ასადი გაქცევაში რუსეთმა დაარწმუნა და მისი გამგზავრება უზრუნველყო -"ბლუმბერგი"
რუსეთმა დაარწმუნა ბაშარ ასადი გაქცეულიყო სირიიდან მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მის რეჟიმს აღარ შეეძლო შეეჩერებინა ოპოზიციის შეიარაღებული ძალების იერიში.
ამის შესახებ კრემლთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით სააგენტო "ბლუმბერგი" წერს. სტატიაში ამტკიცებენ, რომ მას შემდეგ, რაც ასადი დათანხმდა ნებაყოფლობით დაეტოვებინა სირია, მისი გაქცევა რუსეთის სპეცსამსახურმა მოაწყო. ეს მოხდა 8 დეკემბრის ღამით, როდესაც ასადის მოწინააღმდეგეთა ჯგუფებმა დამასკი დაიკავეს. იმავეს დღის საღამოს რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ასადი და მისი ოჯახში იმყოფება რუსეთში, სადავ თავშესაფარი მიიღო.
Bloomberg-ი სამ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ ოპოზიციის შეტევა ვერ შეჩერდა, რუსეთის წარმომადგენლებმა (სტატიაში არ არის ნათქვამი ვინ კონკრეტულად) შესთავაზეს ასადს სასწრაფოდ დაეტოვებინა ქვეყანა, რათა თავიდან აეცილებინა ლიბიის გადაყენებული ლიდერის მუამარ კადაფის ბედი (ის დაიჭირეს და სასტიკად მოკლეს მისმა ოპონენტებმა 2011 წელს}). ასადი დათანხმდა. ის დამასკიდან რუსეთის ხმეიმიმის ავიაბაზიდან თვითმფრინავის მეშვეობით გამოიყვანეს. ასადის თვითმფრინავის ტრანსპონდერი ბაზასთან მიახლოებისას გამორთეს, რამაც სპეკულაციაც კი წარმოშვა, რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს
რუსეთის ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ასადი მოსკოვშია. გაქცევის შემდეგ ის საზოგადოებაში არ გამოჩენილა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ოპოზიციასთან მოლაპარაკებების შემდეგ, იგი დათანხმდა ძალაუფლების ნებაყოფლობით გადაცემას. სირიის ოპოზიციას ასადთან არანაირი მოლაპარაკება არ გამოუცხადებია.
ვაშინგტონისა და მის მოკავშირეების აზრით, შეიარაღებული ისლამისტური ჯგუფების ელვისებური შეტევა ჩრდილოეთ სირიაში და პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის 24-წლიანი ერთპიროვნული მმართველობის 11 დღეში დამხობა, სირიელი დიქტატორის მოკავშირეების, პირველ ყოვლისა, რუსეთის დასუსტების შედეგად გახდა შესაძლებელი.