენ, გაჰყავთ ქარხნის ტერიტორიიდან - იუწყება სააგენტო როიტერსი და ავტობუსების ფოტოს აქვეყნებს. რუსეთის ტელეარხი RT ირწმუნება, რომ აზოვსტალი დატოვა 300-მდე სამხედრომ, რომელთაგან დაახლოებით 50 ჯარისკაცი დაჭრილია. ვარაუდობენ, რომ ოპერაცია დილით ადრე გაგრძელდება. გაურკვეველია სად მიჰყავთ სამხედროები, ან არის თუ არა საუბარი ტყვეებზე. ტელეგრამის არხმა Mash გამოაქვეყნა ვიდეოჩანაწერი, რომელზეც თითქოს ასახულია როგორ მიჰყავს აზოვის პოლკის... Читать дальше...

გია დვალი: გვარამიას საქმე ორგანულად ეწერება მთავრობის საქმეში, დაგვაშოროს ევროპას და დასავლეთს და მიგვაჯაჭვოს პუტინის რუსეთს

News.ge 

“სრულ სოლიდარობას ვუცხადებ ნიკა გვარამიას და “მთავარ არხს”. ასევე, არანორმალური პოლიტიკური წნეხის ქვეშ მყოფ დამოუკიდებელ მედიასაშუალებებს, ფორმულას, ტვ პირველს, კავკასიას და დანარჩენებს. ასევე, საქართველოში შეფარებულ რუსულ დევნილ არხებს, როგორიცაა “დოჟდი”. გვარამიას საქმე ორგანულად ეწერება მთავრობის საქმეში, დაგვაშოროს ევროპას და დასავლეთს და მიგვაჯაჭვოს პუტინის რუსეთს. ეს ქმედება ასევე წარმოადგენს გამიზნულ დარტყმას კრიტიკულ მომენტში, როცა ევროკავშირი ჩვენს ...

მარიუპოლში, თანამგზავრის დახმარებით, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს

News.ge 

უკრაინის სამხრეთით მდებარე ქალაქ მარიუპოლში, თანამგზავრის დახმარებით, კიდევ ერთი მასობრივი საფლავი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება. „სატელიტმა დააფიქსირა მასობრივი დაკრძალვის ადგილი ოკუპირებულ მარიუპოლის ცენტრალურ სასაფლაოს მახლობლად. სატელიტურ სურათებში 30 მეტრზე მეტი სიგრძის 2 თხრილი ჩანს“, – აღნიშნულია განცხადებაში. ეს არის მეოთხე მასობრივი დაკრძალვის ადგილი, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციისა და სატელიტური სურათების დახმარებით დააფიქსირეს.

“აზოვსტალიდან” დაჭრილი უკრაინელი მეომრების გადაყვანის პირველი კადრები (ვიდეო)

News.ge 

“აზოვსტალიდან” დაჭრილი უკრაინელი მეომრების გადაყვანის პირველი კადრები: დეტალები: უკრაინულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია, თუმცა, საერთაშორისო მედიასაშუალებები (“როიტერი”), ასევე რუსული ტელეარხები ავრცელებენ ინფორმაციას და კადრებს “აზოვსტალიდან” უკრაინელი მებრძოლების გადაყვანის შესახებ. მებრძოლები ნოვოაზოვსკში გადაჰყავთ, რომელიც მარიუპოლიდან 45 კმ-ითაა დაშორებული და რუსული მხარის მიერ კონტროლირებად დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკაში იმყოფება. გავრცელებული ინფორმაციით, უკვე გაიყვანეს 300 მებრძოლი,... Читать дальше...

ზურაბ ჯაფარიძე: ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი

News.ge 

“ნიკა გვარამია არის პოლიტპატიმარი მისი დაჭერის მიზანი ოპოზიციური არხის ჩამოშლაა ოპოზიციური არხის ჩამოშლა სჭირდებათ რომ ხელისუფლებაში კიდევ დიდხანს დარჩნენ ხელისუფლება სჭირდებათ იმისთვის რომ მეტი ჭამონ და მეტი აჭამონ საკუთარ შთამომავლობას ამას იმიტომ აკეთებენ რომ გასდით გაუვათ მანამ, სანამ აქეთ გამჩერებელი ძალა არ იქნება გამჩერებელი ძალა არის დიდი რაოდენობით გაბრაზებული ხალხი ჯამი ჭურჭელია ძაღლს ჯაჭვით აბამენ” ...

თინა ხიდაშელი: ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის!

News.ge 

“ყოველგვარი დებატების გარეშე, ამ საქმეში არ არასებობს სამართლებრივი ან სამართლიანობის მარცვალიც კი. 1. ეს არის სრულიად პირდაპირი შურისძიება ადამიანზე რომელიც ძალიან ნერვებს გიშლის! 2. ეს არის სრულიად ერთმნიშვნელოვანი, textbook პოლიტიკური დევნა! 3. და არანაკლებ მნიშვნელოვანი, ეს არის ბიძინა ივანიშვილის წარმატებული თამაშის გაგრძელება მორიგ ჯერზე დიდი მახვილით განგმიროს ქვეყანაში პოლიტიკური, თემატური დისკუსია და პოლარიზაციის მორიგ ჭაობში ...

ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი: ეჰ, ჩემო ლაშა, ნე­ტავ მარ­თლა რა­მეს წყვეტ­დე და მთლად შენ­ზე იყოს და­მო­კი­დე­ბუ­ლი ჩემი თუ გვა­რა­მი­ას საქ­მის ბედი

News.ge 

თავ­დაც­ვის ექსმი­ნის­ტრი ირაკ­ლი ოქ­რუ­აშ­ვი­ლი ტე­ლე­კომ­პა­ნია “მთა­ვა­რის“ დამ­ფუძ­ნებ­ლის ნიკა გვა­რა­მი­ას გა­ნა­ჩენს ეხ­მა­უ­რე­ბა და “ფე­ის­ბუქგ­ვერ­დზე“ წერს: “გვა­რა­მი­ას საქ­მის მო­სა­მარ­თლე ლაშა ჩხიკ­ვა­ძე ჩემს საქ­მე­საც იხი­ლავს. ამას წი­ნათ უკ­რა­ი­ნა­ში ომში ყოფ­ნის დროს, რომ ჩა­მი­ნიშ­ნა პრო­ცე­სი, პოს­ტით ვი­ხუმ­რე ჩა­მო­ვი­დე და და­ვეს­წო თუ გა­ვუშ­ვა “რუს­კი კა­რაბ­ლის” მი­მარ­თუ­ლე­ბით მეთ­ქი. წა­უ­კი­თხავს, “იკა­ცა” და ად­ვო­კა­ტის პი­რით, მუ­ქა­რა­ნა­რე­ვი ტო­ნით შე­მო­მით­ვა­ლა... Читать дальше...

ნიკა სიმონიშვილი: სახელმწიფომ ვერ დაუმტკიცა ნიკა გვარმაიას, რომ დამნაშავეა

News.ge 

ნიკა გვარამიას ისე გამოუტანა სასჯელი სასამართლომ, მას ვერ დაუმტკიცა, რომ დამნაშავეა და ეს ყველაფერი გააკეთა პოლიტიკური მოტივებით, – ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარე ნიკა სიმონიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ნიკა სიმონიშვილის განცხადებით, ნიკა გვარამიას სამართლიანი სასამართლოს უფლება წაერთვა, რადგან მისი საქმის განმხილველი მოსამართლე ობიექტური არ იყო. „ჩემთვის არავინ არ არის პრივილეგირებული, ყველა არის კანონის ...



"დავიღალეთ, მაგრამ არ გავტყდებით" - ინტერვიუ "კალინასთან"

Radiotavisupleba.ge 

„18, 20, 25 წლის ახალგაზრდებმა, რომელთაც ყველაფერი წინ ჰქონდათ, დემოკრატიის და თავისუფლების იდეას შესწირეს თავი. 600-ზე მეტი დაჭრილი გვყავს. ეს რიცხვი ხან იზრდება, ხან კლებულობს, მიხვდებით, რატომაც. იხოცებიან აქ, სარდაფებში და რა გააკეთა მათთვის საერთაშორისო საზოგადოებამ? არც არაფერი”, - ამბობს აზოვის პოლკის მეთაურის მოადგილე, კაპიტანი სვიატოსლავ პალამარი, მეტსახელად „კალინა“. [ინტერვიუ ჩაწერილია 12 მაისს, რუსეთის შტურმის შემდეგ] - ახლა, ამ მომენტში, რა სიტუაციაა აზოვსტალში? - [რუსული] არტილერია და საჰაერო ძალები მუშაობენ. Читать дальше...

“კარგად დააკვირდით ამ ორ ამებას! განსაკუთრებით ვთხოვ ბათუმელებს” (ვიდეო)

News.ge 

კარგად დააკვირდით ამ ორ ამებას! ბათუმში იუსტიციასთან რომ ტბაა მანდ ხდება! განსაკუთრებით ვთხოვ ბათუმელებს. კანონის ყველა სიმკაცრით არ დავინდობთ! გაავრცელეთ მაქსიმალურად

რას ედავებოდნენ და რისთვის დააპატიმრეს ნიკა გვარამია - ოთხი ძირითადი პუნქტი 

Radiotavisupleba.ge 

დღეს, 16 მაისს, „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორს, ნიკა გვარამიას მოსამართლემ 3 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

საპატრიარქოს განცხადებით, სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი არ გამხდარა პრემიერსა და ილია მეორეს შორის შეხვედრა

Radiotavisupleba.ge 

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტის ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) განცხადებას ოფიციალური განცხადების ეხმაურება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. მისი განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს  შორის შეხვედრა არ ეხებოდა, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხს.  „გუშინ, 2022 წლის 15 მაისს, ჟურნალისტებთან საუბრისას ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა (ფაჩუაშვილი) კომენტარი გააკეთა... Читать дальше...

“სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი”

News.ge 

დღევანდელი სასამართლო გადაწყვეტილება გვარამიას, იაშვილისა და დამენიას საქმეებზე ეჭვქვეშ აყენებს საქართველოს ერთგულებას კანონის უზენაესობისადმი,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებაშია ნათქვამი. განცხადების თანახმად, „თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით“. როგორც საელჩო განცხადებაში აღნიშნავს, ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი... Читать дальше...

ლევან ღამბაშიძე: მთავრობამ იყიდა 31 მილიონის 79 როიალი. კონსერვატორიისთვისო

News.ge 

“მთავრობამ იყიდა 31 მილიონის 79 როიალი. კონსერვატორიისთვისო. საქართველოში სულ არ არის 79 საკონცერტო დარბაზი. სუ რო ბასიანებში და ბათუმის ბუნგალოებში დადგა, მაინც დაგრჩება. კონსერვატორიაში სულ არ არის 79 ოთახი, რომელიც როიალს დაიტევს. ფიზიკურად არ არის. მეტიც: საქართველოში სულ არ არის 79 პიანისტი, რომელიც ამ როიალებზე დაუკრავს. სამაგიეროდ 31 მილიონად – 79 ახალგაზრდას გაუშვებდი ჯულიარდში სასწავლებლად; ...

ლომჯარია ამბობს, რომ პრეზიდენტის ადგილზე იფიქრებდა ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში შეხვდა „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას. როგორც ლომჯარია აღნიშნავს, გვარამია თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს. „ნიკა გვარამია უფრო მეტად არის შეწუხებული ამ წუთას მისი შვილების მდგომარეობით. რა თქმა უნდა, თავი უდანაშაულოდ მიაჩნია. ის ფიქრობს, რომ ეს გადაწყვეტილებები მიღებულია მიზანმიმართულად, რადგან ეს ყოფილიყო ხელის შემშლელი ფაქტორი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში“, - თქვა ლომჯარიამ. Читать дальше...

ОДКБ - ყოფნა-არყოფნის ზღვარზე

Radiotavisupleba.ge 

„ჩვენი ქვეყნების უსწრაფესი დარაზმვის, პოლიტიკური, ეკონომიკური და სამხედრო კავშირების განმტკიცების გარეშე, ხვალ ჩვენ შესაძლოა აღარ ვიყოთ“, - განაცხადა ბელარუსის ავტოკრატმა ლიდერმა ალიაქსანდრ ლუკაშენკამ, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების (ОДКБ) ორგანიზაციის სამიტზე, რომელიც ორ საიუბილეო თარიღს მიეძღვნა და, წესით, საზეიმო უნდა ყოფილიყო. მაგრამ დაარსების მე-20 წლისთავზე, მოსკოვის ლიდერობით შექმნილი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანება, არაერთგვაროვანი გეოპოლიტიკური ინტერესებისა და, უპირველეს ყოვლისა... Читать дальше...

პური მართლა არ გაძვირდება? - იაფი ფქვილის პლუსები და მინუსები

Radiotavisupleba.ge 

გაძვირდება თუ არა ერთ-ერთი  ყველაზე მნიშვნელოვანი საკვები  და რაზეა ეს დამოკიდებული? დღეს საქართველოში ფქვილი საკმარისადაა, თუმცა ხორბალი თითქმის აღარ შემოდის. მთავრობა ირწმუნება, რომ რადგან ფქვილი არის, პურის ფასი არ აიწევს, მაგრამ დარგის მცოდნეები ერთ აზრზე არ არიან.  დღეს საქართველოში ხორბლის შემოტანა უფრო ძვირი ჯდება, ვიდრე ფქვილის, რის გამოც იმპორტიორები პირდაპირ ფქვილს ყიდულობენ.  2022 წლის მარტში საქართველოში სულ 9 963 ტონა ხორბალი შემოვიდა, რაც 2,3-ჯერ ნაკლებია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. Читать дальше...

აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის შეტევას ემსხვერპლა 10 სამოქალაქო პირი, უკრაინის და აშშ-ის თავდაცვის მინისტრებმა ტელეფონით ისაუბრეს

Radiotavisupleba.ge 

სულ მცირე 10 სამოქალაქო პირი ემსხვერპლა რუსეთის მხრიდან ქალაქის დაბომბვას აღმოსავლეთ უკრაინაში 16 მაისს - ამბობს ლუგანსკის რეგიონის გუბერნატორი, უკრაინის თავდაცვის მინისტრის განცხადების ფონზე იმის შესახებ, რომ მან სატელეფონო კონსულტაცია გამართა აშშ-ის თავდაცვის მინისტრთან, ლოიდ ოსტინთან.  სერჰი ჰაიდაის თქმით, სამოქალაქო პირები დაიღუპნენ სევეროდონეცკში, სადაც დამბობვამ ხანძარი გამოიწვია საცხოვრებელ უბნებში.  უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ოლექსი რეზნიკოვის თქმით, მან და ოსტინმა განიხილეს ბრძოლის... Читать дальше...

მელიამ საზოგადოებას გააცნო გვარამიას დაპატიმრების საკითხზე შემუშავებული ერთობლივი გეგმა

Radiotavisupleba.ge 

თბილისში, სასტუმრო „რედისონში“ დასრულდა ოპოზიციური პარტიების და მედიამენეჯერების საკოორდინაციო შეხვედრა, რომელიც დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა. შეხვედრა უკავშირდებოდა „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას. ერთობლივი გეგმა მედიას გააცნო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ. ის დადებითად აფასებს, იმას, რომ ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ერთობლივი შეხვედრა კვლავ შედგა. „დიდი პერიოდის განმავლობაში არაფერი მიახლოებულიც კი არ გვინახავს“, - შენიშნა მელიამ. Читать дальше...

Новости России
Москва

Топливному компромиссу между Украиной и Азербайджаном пришел конец?


„მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“ და „კავკასია“ დასავლელ მეგობრებს მხარდაჭერას სთხოვენ

Radiotavisupleba.ge 

„მთავარი არხის“ დამფუძნებლისა და გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ ოთხი ტელეკომპანიის ერთობლივი განცხადება საზოგადოებას გააცნო გიორგი გაბუნიამ, რომელიც ამჟამად „მთავარი არხის" მენეჯერის მოვალეობის შემსრულებელია (ტელეარხის წარმომადგენელი კი დიმიტრი საძაგლიშვილია).  „მთავარი არხი“, „ფორმულა“, „TV პირველი“ და „კავკასია“ მიმართავენ დასავლელ პარტნიორებს: „ჩვენ დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები მივმართავთ ჩვენს დასავლელ მეგობრებს, დამოუკიდებელი მედიის, „მთავარი არხის“ დამფუძნებლისა... Читать дальше...

"დარტყმა პუტინის ფილოსოფიაზე" - მზადება გაფართოებისთვის და თურქეთის ოქროს ხმა ნატოში

Radiotavisupleba.ge 

ნატოს გაფართოების წინააღმდეგ მიმართული ულტიმატუმების შემდეგ, უკრაინაში დაწყებული ომით, რუსეთმა ისევ ნატოს გაფართოება დააჩქარა. ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების პერსპექტივას ნატო „ისტორიულს“ უწოდებს და გრძელდება მოლაპარაკებები თურქეთთან.

საელჩოები 17 მაისის შესახებ: აუცილებელია გადამწყვეტი მოქმედება საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების დასაცავად

Radiotavisupleba.ge 

17 მაისამდე ერთი დღით ადრე საქართველოში ლგბტქი+ პირთა უფლებების საკითხზე ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ საქართველოში გაერთიანებული ერების ორგანიზაცია, ევროკავშირის წარმომადგენლობა, საქართველოში ავსტრიის, ამერიკის შეერთებული შტატების, ახალი ზელანდიის, ბელგიის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, გერმანიის, დანიის, ესპანეთის, ესტონეთის, იაპონიის, ირლანდიის, ისრაელის, იტალიის, კანადის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პორტუგალიის, რუმინეთის, საფრანგეთის, სლოვენიის, ფინეთის, შვედეთის, შვეიცარიის... Читать дальше...

„თეგეტა ჰოლდინგი“ გაეროს საგზაო უსაფრთხოების გლობალური კვირეულის მხარდამჭერია

News.ge 

„თეგეტა ჰოლდინგი“ უერთდება გლობალურ წამოწყებას, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევების შესამცირებლად ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. კომპანია საგზაო უსაფრთხოების კვირეულის მხარდამჭერია. #იმოქმედე, #ქუჩები სიცოცხლისთვის, #შეანელე – ამ მოწოდებებით წლევანდელი აქტივობები 16-22 მაისის ჩათვლით დაიგეგმა. კვირეული, გაეროს მუდმივ წარმომადგენლობასთან ერთად, ორგანიზაცია „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ ორგანიზებით ტარდება. გაეროს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადა 2021-2030-ის მიზანია ავტოსაგზაო... Читать дальше...

ერევანში პოლიციამ დააპატიმრა აქციის მონაწილე 90-ზე მეტი მძღოლი

Radiotavisupleba.ge 

ერევანში პოლიციამ დააპატიმრა ათობით მძღოლი, რომლებიც მონაწილეობდნენ სამანქანო საპროტესტო აქციაში, იმ ფონზე, როცა სომხეთში გრძელდება ოპოზიციის ხელმძღვანელობით მიმდინარე დემონსტრაციები პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის გადადგომის მოთხოვნით.  ერევნის პოლიციამ 16 მაისს განაცხადა, რომ დააკავა სულ მცირე 91 პირი, რომლებიც ცდილობდნენ მონაწილეობა მიეღოთ აქციაში, ძირითადად ქალაქის ცენტრთან მდებარე სპორტული სტადიონის მიმდებარედ. პოლიციამ მძღოლები გააფრთხილა "თავი შორს დაეჭირათ სამანქანო მოძრაობის დარღვევისგან... Читать дальше...

ინოზემცევი: „დასავლეთმა უნდა მოინელოს პუტინი“

Radiotavisupleba.ge 

„დღეს პუტინი რუსეთია და რუსეთი კი პუტინი, შესაბამისად, ეს რუსეთის ომია... შესაბამისად, უნდა დადგეს რუსი ერის კოლექტიური პასუხისმგებლობის საკითხი“, - ეუბნება მოსკოველი პროფესორი, რუსული პოლიტიკის ვეტერანი ვლადისლავ ინოზემცევი რადიო თავისუფლებას და ამბობს, რომ ვერ წარმოუდგენია ამ ომში რუსეთის გამარჯვება. ამჟამად შტატებში მყოფ ინოზემცევს ვაჟა თავბერიძე პრაღიდან ესაუბრა. რადიო თავისუფლება: მოდით, ასე დავიწყოთ - ერთი, ერთადერთი სიტყვით შეაფასეთ 9 მაისის აღლუმი წითელ მოედანზე. ვლადისლავ ინოზემცევი: უაზრობა. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Чесноков оценил шансы Александровой в борьбе за выход в финал турнира WTA в Майами






РАБОЧИЙ ВИЗИТ ПРЕЗИДЕНТА АБХАЗИИ В РОССИЙСКУЮ ФЕДЕРАЦИЮ ЗАВЕРШЕН

Более 140 школьников приняли участие в научном фестивале «Кванториада» в Королеве

Найти код убийства: новый сезон детективного ретро-сериала «Шифр» выйдет 29 марта на Кинопоиске и Wink.ru

Фролов: Конвенциальной войны Россия-НАТО не будет – только ядерная