Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28

ზელენსკი: უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ცეცხლის შეწყვეტა არ მოხდება

0
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინა და შეერთებული შტატები აგრძელებენ მუშაობას წიაღისეული რესურსების ერთობლივი განვითარების შესახებ შეთანხმებაზე და რომ უკვე მომზადებულია პროექტი, რომელიც დადებითად შეაფასეს უკრაინელმა ოფიციალურმა პირებმა. ზელენსკის თქმით, მთავარია ის, რომ პროექტში არაა მითითებული უკრაინის რაიმე ვალი აშშ-ის მიმართ. „ეს უსამართლობა იქნებოდა ჩვენ მიმართ,“ ხაზგასმით აღნიშნა პრეზიდენტმა.


უკრაინული მედიასაშუალებები აქვეყნებენ, მათი მტკიცებით, მომავალი ხელშეკრულების პროექტის სრულ ტექსტს. საუბარია უკრაინის აღდგენის ფონდის შექმნაზე. ამ შემთხვევაში, კიევი კისრულობს ვალდებულებას, ფონდში ჩადოს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბუნებრივი რესურსების, მათ შორის იშვიათ მიწათა და სხვა ლითონების, ნავთობის, გაზის და სხვა წიაღისეულის მოპოვებიდან მიღებული მთელი მოგების 50%. ფონდი განახორციელებს ამ მოგების რეინვესტირებას და მიიღებს შემოსავალს. წელიწადში ერთხელ მაინც, შემოსული თანხა ჩაიდება ომის შედეგად უკრაინისთვის მიყენებული ზარალის შევსებასა და ქვეყნის აღდგენაში.


დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ შეთანხმება კომერციული ხასიათისაა.




მასში არ არის ნახსენები უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები, მაგრამ ნათქვამია, რომ შეთანხმება იქნება პირველი ნაბიჯი შემდგომი შეთანხმებებისკენ „ორმხრივი ინვესტიციების დასაცავად“.


ზელენსკიმ ასევე განუცხადა ჟურნალისტებს, რომ დასავლეთისგან უსაფრთხოების გარანტიების გარეშე, უკრაინა არ მოაწერს ხელს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას და სანამ ქვეყანა არ მიიღებს ასეთ გარანტიებს, შეთანხმება არ ამოქმედდება.


მან დაადასტურა, რომ აპირებს, პირადად შეხვდეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, თუმცა თქვა, რომ ვაშინგტონში ვიზიტის არც ფორმატი და არც თარიღი ჯერ არ არის დადგენილი. მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ ზელენსკი და ტრამპი შეიძლება პარასკევს შეხვდნენ ერთმანეთს, მაგრამ უკრაინის პრეზიდენტმა ამას უწოდა „სამუშაო თარიღი“, რომელიც ჯერ არ არის სრულად შეთანხმებული.


მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ითხოვდა, რომ უკრაინამ უნდა აანაზღაუროს სამხედრო დახმარება, რომელიც მან მიიღო სამწლიანი ომის განმავლობაში. ტრამპმა მისი მოცულობა 300 მილიარდ დოლარად შეაფასა, ზელენსკიმ 100 მილიარდზე ნაკლებზე ილაპარაკა. ტრამპის თავდაპირველი განზრახვა იყო უკრაინის იძულება, რომ დაედო შეთანხმება, რომლითაც აშშ-ის კონტროლს დაექვემდებარებოდა უკრაინის 500 მილიარდი დოლარის ღირებულების ბუნებრივი რესურსები. ზელენსკიმ უპასუხა, რომ ასეთი გარიგება მიუღებელია, რადგან „უკრაინელების ათ თაობას“ მოუწევდა მისი გასტუმრება.




 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Рейтинг WTA. Мирра Андреева дебютировала в топ-10, Киз стала №5, Калинская выпала из топ-30






Экс-главу Таганрога Андрея Фатеева уволили с должности в Москве

Российские бренды одежды назвали предпочитаемые маркетплейсы

В Подмосковье сотрудники Росгвардии задержали подозреваемого в краже дорогостоящей техники из квартиры своего знакомого

Жителей старшего поколения Войковского района приглашают сыграть в городки