Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Ноябрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30

Новости за 21.11.2024

კემბრიჯის ლექსიკონმა წლის სიტყვად დაასახელა ზმნა “მანიფესტირება”

Radiotavisupleba.ge 

კემბრიჯის ლექსიკონმა 2024 წლის სიტყვად დაასახელა ზმნა "მანიფესტირება” (to manifest), რომელსაც ფართოდ იყენებენ “წარმატებისთვის დაპროგრამების” მნიშვნელობით. ლექსიკონის სტატიის თანახმად, „მანიფესტირება“ თავისი ჩვეული მნიშვნელობის - „გამოვლენის“ გარდა ახლა ნიშნავს ასევე „ვიზუალიზაციის და აფირმაციის გამოყენებას იმისთვის, რომ წარმოიდგინო რისი მიღწევაც გსურს, რწმენით, რომ ეს გაზრდის წარმატების შესაძლებლობას“. კემბრიჯის ლექსიკონი იტყობინება, რომ თავის ვებსაიტზე ზმნა „მანიფესტირება“ 130 ათასჯერ მოიძებნა... Читать дальше...

ბჟანია: "მეეჭვება, სალომე ზურაბიშვილი სიმპათიებს განიცდიდეს აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ"

Radiotavisupleba.ge 

ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ კომენტარი გააკეთა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებაზე აფხაზებისადმი სოლიდარობაზე. „ძლიერ მეეჭვება, სალომე ზურაბიშვილი სიმპათიებს განიცდიდეს აფხაზეთის ხელისუფლების ან ოპოზიციის მიმართ", - განუცხადა რუსულ საინფორმაციო სააგენტო "რია ნოვოსტის" ბჟანიამ. „ვფიქრობ, ის ასეთი პრინციპით ხელმძღვანელობს: „რაც უარესი, მით უკეთესი“. ამიტომაც ულოცავს. ის არაა დაინტერესებული იმაში, რომ აფხაზეთის სახელმწიფო შედგეს, ეს ნათელი და გასაგებია. Читать дальше...

ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინას 4,65 მილიარდი დოლარის ოდენობის ვალს ჩამოაჭრის

Radiotavisupleba.ge 

"აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ მიიღო გადაწყვეტილება, აპატიოს უკრაინას 4,65 მილიარდი დოლარის ოდენობის კრედიტი“ - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მეთიუ მილერმა. ოფიციალური პირები, რომლებიც საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დატოვებენ თანამდებობას, ცდილობენ ყველაფერი გააკეთონ, რათა უკრაინას მხარი დაუჭირონ რუსეთის წინააღმდეგ ომში. აშშ-ის კონგრესის მიერ აპრილში მიღებული კანონპროექტით, რომელიც შეიცავდა 9,4 მილიარდი დოლარის... Читать дальше...

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე: პრეზიდენტისა და დეპუტატების სარჩელები ერთად განიხილება

Radiotavisupleba.ge 

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა აცხადებს, რომ ერთად განიხილება პრეზიდენტისა და პარლამენტის დეპუტატების სარჩელები, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობას უკავშირდება. “ეს ორი სარჩელი თითქმის ერთდროულად არის შემოსული და, შესაბამისად, ორივე სარჩელი ერთდროულად განიხილება. რასაც მე გადავხედე, შინაარსობრივად ისინი თითქმის, არა მთლიანად, მაგრამ ერთმანეთს ემთხვევა და აქედან გამომდინარე, არ არის მიზანშეწონილი მათი ცალ-ცალკე განხილვა”, - უთხრა ტურავამ ჟურნალისტებს. Читать дальше...

„კრიზისი გველის“? - ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებზე ისტორიულად დიდ სესხებს გასცემს

Radiotavisupleba.ge 

ჯერ წინასაარჩევნო პერიოდში, შემდეგ კი პოსტსაარჩევნო პოლიტიკური კრიზისის ფონზე, ლარის გაუფასურებისა და ინფლაციის, ანუ ფასების ზრდის საფრთხის მიუხედავად, საქართველოს ეროვნული ბანკი სტაბილურად და რეკორდულად ზრდის კომერციულ ბანკებზე გაცემულს სესხებს.

ევროკომისარი შენგენის ზონაში რუმინეთის და ბულგარეთის სრულ ინტეგრაციას მოელის

Radiotavisupleba.ge 

ევროკავშირის კომისარმა საშინაო საკითხებში, ილვა იოჰანსონმა, რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ „ოპტიმისტურადაა“ განწყობილი შენგენის ზონაში ევროკავშირის წევრი ქვეყნების, ბულგარეთისა და რუმინეთის, მიმდინარე წლის ბოლოსთვის ინტეგრაციის მიმართ. „რუმინეთი და ბულგარეთი მზად არიან, შენგენის ზონა მზად არის, ასე რომ ვერავითარ წინააღმდეგობას ვერ ვხედავთ“, - უთხრა მან რადიო თავისუფლებას ინტერვიუში, რომელიც 21 ნოემბერს ქვეყნდება. "დადგა დრო, გაუქმდეს შიდა სასაზღვრო კონტროლი", - თქვა მან. ორივე შავიზღვისპირა სახელმწიფო მარტში შეუერთდა შენგენის ზონას... Читать дальше...

აქციაზე დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება

Radiotavisupleba.ge 

19 ნოემბერს საპროტესტო აქციაზე დაკავებული ალექსანდრე ქავთარაძე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში გამოიკითხება. დაკავებისას სამართალდამცავების მხრიდან განხორციელებული ძალადობის ფაქტზე გამოძიების დაწყების მოთხოვნით მან უწყებას 19 ნოემბერს წინასწარი დაკავების იზოლატორიდან მიმართა. იზოლატორი მან 21 ნოემბერს, დილით დატოვა: „ჩემი დაკავება დაიწყო იმის შემდეგ, რაც გამოვექომაგე გვერდით მყოფ ადამიანს, რომელზეც მიმდინარეობდა ძალადობა. იმას დაკავება არ ჰქვია, როგორც ამ ადამიანს ექცეოდნენ. ვეუბნებოდი: ფრთხილად, ნელა, ადამიანურად. Читать дальше...

კობახიძე და პაპუაშვილი შეინარჩუნებენ პოსტებს ახალი პარლამენტის შეკრების შემდეგ - „ქართული ოცნება“

Radiotavisupleba.ge 

21 ნოემბერს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკური საბჭოს სხდომის შემდეგ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ ახალი მთავრობის პრემიერობის კანდიდატი კვლავ ირაკლი კობახიძე იქნება, პარლამენტის თავმჯდომარეობის კანდიდატი კი - კვლავ შალვა პაპუაშვილი. მდინარაძის თქმით, კობახიძის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა. „მოგეხსენებათ, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება, წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი. არ იქნება სიურპრიზი, რომ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა წარადგინა ირაკლი კობახიძე. Читать дальше...



გიორგი კალანდარიშვილის სიტყვებით, აქამდე მას არ უნახავს არჩევნების გაყალბების მტკიცებულებები

Radiotavisupleba.ge 

ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე გიორგი კალანდარიშვილი გენერალურ პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდა. იგი 26 ოქტომბრის არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე გამოიკითხება. “დღეს არის არჩევნებიდან 26-ე დღე და აქამდე არ გვინახავს არცერთი ხელშესახები გარემოება, რომელიც იტყოდა, რომ არჩევნებზე იყო სისტემური დარღვევები, რასაც შედეგებზე შეეძლო გავლენის მოხდენა. ჩატარდა არაერთი სასამართლო სხდომა, საარჩევნო დავებმა გაიარა სხვადასხვა ინსტანციაც და დადასტურდა, რომ არანაირი ფარულობა არ დარღვეულა, არანაირი არსებითი დარღვევები არ ყოფილა”... Читать дальше...

საპროტესტო აქციისას პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 21 წლის ახალგაზრდაა დაკავებული - შსს

Radiotavisupleba.ge 

19 ნოემბერს, მელიქიშვილის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით (სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილი) 21 წლის ახალგაზრდაა დაკავებული. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. როგორც განცხადებაში ვკითხულობთ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით 2003 წელს დაბადებული მ.დ. დააკავეს. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. Читать дальше...

ნიკო მანაგაძე „იმედის“ ჟურნალისტის საქმიანობაში სავარაუდო ხელის შეშლის ფაქტზე გამოკითხვაზე დაიბარეს

Radiotavisupleba.ge 

სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენელი ნიკო მანაგაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმის გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარა. მისი თქმით, საჩივარი ჟურნალისტურ საქმიანობაში სავარაუდო ხელის შეშლის ფაქტზე ტელეკომპანია „იმედმა“ დაწერა. ნიკო მანაგაძე იხსენებს 19 ნოემბერს მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის გამზირებზე მიმდინარე საპროტესტო აქციისას ტელეკომპანია „იმედის“ ჟურნალისტთან გასაუბრების დეტალებს: „იმედის ჟურნალისტს პირდაპირ ეთერში ვკითხე... Читать дальше...

რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი შეტევისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთმა უკრაინაზე დღევანდელი შეტევისთვის საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტაც გამოიყენა. ამის შესახებ უკრაინის საჰაერო ძალების სარდლობა იუწყება. ამ კლასის რაკეტების აღჭურვა შესაძლებელია ბირთვული საბრძოლო ნაწილებითაც და განკუთვნილია შორ მანძილზე მდებარე სტრატეგიულად მნიშვნელოვან ობიექტებზე დარტყმისთვის.     გამოცემა „უკრაინსკა პრავდა“ ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ეს საკონტინენტთაშორისო რაკეტა „რუბეჟია“, რომელიც რუსეთმა უკრაინაში პირველად გამოიყენა. უკრაინის საჰაერო ძალების მიერ... Читать дальше...

„დრონმა მოგვიკლა სიცოცხლითა და იუმორით სავსე ბიჭი“ - უკრაინაში 24 წლის ლევან ლოხიშვილი დაიღუპა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინაში დაიღუპა კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, 24 წლის ლევან ლოხიშვილი. როგორც მისი თანამებრძოლი, ალექსანდრე როგავა ეუბნება რადიო თავისუფლებას, ის 19 ნოემბერს, ხერსონის ოლქში, დავალების შესრულებისას დაიღუპა.

აშშ უკრაინას გადასცემს კიდევ 275 მილიონი დოლარის იარაღს

Radiotavisupleba.ge 

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, უკრაინა მიიღებს კიდევ 275 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარებას. ამის შესახებ 20 ნოემბერს განაცხადეს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა და თავდაცვის მინისტრმა ლოიდ ოსტინმა. სამხედრო დახმარების ახალ პაკეტშია მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემა HIMARS-ის საბრძოლო მასალები, 155 და 105-მილიმეტრიანი საარტილერიო ჭურვები, F-16 ტიპის გამანადგურებლებისთვის საჭირო ელექტრომოწყობილობები, საბრძოლო მასალები ტანკსაწინააღმდეგო სისტემებისთვის TOW... Читать дальше...

"დილის საუბრები საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებაზე": პარტნიორების პოზიციების ჩამოყალიბების მოლოდინში

Radiotavisupleba.ge 

21 ნოემბერს ვისაუბრეთ საქართველოს პარტნიორების მიმართ არსებულ მოლოდინებსა და რეალურ ფაქტორებზე, რამაც შესაძლოა მათი პოზიციები გამოკვეთოს. სტუმარი: შოთა კაკაბაძე, GIP-ს პოლიტიკის ანალიტიკოსი. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და ნინო სამხარაძე, GIP-ს პოლიტიკის ანალიტიკოსი.

უკრაინაზე სარაკეტო შეტევაა

Radiotavisupleba.ge 

რუსეთის ჯარებმა უკრაინაზე მორიგი სარაკეტო იერიში მიიტანეს. საჰაერო განგაში 21 ნოემბერს, მას შემდეგ გამოცხადდა, რაც უკრაინის საჰაერო ძალების ინფორმაციით, რუსეთის ტერიტორიიდან აფრინდნენ მიგ-31კ და ტუ-95 ტიპის თვითმფრინავები. საჰაერო ძალების ცნობითვე, პირველი რუსული რაკეტები უკრაინის საჰაერო სივრცეში აღმოჩნდნენ ადგილობრივი დროით დაახლოებით 6:30 საათისთვის. დილის 9 საათის მონაცემებით, აფეთქებები იყო პოლტავის ოლქის ქალაქ კრემენჩუგსა და დნეპროპეტროვსკის ოლქის ქალაქ დნეპრში. შედეგები ჯერჯერობით უცნობია. Читать дальше...

რუსეთში ცნობილ მსახიობ მაშკოვს უკრაინის სასამართლომ დაუსწრებლად მიუსაჯა 10-წლიანი პატიმრობა

Radiotavisupleba.ge 

უკრაინის სასამართლომ რუსი მსახიობი და რეჟისორი ვლადიმირ მაშკოვი დამნაშავედ ცნო უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ომის პროპაგანდაში. პუტინის აქტიურ მხარდამჭერ მაშკოვს დაუსწრებლად მიესაჯა 10 წლით თავისუფლების აღკვეთა. უკრაინის სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, ვლადიმირ მაშკოვს ჩამოართვეს ქალაქ ოდესის სანაპიროზე მდებარე ერთ-ერთ სახლში შეძენილი ბინა. კრემლის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროპაგანდისტის წინააღმდეგ გამოძიებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახური აწარმოებდა. მან სასამართლოს წარუდგინა... Читать дальше...

ზელენსკი: ყირიმის დაბრუნება დიპლომატიური გზით შეიძლება

Radiotavisupleba.ge 

უკრაინა იურიდიულად ვერ აღიარებს და ვერ მიიღებს თავისი ტერიტორიების რუსეთისთვის დათმობას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განუცხადა ამერიკულ ტელეკომპანია Fox News-ს, რომლის ჟურნალისტმა ჰკითხა, თანახმაა თუ არა უკრაინა ცეცხლის შეწყვეტის და სამშვიდობო შეთანხმების სანაცვლოდ რუსეთს დარჩეს უკრაინის ტერიტორიების ნაწილი. შეკითხვას, მზად არის თუ არა უკრაინა ომის დასასრულებლად უარი თქვას კონკრეტულად ყირიმზე, ზელენსკიმ უპასუხა, რომ უკრაინას არ შეუძლია ყირიმის დასაბრუნებლად ათეულობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გაწიროს... Читать дальше...

აშშ-ის საელჩომ კიევში მუშაობა განაახლა

Radiotavisupleba.ge 

კიევში მუშაობა განაახლა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ, რომელიც 20 ნოემბერს დროებით დახურეს შესაძლო მასშტაბური საჰაერო შეტევის გამო. 20 ნოემბერს მუშაობა შეაჩერეს იტალიის, ესპანეთის და საბერძნეთის საელჩოებმაც.   აშშ-ის საელჩოს საიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, მუშაობის რეჟიმი დროებით შეცვალეს სავარაუდო საჰაერო შეტევასთან დაკავშირებული ცნობების გამო, თუმცა, უკვე ჩვეული რეჟიმით მუშაობას განაგრძობენ. შეერთებული შტატების დიპლომატიური წარმომადგენლობა უკრაინაში მყოფ ამერიკელებს მიმართავს, საჰაერო... Читать дальше...


Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Кубок Дэвиса

Теннисисты из Италии второй раз подряд выиграли Кубок Дэвиса






МОЦОМДу Люберец передали теплые вещи и игрушки для недоношенных младенцев

Заморозка банковских вкладов в России: разбираемся, какие предпосылки для этого есть

Волонтеры Поморья примут участие в Международном форуме гражданского участия #МЫВМЕСТЕ-2024

Два человека пострадали при наезде маршрутки на остановку в Москве