სუს-ში დიპლომატებთან ერთად შექმნილი საფრთხეები განიხილეს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქართველოში აკრედიტებული საელჩოების, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და უსაფრთხოების ატაშეებთან გაერთიანებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე აღინიშნა ის საფრთხეები და გამოწვევები, რომელთა წინაშეც დგას დღეს საერთაშორისო საზოგადოება და ხაზი გაესვა ტერორიზმთან ბრძოლისა და სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის განმტკიცების მნიშვნელობას.
მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო თანამეგობრობის ერთიანობისა და ინფორმაციული მიმოცვლის მექანიზმების დახვეწის აქტუალურობასა და მნიშვნელობაზე. შეხვედრაზე მიმოიხილეს განხორციელებული რეფორმა, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის ძირითადი ასპექტები და განვითარების პერსპექტივები.
შეხვედრას საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ადმინისტრაციის უფროსი ლელა ჩიქოვანი, კონტრტერორისტული ცენტრის უფროსი ირაკლი ჩიმაკაძე, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ლაშა ცომაია, საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი ირაკლი ბერაია და სამსახურის სხვა ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.