ru24.net
World News in Georgian
Октябрь
2022

Новости за 03.10.2022

ირანში გრძელდება აქციები, ხამენეი აცხადებს, რომ რეპრესიები კვლავ იქნება

Radiotavisupleba.ge 

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ უცხოეთის გავლენები დაადანაშაულა მღელვარებაში, რომელიც მთელს ქვეყანას მოედო ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის სიკვდილის გამო - ქალი გარდაცვალებამდე მორალის პოლიციამ დააპატიმრა, ჰიჯაბის ტარების წესების დარღვევისთვის. ხამენეიმ განაცხდა, რომ ის სრულად უჭერს მხარს უსაფრთხოების ძალების ძალისხმევას დემონსტრაციების ჩასახშობად.  ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციების შესახებ თავის პირველ საჯარო გამოსვლაში ხამენეიმ 3 ოქტომბერს აქციები მიაწერა ამერიკას, ისრაელს და უცხოეთში მცხოვრებ ირანელებს... Читать дальше...

ილონ მასკი „ტვიტერზე" უკრაინის საკითხზე გამოკითხვას ატარებს

Radiotavisupleba.ge 

„სპეის-იქსისა“ და „ტესლას“ დამფუძნებელმა ილონ მასკმა გადაწყვიტა რუსეთ-უკრაინას შორის მშვიდობის მიღწევის საკუთარი გეგმა მოეფიქრებინა და ხმის მისაცემადაც დაედო ტვიტერზე: „მშვიდობა უკრაინა-რუსეთს შორის: განმეორებით, გაეროს ზედამხედველობის ქვეშ, ჩატარდეს არჩევნები ანექსირებულ რეგიონებში. რუსეთი დატოვებს ამ რეგიონებს, თუკი ასეთი იქნება ხალხის ნება; ყირიმი ოფიციალურად რუსეთის ნაწილია, როგორც იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის მიერ შეცდომის დაშვებამდე); ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილია; უკრაინა რჩება ნეიტრალური“. Читать дальше...

ვოლოდიმირ ზელენსკი: რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?

News.ge 

“რომელი ილონ მასკი უფრო მოგწონთ, ის, რომელიც მხარს უკრაინას უჭერს თუ რუსეთს?” – უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ  გამოკითხვა მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ილონ მასკის ტვიტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. დღეს უკრაინა-რუსეთის თემაზე ილონ მასკმა გამომწერებს ჰკითხა ეთანხმებოდნენ თუ არა მოსაზრებას: “უკრაინა-რუსეთის მშვიდობა: – ხელახლა ჩატარდეს ანექსირებულ რეგიონებში არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნებაა. ...

დავით უსუფაშვილი „ქართული ოცნების“ 10 წელზე: ერთი სიტყვით ვიტყოდი: „ტრაგედიაა“

News.ge 

საქართველოს სასიცოცხლო ინტერესებშია ნატოში გაწევრიანება, მაგრამ მანამდე ჩვენ არ უნდა ვიყოთ იმ ილუზიების ქვეშ, რომ უკრაინაში რაღაცები რომ ხდება, ჩვენც მარტივად გავძვრებით გაგზავნილი ქაღალდით, – ამის შესახებ „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა. დავით უსუფაშვილი არ გამორიცხავს, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საქართველო ავტომატურად ამ გზას გაჰყვება, „თუ ...

ნათია მეზვრიშვილი: …და რაც ყველაზე მძიმეა, მმართველობის რგოლის სათავეში მივიღეთ ოლიგარქი

News.ge 

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი, ლიდერის, ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 10 წლის თავზე მივიღეთ ერთი-ერთზე გადმოღებული „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერა – „მივიღეთ ის, რასაც „ქართული ოცნება“ 10 წლის წინ ებრძოდა და რის დასამარცხებლადაც ხელისუფლებაში მოვიდა“. როგორც მეზვრიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, ყველაზე მძიმე, რაც „ქართული ოცნების“ მმართველობის 10 წლის თავზე ქვეყანამ მიიღო არის- ოლიგარქი მმართველობის ...

მოწყენილობასთან ბრძოლის პროდუქტიული ხერხები

News.ge 

თუ მოწყენილი ან დაძაბული ხართ, ლოგიკურია, რომ პირველ რიგში განტვირთვა გჭირდებათ. ხშირად, როდესაც ადამიანს ბევრი საქმე აქვს გასაკეთებელი, საკუთარ თავს ამის უფლებას არ აძლევს. თუმცა, ვიდრე არ მოდუნდებით და უარყოფით ემოციებისგან არ გათავისუფლდებით, დავალების შესრულება მეტად გაგიჭირდებათ. დაუთმეთ თქვენს თავს დრო, სულ ცოტა მაინც. დაფიქრდით ზედმეტი ემოციების გარეშე, რა გჭირდებათ, რამდენად მასშტაბურია მიზანი, რა მატერიალის ...

იშლება თუ არა 2008 წლის აგვისტოს ომის კვალი გორში?

Radiotavisupleba.ge 

ჟანა ოდიშვილი გორში გიდად მუშაობს, მას ტურისტები თითქმის ყოველდღე მიჰყავს იმ კორპუსების კედლებთან, რომლებსაც 2008 წლის ომის კვალი ემჩნევა. ესაა კასეტური ბომბებისგან დაზიანებული კედლები. დღეს კი ჟანამ აღმოაჩინა, რომ სტალინის გამზირზე ერთ-ერთი კორპუსის კედელი გადალესილია და იქ ნატყვიარების კვალი აღარ ჩანს. „ყოველდღე ტურისტებს ვუყვები 2008 წლის ომზე, ოკუპაციაზე, უკანონო ბორდერიზაციაზე, უკანონო გატაცებებზე და ამ დროს ადგილობრივმა ხელისუფლებამ, რომელიც ყველაზე ხმამაღლა უნდა საუბრობდეს ამ პრობლემაზე და რუსულ აგრესიაზე... Читать дальше...



ზურაბ გურული: მასკი სერიოზული მოთამაშეა მსოფლიოს სოციალურ კლუბში… ზელენსკიმ აუცილებლად უნდა აჯობოს მას მსოფლიო პოპულარობით. უკან დასახევი გზა მას არა აქვს

News.ge 

“ილონ მასკი თუ გამოვიდოდა ფსბ-ს შექმნილი მესიჯით, ნაკლებად ველოდი, მაგრამ რაღაც სერიოზული რომ მოხდებოდა ამ მიმართულებით, ამაში ეჭვი არ მეპარებოდა. სწორედ რამდენიმე დღის წინ ვწერდი რუსეთის შესაძლო მომავლის გათვლაზე და გუშინ კი ამერიკულ იზოლაციონიზმზე და მაინც, რაზე აკეთებს გათვლას მასკი? ცხადია კონსერვატიულ ამერიკაზე, რომლის მინიმუმ 2/3-იც ფიქრობს, რომ ამერიკა არ უნდა ერეოდეს არანაირი გზით რუსეთის ...

ილონ მასკი: ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს

News.ge 

ამერიკელმა მილიარდერმა, SpaceX-ის ხელმძღვანელმა, ილონ მასკმა რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების გეგმის შესახებ „ტვიტი“ გამოაქვეყნა. მისი თქმით, ომის დასრულებისთვის უკრაინა ნეიტრალური უნდა გახდეს, ყირიმი კი რუსეთის შემადგენლობაში დარჩეს. „უნდა განმეორდეს ანექსირებული ოლქების არჩევნები გაეროს ზედამხედველობით. რუსეთი წავა, თუ ეს ხალხის ნება იქნება. ყირიმი ფორმალურად რუსეთის შემადგენლობაში დარჩება, როგორც ეს იყო 1783 წლიდან (ხრუშჩოვის შეცდომამდე). ყირიმის წყალმომარაგება უზრუნველყოფილი ...

“მოსკოვი განაგრძობს კონსულტაციებს რეგიონების მოსახლეობასთან” – კრემლი ვერ ხსნის, რა საზღვრებში გამოაცხადა ხერსონისა და ზაპოროჟიეს რეგიონების ანექსია

News.ge 

კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ვერ შეძლო აეხსნა, თუ რა საზღვრებში გამოაცხადა რუსეთმა ხერსონისა და ზაპოროჟიეს ანექსია. “მოსკოვი განაგრძობს კონსულტაციებს რეგიონების მოსახლეობასთან” – ამბობს პესკოვი. ანექსიის დოკუმენტებს ხელი 30 სექტემბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა მოაწერა. მანამდე, მან ხელი მოაწერა განკარგულებას უკრაინისგან ამ რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ, მოსკოვის კონტროლის ქვეშ ჩატარებული რეფერენდუმის საფუძველზე. არც პუტინის მიერ ხელმოწერილ შეთანხმებებში... Читать дальше...

ევროპის ლიდერები პრაღაში უკრაინაში მიმდინარე ომზე და მომავალ მძიმე ზამთარზე იმსჯელებენ

Radiotavisupleba.ge 

ამ კვირას პრაღა ევროპული პოლიტიკის ცენტრში აღმოჩნდება. კონტინენტის თითქმის ყველა ლიდერი შეიკრიბება 6-7 ოქტომბერს ორ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად. ისინი განიხილავენ ომს უკრაინაში და იმას, თუ რა გავლენა ექნება ამ კონფლიქტს პოლიტიკის სხვადასხვა სფეროში. აი, რას უნდა ველოდეთ. რა ხდება? ევროპის ყველა ქვეყნის ლიდერი, ბელარუსისა და რუსეთის გარდა, 6 ოქტომბერს პრაღის ციხესიმაგრეში შეიკრიბება კონტინენტზე შექმნილი უსაფრთხოების საკითხების განსახილველად. უპირველესი თემა, ცხადია, უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება. Читать дальше...

ამერიკელმა სამხედროებმა ისლამისტი ექსტრემისტების დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ ლიდერი მოკლეს

News.ge 

ამერიკელი სამხედროები აცხადებენ, რომ საჰაერო იერიშის შედეგად, ისლამისტი ექსტრემისტების დაჯგუფება „ალ-შაბაბის“ ლიდერი მოკლეს. სომალის მთავრობის განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოკლული ექსტრემისტი დაჯგუფების ერთ-ერთი თანადამფუძნებელი იყო. „ალ-შაბაბი“ სომალელი ისლამისტი ექსტრემისტების დაჯგუფებაა, რომელიც ქვეყნის კონტროლის მოპოვების მიზნით სომალის გარდამავალ მთავრობას ებრძვის. ამ დაჯგუფებამ ტერორისტულ ორგანიზაცია „ალ-ქაიდას“ ერთგულება გამოუცხადა. დაჯგუფების მთავარი მიზანი სომალიში „ისლამური სახელმწიფოს“ შექმნაა. Читать дальше...

დეოლიგარქიზაცია უკრაინულად - რამდენად ერგება საქართველოს რეალობას?

Radiotavisupleba.ge 

დეოლიგარქიზაცია ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ერთ-ერთ ყველაზე სადავო საკითხად რჩება. ოპოზიციის უდიდესი ნაწილისთვის მიუღებელია "ქართული ოცნების" მიერ უკრაინული კანონის პირდაპირ თარგმნა და ქართულ რეალობასთან მორგების მცდელობა.

თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა თანამდებობა დატოვა

News.ge 

თბილისის ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორმა, ლიანა ჭუმბურიძემ თანამდებობა დატოვა. როგორც “ინტერპრესნიუსს” კლინიკის პრესსამსახურში განუცხადეს, ლიანა ჭუმბურიძემ პოსტი 30 სექტემბერს, სავარაუდოდ, საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. მათივე ინფორმაციით, საავადმყოფოს დირექტორის მოვალეობას კლინიკური დირექტორი ვლადიმერ პაპავა შეასრულებს.

გაიყინება ევროპა "მგლის კუდივით"?

Radiotavisupleba.ge 

ევროპის რუსული გაზით შანტაჟი დასრულდა. ბალტიის ზღვის ფსკერზე, „ჩრდილოეთის ნაკადის“ ორივე მარშრუტის ოთხ ტოტზე ერთდროულად მომხდარი დაზიანებების გამო, ევროპა ზამთრის დადგომამდე დარჩა რუსული გაზის გარეშე. ევროკავშირის ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ ელოდნენ ამ დღის დადგომას და, შესაბამისად, ეძებდნენ საწვავის მიღების ალტერნატიულ გზებს მაშინ, როცა რუსეთის მთავრობა სრულად იყო დარწმუნებული, რომ ევროკავშირი იძულებული იქნებოდა შეეძინა რუსული გაზი იმ რაოდენობით, რა რაოდენობის მიყიდვასაც რუსული... Читать дальше...

მედია: დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა, სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა

News.ge 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, თავი მოიკლა ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა კილაძემ. შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა, გარდაცვლილის ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს. დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში ამ დროისთვის არქეოლოგიური ექსპედიცია ან სტუდენტებისთვის განკუთვნილი სასწავლო პროგრამა არ მიმდინარეობდა – დმანისისა და ოროზმანის არქეოლოგიური ექსპედიციები და საზაფხულო სკოლები ...

ევროკავშირმა უკრაინისთვის 5 მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსური დახმარების პაკეტს მოაწერა ხელი

News.ge 

ევროკავშირმა უკრაინისთვის ფინანსური დახმარების პაკეტს ხელი მოაწერა, რომელიც 5 მილიარდ ევროს შეადგენს – ამის შესახებ დღეს ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა. აღნიშნულ მაკროფინანსურ დახმარებას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა უკრაინის პრემიერ-მინისტრი, დენის შმიგალიც. „ევროკავშირმა ახლახან მოაწერა ხელი ურთიერთგაგების მემორანდუმს 5 მილიარდი ევროს მაკროფინანსური დახმარების გამოყოფის შესახებ. მადლიერი ვარ ევროკომისიის პრეზიდენტს, ურსულა ფონ დერ ლაიენს და ევროკომისარ... Читать дальше...

დმანისის არქეოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელმა, სიცოცხლე, სავარაუდოდ, თვითმკვლელობით დაასრულა

Radiotavisupleba.ge 

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიური კვლევითი ცენტრის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, თავი მოიკლა ცენტრის ხელმძღვანელმა, გოჩა კილაძემ. შემთხვევა 3 ოქტომბერს მოხდა, გარდაცვლილის ცხედარი ცენტრის ტერიტორიაზე დღის საათებში ადგილობრივებმა ნახეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს რადიო თავისუფლებას, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  დმანისის სამეცნიერო და არქეოლოგიურ კვლევით ცენტრში სტუდენტებისთვის განკუთვნილი... Читать дальше...

Новости России
Москва

Шапки женские на Wildberries — скидки от 398 руб. (на новые оттенки)


IAEA-ის მიერ გამოთქმული "ღრმა შეშფოთების" შემდეგ, გაათავისუფლეს ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის დირექტორი

Radiotavisupleba.ge 

გაეროს ატომური უწყების ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის განცხადებით, გათავისუფლებულია რუსეთის მიერ ოკუპირებული ზაპოროჟიეს ბირთვული სადგურის დირექტორი. გროსი მიესალმა ბირთვული სადგურის გენერალური დირეტორის, იჰორ მურაშოვის გათავისუფლებას და ტვიტერით დაწერა, რომ დადასტურებული ინფორმაციით "მურაშოვი უსაფრთხოდ დაუბრუნდა თავის ოჯახს". ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) მურაშოვის გათავისუფლების მოწოდებით გამოდიოდა მას მერე, რაც გავრცელდა ცნობები, რომ ის რუსეთის სამხედრო პატრულმა დააკავა, როცა სადგურიდან... Читать дальше...

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში სამხედრო სწავლება დაიწყო

Radiotavisupleba.ge 

საშემოდგომო სამხედრო სწავლება დაიწყო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. არმიამ. დე ფაქტო რესპუბლიკის სამხედრო პოლიგონზე, ოკუპირებულ სოფელ ძარწემში, საბრძოლო მძიმე ტექნიკა და პირადი შემადგენლობა გაიყვანეს. დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, „განსაკუთრებული ყურადღება ექცევა სამხედრო პერსონალის ინდივიდუალურ ქმედებებს, ასევე მოქმედებებს რაზმების, ეკიპაჟების და ჯგუფების შემადგენლობაში. წვრთნის შედეგების მიხედვით, სამხედრო მოსამსახურეები გაივლიან ტესტირებას, ასევე გამოავლენენ მიზანში სროლისა და ჯავშანტექნიკის მართვის უნარებს. Читать дальше...

მამუკა მდინარაძე: ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას

News.ge 

არცერთი მტკიცებულება არ არსებობს საიმისოდ, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ პროცესებზე ახდენს გავლენას ან რაიმე ფორმით ერევა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მამუკა მდინარაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქობასა და პოლიტიკურ პროცესებზე გავლენასთან დაკავშირებით ოპოზიციის „ყველა წინადადება „ფეიკია““. „არცერთი მტკიცებულება არ არსებობს იმიტომ, რომ ეს რეალობა არ არსებობს, ეს მოცემულობა არ არსებობს... Читать дальше...

მდინარაძე: რუსეთი, ეს ოკუპანტი ქვეყანა, აწარმოებს ომს უკრაინაში და მთელი ცივილიზებული სამყარო დგას მეორე მხარეს

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთში სამხედრო სამსახურში გაწვევის გადაწყვეტილების შესახებ შეკითხვას უპასუხა ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე. როგორც დეპუტატი აცხადებს, ოკუპაცია არის ისეთი ბოროტება, რომელშიც ოკუპირებული ქვეყნის მხრიდან პოზიტიური ჩარევის ბერკეტები მოსპობილია.  „ოკუპაცია არის იმგვარი რამ, რაც ასე მარტივად მსჯელობის საშუალებას, სამწუხაროდ, გართმევს. ეს არის უდიდესი ბოროტება, რომელიც შენს ოპონენტს თუ მას ცუდი სპეკულაცია უნდა სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ... Читать дальше...

მიხაილო პოდოლიაკი: გამარჯვების შემდეგ ნატოს წევრები თავად მოისურვებენ უკრაინის მიღებას ალიანსში

News.ge 

რუსეთის ფედერაციის მიერ გაჩაღებულ ომში უკრაინის გამარჯვების შემდეგ, ნატოს წევრებიი თავად მოისურვებენ უკრაინის მიღებას ალიანსში. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა სააგენტო UNIAN-თან ინტერვიუში ისაუბრა. „რუსები ძალიან ბევრს ყვიროდნენ, რომ ნატოს ებრძვიან და ა.შ. სინამდვილეში, ეს მითი მშიშარა ერს მოუყვნენ – როგორც ქუჩის ჩხუბის დროს, მათ ხომ უყვართ ასეთი ანალოგიები. როდესაც ქუჩის ჩხუბში ...

მედია: ლიმანის დაკარგვამ რუსეთის არმიის სარდლობისადმი ნდობა შეარყია

News.ge 

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ დონეცკის ოლქის ქალაქ წითელი ლიმანის დაკავებამ, რომელიც კრემლის მიერ უკრაინის ოთხი ტერიტორიის ანექსიას დაემთხვა, – კრიტიკის ქარცეცხლი დაატეხა თავს რუსეთის სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქალაქის თავდაცვის უზრუნველყოფის მხრივ დაშვებული კომპლექსური შეცდომების გამო. ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი, რომელიც უკრაინაში მებრძოლი ზოგიერთი რუსი გენერლის მხედართმთავრულ ნიჭზე დიდი აზრისა არც მანამდე იყო, წითელი ლიმანიდან ...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

«Был риск завершить борьбу еще в первом матче». В России оценили победу Рыбакиной в Штутгарте






Тропиночную сеть начали прокладывать на месте сквера в Ступине

Возвращение грандиозной музыкальной премии CTC Kids «Супер Лайк Шоу»

Адвокат: Ивлеева не признала вину в дискредитации армии

Теплая погода и кратковременные дожди придут в Московский регион на выходных