რაციონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი – იდეები ჯანსაღი საუზმისთვის
ზოგიერთი ადამიანი საუზმეზე უარს ამბობს და მხოლოდ ფინჯანი ყავით შემოიფარგლება. ზოგს კი დილით მიღებული საკვები ენერგიით ავსებს და ამიტომ არასოდეს ტოვებს ამ სიამოვნებას. საუზმის მიღება კონცენტრაციის უნარს და განწყობას აუმჯობესებს. აძლიერებს იმუნურ სისტემას. აუცილებელია გონების ფუნქციონირებისა და კანის სიჯანსაღისთვის. შეიძლება ითქვას, რომ საუზმე რაციონის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია.
ერთ-ერთი საუკეთესო საუზმე არის შემწვარი ან მოხარშული კვერცხი. ცილების, პროტეინების, ნუტრინების მდიდარი წყარო. კვლევები ადასტურებს, რომ ადამიანები, რომლებიც საუზმედ კვერცხს და ტოსტს მიირთმევენ მთელი დღის განმავლობაში მეტად ენერგიულები არიან და შიმშილის გრძნობა ნაკლებად აწუხებთ.
ასევე იოგურტი, რომელიც შეიცავს კალციუმს, B ჯგუფის ვიტამინებს, ფოსფორს. პრობიოტიკების და ბიფიდობაქტერიების კარგი რესურსია. გემრიელიც არის და ამავდროულად ძალიან სასარგებლოც. არ დაგავიწყდეთ შვრია, იგივე კლასიკური საუზმე. ამცირებს ქოლესტერინის დონეს. შეიცავს მაგნიუმს, სელენს, ცინკს.
პროდუქტები, რომლებიც ასევე ძალიან სასარგებლო, ვიტამინებითა და მინერალებით გაჯერებულია, არის ჩია, თხილეული, ავოკადო ყველი. შეგიძლიათ თქვენი საუზმის განუყოფელ ნაწილად აქციოთ. ასევე მოამზადოთ ტოსტი არაქისის კარაქითა და ბანანით. ან შემწვარი კვერცხით და პომიდორით.
იმ შემთხვევაში, თუ გსურთ მსუბუქად ისაუზმოთ, მაგრამ ამავდროულად თქვენი ულუფა სასარგებლოც იყოს, მიირთვით ხილი. ბანანი, ვაშლი, კივი, ფორთოხალი, მარწყვი, კენკრა მდიდარია ვიტამინებით. ხილის მიღება ამცირებს ქრონიკული დაავადებების რისკს, აუმჯობესებს მენტალურ ჯანმრთელობას.
დაბალანსებული საუზმე ჯანსაღი და წარმატებული დღის მნიშვნელოვანი ნაწილია.
წყარო/ფოტო: healthline.com