Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28

აშშ აპირებს 25%-იანი გადასახადი დაუწესოს ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელს

0

აშშ 25%-იან გადასახადს დაუწესებს ევროკავშირიდან იმპორტირებულ ავტომობილებს და სხვა საქონელს. ამის შესახებ 26 თებერვალს ჟურნალისტებს განუცხადა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა. მისი ინფორმაციით, გადაწყვეტილება მიღებულია და ოფიციალურად მალე გამოაცხადებენ.

პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ ევროკავშირი აშშ-ის საზიანოდ შეიქმნა. პასუხად ევროკომისიაში განაცხადეს, რომ ევროკავშირი მსოფლიოში უდიდესი თავისუფალი ბაზარია, რომელიც სასიკეთოდ წაადგა აშშ-საც.

ევროკომისიის თანახმად, თავისუფალი და სამართლიანი ვაჭრობისთვის უსაფუძვლო ბარიერების შექმნას მტკიცედ და დაუყოვნებლივ უპასუხებენ. ევროკომისიის პოზიციაა, რომ საჭიროა არა ერთმანეთის წინააღმდეგ მუშაობა, არამედ ერთად მოქმედება ხალხისა და ბიზნესის შესაძლებლობების შესანარჩუნებლად.

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჯერ კიდევ თებერვლის დასაწყისში არ გამორიცხა, რომ მალე საბაჟო გადასახადს დაუწესებენ ევროკავშირიდან იმპორტირებულ საქონელს. მოგვიანებით მან 25%-იანი გადასახადიც ახსენა. ტრამპის განცხადებით, ევროკავშირთან მიმართებით სავაჭრო დეფიციტმა 300 მილიარდ დოლარს მიაღწია, რადგან, მაშინ, როცა აშშ ევროკავშირისგან ყველაფერს ყიდულობს, ისინი არ ყიდულობენ თითქმის არაფერს, მათ შორის არც ამერიკულ ავტომანქანებს და არც სოფლის მეურნეობის პროდუქციას.

სააგენტო Reuters-ი წერდა, რომ პრეზიდენტ ტრამპის პირველი განცხადებების შემდეგ ავტომობილების ზოგიერთმა ევროპელმა მწარმოებელმა, მათ შორის BMW-მ ევროკავშირს მოუწოდა საბაჟო ტარიფების გათანაბრებისკენ. ევროკავშირში აშშ-დან იმპორტირებულ ავტომობილებზე 10%-იანი საბაჟო გადასახადი მოქმედებს, მაშინ, როცა აშშ ევროპულ ავტომანქანებს 2,5%-ით ბეგრავს.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურზულა ფონ დერ ლაიენმა ჯერ კიდევ 3 თებერვალს განაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის საპასუხო ზომებისთვის, თუ აშშ ევროკავშირს ახალ საბაჟო ტარიფებს დაუწესებს.

ფონ დერ ლაიენის თქმით, თუ ევროკავშირს უსამართლოდ ან უსაფუძვლოდ მოექცევიან, რეაგირება მტკიცე იქნება. ამასთან, ევროკომისიის პრეზიდენტი აუცილებლად მიიჩნევდა ესკალაციის თავიდან აცილებას და დიალოგის სწრაფად დაწყებას.

ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადებით, საბაჟო გადასახადები ბიზნესს ხარჯებს უზრდის, აზიანებს დასაქმებულებსა და მომხმარებლებს და ხელს უწყობს ინფლაციას.




Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Останавливаться не собирается: Андреева идёт по стопам Шараповой и к маю может ворваться в топ-5 рейтинга WTA






Только два дня в Казани! Живой оркестр и цирковые трюки в грандиозном спектакле «Спящая красавица»

Станислав Дмитриевич Кондрашов сомневается: может ли усталость на работе быть результатом внутренних факторов?

Оригинальные картинки в честь последнего дня зимы 28 февраля помогут улучшить настроение

Террорист въехал в толпу на остановке в Израиле и напал с ножом на людей