ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 18.05.2022

სენატის კომიტეტმა თანამდებობაზე დაამტკიცა უკრაინაში აშშ-ის ელჩობის კანდიდატი

Radiotavisupleba.ge 

შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა უკრაინის ელჩის პოსტზე ერთხმად დაამტკიცა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დასახელებული კანდიდატი, ბრიჯიტ ბრინკი. როგორც მოელიან, ვეტერანი დიპლომატის, ბრინკის კანდიდატურა იოლად მოიპოვებს მხარდაჭერას მთელ სენატშიც, რომელმაც 2019 წელს ის ერთხმად დაამტკიცა ამჟამინდელ პოზიციაზე, სლოვაკეთში აშშ-ის ელჩად. ბაიდენმა ბრინკი გასულ თვეში დაასახელა უკრაინაში ელჩობის კანდიდატად და დაახლოებით ორი კვირის შემდეგ მას კომიტეტის წევრებმა მოუსმინეს. ამ საკითხთან... Читать дальше...

სტოლტენბერგი: ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს

News.ge 

ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, მათ შორის საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს, – ამის შესახებ ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს. „ნატო-ს მჭიდრო პარტნიორის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ვისაუბრეთ უკრაინაში რუსეთის უკანონო ომზე. ნატო სრულად უჭერს მხარს ყველა ერის სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარი გზის არჩევის უფლებას, ...

ნიკა გვარამიას მხარდამჭერი მსვლელობა რუსთაველზე

Radiotavisupleba.ge 

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრება თბილისში, აქციაზე გააპროტესტეს. მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული დემონსტრაციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყვეს.

სუს-ის  უფროსი, 11 მერი და ერთი ინსპექტორი ჟურნალისტების წინააღმდეგ - რა ხდება, როცა მოხელეები მედიას უჩივიან? 

Radiotavisupleba.ge 

როდესაც ჟურნალისტები სასამართლოში ჩივიან, საქმე წლობით იწელება, რა ხდება მაშინ, როდესაც დავას „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლები იწყებენ? სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა გრიგოლ ლილუაშვილმა ორ კრიტიკულ ტელევიზიას, „მთავარ არხსა“ და „ფორმულას“ 2022 წლის 10 თებერვალს ერთდროულად უჩივლა. „სრული სიცრუე და ცილისწამებაა“, - თქვა ლილუაშვილის ადვოკატმა რეპორტაჟებზე, რომელშიც აღწერილი იყო სუს-ის უფროსის კავშირი „ქოლ-ცენტრების“ თაღლითურ სქემებთან. მან სარჩელი სასამართლოში შეიტანა... Читать дальше...

გაბუნია: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო

News.ge 

ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა იყოს თავისუფალი, რადგან ჩვენთვის ის არის ყველას თავისუფლების სიმბოლო, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გიორგი გაბუნიამ ტელეკომპანიის ოფისთან განაცხადა, სადაც ამ წუთებში ნიკა გვარამიას მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს. გაბუნიას თქმით, მმართველმა პოლიტიკურმა ძალამ „მთავარი არხის“ გენერალურ დირექტორ ნიკა გვარამიასთან ერთად, საქართველოს მომავალიც დააპატიმრა. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ნიკა ...

საოკუპაციო ხაზთან მფრინავი ვერტმფრენები საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოჩნდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო განმარტებას აკეთებს საოკუპაციო გამყოფი ხაზის სიახლოვეს გამოჩენილი ვერტმფრენის შესახებ. უწყების ცნობით,  "მი-24" და "იროკეზის" ტიპის ვერტმფრენები ეკუთვნის საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობას, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ ორფოლოს პოლიგონზე მიმდინარე გეგმურ სამეთაურო-საშტაბო სწავლებაში „გელათი 2022“, რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობისა და NATO-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის (JTEC) ორგანიზებით ჩატარდა. Читать дальше...

ზახაროვა: რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო “სიურპრიზს” ჰპირდება

News.ge 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა აცხადებს, რომ რუსეთი ფინეთს ნატოში შესვლის გამო მას “სიურპრიზს” ჰპირდება. ამ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება RIA ავრცელებს. “ეს იქნება სიურპრიზი. ეს ჩვენი თავდაცვის დეპარტამენტის გადასაწყვეტია. რა თქმა უნდა, შესაბამისი გადაწყვეტილება იქნება მიღებული ფაქტორების მთელი სპექტრის გათვალისწინებით და იმ სპეციფიკის გათვალისწინებით, თუ როგორ განვითარდება ფინეთის გაწევრიანება ნატოში. გადაწყვეტილება ყოველივე ამის საფუძველზე ...

ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ჯოზეფ ბორელს შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი შეხვდა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბორელს. როგორც მთავრობის ადმინისტრაცია იუწყება, შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის წარდგენის მნიშვნელობაზე, კითხვარის შევსების პროცესსა და სამომავლოდ დაგეგმილ ღონისძიებებზე. პრესრელიზის თანახმად, მხარეებმა განიხილეს რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გარემო... Читать дальше...



ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ლევან მამალაძე საქართველოში დაბრუნდა

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებული ლევან მამალაძე, ქვემო ქართლში პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული, საქართველოში დაბრუნდა. „მე სამშობლოში დავბრუნდი“, - უთხრა მამალაძემ „TV პირველს“. ლევან მამალაძე, რომელიც საქართველოში 19 წლის განმავლობაში ვერ ჩამოდიოდა, ტელეარხთან საუბარში აცხადებს: „პოლიტიკაში შესვლას არ ვაპირებ. მე ვიყავი პოლიტიკაში, მაღალი თანამდებობებიც მქონდა, გავლენებიც მქონდა შესაბამისი. პოლიტიკაში ყოფნა ეს არის ხელისუფლებისთვის ბრძოლა... Читать дальше...

„შეაგროვეთ დოკუმენტები და წამოგვყევით!“ - უკრაინელი სამოქალაქო პირები რუსეთის იზოლატორებში ჰყავთ გამომწყვდეული

Radiotavisupleba.ge 

უკრაინიდან იძულებით წაყვანილი სამოქალაქო პირები რუსეთის წინასწარი დაკავების იზოლატორებში იმყოფებიან: ამის შესახებ თავად უფლებადამცველები და რუსეთიდან დაბრუნებული უკრაინელი სამოქალაქო პირები ჰყვებიან. გათავისუფლებულები რუსეთის იზოლატორებში თავიანთი ცემის ფაქტებზეც ლაპარაკობენ. საერთაშორისო სისხლის სამართლის თანახმად, ასეთი ქმედებები კლასიფიცირდება, როგორც ომის დანაშაული, ხოლო იმ შემთხვევაში, როდესაც ქმედება სისტემატური ხასიათისაა, იგი კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულად ითვლება. ოფიციალურად, რუსეთის... Читать дальше...

რუსეთი მოსკვიჩზე გადაჯდება

Radiotavisupleba.ge 

მოსკოვის მერიამ ფრანგული ავტომშენებლობის გიგანტ Renault Group-ისგან რუსეთში მდებარე საავატომობილო ქარხნის Renault Russia-ს სრული წილი გამოისყიდა. მოსკოვის მერის, სერგეი სობიანინის თქმით, გარდა იმისა, რომ სახელი შეეცვლება საწარმოს (დაერქმევა МАЗ „Москвич“ - მოსკოვის საავტომობილო ქარხანა „მოსკვიჩი“), ასევე გაცოცხლდება საბჭოთა ბრენდის, „მოსკვიჩისა“ წარმოება, რომელიც 2015 წლიდან ასევე Renault-ს საკუთრება იყო.  როგორ იქცევა რენო მოსკვიჩად ინფორმაცია მოსკოვის მთავრობისათვის მთელი თავისი რუსული აქტივების... Читать дальше...

ბაიდენი მტკიცე მხარდაჭერას უცხადებს ფინეთის და შვედეთის ნატოში გაწევრიანების ძალისხმევას

Radiotavisupleba.ge 

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ფინეთის და შვედეთის ძალისხმევას ნატოში გაწევრიანების თაობაზე, რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრის ფონზე - და თქვა, რომ აშშ ფხიზლად მიადევნებს თვალს ამ ქვეყნების უსაფრთხოებას.  "გულთადად მივესალმები და მტკიცედ ვუჭერ მხარს ფინეთის და შვედეთის ისტორიული მნიშვნელობის განაცხადებს ნატოში გაწევრიანების თაობაზე და მოუთმენლად ველი აშშ-ის კონგრესთან და ჩვენს ნატოელ მოკავშირეებთან თანამშრომლობას საიმისოდ, რომ ფინეთი და შვედეთი სწრაფად შემოვიდნენ ისტორიაში... Читать дальше...

რუსთაველის გამზირზე ნიკა გვარამიას მხარდამჭერი მსვლელობა მოეწყო

Radiotavisupleba.ge 

„მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას დაპატიმრებას თბილისში აქციის მონაწილეები აპროტესტებენ. მედიის წარმომადგენლების ორგანიზებული დემონსტრაციის მონაწილეებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან პარლამენტამდე მსვლელობა მოაწყვეს. მოქალაქეთა ნაწილი ამ წუთებში „მთავარი არხის" შენობისკენ მიემართება. მედიის სოლიდარობის აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ტელეკომპანია „კავკასიის“ დირექტორი ნინო ჯანგირაშვილი რადიო თავისუფლებასთან აცხადებს: „ჩემი მიზანი არის სოლიდარობა ნიკას მიმართ, სუფთა ადამიანურად... Читать дальше...

გაურკვეველი წარმომავლობის ჰეპატიტი, რა ვიცით მის შესახებ?

Radiotavisupleba.ge 

გაურკვეველი წარმომავლობის ჰეპატიტი რამდენიმე ქვეყანაში დაფიქსირდა. საქართველოში ეს დაავადება ჯერ არ გამოვლენილა. მისი წარმოშობის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს, შესაძლოა ის კოვიდპანდემიასაც უკავშირდებოდეს. ოქტომბრიდან მაისის შუა რიცხვებამდე მსოფლიოში გაურკვეველი წარმოშობის ჰეპატიტის 450 შემთხვევა დაფიქსირდა. ეს დაავადება განსაკუთრებული იმითაა, რომ მწვავე ჰეპატიტი ადრეული ასაკის ბავშვებში გვხვდება, რაც ზოგადად იშვიათობაა.   „დაავადება დაფიქსირდა 25 ქვეყანაში, საქართველო მათ შორის არაა“, - განაცხადა... Читать дальше...

ტაჯიკეთში გრძელდება გამოსვლები, ცხრა ადამიანი დაიღუპა "ანტიტერორისტულ" ოპერაციაში

Radiotavisupleba.ge 

ტაჯიკეთის ხელისუფლების განცხადებით, ცხრა ადამიანი, მათ შორის პოლიციელი დაიღუპა "ანტიტერორისტულ ოპერაციაში", რომელიც მთიანი ბადახშანის მღელვარე ავტონომიურ ოლქში ჩატარდა - იმ ფონზე, როცა ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს პროტესტი, რომელიც გამოიწვია 2021 წელს პოლიციის ხელში აქტივისტის სიკვდილის საქმის გამოუძიებლობამ.  შინაგან საქმეთა სამინისტრო 18 მაისს აცხადებს, რომ ავღანეთის და ჩინეთის მოსაზღვრე ამ რეგიონში მომხდარი შეხლა-შემოხლის შედეგად დაიღუპა უსაფრთხოების სამსახურის ერთი წევრი, დაიჭრა რვა სამხედრო. Читать дальше...

142 629 ლარის მითვისებისთვის დაკავებულია სოფელ დერცელის სკოლის ყოფილი ბუღალტერი

Radiotavisupleba.ge 

გენერალური პროკურატურა ავრცელებს ინფორმაციას ადიგენის რაიონში, სოფელ დერცელში მდებარე საჯარო სკოლის ყოფილი ბუღალტრის დაკავების შესახებ. უწყების ცნობით, დაკავებულმა 2019-2021 წლებში, 142 629 ლარი სკოლის საბანკო ანგარიშიდან საკუთარ ანგარიშზე გადარიცხა და აზარტულ თამაშებსა და სხვადასხვა კომერციულ და გასართობ ობიექტებში გამოიყენა.  როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა დერცელის სკოლის დირექტორმა, მერაბ ბერიძემ უთხრა რადიო თავისუფლებას, ქალი, რომელიც პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის მითვისების ბრალდებით დააკავა... Читать дальше...

„მთავარი არხის“ მხარდასაჭერად ბათუმში იმართება სოლიდარობის აქცია

Radiotavisupleba.ge 

სოლიდარობის აქციაში მონაწილე ჟურნალისტები, სამოქალაქო აქტივისტები და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ბათუმში ცენტრალური პარკის კოლონადებთან შეიკრიბნენ. დემონსტრანტებმა მოაყწეს საპროტესტო მსვლელობა მემედ აბაშიძის გამზირით და აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ. აქციის მონაწილეების შეფასებით "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას დაპატიმრება პოლიტიკური დევნაა და საზოგადოებისთვის მართმსაჯულების გადაწყვეტილება არადამაჯერებელია.  "ხელისუფლებამ კიდევ ერთი კრიტიკული აზრის ჩახშობა სცადა. ნიკა გვარამიას დაპატიმრებით კიდევ ერთი... Читать дальше...

რატომ ეწინააღმდეგება თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში მიღებას?

Radiotavisupleba.ge 

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ ტაიპ ერდოანმა განაცხადა, რომ თურქეთი მხარს ვერ დაუჭერს ფინეთისა და შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას, რადგან ისინი თითქოს მხარს უჭერენ ქურთ მებრძოლებს და სხვა ჯგუფებს, რომლებიც, ანკარის თქმით, მათ ეროვნულ უსაფრთხოებას ემუქრებიან.

რუს ტანმოვარჯიშეს ფორმაზე გამოსახული Z-ის გამო დისკვალიფიკაცია მიანიჭეს

Radiotavisupleba.ge 

ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის დისციპლინარულმა კომისიამ ერთი წლით დისკვალიფიკაცია მიანიჭა რუს ტანმოვარჯიშე ივან კულიაკს, რომელიც მედლების გადაცემის ცერემონიალზე ფორმაზე გამოსახული Z-ით გამოვიდა. ამის თაობაზე ინფორმაციას ფედერაცია ავრცელებს. კომისიამ მიიჩნია, რომ სპორტსმენმა დაარღვია როგორც ფედერაციის წესდება და ეთიკური კოდექსი, ასევე ტექნიკური რეგლამენტი. კულიაკი ვალდებულია დააბრუნოს ბრინჯაოს მედალი და 500 შვეიცარული ფრანკი, ასევე გადაიხადოს სასამართლოს ხარჯი 2 ათასი ფრანკის ოდენობით. შემთხვევა... Читать дальше...

Новости России
Москва

Зацепиться за угол. Какое жильё можно купить в Москве за миллион-полтора


ფინეთთან და შვედეთთან ნატოს მოლაპარაკებები შენელდა, თუმცა გაგრძელდება

Radiotavisupleba.ge 

18 მაისს ნატოს წარმომადგენლებმა ვერ შეძლეს კონსენსუსის მიღწევა იმის შესახებ, დაიწყოს თუ არა გაწევრიანების მოლაპარაკებები ფინეთთან და შვედეთთან - აცხადებენ დიპლომატები იმ ფონზე, როცა თურქეთმა კიდევ ერთხელ გამოხატა თავისი წინააღმდეგობა ჩრდილოეთის ამ ორი სახელმწიფოს ალიანსში გაწევრიანების მიმართ.  ნატოს ელჩებმა შეხვედრა გამართეს ბრიუსელის შტაბ-ბინაში, მას შემდეგ, რაც ფინეთის და შვედეთის ელჩებმა გაწევრიანების თაობაზე ალიანსს ოფიციალური წერილებით მიმართეს - რაც წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ... Читать дальше...

იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს საცხოვრებელ რეზიდენციაში შეხვდა

Radiotavisupleba.ge 

ბრიუსელში NATO-ს გენერალურ მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საცხოვრებელ რეზიდენციაში უმასპინძლა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. შეხვედრაზე მედიისთვის კომენტარები არ გაკეთებულა. ცნობა საქართველოს მთავრობის პრესსამსახურმა გაავრცელა. ოფიციალურ ინფორმაციაში ვკითხულობთ: „მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ საქართველოს პროგრესი და მისი მისწრაფება სათანადოდ იქნება ასახული ალიანსის შემდგომ გადაწყვეტილებებში როგორც ქვეყნის მისწრაფებების პოლიტიკური მხარდაჭერის, ასევე პრაქტიკული შესაძლებლობების გაძლიერების თვალსაზრისით. Читать дальше...

ევროპა უკრაინას 9 მლრდ ევროს და „მარშალის გეგმას“ ჰპირდება

Radiotavisupleba.ge 

ევროკომისიის პრეზიდენტის ურზულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით ევროკავშირი უკრაინას დამატებით 9 მლრდ ევროს ოდენობის დახმარებას და ომის შემდგომი განახლებისა და რეფორმების გეგმის განსახორციელებლად მოკავშირეების გაერთიანებას ჰპირდება. „ახლა უკრაინა წინა ხაზზეა, ის ევროპულ ფასეულობებს იცავს, ჩვენ განვაგრძობთ უკრაინელების დახმარებას ომის მიმდინარეობისა და შემდგომ ქვეყნის მშენებლობისას“,- განაცხადა მან. რა თანხა დასჭირდება  რუსეთის არმიის მიერ განადგურებულის აღდგენას ურზულა ფონ დერ ლაიენმა არ დააზუსტა. Читать дальше...

„ხელ-ფეხის გარეშე, სხეულები ლპება“... როგორ ცხოვრობდნენ „აზოვსტალში“

Radiotavisupleba.ge 

ანა ზაიცევამ „აზოვსტალში“ ორი თვე გაატარა. მან მოახერხა იქაურობისთვის თავი დაეღწია და სამშვიდობოს გასულიყო, მაგრამ მისი ქმარი, რომელიც „აზოვის“ მებრძოლია, სავარაუდოდ, დღემდე იქ რჩება. ანა „ნასტოიაშჩეე ვრემიას“ ესაუბრა. თუ რა ხდებოდა ამ ორი თვის განმავლობაში.

ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, იენს სტოლტენბერგი ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება

News.ge 

ნატო-ს განახლებული ინფორმაციით, ნატო-ს გენერალური მდივანი, იენს სტოლტენბერგი საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს დღეს შეხვდება. ინფორმაცია ნატო-ს ვებგვერზეა გამოქვეყნებული. შეგახსენებთ, მანამდე, ალიანსის ვებ-გვერდზე განთავსდა ინფორმაცია, რომ ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრა გაუქმდა.

"მეშინია იგივე ჩემს სართულზე არ მოხდეს" - შეამოწმებენ კორპუსს, რომელსაც გუშინ აივანი ჩამოენგრა?

Radiotavisupleba.ge 

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში აცხადებენ, რომ კორპუსის მცხოვრებლების მომართვის საფუძველზე მუნიციპალური ლაბორატორია დაადგენს კორპუსის მდგრადობას, რომლის აივნის ნაწილი გუშინ, 17 მაისს ჩამოიშალა. ინფრასტრუქტურის სასმახურის ინფორმაციით, კორპუსის მცხოვრებლები მერიას ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე უახლოეს დღეებში მიმართავენ. "გუშინ ოპერატიულად მოხდა რეაგირება და ჩამოიხსნა საფრთხის შემცველი დეტალები. კვლევის შედეგების მიღების შემდეგ უკვე შემდგომი ნაბიჯები დაიგეგმება", - გვითხრეს ინფრასტრუქტურის სამსახურში. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Анастасия Потапова

Потапова всухую обыграла Шнайдер в 1-м круге турнира в Мадриде






Власти США снова не дали дипломатам из РФ возложить венки к табличке «Дух Эльбы»

Рябков: Ядерные ракеты Польше станут военной целью России

Со 2 мая будут осуществляться прямые рейсы Котлас – Москва

Всероссийская акция «Тотальный диктант» прошла в Лобне