Добавить новость
ru24.net
Radiotavisupleba.ge
Декабрь
2024

რადიო თავისუფლების ჟურნალისტები გახდნენ ქარტიის პრიზის 2024 წლის გამარჯვებულები

0
საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ 28 დეკემბერს, ქარტიის საერთო კრებაზე გამოავლინა „ქარტიის პრიზი 2024“-ის გამარჯვებულები, რომელთა შორის რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების თბილისის ბიუროს ჟურნალისტები: გიორგი მგელაძე და ნინო თარხნიშვილი არიან.


ჟურნალისტმა გიორგი მგელაძემ ქარტიის პრიზი მოიგო ჟურნალისტური გამოძიებით: „საცემი კი არა, მოსაკლავია“ - ღარიბაშვილის ბიძა ბიზნესმენზე, რომელიც ხელისუფლებას დევნაში ადანაშაულებს, ნომინაციაში სიღრმისეული ან საგამოძიებო ნამუშევარი.


ეს გამოძიება ეხება ბიზნესის წართმევასა და გარჩევებს, ირაკლი ღარიბაშვილის ბიძის ზურაბ გონაშვილის, იგივე „კაკაშას“ მონაწილეობით, გაიგებთ, როგორ სცემეს ერთ ბიზნესმენს და ქვეყნიდან გააქციეს, როგორ ეშინია მეორეს, როგორც თვითონ ამბობს, ღარიბაშვილების შურისძიების და როგორ მიიყვანეს მესამე გაკოტრების პირას და როგორ არის ჩართული სახელმწიფო მათ დევნაში.




რადიო თავისუფლების ჟურნალისტმა, ნინო თარხნიშვილმა ქარტიის პრიზი მოიპოვა ნომინაციაში ქალთა უფლებებისა და გენდერული თანასწორობის გაშუქება ნამუშევრით: ყველაზე პატარა მსხვერპლი 9 წლისაა, ყველაზე დიდი 84-ის - როცა ინტიმური ფოტოების გამოქვეყნებით გემუქრებიან. სტატია ეხება პირადი ცხოვრების ხელყოფას, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია და რომლის მსხვერპლები უმეტესად ქალები არიან.  


ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ გამარჯვებული სულ ექვს ნომინაციაში გამოავლინა





ნომინაციაში ადგილობრივი პრობლემების გაშუქება რეგიონულ მედიაში გაიმარჯვა „ბათუმელების“ ჟურნალისტმა ნინო ართმელაძემ ნამუშევრით: ქალი 30 სული პირუტყვით მთაში – „გაყინვა მელის, არ მაქვს ბოსელი და არც სახლი“ | ვიდეო
ნომინაციაში ბლოგი/მოსაზრება ონლაინ მედიაში გაიმარჯვა „ინდიგოს“ ჟურნალისტმა, ნინო ლომაძემ ნამუშევრით: „რატომ დავივიწყოთ წარსული“.
ნომინაციაში სტატია/მულტიმედია სტატია ონლაინ მედიაში გაიმარჯვა სტუდია მონიტორის ჟურნალისტმა მაია მეცხვარიშვილმა სტატიით:„გზა ამერიკულ ოცნებამდე“
ნომინაციაში ფოტო/ფოტორეპორტაჟი ონლაინ და ბეჭდურ მედიაში გაიმარჯვა ინდიგოს ჟურნალისტმა გიორგი ყოლბაიამ ნამუშევრით: „ბრაზი და წინააღმდეგობა | გიორგი ყოლბაიას ფოტოამბავი“
"ხალხის რჩეული" თემაზე: დემოკრატიის მცველები: წლის მთავარი მოვლენა გაიმარჯვა „პუბლიკას“ ჟურნალისტმა, ნათია ამირანაშვილმა ნამუშევრით: ომარ ოკრიბელაშვილის საქმე


 


პრიზები დაწესებულია USAID მედია პროგრამის მიერ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Определилась соперница Арины Соболенко во втором круге турнира WTA-500 в Брисбене






Уголовное дело возбуждено после смертельного ДТП с автобусом под Петербургом

«Желаю родить детей»: Лариса Долина в Новом году напомнила о семейных ценностях

Чип и нейро спешат на помощь: в Ленобласти собак распознает ИИ

Руководитель фракции КПРФ в Мособлдуме наградил работников совхоза имени Ленина