Добавить новость
ru24.net
World News
Август
2018

საერთაშორისო სავალუტო ფონდი საქართველოში პროგრამის მიმდინარეობას განიხილავს

0
საქართველოში მყოფი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია, რომელსაც მერსედეს ვერა მარტინი ხელმძღვანელობს, საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს „გაფართოვებული დაფინანსების მექანიზმით“ მიმდინარე პროგრამის მეორე მიმოხილვის დასრულების საკითხი. თემა იყო ასევე 2018 წლის მაკროეკონომიკური მდგომარეობა, ფისკალური და სტრუქტურული რეფორმების მიმდინარეობა და 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის ძირითადი პრიორიტეტები.


საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა დაადასტურა საქართველოს მიერ პროგრამით გათვალისწინებული კრიტერიუმების შესრულება და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ უნდა გააგრძელოს რეფორმები, რომლებიც მიმართული იქნება სახელმწიფო ინვესტიციების ზრდის, ბიზნეს-გარემოს, მმართველობისა და განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ.







საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია საქართველოში სამუშაო ვიზიტით 27 აგვისტომდე იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში მისიის წევრები შეხვედრებს მართავენ მთავრობის ეკონომიკური გუნდის, პარლამენტის, ეროვნული ბანკის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса