გელათის სახურავი - მათ შორის დროებითი გადახურვის ქვეშ - თოვლითაა დაფარული - ეს ჩანს ვიდეოში, რომელსაც ორგანიზაცია „ევროპა ჩვენი სახლის“ წარმომადგენელი თორნიკე ბარათაშვილი აქვეყნებს. კადრები 27 თებერვალსაა გადაღებული, მანამდე დიდთოვლობის გამო ძეგლთან მისასვლელი გზა გაუვალი იყო.