Добавить новость
ru24.net
World News
Июнь
2018

რუსეთმა ქართველი მესაზღვრეები გაათავისუფლა

0
რუსეთის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის დეპარტამენტის 2 თანამშრომელი. შსს-ს განცხადებით, მისი „აქტიური მუშაობის და მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად, ქართველი მესაზღვრეების გათავისუფლება უმოკლეს ვადაში მოხდა“ და „შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციას 2 მესაზღვრე რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა დღეს, 12 საათზე გადმოსცეს.“


ოფიციალური ინფორმაციით, საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ლაგოდეხის სამმართველოს 2 მესაზღვრე 27 ივნისს, მიღებული გეგმური დავალების შესაბამისად გავიდა საქართველო-რუსეთის სახელმწიფო საზღვრის დაღესტნის მონაკვეთზე დროებითი საზაფხულო საგუშაგოს გასახსნელად, გარკვეული დროის შემდეგ კი მესაზღვრეებთან კომუნიკაცია შეწყდა და დაიწყო მათი ძებნის ღონისძიება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ დაადგინა, რომ ქართველი მესაზღვრეები რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ მომხდარ ფაქტს დეტალურად გამოიკვლევს და ყველა საჭირო ზომას მიმართავს.


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса