Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Декабрь
2024
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20 21 22 23 24 25 26 27 28 29
30
31

მარკო მიჰკელსონი ფიქრობს, რომ ევროპის ქვეყნებმა მაგალითი უნდა აიღონ და ივანიშვილსა და მის გუნდს სანქციები დაუწესონ

0
ესტონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, მარკო მიჰკელსონი ფიქრობს, რომ აშშ-ისა და ბალტიის ქვეყნების შემდეგ ბიძინა ივანიშვილს სანქციები ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმაც უნდა დაუწესონ. ის ამის შესახებ X-ის საკუთარ გვერდზე წერს.




„დღე 31. ქართველები ევროპასთან არიან და არა რუსეთთან. ევროპულმა ქვეყნებმა ბალტიის ქვეყნებისგან და აშშ-სგან მაგალითი უნდა აიღონ და დაუწესონ სანქციები ბიძინა ივანიშვილსა და საქართველოში ძალაუფლების სხვა მიმტაცებლებს", - წერს მარკო მიჰკელსონი.


„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის აშშ-ის მიერ სანქცირებას იმავე დღეს გამოეხმაურა ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარგუს ცაჰკნა.


„დადგა დრო, ივანიშვილმა გადაიხადოს საქართველოში დემოკრატიული პროცესების შელახვის ფასი“, - წერს ის პლატფორმა X-ზე.


ესტონეთია იმ ევროპულ ქვეყნებს შორის, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს, „ქართული ოცნების“ წევრებს, პოლიციის მაღალჩინოსნებსა და დემონსტრანტების წინააღმდეგ საქმეების განმხილველ მოსამართლეებს სანქციები დაუწესა, სულ 27 პირს.


ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი კიასტუტის ბუდრისიც მიესალმა. „როგორც იქნა!“ - დაწერა მან.


2024 წლის 27 დეკემბერს შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა სანქციები დაუწესა მილიარდერ ექსპრემიერ ბიძინა ივანიშვილს - „ქართული ოცნების“ დამფუძნებელსა და საპატიო თავმჯდომარეს.




გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.


ბიძინა ივანიშვილი დაემატა სახაზინო დეპარტამენტის SDN სიაში, ანუ სანქციადაკისრებულთა სიაში. SDN სიაში შეყვანილთა მიმართ დადგენილი მოთხოვნების აღსრულება ევალება ყველას, ვისაც სურს, ამერიკულ ფინანსურ სექტორთან ჰქონდეს წვდომა.


შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან არის აშშ-ის მოქალაქეთა მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
Стефанос Циципас

Стефанос Циципас: «В новом году жду чего-то свежего, нового. В прошлом было много взлетов и падений в плане эмоций»






Московский Дед Мороз: Радость детей — лучшая "зарплата" для волшебника!

Сегодня День народных промыслов Подмосковья

«Справилась лучше, чем ожидалось»: каким стал 2024 год для экономики России

Продлен прием заявок на конкурс «Грант 100 первым» проекта «Зима в Москве»