Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28

ჰამასმა ისრაელს გადასცა ოთხი მძევლის ცხედრები

0
პალესტინელთა რადიკალურმა ისლამისტურმა დაჯგუფება ჰამასმა „წითელი ჯვრის“ შუამავლობით ისრაელს გადასცა კიდევ ოთხი მძევლის გვამები. მათ შორის უნდა იყოს 86 წლის შლომო მანსური, რომელიც მძევლებს შორის ყველაზე ხანდაზმული იყო.

აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადებული ჰამასის მონაცემებით, ისრაელს გადასცეს ცახი იდანის, ოჰად იაჰალომის და იცხაკ ელგარტის ცხედრებიც. ისრაელი ამას მხოლოდ ექსპერტიზის შემდეგ დაადასტურებს.

სანაცვლოდ ისრაელმა უნდა გაათავისუფლოს 625 პალესტინელი პატიმარი. მათი პირველი ნაწილი უკვე ჩაიყვანეს ქალაქ რამალაში.

აშშ-ის, კატარის და ეგვიპტის შუამავლობით ისრაელსა და ჰამასს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 2025 წლის 19 იანვრიდან ამოქმედდა. რამდენიმეეტაპიანი შეთანხმება ითვალისწინებს ღაზის სექტორში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას, ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ დახმარებას და ჰამასის მიერ მძევლების, ხოლო ისრაელის მიერ პალესტინელი პატიმრების გათავისუფლებას.


ისრაელმა ღაზის სექტორში ჰამასის წინააღმდეგ ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია დაიწყო მას შემდეგ, რაც 2023 წლის 7 ოქტომბერს პალესტინელთა რადიკალური მოძრაობის სამხედრო ფრთის დაჯგუფებები თავს დაესხნენ ისრაელის სამხრეთს, 1200 ადამიანი მოკლეს და 250-ზე მეტი მძევლად აიყვანეს.
პალესტინური მხარის ინფორმაციით, 2023 წლის ოქტომბრიდან ღაზის სექტორში დაღუპულია 47 000-მდე ადამიანი. მილიონზე მეტი დევნილად იქცა. საომარი მოქმედებების და ბლოკადის გამო სამოქალაქო მოსახლეობა ჰუმანიტარულ კატასტროფაში აღმოჩნდა. გაეროს მონაცემებით, ღაზის სექტორში დანგრეული ან დაზიანებულია სახლების 92%.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Мирра Андреева поднялась на четвертую позицию в гонке за чемпионство WTA.






Певец Буйнов дал первый комментарий после ДТП в Подмосковье

В Госдуме предложили увеличить до 50 тыс. руб. штраф за самовыгул собак

Разработчики проектируют IPO // «Нанософт» рассматривает выход на биржу

Учащихся КЧР приглашают принять участие во Всемирной школьной олимпиаде «Великая Победа»