თბილისის მერიამ "საპატიო თბილისელები" დააჯილდოვა
თბილისის მერიამ "საპატიო თბილისელები" დააჯილდოვა. ჯილდო სულ 13 მოქალაქეს გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდა თბილისის მერი კახა კალაძე.
ჯილდო გადაეცათ:
რისმაგ გორდეზიანი - ფილოლოგი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი;
აკაკი ნადარეიშვილი - ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი;
ირაკლი ფავლენიშვილი - ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი;
რამაზ ყურაშვილი - ექიმი, მეცნიერებათა დოქტორი;
დავით კვაჭაძე - ფოტოგრაფი, მოკრივე;
ლილი კინწურაშვილი - თბილისის დასუფთავების სამსახურის ადამიანური რესურსის მთავარი სპეციალისტი;
ელგუჯა ბურდული - მსახიობი;
პაატა კერვალიშვილი - ფიზიკოსი;
ინგა ჯიბუტი - ენისა და ლიტერატურის სპეციალისტი;
ბადრი ქუთათელაძე - მწერალი;
გრიშა ჩიგოგიძე - პიონერფილმის ხელმძღვანელი;
დავით მუსხელიშვილი - ისტორიკოსი;
გივი ღამბაშიძე - ზეინკალი.
ეს ყოველწლიური ჯილდოა, რომელსაც საპატიო თბილისელების გამოსავლენად თბილისის მერია ბოლო წლების განმავლობაში იყენებს.