Добавить новость
ru24.net
World News in Georgian
Февраль
2025
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27
28

მსახიობი ჯინ ჰეკმენი ცოლთან ერთად სახლში გარდაცვლილი იპოვეს

0
ვეტერანი ამერიკელი მსახიობი, ორი "ოსკარის" მფლობელი ჯინ ჰეკმენი, ცოლთან, პიანისტ ბეტსი არაკავასა და ძაღლთან ერთად გარდაცვლილი იპოვეს ნიუ-მექსიკოში, სანტა-ფეში მდებარე სახლში - იუწყება პოლიცია.


შერიფის განცხადების თანახმად, 95 წლის მსახიობი და მისი 64 წლის ცოლი ოთხშაბათს, ადგილობრივი დროით დაახლოებით დღის 1:45 სთ-ზე იპოვეს.


პოლიციის განცხადებით, ამ ეტაპზე სიკვდილის ფაქტზე დანაშაულის კვალის ეჭვი არ არსებობს, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ჯერ დადგენილი არაა და გამოძიება გრძელდება.


ჰეკმენი - საზღვაო ქვეითთა ყოფილი წევრი, რომელსაც სახასიათო, ოდნავ გაბზარული ხმის ტემბრით იცნობდნენ - გადაღებულია 80-ზე მეტ ფილმში, ისევე როგორც სატელევიზიო ფილმებში. ადრეულ 1960-იან წლებში დაწყებული კარიერის განმავლობაში ის თამაშობდა თეატრის სცენაზეც.


ჰეკმენი "ოსკარზე" პირველად წარადგინეს 1967 წლის ფილმში, "ბონი და კლაიდი", განსახიერებული მთავარი პერსონაჟის, მძარცველი კლაიდ ბეროუს ძმის, როლისთვის.


საკუთრივ პრემია კი მას პირველად მოუტანა ნიუ-იორკელი პოლიციელის, პოპაი დოილის პერსონაჟმა რეჟისორ უილიამ ფრიდკინის დეტექტიურ ტრილერში "ფრანგული კავშირი". მეორე "ოსკარი" ჰეკმენს მიანიჭეს კლინტ ისტვუდის ვესტერნ "მიუტევებელში" განსახიერებული შერიფის როლისთვის.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Анна Калинская отказалась от участия в WTA 500 в Мексике: её заменит Векич






Переговоры со спикером парламента Турции прошли продуктивно, заявила Матвиенко

Захарова прокомментировала итоги выборов в Германии

Grandeclub отзывы: статусный брокер с превосходными условиями

В Стамбуле завершились переговоры представителей России и США