ru24.net
World News in Georgian
Май
2022

Новости за 23.05.2022

გიორგი ვაშაძე ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს

News.ge 

სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძე პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვს. ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ ირაკლი კობახიძის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც, ის ამბობს, რომ კონკრეტული პოლიტიკოსები, რადიკალური ოპოზიციიდან, ევროკავშირში საქართველოს კანდიდატობის წინააღმდეგ აგიტაციას აწარმოებენ. გიორგი ვაშაძე „ქართულ ოცნებისგან“ იმ პოლიტიკოსების სახელების და გვარების დასახელებას მოითხოვს, ვინც ევროპაში დადიან და ითხოვენ, რომ ევროკავშირმა... Читать дальше...

მაღრაძე: თუ ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებენ, თვალს ვერ გააწვდენენ ისეთი სიგრძის რიგები დადგება მის მხარდასაჭერად

News.ge 

პოეტმა, დავით მაღრაძემ გადაცემაში “იმედი LIVE“-ს ეთერში განაცხადა, რომ თუ ბიძინა ივანიშვილს დაასანქცირებენ, მის მხარდასაჭერად ბევრი ხალხი გამოვა. “საუბრები იყო ბიძინა ივანიშვილის სანქცირების შესახებ. „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს ის ერთხელ დაასანქცირეს, ბანკი დაუყადაღეს და ა.შ. მაშინ მე მარტო მივედი ორი კამერით და ვთქვი, ხვალ რიგებს ვერ გააწვდენთ იმდენი ხალხი მოვა მის მხარდასაჭერად-თქო. ახლაც ნურავის ემუქრებიან ...

ანატოლი ბიბილოვმა უფლებამოსილების ბოლო დღეს თანამდებობის პირების გათავისუფლებას ხელი მოაწერა

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა უფლებამოსილების ბოლო დღე იმ ბრძანებების ხელმოწერაში გაატარა, რომლებითაც თანამდებობის პირები გაათავისუფლა. მან დე ფაქტო იუსტიციის მინისტრის ზალინა ლალიევას გადაყენების განკარგულებას ხელი 23 მაისს მოაწერა. „გათავისუფლდეს ლალიევა ზალინა სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრის თანამდებობიდან, პირადი განცხადების საფუძველზე“, - წერია დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ პრეზიდენტის განკარგულებაში. ზალინა ლალიევა ბიბილოვის უახლოესი გარემოცვის წევრია. Читать дальше...

სომხები ერევანში რუსეთის საელჩოსთან მივიდნენ და რუსეთს უკრაინული ქალაქი მარიუპოლის ოკუპაცია მიულოცეს (ვიდეო)

News.ge 

სომხები ერევანში რუსეთის საელჩოსთან რუსული დროშებით მივიდნენ და რუსეთს უკრაინული ქალაქი მარიუპოლის ოკუპაცია მიულოცეს.

გიგა ბოკერია: ამიტომ, მოდით, ეს ბუნდოვანება არ შევქმნათ

News.ge 

მნიშვნელოვანია, განვმარტოთ, რატომ არის არსებითი განსხვავება ევროკავშირის წევრობასა და კანდიდატობას შორის, იმიტომ, რომ შეიძლება, ვინმეს ეგონოს, რომ მოდი ახლა, იქნებ “მოტყუვდეს” ეს ევროპა, გავძვრეთ და შევიდეთ ევროკავშირშიო. ევროკავშირის წევრობის კანდიდატობა პრაქტიკულად არ ნიშნავს გარანტიას, რომ შენ მისი წევრი გახდები. იხილეთ თურქეთის მაგალითი, რომლის წევრობის საკითხიც მოიხსნა. იქაც კი, სადაც გეოგრაფიული კითხვის ნიშნები არ არსებობს, და ...

კახეთში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს

Radiotavisupleba.ge 

თელავის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ მამუკა წიკლაურმა სოფელ აკურაში  21 მაისს მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა. მანამდე, ბრალდების მხარემ, კაცს ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა და შესაბამისი დადგენილება, სახაზინო წესით დანიშნულ ადვოკატს გააცნო. ადვოკატმა მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადა. სოფელ აკურაში მცხოვრებ კაცს ბრალად ედება 21 მაისს ჩადენილი 45 წლის კაცის მკვლელობა. ბრალის დადგენილების თანახმად... Читать дальше...

ზელენსკი დავოსის ფორუმზე: აგრესიის წინააღმდეგ ზომები უნდა იყოს წინმსწრები და არა საპასუხო

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მსოფლიოს მოუწოდა, გაამკაცროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, რაც გაფრთხილება უნდა იყოს სხვა ქვეყნებისთვის, რომ მძიმე შედეგების წინაშე აღმოჩნდებიან, თუკი აგრესიას მიმართავენ საკუთარი მიზნების მისაღწევად. საპროგრამო სიტყვით გამოსვლისას შვეიცარიის ქალაქ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გახსნის დღეს, ზელენსკიმ მსოფლიო ბიზნესის ყველაზე გავლენიან ლიდერებს უთხრა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის მსგავსი ინტერვენციების თავიდან ასაცილებლად აუცილებელია „წინმსწრები და არა საპასუხო ზომები“. Читать дальше...

მაიმუნის ჩუტყვავილას შესახებ

Radiotavisupleba.ge 

ჯანდაცვის სფეროს მოხელეები მთელ მსოფლიოში განგაშს ტეხენ ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტებზე, მაიმუნის ჩუტყვავილად წოდებული, ინფექციური, ვირუსული დაავადების გავრცელების გამო.



მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: …მგონი, ამასობაში შეუყვარდათ რუსეთი და პუტინი

News.ge 

ე.წ. მესიჯბოქსი აქვთ დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ საქმეს აკეთებს, მე მგონი შეჯიბრი აქვთ გამოცხადებული, ვინ უფრო მეტად იტყვის სიტყვა რუსეთს, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა. მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი ძალიან ხშირად ახსენებენ რუსეთს „ქართულ ოცნებასთან” მიმართებაში, თუმცა რეალურად ისინი აკეთებენ რუსეთის საქმეს. „მათ აქვთ ე.წ. მესიჯბოქსი დალაგებული, რომ „ქართული ოცნება“ რუსულ ...

CNN: აშშ კიევში საკუთარი საელჩოს დასაცავად სპეციალური ოპერაციის ძალების გაგზავნას განიხილავს

News.ge 

ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინის დედაქალაქში საკუთარი საელჩოს დასაცავად სპეციალური ოპერაციების ძალების გაგზავნას განიხილავს. ინფორმაციას CNN-ი აქვეყნებს. მათივე ცნობით, ბაიდენის ადმინისტრაცია კიევში ძალების გაგზავნის შესახებ დისკუსიების ადრეულ ეტაპზეა და პრეზიდენტს გადაწყვეტილების მისაღებად წინადადება არ წარსდგომია. გამოცემა Wall Street Journal-ი პირველი მედიასაშუალება იყო, რომელიც იტყობინებოდა, რომ აშშ-ს სამხედრო და დიპლომატიური ოფიციალური პირები კიევში ჯარების გაგზავნის გეგმებს იქ ხელახლა ...

მკვლელობა ავტობუსში - ფემიციდის უცვლელი სტატისტიკა - რას არ აკეთებს სახელმწიფო

Radiotavisupleba.ge 

საზოგადოებრივ ტრანსპორტში ცოლის მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ როინ მებონიას, თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, ლაშა კლდიაშვილმა, 23 მაისს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა და წინასასამართლო სხდომა 14 ივლისს დანიშნა. 38 წლის კაცს ბრალად ედება ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობა (სისხლის სამართლის კოდექსის 11-ე პრიმა, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Читать дальше...

"ერთით ნაკლები მოღალატე" - როგორ და ვინ ასამართლებს რუსეთის მხარდამჭერებს უკრაინაში

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში გაჩაღებულია ბრძოლა რუსეთის, როგორც დამპყრობლის, ადგილობრივ მოკავშირეებთან. ამოქმედებულია როგორც საკანონმდებლო მექანიზმები, ასევე კოლაბორაციონისტების წინააღმდეგ, სამართლებრივი ჩარჩოების მიღმა, ანონიმი "პარტიზანები და პატრიოტები“ მოქმედებენ.

„ტუშონკა“ და კოკაინი

Radiotavisupleba.ge 

როგორ არიან დაკავშირებული პუტინი, კა-გე-ბე და პეტერბურგის მერიის თანამშრომლები კოკაინის გაუჩინარებასთან, რომლის გადატანასაც ისრაელის ნარკოკარტელი რუსეთის გავლით ცდილობდა. ეს ტექსტი არის „ნასტოაშჩეე ვრემიასა“ და რადიო თავისუფლების ერთობლივი გამოძიების ნაწილი ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებაში ყოფნის პირველი ნაბიჯების შესახებ. პროექტის დანარჩენი მასალები თავმოყრილია აქ. სანქტ-პეტერბურგი, 1993 წლის თებერვალი. ლიტეინის პროსპექტზე, 4 ნომერში მდებარე „დიდი სახლის“ დათოვლილ ეზოში, მამაკაცების ჯგუფი დგას. Читать дальше...

Starbucks-ი ტოვებს რუსეთის ბაზარს

Radiotavisupleba.ge 

ყავახანების ამერიკულმა ქსელმა Starbucks-მა გადაწყვეტილება მიიღო, დატოვოს რუსეთი. ბრენდი აღარ იქნება წარმოდგენილი რუსეთის ბაზარზე. ამის შესახებ ინფორმაცია კომპანიის ვებსაიტზეა გამოქვეყნებული. Starbucks-ი განაგრძობს რუსეთში მომუშავე 2000-მდე თანამშრომლის ფინანსურ მხარდაჭერას. კომპანია მათ ჰპირდება ექვსი თვის ხელფასების გადახდას და სამსახურების პოვნაში დახმარებას. რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ Starbucks-მა პირველად მარტში გამოაცხადა. მაშინ კომპანიის ხელმძღვანელმა კევინ ჯონსონმა დაგმო „უკრაინაზე... Читать дальше...

„რეკორდი, რომელიც ჯობდა არ გვქონოდა” - საკუთარი სახლიდან 100 მილიონი ადამიანია გაქცეული

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში მიმდინარე ომმა მსოფლიოში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობა 100 მილიონამდე გაზარდა, - აცხადებს გაერო. ეს რეკორდია. ომებს, ძალადობასა და ადამიანის უფლებების დარღვევებს ერთბაშად ამდენ ადამიანზე ჯერ არასდროს უმოქმედია.

ბლინკენი საქართველოს ხელისუფლებას უკრაინის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

Radiotavisupleba.ge 

საქართველოს საგარეო უწყება ავრცელებს 22 აპრილით დათარიღებულ წერილს, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მისწერა ილია დარჩიაშვილს. როგორც სამინისტროში რადიო თავისუფლებას განუმარტეს, წერილი პროტოკოლურად ახლა გასაჯაროვდა. სახელმწიფო მდივანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისადმი დანიშვნის შემდეგ გამოგზავნილ მისალოც წერილში აღნიშნავს, რომ 30-წლიანი ურთიერთობის განმავლობაში, ამერიკის შეერთებული შტატები და საქართველო ერთად მუშაობდნენ გლობალური უსაფრთხოების მხარდასაჭერად, მათ შორის... Читать дальше...

ჟურნალმა "ტაიმმა" ზელენსკი და პუტინი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან ადამიანებად დაასახელა

Radiotavisupleba.ge 

ჟურნალმა "ტაიმმა" მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის ყოველწლიური სია გამოაქვეყნა. ამ სიაში შედიან უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი. მანამდე ზელენსკი გახდა კენჭისყრის ლიდერი ჟურნალის მკითხველთა შორის და უკან ჩამოიტოვა ელონ მასკი და ბორის ჯონსონი. უკრაინის პრეზიდენტზე კი სტატია ჟურნალ "ტაიმისთვის" აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაწერა და ზელენსკის უწოდა თავისი ხალხის გამბედაობისა და სიმტკიცის ღირსი ლიდერი.  "ყოველ ჯერზე, როდესაც ჩვენ ერთმანეთს ვეურთიერთებით ... Читать дальше...

ოჯახი ბურიატიაში უკრაინის ომში მოკლულ შვილს გლოვობს: „თუ ახლა შევჩერდებით, მაშინ ეს ყველაფერი რისთვის იყო?“

Radiotavisupleba.ge 

უსტ-კირანი, რუსეთი - სახელისუფლებო სატვირთო მანქანამ 31 წლის სტეპან ოსეიევის კუბო მისი ოჯახის სახლიდან 500 მეტრის მოშორებით კულტურის სახლში მიიტანა გამოსამშვიდობებელი ცერემონიისთვის რუსეთის შორეული ბურიატიის რეგიონის ამ პატარა სოფელში. სატვირთო საპატიო სამხედრო დაცვამ და პატარა ორკესტრმა გააცილეს მგლოვიარე ცოლთან, დასა და დედასთან ერთად. ჯარისკაცი უკრაინაში ბრძოლისას დაიღუპა, 14 მარტს. კუბო ჩაბნელებულ ვესტიბიულში შემოიტანეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა მემორიალის ქვეშ განათავსეს. აქვეა წარწერა - „ისინი სამშობლოსთვის იბრძოდნენ“. Читать дальше...

ვლადიმირ ჟირინოვსკის შვილმა გვარი გამოიცვალა და პოლიტიკიდან წავიდა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ, რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის დამფუძნებლის, ვლადიმირ ჟირინოვსკის ვაჟმა იგორ ლებედევმა სახელი შეიცვალა და რამდენიმე თვეა, დავიდ ალექსანდროვიჩ გარსიად იწოდება. სახელის შეცვლის შემდეგ, ის პარლამენტში ძველი სახელით სამი თვის განმავლობაში ასრულებდა თავის მოვალეობას. ამის თაობაზე იტყობინება გამოცემა "ბაზა", რომელიც გაეცნო სახელმწიფო უწყება "რუსული პასპორტის" ამონაწერს. გამოცემის ინფორმაციით, სახელის ცვლილება 2021 წლის ივლისის დასაწყისში მოხდა. Читать дальше...

Новости России
Москва

Минобороны: техника парада Победы передислоцируется в Москву


რა უნდა ვიცოდეთ ფემიციდის შესახებ

News.ge 

ფემიციდი არის ადამიანის სიცოცხლის, თავისუფლების და პირადი უსაფრთხოების ძირითადი უფლებების დარღვევა, ასევე სოციალური და ეკონომიკური განვითარების დაბრკოლება სქესობრივი ნიშნით. ფემიციდის უმეტესი შემთხვევა ჩადენილია პარტნიორის ან ყოფილი პარტნიორის მიერ და ამ ყველაფრის წინაპირობა ხშირ შემთხვევაში ოჯახური ძალადობა, მუდმივი შეურაცხყოფა, მუქარა, დაშინება ან ისეთი სიტუაციებია, სადაც ქალებს მათ პარტნიორზე ნაკლები რესურსი აქვთ, რითაც მამაკაცები მანიპულირებენ და მათზე ...

კაცს, რომელმაც ყოფილი ცოლი დაჭრა ავტობუსის გაჩერებაზე, შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი

Radiotavisupleba.ge 

სტაბილურად მძიმეა 39 წლის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ცოტა ხნის წინ თბილისში, დიდუბეში, ავტობუსის გაჩერებასთან დაჭრა ყოფილმა ქმარმა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას ქალის ახლო ნათესავმა მიაწოდა. მისი მონაყოლის თანახმად, წყვილი 14 წლის განმავლობაში არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა. ქალის მიმართ ფსიქოლოგიური, ეკონომიკური და ფიზიკური ძალადობა წლების განმავლობაში გრძელდებოდა, რის გამოც ქალი პირველად ქმრის ოჯახიდან ერთი წლის წინ წავიდა. „შარშან წამოვიდა ოჯახიდან, შემდეგ ურეკავდა. ურეკავდა [ყოფილი ქმარი]... Читать дальше...

YouTube-მა 70 000-ზე მეტი ვიდეო და 9 000 არხი წაშალა

News.ge 

ამ წმენდის მიზეზი რუსული პროპაგანდისტული ნარატივი იყო. The Guardian იტყობინება, რომ ეს გადაწყვეტილება კონტენტის წესების დარღვევის გამო იქნა მიღებული. ვიდეოების ავტორები ცდილობდნენ, აქამდე მომხდარი ისეთი მოვლენები, როგორიცაა მაგალითად ჰოლოკოსტი და დღევანდელი რუსეთ-უკრაინის ომი არაძალადობრივად წარმოეჩინათ და საზოგადოებისთვის ეთქვათ, რომ ამ ყველაფერს გენოციდთან საერთო არაფერი ჰქონდა. მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, Youtube-მა წაშალა ისეთი ვიდეოებიც, ...

ლაგოდეხის საზღვრისპირა სოფელში სტიქიამ სოფლის ამბულატორია მნიშვნელოვნად დააზიანა

Radiotavisupleba.ge 

ძლიერმა ქარმა და წვიმამ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პრობლემები შექმნა. ქარმა საზღვრისპირა სოფელ მაწიმში ალვის ხეს მოსტეხა ტოტები, რომლებიც ამბულატორიის შენობას დაეცა. დაზიანებულია შენობის სახურავი, წვიმის წყალი კი ოთახებში ჩადის. ამ წუთებში ადგილზე მუშაობენ სამაშველო სამსახურის თანამშრომლები, მერიის შესაბამისი ა(ა)იპის წარმომადგენლები და სოფლის რწმუნებული. ისინი ტერიტორიას ხის ტოტებისგან ასუფთავებენ. ადგილზე იმყოფებიან ენერგოკომპანიის წარმომადგენლებიც. ისინი დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენას ცდილობენ. Читать дальше...

„დაემშვიდობე პრეზიდენტს“ – მერლინ მონროს უკანასკნელი სიტყვები

News.ge 

„დაემშვიდობე პეტის ჩემ ნაცვლად, დაემშვიდობე პრეზიდენტს და დაემშვიდობე საკუთარ თავს, იმიტომ რომ შენ კარგი კაცი ხარ“, – ეს იყო ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე მშვენიერი ქალის და მსოფლიო კინო ლეგენდის ბოლო სიტყვები, რომლებიც მან ინგლისელ მსახიობ პიტერ ლოუფორდს უთხრა ტელეფონში. ყველასათვის ცნობილია ამბავი მერლინ მონროსა და ჯონ კენედის სკანდალური ურთიერთობის შესახებ, თუმცა რეალურად არავინ იცის სიმართლე. ...

რუსეთმა "არასასურველად" ცნო ჰაინრიხ ბიოლის ფონდი

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველ ორგანიზაციად აღიარა ჰაინრიხ ბიოლის საერთაშორისო არასამთავრობო ფონდი. უწყების ცნობით, "ფონდის საქმიანობა საფრთხეს უქმნის რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციურ წესრიგსა და უსაფრთხოებას." ამგვარად, ცნობილი გერმანელი მწერლის სახელობის ფონდი რუსეთში არასასურველად მიჩნეული 56-ე ორგანიზაცია გახდა. 2022 წლის აპრილში, რუსეთის იუსტიციის სამინისტროს გადაწყვეტილებით, დაიხურა რიგი საერთაშორისო არაკომერციული ორგანიზაციების რუსული ფილიალები და წარმომადგენლობითი ოფისები, მათ შორის ბიოლის ფონდის ფილიალი. Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
ATP

Хачанов объяснил, почему снялся с турнира ATP 500 в Барселоне






Шашлык из хакасской говядины, кетчуп из можжевельника и нежнейшая черёмуховая корзинка: В Красноярске стартовал гастрономический фестиваль «Своё в городе»

Подмосковье вошло в число регионов с самым большим объемом закупок у самозанятых

Начались допросы отца и друга подозреваемого в убийстве байкера в Москве

Как поучаствовать в продаже иностранных ценных бумаг по указу №844