Добавить новость
ru24.net
World News
Декабрь
2017

ილია მეორის აღსაყდრებიდან 40 წელი შესრულდა

0
40 წელი შესრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის აღსაყდრებიდან. საზეიმო ლიტურგიას სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში დაესწრნენ წმინდა სინოდის წევრები და საერო ხელისუფლების წარმომადგენლები. „ეს 40 წელი იყო, უმძიმესი წლები, მაგრამ ღვთის წყალობით განვვლეთ. მე ვერ შევძლებდი ამის შესრულებას, თქვენი დახმარება და სიყვარული რომ არ ყოფილიყო. თქვენმა სიყვარულმა ამატანინა ეს სიმძიმე. მადლობელი ვარ ყველა ადამიანისა, რომელიც ლოცულობს ჩემთვის და ჩემთვის ეს ძალიან ძვირფასია“ - აღნიშნა ილია მეორემ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს აღსაყდრებიდან მეორმოცე წელი მიულოცეს მსოფლიო პატრიარქმა, ბართლომეოსმა და რომის პაპმა, ფრანცისკემ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса