Добавить новость
ru24.net
World News
Сентябрь
2018

გიგა მაქარაშვილი სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა

0
სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სასამართლომ 500 ლარი დააჯარიმა. ამის შესახებ ინფორმაციას ის Facebook-ის  საკუთარ გვერდზე ავრცელებს. მისი თქმით, ის სამოქალაქო სასამართლომ პირდაპირ ეთერში მარიხუანის მოწევის გამო დააჯარიმა. როგორც გიგა მაქარაშვილმა უთხრა რადიო თავისუფლებას, სასამართლო პროცესი მის გარეშე 20 სექტემბერს გაიმართა, ინფორმაცია დაჯარიმების შესახებ კი მედიისგან შეიტყო. ის სასამართლო გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს. 




გიგა მაქარაშვილმა მარიხუანა 5 სექტემბერს ტელეკომპანია „იბერიის“ ეთერში სტუმრობისას მოწია. მის მიერ ჩადენილი ქმედება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 159-ე მე-10 პრიმა მუხლით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას წარმოადგენს. ამ მუხლით იკრძალება ნარკოტიკული საშუალების რეკლამა ან მათი შექმნის, მოხმარების, გამოყენების, შეძენის ადგილების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ფიზიკური პირის მიერ. მუხლი 500 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.


გიგა მაქარაშვილი ტელეკომპანია “იბერიის” გადაცემის, “თავისუფალი სივრცის” სტუმარი იყო. გადაცემა საკონსტიტუციო სასმართლოს გადაწყვეტილებას ეხებოდა მარიხუანის მოხმარების შესახებ. გადაცემის დასასრულს გიგა მაქარაშვილმა, მისივე თქმით, მარიხუანა მოწია, რამაც გადაცემის მეორე სტუმარი დიმიტრი ლორთქიფანიძე გააღიზიანა და მან პოლიცია გამოიძახა.


გიგა მაქარაშვილი ამჟამად თბილისიდან ენგურისკენ ფეხით მიდის. ის უკვე მეშვიდე დღეა გზაშია და ადგილზე ჩასვლას 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემის დღეს გეგმავს.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus
















Музыкальные новости




























Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса