Крайне разочаровывающее – посол ЕС о решении властей Грузии
Власти Грузии решили до 2028 года снять с повестки дня открытие переговоров о вступлении страны в ЕС
Власти Грузии решили до 2028 года снять с повестки дня открытие переговоров о вступлении страны в ЕС
თბილისში დაკავებულია საქართველოს პარლამენტთან გამართული საპროტესტო აქციის 43 მონაწილე. შსს-ს მიერ დღეს, 29 ნოემბერს, დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, ეს პირები დაკავებული არიან ადმინისტრაციული სამართალდარღვევებისთვის - პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის. შსს-ს განცხადებით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლითაც. 353-ე პრიმა მუხლი ეხება პოლიციელზე ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენელზე, ან საჯარო დაწესებულებაზე თავდასხმას, ხოლო 187-ე... Читать дальше...
29 ნოემბერს ვისაუბრეთ "ქართული ოცნების" მიერ გამოცხადებულ გადაწყვეტილებაზე, მისით გამოწვეულ მასშტაბურ პროტესტსა და დილამდე გაგრძელებულ უკიდურესად ძალადობრივ დევნა-დარბევაზე. ვუძღვებით: ნინო გელაშვილი, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი და გოტა ჭანტურია, „განათლების პოლიტიკის ცენტრის“ დირექტორი.
საქართველოს პარლამენტის შენობაში „უსაფრთხოების ყვითელი დონის” გაუქმებიდან მეორე დღეს, უმაღლესი, „წითელი დონე” აამოქმედეს. ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია, რომელიც 28 ნოემბერს, საღამოს დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა, რომ მიიღეს გადაწყვეტილება 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. Читать дальше...
29 ნოემბრის დილის ცხრის ნახევრისთვის ჯერ კიდევ უცნობია თბილისში, საპროტესტო აქციის დაშლისას დაკავებულთა და დაშავებულთა ზუსტი რიცხვი. „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ ინფორმაციით, „ამ ეტაპზე ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ცხელ ხაზზე ინფორმაცია შემოვიდა 16 პირზე, აქედან 4 საავადმყოფოშია და 12 ჯერ კიდევ არ ჰყავთ შეყვანილი იზოლატორებში”. თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა... Читать дальше...
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი საპროტესტო დემონსტრაციების ფონზე აცხადებს, რომ „ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას“. „მოქმედების დროა დღეს. საქართველოს უახლესი ისტორია იწერება დღეს. ქართულმა ჯარმა ხალხი უნდა დაიცვას, საკუთარი მოსახლეობა და სამშობლო“, - წერს იგი ფეისბუკზე. ხიდაშელის თქმით, „ახლა კეკლუცის დრო არ არის - ან ვიბრძოლებთ ჩვენი ხვალინდელი დღისთვის, ან ამ თაობის ქართველებისთვის თავისუფლების კარი ჩაირაზება“. „ამასობაში ამ ბრძოლას სტრუქტურა და ორგანიზება სჭირდება, არა უბრალოდ ლიდერი... Читать дальше...
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისში განვითარებულ მოვლენებზე ევროპის მკაცრ რეაქციას ელოდება. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ X-ში, ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ დილის შვიდის ნახევრისთვის თბილისში პროტესტთან ერთად გრძელდებოდა ჟურნალისტებისა და პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმართული რეპრესიები. „მოველი მკაცრ რეაქციას ევროპის დედაქალაქებისგან“, - წერს სალომე ზურაბიშვილი. თბილისში საპროტესტო აქცია 28 ნოემბერს, საღამოდან დაიწყო მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოაცხადა... Читать дальше...
ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებისთვის“ იუწყება, რომ რუსთაველის გამზირზე პოლიციის მიერ საპროტესტო დემონსტრაციის დარბევისას პარტიის ლიდერები დაშავდნენ. „ნანა მალაშხიას ცხვირი აქვს მოტეხილი, ელენე ხოშტარიას - ხელი. ვანო წერეთელს ოფისამდე შემოჰყვნენ და თავში გამეტებით ურტყეს. ანა ჭარხალაშვილი ათრიეს და ფეხი დაუზიანეს“, - წერს ფეისბუკზე პარტიის პრესცენტრის წარმომადგენელი მირანდა ბაღათურია. ღამის ორი საათიდან, პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის მრავალსაათიანი... Читать дальше...
დაახლოებით დილის შვიდი საათისთვის, საპოლიციო ძალებმა თბილისში რუსთაველის გამზირი დაიკავეს და დემონსტრანტების დაკავება განაგრძეს რესპუბლიკის მოედანთან.
რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარჩენილი ნაწილის დარბევისას, პოლიციამ ფიზიკურად იძალადა რადიო თავისუფლების კიდევ ერთ რეპორტიორზე. მაშინ, როდესაც ჟურნალისტი დათო ცაგარელი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა - პირდაპირ ეთერში ერთვებოდა, - მეცნიერებათა აკადემიასთან ნიღბიანმა სპეცრაზმელმა მუცლის არეში მუშტი ჩაარტყა. მას შემდეგ კი, რაც ჟურნალისტი მიწაზე დავარდა, სპეცრაზმელმა წიხლი ჩაარტყა. რეპორტიორს ეცვა პრესის მაიდენტიფიცირებელი ქურთუკი და ხელში ეჭირა მობილური ტელეფონი, რომლითაც პირდაპირ ეთერში იყო. Читать дальше...
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები აგრძელებენ რუსთაველის გამზირზე დემონსტრაციის დარბევას. 06:30 საათისათვის პოლიციელები აგრძელებენ აქციის მონაწილეების ძალადობრივ დაკავებას. კადრებში ჩანს, რომ დაკავებისას მათზე ძალადობენ: მას შემდეგ, რაც გაკავებული ჰყავთ, ურტყამენ სახესა და კეფაში. დაკავებულთა რაოდენობა ჯერჯერობით დაუზუსტებელია. ღამის ორი საათიდან, პარლამენტის ერთ-ერთ გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე პოლიციასა და დემონსტრანებს შორის მრავალსაათიანი, პერიოდული დაპირისპირებების შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციის დაშლა დაიწყო. Читать дальше...
ჟურნალისტი ალექსანდრე ქეშელაშვილი, რომელიც პოლიციამ დააკავა და დაკავებისას სცემა, ამბობს, რომ გაუსწორდნენ, როგორც ჟურნალისტს. „თავიდანვე ვუმეორებდი, რომ ჟურნალისტი ვარ, მაგრამ მგონი მაგან პირიქით იმოქმედა, ისეც მაგინებდნენ და მერე ჟურნალისტობის გამოც დამიმატეს. ერთგვარ „დერეფანში“ გამატარეს, სადაც მირტყამდნენ ხელებს და ფეხებს, ძირითადად, სახეში“, - წერს ქეშელაშვილი ფეისბუკში. „სრულიად გაუგებარ სიტუაციაში დამაკავეს და მცემეს ნიღბიანმა პირებმა. გამოცვივდნენ მოქალაქეების დასაკავებლად, მე გვერდით ვიყავი... Читать дальше...
"ფორმულის" ჟურნალისტს, გურამ როგავას რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სპეცრაზმელმა სცემა.
რუსთაველის გამზირზე, პარლამენტიდან ოდნავ მოშორებით - სასტუმრო „თბილისი მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე - დემონსტრანტთა ნაწილი კვლავ რჩება 29 ნოემბერს, გამთენიისას, 05:00 საათისთვის.
საქართველოს სახალხო დამცველი ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლას. მისი შეფასებით, პოლიციის მხრიდან შესაძლოა ადგილი ჰქონდა მოქალაქეებზე არასათანადო მოპყრობას თუ ძალის გადამეტების ფაქტებს. სახალხო დამცველი თავის განცხადებაში წერს, რომ მიმართა და მოუწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან "შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა". სახალხო დამცველი ასევე აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა... Читать дальше...
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტთან დემონსტრაციაზე ჟურნალისტებზე პოლიციის მხრიდან ძალადობას აკრიტიკებს.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციისას დაკავებულთა შორის არის პოეტი ზვიად რატიანი. ინფორმაციას რადიო თავისუფლებას რატიანის ოჯახის წევრები უდასტურებენ. თუმცა მათთვის ჯერჯერობით კვლავ უცნობია დაკავების საფუძველი, მუხლი, და ასევე ის, სად, რომელ განყოფილებაშია გადაყვანილი. რადიო თავისუფლება ცდილობს დეტალების გარკვევას შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. დაკავებულთა რაოდენობა უცნობია.
ონლაინ-გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი რუსთაველის გამზირზე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლისას დააკავეს - იგი პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. „პუბლიკის“ რედაქტორი ლიკა ზაკაშვილი რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ ქეშელაშვილი ამჟამად კლინიკაში გადაჰყავთ. „როგორც ჟურნალსიტი ამბობს, არის ნაცემი, გატეხილი აქვს ცხვირი და გადაჰყავთ საავადმყოფოში“, - წერს გამოცემა. გამოცემის ცნობით, პოლიციამ ჟურნალისტს კამერები წაართვა. მათივე ცნობით, იგი უკვე გათავისუფლებულია ხელწერილის საფუძველზე. Читать дальше...
არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლას და წერს, რომ პროტესტის დარბევა კვლავ "ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის" გამოყენებით მიმდინარეობს.
28-29 ნოემბერს, პარლამენტთან პოლიციის მიერ საპროტესტო აქციის დარბევისას არაერთი ჟურნალისტი დაშავდა, მათ შორის რადიო თავისუფლების რეპორტიორები. პოლიციელები აგრესიულად იყვნენ განწყობილები ჟურნალისტების მიმართ - ნაწილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილს კი სპეც.საშუალებები შეასხეს. რადიო თავისუფლების ჟურნალისტსა და ოპერატორს პოლიციელი ფიზიკურად გაუსწორდა - სპეცრაზმის წევრმა სახეში დაარტყა ხელი; მოგვიანებით რადიო თავისუფლების კიდევ ერთ ჟურნალისტს, დავით ცაგარელს ჩაარტყეს მუცელში ხელი და მიწაზე დაგდების... Читать дальше...
მას შემდეგ, რაც შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო დემონსტრაციის დაშლა წყლის ჭავლის გამოყენებით დაიწყო პარლამენტის გვერდითა, ჭიჭინაძის ქუჩაზე, პოლიციელები რუსთაველის გამზირზეც გადავიდნენ. პოლიცია აგრძელებს წყლის ჭავლის გამოყენებას. თბილისში ჰაერის ტემპერატურა 5°C-ია. ქრის ქარი. iPhone-ის ამინდის აპლიკაციის თანახმად, ისე ცივა, როგორც -1°C-ის პირობებში. პოლიციამ 02:40 საათისთვის რუსთაველის გამზირზე მობილიზებულ სასწრაფო დახმარების მანქანებს მოუწოდა, დატოვონ ტერიტორია. Читать дальше...
ხალხის მღელვარება მოჰყვა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებას - საქართველოს ევროინტეგრაციის 2028 წლის ბოლომდე შეჩერების შესახებ. წინა დღით, პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა სახელისუფლებო ტელეეთერში ემოციურად ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება დამაზიანებელია საქართველოსთვის.
МВД призывает митингующих воздерживаться от насильственных действий и выражать протест в рамках закона