Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2018

თბილისში შეხვედრებს მართავს ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე

0
საქართველოში იმყოფება ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გიოტმიოლერი. მან ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, დავით დონდუასთან გამართა. ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე შეხვდება საქართველოს  პრეზიდენტს, შინაგან საქმეთა მინისტრს, თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელებს და მონაწილეობას მიიღებს მრგვალ მაგიდაში, რომელიც ჩატარდება თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლაში. როუზ გიოტმიოლერი დაესწრება მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ მიღებას. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ვიზიტი ნატოს გენერალური მდივნის მოადგილეს საშუალებას მისცემს ადგილზე შეაფასოს საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროცესი, გაეცნოს ქვეყანაში არსებულ ვითარებას და განიხილოს ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგში არსებული ყველა აქტუალური საკითხი.


 



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса