გიორგი გახარია საპატიო ჩხოროწყუელი გახდა
გიორგი გახარიას „საპატიო ჩხოროწყუელის“ წოდება მიენიჭა სხვა ხუთ მოქალაქესთან ერთად.
"საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი წარმოშობით ჩხოროწყუელია. საპატიო ჩხოროწყუელის წოდება ასევე მიენიჭათ: დემურ ანთიას (ხელოვანი, სკუპლტორი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანი); რევო ესართიას (მხატვარ-დიზაინერი, ა(ა)იპ "ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლის" პედაგოგი ხელოვნების დარგში); ნუგზარ ჟვანიას (ჟურნალისტი, პუბლიცისტი, შრომის ვეტერანი) და ბაბუცი თოლორდავას (განათლების სისტემის ღვაწლმოსილი მუშაკი, შრომის ვეტერანი, პენსიონერი)”, - განმარტეს ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერიაში.