Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
25
26
27
28
29
30
31

112-ის სამეთვალყურეო კამერების დაზიანებისთვის ბრალდებულს ორთვიანი პატიმრობა შეეფარდა

0

მოსამართლე თეონა ეპიტაშვილმა სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებისთვის ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა 23 წლის დანიელ მუმლაძეს. ბრალდება გულისხმობს სხვისი ნივთის ჯგუფურად დაზიანებას.

დანიელ მუმლაძის ადვოკატის, ომარ ფურცელაძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბრალდება ჯგუფურ დანაშაულს გულისხმობს, საქმეში სხვა სახელები არ ფიგურირებს.

ადვოკატის განმარტებით, ლაპარაკია 112-ის შვიდი სამეთვალყურეო ვიდეოკამერის დაზიანებაზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციებისას. მას არ დაუკონკრეტებია, რომელ რიცხვში, აქციის რომელ დღეს მომხდარ სავარაუდო დანაშაულზეა საუბარი.

"რაც გახდა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის დაკავების საფუძველი, არის წარმოდგენილი ვიდეომასალა, ამოღებული როგორც 112-ის, ასევე ცალკეული კერძო ვიდეოსამეთვალყურეო სისტემიდან და არის ცალკეული სხვა მტკიცებულებები, ჩხრეკის შედეგად ამოღებული ქურთუკი და ა.შ. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე ცალკე აღებული ის მტკიცებულებები არ ყოფილა განხილვის საგანი, რამდენად ადასტურებენ ისინი ბრალს ან არ ადასტურებენ. ჩვენი ინტერესი იყო, სასამართლოს ემსჯელა პატიმრობისგან განსხვავებულ სხვა ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებაზე, როგორიც არის გირაო", - თქვა ადვოკატმა ომარ ფურცელაძემ.

თუმცა, მისი განმარტებით, მოსამართლემ მხედველობაში არ მიიღო, რომ ბრალდებულს ჰყავს მცირეწლოვანი შვილი, რომ არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი, რომ არ არსებობდა მისი მიმალვის ან მტკიცებულებების განადგურების საფრთხე და პატიმრობის შეფარდების სახით მკაცრი ზომა გამოიყენა.

"ძალიან საშიში და საგანგაშო ტენდენცია აქვს თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიას, ყოველგვარი განხილვის და შინაარსში შესვლის გარეშე, თითქოს სადემონსტრაციოდ დასაჯოს ყველა აქციაზე დაკავებული, მათ მიმართ სრულიადაა უგულებელყოფილი ინდივიდუალური განხილვის მეთოდი", - უთხრა ჟურნალისტებს ომარ ფურცელაძემ.

საქმეზე მომდევნო სასამართლო სხდომა 30 იანვარს, 11:00 საათზეა დანიშნული.

მეთოთხმეტე დღეა, რაც თბილისსა და სხვა ქალაქებში აქციები იმართება. მოქალაქეები აპროტესტებენ „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე უარი თქვას ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებების დღის წესრიგში დაყენებაზე.

ამ გადაწყვეტილების გამოცხადებიდან, 28 ნოემბრიდან 11 დეკემბრამდე შსს-ის თანამშრომლებმა თბილისსა და სხვა ქალაქებში პროევროპული საპროტესტო აქციების 400-ზე მეტი მონაწილე დააკავეს, მათ შორის 30-ზე მეტი სისხლის სამართლის ბრალდებით. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დემონსტრანტები მათ პოლიტპატიმრებს უწოდებენ.

დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

დემონსტრაციები არაერთხელ დაარბიეს საპოლიციო ძალებმა, დაშავებულია არაერთი ადამიანი. მათ ნაწილზე პოლიციამ დაკავების და განყოფილებაში გადაყვანის დროს იძალადა. შსს იუწყება, რომ აქციის მონაწილეთა ნასროლმა ნივთებმა ათეულობით პოლიციელი დააშავა.

10 დეკემბერს ომბუდსმენმა დაწერა, რომ მისმა თანამშრომლებმა იზოლატორებსა და კლინიკებში მოინახულეს 337 ადამიანი; მათგან 225 მიუთითებდა არასათანადო მოპყრობაზე, 157-ს კი ხილული დაზიანებები აღენიშნებოდა.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Елена Рыбакина

Миллиардер дал совет Елене Рыбакиной






Лосунчуков из программы «Время героев» занял пост замминистра Московской области

Депутат Маликов: подмосковные предприятия задают тренд на экологичную мебель

«Мы знакомы очень давно». Задержанный за посредничество во взятке советник Парфенчикова является его родственником?

В Москве и Санкт-Петербурге прошел фестиваль сербского кино