Добавить новость
ru24.net
World News
Январь
2018

რუსეთმა ყირიმში განათავსა S-400 ტიპის ანტისარაკეტო სისტემის მეორე დივიზია

0
რუსეთმა S-400 ხმელეთი-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემის მეორე დივიზია განათავსა უკრაინის ყირიმის რეგიონში, რომლის ანექსირებაც კრემლმა 2014 წელს მოახდინა - იუწყება რუსეთის მედია. რუსეთის სახელმწიფო მედიის მიერ 13 იანვარს გავრცელებული ცნობებით, მოსკოვმა ახალი დივიზია განათავსა ქალაქ სევასტოპოლთან ახლოს, სადაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს უდევს ბინა. S-400 ხმელეთი-ჰაერის ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემას შეუძლია 400 კილომეტრის დაშორებით ესროლოს საჰაერო სამიზნეებს, 60 კილომეტრის დისტანციით - ბალისტიკურ რაკეტებს. რუსეთმა 2014 წლის მარტში მოახდინა უკრაინის ამ რეგიონის ანექსირება, რაც ერთ-ერთი მიზეზი გახდა იმისა, რომ მოსკოვს სანქციები დაუწესეს მათ შორის აშშ-მა და ევროკავშირმა. 


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса