Добавить новость
ru24.net
World News
Ноябрь
2018

“ნუ გვართმევთ კონსტიტუციას!“ - სოლიდარობის აქცია ბათუმში

0
„ნუ გვართმევთ კონსტიტუციას!“ „სოლიდარობა შვილმოკლულ მამებს!“ „კარავი და არა ნაძვის ხე!“ - ამ შინაარსის პლაკატები ჰქონდა გაკეთებული ბათუმში, ევროპის მოედანზე დადგმულ სიმბოლურ კარავს, რომლის ავტორი ათამდე არასამთავრობო ორგანიზაციაა.


„ჩვენ, ერთი მხრივ, ვუცხადებთ სოლიდარობას თბილისის საპროტესტო აქციას და შვილმოკლულ მამებს. მეორე კი გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, კონსტიტუციით დაცული ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. დროებითი კონსტრუქციის - კარვის გამართვას კი წინასწარი ნებართვა არ სჭირდება. ამიტომ შსს-ს მოწოდება კარვის აღების შესახებ უკანონო იყო, რადგან თუ ტრანპორტისა და მოქალაქეების მოძრაობას იგი არ უშლის ხელს, მისი დადგმა კანონიერია. ამიტომ, ჩვენ ვერ მივიღებთ შსს-ს განმარტებას, დესტაბილიზაციის შესახებ ვერ მივიღებთ“ - აღნიშნა ანა მდინარაძემ, ახალგაზრდა იურისტთა ბათუმის ოფისიდან.


სოლიდარობის აქციას ბათუმში ათეულობით მოქალაქე და აქტივისტი შეუერთდა.


„რეალური პრობლემაა არსებობს - მოქალაქეებს არ ეძლევათ საშუალება თავისი პროტესტი გამოხატონ. მე არ დავიწყებ განხილვას, როგორც ჩვევიათ, წინა წლებში რა იყო... არ მაინტერესებს ეს! დღეს როცა ვამბობთ რომ დემოკრატიული სახელმწიფო ვართ და დემოკრატიულად ვითარდებით ასეთი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს და არ უნდა ეზღუდებოდეს მოქალაქეებს კონსტიტუციით მინიჭებული უფლების გამოყენება. ჩემი პროტესტის მთავარი მიზეზი კი ორი თვის განმავლობაში გამოუძიებელი საქმეებია. ამის ფონზე კი როცა შვილმოკლული მამები პროტესტს გამოხატავენ, რადგან უკიდურეს და უმძიმეს მდგომარეობაში არიან, მათი კანონიერი უფლების გამოყენების საშუალებას არ აძლევენ არგუმენტით, რომ იქ ნაძვის ხე უნდა დაიდგას და ეს არის კატასტროფა!“ - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა თომა კაკაბაძემ.



Moscow.media
Частные объявления сегодня





Rss.plus




Спорт в России и мире

Новости спорта


Новости тенниса
WTA

Рыбакина и Путинцева узнали свои места в новом рейтинге WTA






Основатель батальона «Арбат» Саркисян умер в больнице после взрыва в ЖК Москвы

Сотрудники спецподразделения Росгвардии провели мероприятие для московских кадет

Синоптик Вильфанд заявил, что 2025 год может стать одним из самых жарких

Тульские онкологи удостоены Всероссийской премии "Будем жить"