Добавить новость
ru24.net
World News
Май
2018

საქართველოს პრემიერ-მინისტრი აშშ-ში გაემგზავრა

0
დღეს იწყება საქართველოს პრემიერ-მინისტრის სამუშაო ვიზიტი აშშ-ში. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო მდივანთან, მაიკ პომპეოსთან ერთად გახსნის საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პლენარულ სხდომას. პრემიერ-მინისტრი მონაწილეობას მიიღებს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ყოველწლიურ კონფერენციაშიც, რომელიც ვაშინგტონში გაიმართება “მშვიდობის ინსტიტუტის" და The Heritage Foundation-ის ორგანიზებით. სამუშაო ვიზიტისას გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებს და კონგრესის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებს. 23 მაისს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ მიღებას, რომელსაც საელჩო გამართავს "შეერთებული შტატების მშვიდობის ინსტიტუტში.“ პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა 2017 წლის მაისში.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса